სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" აგ­ვის­ტოს ნო­მე­რი N10 (46), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ტაო-კლარ­ჯე­თი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ში

მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვის ობი­ექ­ტი აქამ­დე უფრო მე­ტად ტაო-კლარ­ჯე­თის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი იყო. თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტაო-კლარ­ჯე­თის სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ნა­გე­ბო­ბე­ბის, და სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხრე­თის ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ბის თავ­დაც­ვის სის­ტე­მის შეს­წავ­ლა. ამ მიზ­ნით ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ცხო­ვის, ერუ­შე­თის, ჩილ­დი­რის და ნა­წი­ლობ­რივ არ­ტა­ა­ნი­სა და კო­ლას მხა­რე­ებ­ში არ­სე­ბულ ცი­ხე­სი­მაგ­რე­თა შეს­წავ­ლის­თვის თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ექ­სპე­დი­ცია მო­ე­წყო. მან ოცზე მეტი სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ნა­გე­ბო­ბა - ცი­ხე­სი­მაგ­რე, ციხე-ქა­ლა­ქი და კოშ­კი, და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნა­გე­ბო­ბე­ბი და ეკ­ლე­სი­ე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა. ყვე­ლა მათ­გა­ნი აი­ზო­მა, გან­ხორ­ცი­ელ­და რო­გორც ცი­ხის, ისე მიმ­დე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი ფო­ტო­ფიქ­სა­ცია, აღი­რი­ცხა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი ტო­პო­ნი­მე­ბი, გა­კეთ­და ძეგ­ლე­ბის ჩა­ნა­ხა­ტე­ბი და სხვ. თსუ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპე­დი­ცია ეტა­პობ­რი­ვად გეგ­მავს თურ­ქეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბის შეს­წავ­ლას.

უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი და ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის დღემ­დე უც­ნო­ბი მი­ნი­ა­ტუ­რა

ევ­რო­პის ერთ-ერთ ან­ტიკ­ვა­რულ მა­ღა­ზი­ა­ში ქარ­თველ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ახ­ლა­ხან ძვირ­ფა­სი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი შე­ი­ძი­ნა. იგი ჩვე­ნი სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი იყო. პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დზე მო­თავ­სე­ბუ­ლია საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი უნი­კა­ლუ­რი მი­ნი­ა­ტუ­რა, რო­მელ­ზეც ცო­ცხა­ლი ფე­რე­ბი­თა და შე­სა­შუ­რი ოს­ტა­ტო­ბი­თაა გა­მო­სა­ხუ­ლი წვე­რი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ხელ­ში კა­ლა­მი უჭი­რავს. აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია მისი ვი­ნა­ო­ბა "შემ­თხზუ­ე­ლი და მომ­გო­ნე­ბე­ლი საკ­ვირ­ვო­სა ამის წიგ­ნი­სა პეტ­რე ყა­რი­ბი ლა­რა­ძე". მი­ნი­ა­ტუ­რა­ზე XVIII სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი პეტ­რე ლა­რა­ძეა გა­მო­სა­ხუ­ლი, ხოლო თხზუ­ლე­ბა მის მიერ შექ­მნი­ლი "დი­ლა­რი­ა­ნია". პეტ­რე ლა­რა­ძე სა­უ­ცხოო კა­ლიგ­რა­ფიც გახ­ლდათ. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი "დი­ლა­რი­ა­ნი: სწო­რედ მის მიერ გა­და­წე­რი­ლი უნდა იყოს... ეს ხელ­ნა­წე­რი ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უნი­კა­ლუ­რი შე­ნა­ძე­ნია

მა­ცხოვ­რის წმინ­და საფ­ლა­ვის ტაძ­რის ქარ­თუ­ლი "ავ­ტოგ­რა­ფე­ბი"

მა­ცხოვ­რის წმინ­და საფ­ლა­ვის გრან­დი­ო­ზუ­ლი ტა­ძა­რი იე­რუ­სა­ლიმ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის აღმსა­რე­ბე­ლი სამ­ყა­როს უპირ­ვე­ლე­სი სიწ­მინ­დე­თა­გა­ნია. ცხა­დია, ყვე­ლა მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­მოყ­ვა­რე ქრის­ტი­ა­ნი ერი ცდას არ აკ­ლებ­და, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ამ წმინ­და ად­გი­ლას. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ყო­ფი­ლან. ისი­ნი ას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მედგრად იბ­რძოდ­ნენ აქ "მზის­ქვე­შეთ­ში ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად" და ხში­რად საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც... წმინ­და მი­წა­ზე ქარ­თუ­ლი თე­მის დაკ­ნი­ნე­ბი­სა და კუთ­ვნი­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. ეს სამ­წუ­ხა­რო პრო­ცე­სი შე­ე­ხო იქ არ­სე­ბულ არ­ცთუ მცი­რე­რი­ცხო­ვან ქარ­თულ წარ­წე­რებ­საც. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თუ­ლი კვა­ლი ად­გილ­ზე სრუ­ლად მა­ინც არ წარ­ხო­ცი­ლა, იქ ალაგ-ალაგ დღე­საც გვხვდე­ბა ჩი­ნე­ბულ თუ უჩი­ნო ქარ­თველ­თა "ავ­ტოგ­რა­ფე­ბი". ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ცხოვ­რის წმინ­და საფ­ლა­ვის გრან­დი­ო­ზუ­ლი ტაძ­რის კა­რიბ­ჭის მარ­მა­რი­ლოს სვე­ტებ­ზე­ღაა აქა-იქ შე­მორ­ჩე­ნი­ლი. წარ­წე­რე­ბის ერთი ნა­წი­ლი, ე.წ. პო­ლიგ­ლოტ სვეტ­ზეა, რო­მე­ლიც დღე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მომ­ლოც­ველ­თა შო­რის. იგი მა­ცხოვ­რის წმინ­და საფ­ლა­ვის შე­სას­ვლე­ლი­დან მარ­ცხე­ნა მხა­რეს ორ მსგავს სვეტს შო­რი­საა მოქ­ცე­უ­ლი. ქარ­თუ­ლი პი­ლიგ­რი­მუ­ლი წარ­წე­რე­ბი გვხვდე­ბა მიმ­დე­ბა­რე სვე­ტებ­ზეც. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნიშ­ნე­ბით XIV-XVII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მი­ნა­წე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ასომ­თავ­რუ­ლი შრიფ­ტით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, გვხვდე­ბა ნუს­ხურ­სა და მხედ­რულ­ზე გარ­და­მა­ვა­ლი ხელრ­თვე­ბიც. ზოგ­ჯერ მათ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც კია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ქარ­თვე­ლი მამ­ლუ­ქი ნა­პო­ლე­ო­ნის ომებ­ში - ჟან შა­ჰინს "მთელ ფრან­გულ ჯარ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ვაჟ­კა­ცი მე­ო­მა­რი" უწო­დეს

ნა­პო­ლე­ო­ნის მამ­ლუ­ქებ­ზე სა­უბ­რი­სას, მყის­ვე მისი პი­რა­დი მცვე­ლის რუს­ტამ რა­ზას სა­ხე­ლი წა­მო­იჭ­რე­ბა, თუმ­ცა, ამ მამ­ლუ­ქის გარ­და, ფრან­გულ ჯარ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მამ­ლუ­ქი მსა­ხუ­რობ­და, რო­მელ­თაც, რუს­ტა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბრძო­ლის ველ­ზე მო­იხ­ვე­ჭეს სა­ხე­ლი. მათ შო­რის იყო მამ­ლუ­ქი ჰა­სა­ნი, წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან. 1815 წელს იმ­პე­რი­ის და­ცე­მის შემ­დეგ, ჰა­სა­ნი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და პა­რი­ზის ჟან­დარ­მე­რი­ა­ში. თბი­ლის­ში იყ­ვნენ და­ბა­დე­ბუ­ლი მამ­ლუ­ქე­ბი რუს­ტამ გურ­ჯი, გი­ორ­გი ჩერ­ქე­სი და დაუდ გურ­ჯი. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა მამ­ლუ­ქი ანა­ნია, რო­მელ­მაც თავი გა­მო­ი­ჩი­ნა ეს­პა­ნეთ­ში 1810-1911 წლებ­ში და და­ი­ღუ­პა რუ­სეთ­ში ლაშ­ქრო­ბი­სას, 1812 წლის ნო­ემ­ბრის მი­წუ­რულს... ეგ­ვიპ­ტელ მამ­ლუქ­თა შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა ჰქონ­და თბი­ლი­სელ მამ­ლუქს, ჟან შა­ჰინს, რომ­ლის სა­ხე­ლი ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბულ სი­მა­მა­ცეს­თან იყო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია 24 ტო­მად - მო­ზარდ თა­ო­ბა­სა და ის­ტო­რი­ის მოყ­ვა­რუ­ლებს უნი­კა­ლუ­რი სი­ურპრი­ზი ელით

ნო­ემ­ბრი­დან "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L"-ი მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს. გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი "მეფე თა­მა­რი". სე­რი­ის მომ­დევ­ნო წიგ­ნე­ბი მკი­თხველს ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ე­წო­დე­ბა.

წიგ­ნე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე 24 ტომს მო­ი­ცავს, იქ­ნე­ბა წარ­სუ­ლის ერ­თგვა­რი ილუსტრი­რე­ბუ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მთა­ვარ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებს წარ­მო­ად­გენს მო­ზარ­დი თა­ო­ბის­თვის ად­ვი­ლად და გა­სა­გე­ბად აღ­საქ­მე­ლი ტექ­სტე­ბი­თა და მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით. "სამ­კა­უ­ლე­ბად" თი­თო­ე­ულ გვერდს ახ­ლავს იმ არ­ტე­ფაქ­ტე­ბი­სა და მდი­და­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­თა დიდ ნა­წილს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი პირ­ვე­ლად გა­ეც­ნო­ბა.

ავ­ღა­ნუ­რი უფსკრუ­ლი

საბ­ჭო­თა კავ­ში­რი 1979 წელს მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო ავ­ღა­ნე­თის ომში ჩა­ეფ­ლო, რაც წი­თე­ლი იმ­პე­რი­ის კრა­ხის ერთ-ერთი მი­ზე­ზი გახ­და. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ომამ­დელ ავ­ღა­ნურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს სწო­რედ სსრკ-ის მო­კავ­ში­რედ მი­აჩ­ნდათ თავი და ძნელ­ბე­დო­ბი­სას ყო­ველ­თვის მოს­კო­ვი­დან დახ­მა­რე­ბის იმე­დი ჰქონ­დათ...

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ღვაწ­ლი

ეპი­ზო­დე­ბი ქარ­თველ მოღ­ვა­წე­თა "მძლავ­რი ჯგუ­ფის" ცხოვ­რე­ბი­დან

სო­ლი­და­რო­ბის ქრო­ნი­კე­ბი - რო­გორ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლე­ბი და ბალ­ტი­ე­ლი ხალ­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში

ტა­ბა­კო­ნის დი­ხა­გუ­ძუ­ბა - ძვე­ლი კოლ­ხე­თის ვე­ნე­ცია

ერეკ­ლე II ძველ ინ­გლი­სურ პრე­სა­ში

ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი მსოფ­ლი­ოს ულა­მა­ზეს დამ­წერ­ლო­ბა­თა ხუ­თე­ულ­შია

და კი­დევ მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ა­სა და მოკ­ლე ახალ ამ­ბავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომერი N10 (46), რომელშიც წაიკითხავთ:

ტაო-კლარჯეთი საქართველოს თავდაცვის სისტემაში

მეცნიერთა კვლევის ობიექტი აქამდე უფრო მეტად ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები იყო. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ტაო-კლარჯეთის საფორტიფიკაციო ნაგებობების, და საერთოდ საქართველოს სამხრეთის ისტორიული პროვინციების თავდაცვის სისტემის შესწავლა. ამ მიზნით ისტორიული ფოცხოვის, ერუშეთის, ჩილდირის და ნაწილობრივ არტაანისა და კოლას მხარეებში არსებულ ციხესიმაგრეთა შესწავლისთვის თურქეთის რესპუბლიკაში ექსპედიცია მოეწყო. მან ოცზე მეტი საფორტიფიკაციო ნაგებობა - ციხესიმაგრე, ციხე-ქალაქი და კოშკი, და მასზე არსებული საყოფაცხოვრებო ნაგებობები და ეკლესიები მოინახულა. ყველა მათგანი აიზომა, განხორციელდა როგორც ციხის, ისე მიმდებარე ნაგებობებისა და ეკლესიების დეტალური ფოტოფიქსაცია, აღირიცხა შემორჩენილი, ადგილობრივი ქართული ტოპონიმები, გაკეთდა ძეგლების ჩანახატები და სხვ. თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიცია ეტაპობრივად გეგმავს თურქეთში არსებული ქართული ციხესიმაგრეების შესწავლას.

უნიკალური ქართული ხელნაწერი და ქართველი პოეტის დღემდე უცნობი მინიატურა

ევროპის ერთ-ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში ქართველმა კოლექციონერმა ახლახან ძვირფასი ქართული ხელნაწერი შეიძინა. იგი ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. პირველივე გვერდზე მოთავსებულია საკმაოდ მოზრდილი უნიკალური მინიატურა, რომელზეც ცოცხალი ფერებითა და შესაშური ოსტატობითაა გამოსახული წვერიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში კალამი უჭირავს. აქვე აღნიშნულია მისი ვინაობა "შემთხზუელი და მომგონებელი საკვირვოსა ამის წიგნისა პეტრე ყარიბი ლარაძე". მინიატურაზე XVIII საუკუნის საქართველოს საკმაოდ ცნობილი პოეტი პეტრე ლარაძეა გამოსახული, ხოლო თხზულება მის მიერ შექმნილი "დილარიანია". პეტრე ლარაძე საუცხოო კალიგრაფიც გახლდათ. ჩვენს ხელთ არსებული "დილარიანი: სწორედ მის მიერ გადაწერილი უნდა იყოს... ეს ხელნაწერი ქართული მეცნიერებისთვის უნიკალური შენაძენია

მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძრის ქართული "ავტოგრაფები"

მაცხოვრის წმინდა საფლავის გრანდიოზული ტაძარი იერუსალიმში ქრისტიანობის აღმსარებელი სამყაროს უპირველესი სიწმინდეთაგანია. ცხადია, ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე ქრისტიანი ერი ცდას არ აკლებდა, წარმოდგენილი ყოფილიყო ამ წმინდა ადგილას. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი წინაპრები ყოფილან. ისინი ასწლეულების განმავლობაში მედგრად იბრძოდნენ აქ "მზისქვეშეთში ადგილის მოსაპოვებლად" და ხშირად საკმაოდ წარმატებითაც... წმინდა მიწაზე ქართული თემის დაკნინებისა და კუთვნილი ეკლესია-მონასტრების დაკარგვის შემდეგ, ქართული არტეფაქტების უმრავლესობა უკვალოდ გაქრა. ეს სამწუხარო პროცესი შეეხო იქ არსებულ არცთუ მცირერიცხოვან ქართულ წარწერებსაც. ყველაფრის მიუხედავად, ქართული კვალი ადგილზე სრულად მაინც არ წარხოცილა, იქ ალაგ-ალაგ დღესაც გვხვდება ჩინებულ თუ უჩინო ქართველთა "ავტოგრაფები". ამჟამად ქართული წარწერების უმრავლესობა მაცხოვრის წმინდა საფლავის გრანდიოზული ტაძრის კარიბჭის მარმარილოს სვეტებზეღაა აქა-იქ შემორჩენილი. წარწერების ერთი ნაწილი, ე.წ. პოლიგლოტ სვეტზეა, რომელიც დღესაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მომლოცველთა შორის. იგი მაცხოვრის წმინდა საფლავის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს ორ მსგავს სვეტს შორისაა მოქცეული. ქართული პილიგრიმული წარწერები გვხვდება მიმდებარე სვეტებზეც. მათი უმრავლესობა პალეოგრაფიული ნიშნებით XIV-XVII საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება. მინაწერების უმრავლესობა ასომთავრული შრიფტით არის შესრულებული, გვხვდება ნუსხურსა და მხედრულზე გარდამავალი ხელრთვებიც. ზოგჯერ მათში მოხსენიებული პირების იდენტიფიცირებაც კია შესაძლებელი.

ქართველი მამლუქი ნაპოლეონის ომებში - ჟან შაჰინს "მთელ ფრანგულ ჯარში ერთ-ერთი ყველაზე ვაჟკაცი მეომარი" უწოდეს

ნაპოლეონის მამლუქებზე საუბრისას, მყისვე მისი პირადი მცველის რუსტამ რაზას სახელი წამოიჭრება, თუმცა, ამ მამლუქის გარდა, ფრანგულ ჯარში კიდევ რამდენიმე ქართველი მამლუქი მსახურობდა, რომელთაც, რუსტამისგან განსხვავებით, ბრძოლის ველზე მოიხვეჭეს სახელი. მათ შორის იყო მამლუქი ჰასანი, წარმოშობით სამეგრელოდან. 1815 წელს იმპერიის დაცემის შემდეგ, ჰასანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პარიზის ჟანდარმერიაში. თბილისში იყვნენ დაბადებული მამლუქები რუსტამ გურჯი, გიორგი ჩერქესი და დაუდ გურჯი. ასევე საინტერესოა მამლუქი ანანია, რომელმაც თავი გამოიჩინა ესპანეთში 1810-1911 წლებში და დაიღუპა რუსეთში ლაშქრობისას, 1812 წლის ნოემბრის მიწურულს... ეგვიპტელ მამლუქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო კარიერა ჰქონდა თბილისელ მამლუქს, ჟან შაჰინს, რომლის სახელი ათეული წლების განმავლობაში თავზე ხელაღებულ სიმამაცესთან იყო გაიგივებული.

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია 24 ტომად - მოზარდ თაობასა და ისტორიის მოყვარულებს უნიკალური სიურპრიზი ელით

ნოემბრიდან "გამომცემლობა პალიტრა L"-ი მკითხველს საინტერესო სიახლეს სთავაზობს. გაზეთ `კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის სერიის პირველი წიგნი "მეფე თამარი". სერიის მომდევნო წიგნები მკითხველს ყოველთვიურად მიეწოდება.

წიგნების სერია, რომელიც ამ ეტაპზე 24 ტომს მოიცავს, იქნება წარსულის ერთგვარი ილუსტრირებული რეკონსტრუქცია, რომელიც ქვეყნის მთავარ ისტორიულ მოვლენებს წარმოადგენს მოზარდი თაობისთვის ადვილად და გასაგებად აღსაქმელი ტექსტებითა და მაღალმხატვრული ილუსტრაციებით. "სამკაულებად" თითოეულ გვერდს ახლავს იმ არტეფაქტებისა და მდიდარი დოკუმენტების ფოტოები, რომელთა დიდ ნაწილს ჩვენი მკითხველი პირველად გაეცნობა.

ავღანური უფსკრული

საბჭოთა კავშირი 1979 წელს მისთვის საბედისწერო ავღანეთის ომში ჩაეფლო, რაც წითელი იმპერიის კრახის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. საინტერესო ის არის, რომ ომამდელ ავღანურ ხელისუფლებებს სწორედ სსრკ-ის მოკავშირედ მიაჩნდათ თავი და ძნელბედობისას ყოველთვის მოსკოვიდან დახმარების იმედი ჰქონდათ...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

დიმიტრი შევარდნაძის შეუფასებელი ღვაწლი

ეპიზოდები ქართველ მოღვაწეთა "მძლავრი ჯგუფის" ცხოვრებიდან

სოლიდარობის ქრონიკები - როგორ ეხმარებოდნენ ქართველები და ბალტიელი ხალხები ერთმანეთს საბჭოთა რეჟიმის პირობებში

ტაბაკონის დიხაგუძუბა - ძველი კოლხეთის ვენეცია

ერეკლე II ძველ ინგლისურ პრესაში

ქართული ანბანი მსოფლიოს ულამაზეს დამწერლობათა ხუთეულშია

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები