სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ჯავახიშვილი ''იმედიდან'' წამოსვლის დეტალებზე - ''თეა სიჭინავაც დაიჩაგრა...''
ლევან ჯავახიშვილი ''იმედიდან'' წამოსვლის დეტალებზე - ''თეა სიჭინავაც დაიჩაგრა...''

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ქრო­ნი­კის" წამ­ყვან­მა ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა "იმე­დი" და­ტო­ვა, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან აც­ნო­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტმა ახალ სპორ­ტულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ისევ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა.

- ამ არხზე პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის პრობ­ლე­მა­ტი­კა და არა მხო­ლოდ ან­გა­რი­შე­ბი. ძა­ლი­ან მინ­და, ახლა ეთერ­ში ვი­ყოთ, თუნ­დაც იმის გამო, რაც ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ხდე­ბა, ეს არაა ზე­და­პი­რუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი არ­ხე­ბი მხო­ლოდ ცემა-ტყე­პას აშუ­ქე­ბენ, არც ერთი არ ჩა­დის სიღ­რმე­ში, რათა გა­ვი­გოთ, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში. ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ახალ ამ­ბებს მი­აწ­ვდის სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე, მაგ­რამ მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა სპორ­ტს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ქარ­თუ­ლი სპორ­ტიც პო­ლი­ტი­კაა. პა­ტა­რა ტე­ლე­ვი­ზია ვართ, მაგ­რამ გუნ­დი კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა, რაც მთა­ვა­რია, ეს არხი არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სებს არ გა­ა­ტა­რებს.

- ლე­ვან, "იმედ­ში" მუ­შა­ო­ბის ორი პე­რი­ო­დი გქონ­დათ...

- ზაზა შენ­გე­ლი­ას დროს ვმუ­შა­ობ­დი "პირ­ველ არხზე", რო­მე­ლიც მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზია გახ­ლდათ. 2002 წლი­დან "იმედ­ში" ვი­ყა­ვი, ეთერ­ში 2003 წელს გა­ვე­დით, შემ­დეგ იყო 2007 წლის სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, თით­ქმის 4 წელი. ეს გახ­ლდათ დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, გაც­რუ­ე­ბუ­ლი იმე­დე­ბი და თავ­ზე დამ­ხო­ბი­ლი ყვე­ლა­ფე­რი... 2013 წელს "იმედ­ში" დაბ­რუ­ნე­ბა აღ­ვიქ­ვი, რო­გორც ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მოხ­და ის, რაც მოხ­და.

- რა გახ­და ამ არ­ხის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი?

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბა, სხვა დრო­საც გქო­ნო­დათ, მაგ­რამ...

- მე "იმე­დე­ლი" ვარ!.. რომ გა­ვი­დეს 5-10 წელი და მი­თხრან, ჩვენ­თან დაბ­რუნ­დიო, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი, მაგ­რამ პირ­და­პირ გე­ტყვით, ჩემი წა­მოს­ვლა არა­ნა­ირ კონ­ფლიქტს არ უკავ­შირ­დე­ბო­და, თუმ­ცა, როცა არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტი, რბი­ლად რომ ვთქვათ, უშ­ვებს შენ­თვის მი­უ­ღე­ბელ შეც­დო­მებს, წა­მოს­ვლის გა-და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ და მეც ასე მო­ვი­ქე­ცი.

- ამ შეც­დო­მა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ აღარ იყა­ვით "ქრო­ნი­კის" წამ­ყვა­ნი?

- არა, მე მიმ­ყავ­და "ქრო­ნი­კის" დღის გა­მოშ­ვე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, არ მინ­და, ვინ­მემ ისე გა­ი­გოს, თით­ქოს მე და თეა სი­ჭი­ნა­ვა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, პი­რი­ქით, ჩვენ დღემ­დე ძვე­ლი "იმე­დე­ლე­ბი" და მე­გობ­რე­ბი ვართ. ჩემი აზ­რით,

როცა არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტი, რბი­ლად რომ ვთქვათ, უშ­ვებს შენ­თვის მი­უ­ღე­ბელ შეც­დო­მებს, წა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ და მეც ასე მო­ვი­ქე­ცი თეაც და­ი­ჩაგ­რა, რად­გან მას სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც უც­ბად და­ი­ხუ­რა, რა მო­საზ­რე­ბე­ბით მოხ­და ეს, ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ლევან ჯავახიშვილი ''იმედიდან'' წამოსვლის დეტალებზე - ''თეა სიჭინავაც დაიჩაგრა...''

ლევან ჯავახიშვილი ''იმედიდან'' წამოსვლის დეტალებზე - ''თეა სიჭინავაც დაიჩაგრა...''

რამდენიმე დღის წინ ''ქრონიკის'' წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა ''იმედი'' დატოვა, რის შესახებაც საზოგადოებას საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდიდან აცნობა. ჟურნალისტმა ახალ სპორტულ ტელევიზიაში გადაინაცვლა, სადაც ისევ საინფორმაციო გადაცემის წამყვანად მოგვევლინება.

- ამ არხზე პრიორიტეტი იქნება ქართული სპორტის პრობლემატიკა და არა მხოლოდ ანგარიშები. ძალიან მინდა, ახლა ეთერში ვიყოთ, თუნდაც იმის გამო, რაც ჭიდაობის ფედერაციაში ხდება, ეს არაა ზედაპირული დაპირისპირება და სამწუხაროდ, ქართული არხები მხოლოდ ცემა-ტყეპას აშუქებენ, არც ერთი არ ჩადის სიღრმეში, რათა გავიგოთ, რეალურად რა ხდება ზემოხსენებულ ფედერაციაში. ჩვენი საინფორმაციო გამოშვება მაყურებელს ახალ ამბებს მიაწვდის სხვადასხვა თემაზე, პოლიტიკაზე, მაგრამ მეტი ყურადღება დაეთმობა სპორტს. სამწუხაროდ, დღეს ქართული სპორტიც პოლიტიკაა. პატარა ტელევიზია ვართ, მაგრამ გუნდი კარგი ადამიანებისგან შედგება, რაც მთავარია, ეს არხი არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ გაატარებს.

- ლევან, ''იმედში'' მუშაობის ორი პერიოდი გქონდათ...

- ზაზა შენგელიას დროს ვმუშაობდი ''პირველ არხზე'', რომელიც მაშინ სახელმწიფო ტელევიზია გახლდათ. 2002 წლიდან ''იმედში'' ვიყავი, ეთერში 2003 წელს გავედით, შემდეგ იყო 2007 წლის საშინელი პერიოდი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა, თითქმის 4 წელი. ეს გახლდათ დეპრესიული მდგომარეობა, გაცრუებული იმედები და თავზე დამხობილი ყველაფერი... 2013 წელს ''იმედში'' დაბრუნება აღვიქვი, როგორც ოჯახში დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა.

- რა გახდა ამ არხის დატოვების მიზეზი?

- შემოთავაზება.

- შემოთავაზება შეიძლება, სხვა დროსაც გქონოდათ, მაგრამ...

- მე ''იმედელი'' ვარ!.. რომ გავიდეს 5-10 წელი და მითხრან, ჩვენთან დაბრუნდიო, აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ჩემი წამოსვლა არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდებოდა, თუმცა, როცა არხის მენეჯმენტი, რბილად რომ ვთქვათ, უშვებს შენთვის მიუღებელ შეცდომებს, წამოსვლის გა-დაწყვეტილებას იღებ და მეც ასე მოვიქეცი.

- ამ შეცდომაში იგულისხმება ის, რომ აღარ იყავით ''ქრონიკის'' წამყვანი?

- არა, მე მიმყავდა ''ქრონიკის'' დღის გამოშვებები. გარდა ამისა, არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს მე და თეა სიჭინავა დაპირისპირებულები ვართ, პირიქით, ჩვენ დღემდე ძველი ''იმედელები'' და მეგობრები ვართ. ჩემი აზრით,

როცა არხის მენეჯმენტი, რბილად რომ ვთქვათ, უშვებს შენთვის მიუღებელ შეცდომებს, წამოსვლის გადაწყვეტილებას იღებ და მეც ასე მოვიქეცი თეაც დაიჩაგრა, რადგან მას სერიოზული საავტორო გადაცემა ჰქონდა, რომელიც უცბად დაიხურა, რა მოსაზრებებით მოხდა ეს, ნამდვილად არ ვიცი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება