სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს" - მამულიჩა მოსკოვურ "თბილისობასა" და სააკაშვილი-ხუბუტიას მეგობრობაზე
"ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს" - მამულიჩა მოსკოვურ "თბილისობასა" და სააკაშვილი-ხუბუტიას მეგობრობაზე

ლელა წურ­წუ­მი­ას მოს­კო­ვურ "თბი­ლი­სო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბულ უარ­ყო­ფით გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლე და ამავდრო­უ­ლად, მისი პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა) Facebook-ზე პა­სუ­ხობს და წერს:

"სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, არც TV-ში და არც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან. ლე­ლა­მაც ძა­ლი­ან მთხო­ვა, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დეთ, უბ­რა­ლოდ, გი­თხრათ.

მი­ზე­ზე­ბი ბევ­რია…მთა­ვა­რი ის არის, რომ სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ გა­ბე­და­ვას. ლე­ლამ 1000 კაც­თან გა­და­ი­ღო სუ­რა­თი, მაგ­რამ თქვენ ეს სუ­რა­თი გა­ინ­ტე­რე­სებთ მარ­ტო.

ლე­ლამ უმ­ღე­რა ამ­დენ ქარ­თველს, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბით იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი იქ, მაგ­რამ თქვენ ეს ხალ­ხი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი გგო­ნი­ათ, რად­გან იქ არი­ან და ცხოვ­რო­ბენ... რა ჰო­ნო­რა­რი? სა­ერ­თოდ არ აგ­ვი­ღია ჰო­ნო­რა­რი. რომც აგ­ვე­ღო, არც ეგაა პრობ­ლე­მა.

სა­ერ­თოდ შორს ვარ იმის­გან, რომ "ფე­ის­ბუ­ქი­დან" ვი­ღა­ცე­ბი ვლან­ძღო, ეს სა­ერ­თოდ მგო­ნია რომ არას­წო­რია,

არა­სო­დეს მა­ინ­ტე­რე­სებ­და და არ მი­კი­თხია, რა­ტომ წა­ვი­და"ერი­სი­ო­ნი", რა­ტომ იმ­ღე­რა პა­ა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ჯერ ლან­ძღეთ და რომ ჩა­მო­ვი­და, მერე ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნი და­კი­დეთ. არა­სო­დეს არ ჩავ­თვლი, რომ ისი­ნი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან.

რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა არ მე­სი­ა­მოვ­ნოს რა­ღა­ცე­ბი, და ვი­ღა­ცებ­საც არ ესი­ა­მოვ­ნოთ ის, რომ ჩვენ წა­ვე­დით, ეგ შე­მიძ­ლია გა­ვი­გო, მაგ­რამ რო­დე­საც სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­ზეა ლა­პა­რა­კი, ძა­ლი­ან თხოვთ, თავი შე­ი­კა­ვეთ. სა­სა­ცი­ლოა მარ­თლა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც ჩვენ­ზე მა­გას ლა­პა­რა­კობს და ჩვენ­ზე ჩირ­ქის მო­ცხო­ბა მო­უნ­დათ.

მიშა ხუ­ბუ­ტი­ას ვიც­ნობთ ალ­ბათ 15 წე­ლია, მეტი თუ არა, ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, მარა ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბებს რო­დე­საც ჩავ­დი­ო­დით რუ­სეთ­ში და თუ სად­მე ვხვდე­ბო­დით, ხელს არა­სო­დეს უშ­ლი­და. მაგ­რამ მანდ რო აფ­რი­ა­ლებთ სა­ა­კაშ­ვი­ლის სუ­რა­თებს, მი­შაც მე­გობ­რობ­და მას­თან, და ომის მე­რეც შეხ­ვედ­რია, მარა ერთი წა­მით არ მი­ფიქ­რია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რამე არა­ქარ­თულს ან არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივს აკე­თებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო ხუ­ბუ­ტი­ას არ და­უ­მა­ლავს რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან ახ­ლოს იყო.

რო­დე­საც ბოლო ომი მოხ­და, რა­ღაც ორ წე­ლი­წად­ში , სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, რუ­სეთს მხა­რი და­უ­ჭი­რა მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას…. არ და­მი­წყოთ ეხლა რო იმ მი­ზე­ზით გა­უს­წო­რეს პუ­ტინს, რომ თურ­მე ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ რუ­სე­თი რა­მეს დათ­მობ­და ან რა­მეს და­აბ­რუ­ნებ­და…..არ მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ღა­ლა­ტად არ შე­მი­ფა­სე­ბია.

სიმ­ღე­რას თქვენ კუნ­ტუშს და გარ­თო­ბას ეძა­ხით, ჩვენ­თვის ეს პრო­ფე­სი­აა. მა­ინც და მა­ინც რაგ­ბი უნდა ვი­თა­მა­შოთ, ან ვი­ჭი­და­ოთ, ან ოპე­რა­ცი­ე­ბი უნდა გა­ვა­კე­თოთ და ისე ჩა­ვი­დეთ რუ­სეთ­ში?

ძა­ლი­ან გვი­ხა­რია რეგ­ბის­ტე­ბი სოჭ­ში რომ ჩა­დი­ან, რუ­სე­თის მიერ წა­ღე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რუ­სებს რო უგე­ბენ და თა­მაშს ეს­წრე­ბა ამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი იქ მცხოვ­რე­ბი, ქარ­თვე­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი რუ­სეთ­ში რომ ჭი­და­ო­ბენ და იგე­ბენ ფი­ნალ­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბა პუ­ტი­ნი, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან?

ამას თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად კი არ ვწერ, უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ვინ­მე­სი რამე თუ არ მომ­წონს პი­რა­დად ვე­უბ­ნე­ბი, და ზო­გად ჭრილ­ში არ გა­დამ­ყავს, და ფბ დან არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, არა­ვინ არ შე­მი­წუ­ხე­ბი­ხართ ჩემი პრობ­ლე­მე­ბით, ჩემი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი და წყე­ნა არა­სო­დეს არ და­მი­ყე­ნე­ბია ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა ( გამ­გე­ბი გა­ი­გებს). არა­სო­დეს ადა­მი­ა­ნებს არ და­უ­ვი­წყებ პა­ტა­რა სი­კე­თე­საც კი, ესაა ჩემი პა­სუ­ხი კომ­პთან მჯდომ პატ­რი­ო­ტებს, მე ჩემი ქვეყ­ნის და ჩემი თა­ვის წი­ნა­შე ვარ მარ­თა­ლი, და არ მა­ინ­ტე­რე­სებს ზო­გი­ერ­თი ბინ­ძუ­რი ტვი­ნი რას ფიქ­რობს.

პრობ­ლე­მა ჩვენ­შია, ქარ­თვე­ლებ­ში, ისე გვძულს ერ­თმა­ნე­თი ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბით ვერ ავა­შე­ნებთ, მე­გობ­რე­ბო.

P.S. ყვე­ლა სტა­ტუ­სი წა­ვი­კი­თხე გულ­მოდ­გი­ნედ, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ამ სტა­ტუ­სე­ბის ლა­ი­ქე­ბის ავ­ტო­რებ­საც ჩა­მო­ვუ­ყე­ვი და ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია ყვე­ლა­ფე­რი... იმე­დია, ყვე­ლა თა­ვის და­წე­რილ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბე­ლია, ოღონდ იმას არ ვჭამ, რომ ზო­გა­დად, სხვა­ზე წერ­დით და ლელა არ გი­გუ­ლის­ხმი­ათ... გი­გე­ბენ ვი­საც ვგუ­ლის­ხმობ...", - წერს მა­მუ­ლი­ჩა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ლელა წურ­წუ­მია მოს­კო­ვურ "თბი­ლი­სო­ბა­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს" - მამულიჩა მოსკოვურ "თბილისობასა" და სააკაშვილი-ხუბუტიას მეგობრობაზე

"ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს" - მამულიჩა მოსკოვურ "თბილისობასა" და სააკაშვილი-ხუბუტიას მეგობრობაზე

ლელა წურწუმიას მოსკოვურ "თბილისობასთან" დაკავშირებულ უარყოფით გამოხმაურებებს მომღერლის მეუღლე და ამავდროულად, მისი პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) Facebook-ზე პასუხობს და წერს:

"საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არც TV-ში და არც ჟურნალისტებთან. ლელამაც ძალიან მთხოვა, მაგრამ იძულებული გამხადეთ, უბრალოდ, გითხრათ.

მიზეზები ბევრია…მთავარი ის არის, რომ საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას. ლელამ 1000 კაცთან გადაიღო სურათი, მაგრამ თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო.

ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც ქართული დროშებით იყვნენ მოსულები იქ, მაგრამ თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ, რადგან იქ არიან და ცხოვრობენ... რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი. რომც აგვეღო,  არც ეგაა პრობლემა.

საერთოდ შორს ვარ იმისგან, რომ "ფეისბუქიდან" ვიღაცები ვლანძღო, ეს საერთოდ მგონია რომ არასწორია,

არასოდეს მაინტერესებდა და არ მიკითხია, რატომ წავიდა"ერისიონი", რატომ იმღერა პააატა ბურჭულაძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რომ ჩამოვიდა, მერე ბრწყინვალების ორდენი დაკიდეთ. არასოდეს არ ჩავთვლი, რომ ისინი მოღალატეები არიან.

რა თქმა უნდა, შეიძლება არ მესიამოვნოს რაღაცები, და ვიღაცებსაც არ ესიამოვნოთ ის, რომ ჩვენ წავედით, ეგ შემიძლია გავიგო, მაგრამ როდესაც სამშობლოს ღალატზეა ლაპარაკი, ძალიან თხოვთ, თავი შეიკავეთ. სასაცილოა მართლა იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენზე მაგას ლაპარაკობს და ჩვენზე ჩირქის მოცხობა მოუნდათ.

მიშა ხუბუტიას ვიცნობთ ალბათ 15 წელია, მეტი თუ არა, ჩვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მარა ჩვენ ურთიერთობებს როდესაც ჩავდიოდით რუსეთში და თუ სადმე ვხვდებოდით, ხელს არასოდეს უშლიდა. მაგრამ მანდ რო აფრიალებთ სააკაშვილის სურათებს, მიშაც მეგობრობდა მასთან, და ომის მერეც შეხვედრია, მარა ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სააკაშვილი რამე არაქართულს ან არასახელმწიფოებრივს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რო ხუბუტიას არ დაუმალავს რომ რუსეთის მთავრობასთან ახლოს იყო.

როდესაც ბოლო ომი მოხდა, რაღაც ორ წელიწადში , საქართველოს მთავრობამ, რუსეთს  მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას…. არ დამიწყოთ ეხლა რო იმ მიზეზით გაუსწორეს პუტინს, რომ თურმე ელოდებოდნენ, რომ რუსეთი რამეს დათმობდა ან რამეს დააბრუნებდა…..არ მომეწონა, მაგრამ ღალატად არ შემიფასებია.

სიმღერას თქვენ კუნტუშს და გართობას ეძახით, ჩვენთვის ეს პროფესიაა.  მაინც და მაინც რაგბი უნდა ვითამაშოთ, ან ვიჭიდაოთ,  ან ოპერაციები უნდა გავაკეთოთ და ისე ჩავიდეთ რუსეთში?

ძალიან გვიხარია რეგბისტები სოჭში რომ ჩადიან, რუსეთის მიერ წაღებულ ტერიტორიაზე, რუსებს რო უგებენ და თამაშს ესწრება ამდენი ქართველი იქ მცხოვრები, ქართველი მოჭიდავეები რუსეთში რომ ჭიდაობენ და იგებენ ფინალში, რომელსაც  ესწრება პუტინი, მოღალატეები არიან?

ამას თავის გასამართლებლად კი არ ვწერ, უბრალოდ ინფორმაციისთვის, ვინმესი რამე თუ არ მომწონს პირადად ვეუბნები, და ზოგად ჭრილში არ გადამყავს, და ფბ დან არ ველაპარაკები, არავინ არ შემიწუხებიხართ ჩემი პრობლემებით, ჩემი პირადი ინტერესები და წყენა არასოდეს არ დამიყენებია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ( გამგები გაიგებს). არასოდეს ადამიანებს არ დაუვიწყებ პატარა სიკეთესაც კი, ესაა ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს, მე ჩემი ქვეყნის და ჩემი თავის წინაშე ვარ მართალი, და არ მაინტერესებს ზოგიერთი ბინძური ტვინი რას ფიქრობს.

პრობლემა ჩვენშია, ქართველებში, ისე გვძულს ერთმანეთი ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ვერ ავაშენებთ, მეგობრებო.

P.S. ყველა სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად ამ სტატუსების ლაიქების ავტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი... იმედია, ყველა თავის დაწერილზე პასუხისგებელია, ოღონდ იმას არ ვჭამ, რომ ზოგადად, სხვაზე წერდით და ლელა არ გიგულისხმიათ... გიგებენ ვისაც ვგულისხმობ...", - წერს მამულიჩა.

იხილეთ ვიდეო: ლელა წურწუმია მოსკოვურ "თბილისობაზე"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს