სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს
გიორგი კვირიკაშვილი ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს

ვიცე პრე­მი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ვი­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

რო­გორც გი­ორ­გი კვირ­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ "უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს.

"ვი­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდ წი­ლად გა­მოწ­ვე­უ­ლია ევ­რო­კავ­შირ­თან ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხით. ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გვაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭო­ზე დაგ­ვა­ვა­ლა, რომ რაც არის დღეს პრობ­ლე­მა ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კუ­თხით მოგ­ვარ­დეს. ასე­ვე, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შიც გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ჩვენ სწო­რი ბა­ლან­სი და­ვიც­ვათ ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნებ­სა და იმ ლი­ბე­რა­ლურ მო­თხოვ­ნებს შო­რის, რო­მე­ლიც ჩვენ გვჭირ­დე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, რომ პირ­ველ რიგ­ში ავა­მოქ­მე­დოთ ელექტრო­ნუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის და ვი­ზე­ბის გა­ცე­მის ფორ­მა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ელ­ჩო­ებ­ში და სა­კონ­სუ­ლო­ებ­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა ფი­ზი­კურ მის­ვლას არ ითხოვს. ამას გარ­და, ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­მოვ­ფხვრათ ის ხარ­ვე­ზე­ბი, რაც ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კუ­თხით დღეს არის", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა ახალ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­სა და რე­გუ­ლა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს. რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი კა­ნო­ნი "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ". კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ ყოფ­ნის ვადა შემ­ცირ­და და 360 დღის ნაც­ვლად, 180-დღი­ან პე­რი­ოდ­ში 90 დღით გა­ნი­სა­ზღვრა. ასე­ვე 24 ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის, ერაყს, სენტ-კიტ­სის და ნე­ვი­სის ფე­დე­რა­ცი­ას, ჩი­ლეს, ტრი­ნი­და­დის და ტო­ბა­გოს რეს­პუბ­ლი­კას და სხვა, გა­უ­უქ­მდა უვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის, ნატო-ს, შენ­გე­ნის, დსთ-ს წევრ და სხვა ძი­რი­თად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა შე­ნარ­ჩუნ­და. თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს სურ­ვი­ლი აქვს შე­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და დარ­ჩეს 90-დღე­ზე მეტი ხნით, სა­ე­მიგ­რა­ციო ვიზა უნდა აი­ღოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ვრცელ­დე­ბა მათ შო­რის იმ ქვეყ­ნებ­ზე, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზო რე­ჟი­მი იმოქ­მე­დებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზებს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო აღარ გას­ცემს. ვი­ზე­ბი გა­ი­ცე­მა სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­სა და სა­კონ­სუ­ლო­ებ­ში. უცხო­ელ­მა, რომ­ლის წარ­მო­შო­ბის ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ელ­ჩოს ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უნდა მი­მარ­თოს. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ვი­ზის აღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში.

1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ვიზა 50 აშშ დო­ლა­რი ეღი­რე­ბა. "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, სხვა­დას­ხვა ტი­პის ვი­ზა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სე­ბი მოქ­მე­დებ­და, თუმ­ცა ამი­ე­რი­დან არც ქვეყ­ნე­ბის და არც ვი­ზის ტი­პის მი­ხედ­ვით დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია არ იქ­ნე­ბა.

"უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" ახა­ლი კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლის და ე.წ. და­ბა­ლან­სე­ბულ სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა­ზე გა­დას­ვლის მი­ზე­ზად მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ასა­ხე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიორგი კვირიკაშვილი ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს

გიორგი კვირიკაშვილი ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს

ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს.

როგორც გიორგი კვირკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, გამორიცხული არ არის, რომ "უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდეს.

"ვიზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დიდ წილად გამოწვეულია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხით. ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევარიანი სამოქმედო გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ საბჭოზე დაგვავალა, რომ რაც არის დღეს პრობლემა ადმინისტრირების კუთხით მოგვარდეს. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ კანონმდებლობაშიც გარკვეული ცვლილებები შევიდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენ სწორი ბალანსი დავიცვათ ევროკავშირის მოთხოვნებსა და იმ ლიბერალურ მოთხოვნებს შორის, რომელიც ჩვენ გვჭირდება ტურიზმის განვითარებისათვის. ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პირველ რიგში ავამოქმედოთ ელექტრონული აპლიკაციების და ვიზების გაცემის ფორმა, რომელიც ჩვენს საელჩოებში და საკონსულოებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ფიზიკურ მისვლას არ ითხოვს. ამას გარდა, ბინადრობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ადმინისტრირების კუთხით დღეს არის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ახალ კანონმდებლობასა და რეგულაციას გარკვეული სირთულეები ახლავს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ხარვეზების გამოსასწორებლად.

საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს. კანონის მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

1-ელი სექტემბრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა ამიერიდან არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დიფერენციაცია არ იქნება.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბერალური სავიზო პოლიტიკის შეცვლის და ე.წ. დაბალანსებულ სავიზო პოლიტიკაზე გადასვლის მიზეზად მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობას ასახელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია