სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''პირადად მე ჭოლას ჭკუას უფრო ვენდობი, ვიდრე საკუთარს''
''პირადად მე ჭოლას ჭკუას უფრო ვენდობი, ვიდრე საკუთარს''

მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა კა­ზა­კო­ვა მე­უღ­ლეს­თან, ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან ერ­თად ცოტა ხან­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­რა­ო­ზე"კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­და­ცე­მას წა­იყ­ვანს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მას სახ­ლში ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე სა­სა­უბ­როდ ვეწ­ვი­ეთ.

- ტრა­დი­ცი­ე­ბის ქო­ნა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ და ჩვენც გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, პრობ­ლე­მე­ბის ერ­თად გა­და­წყვე­ტის, თი­ნა­თი­ნი, მე და ჭოლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს ერ­თად ვწყვეტთ. ასე­ვე გვაქვს ახა­ლი წლის ღა­მეს სა­ჩუქ­რე­ბის გა­კე­თე­ბის ტრა­დი­ცია, ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ცდი­ლობს, გა­მო­იც­ნოს, რა გა­უ­ხარ­დე­ბა იმ ადა­მი­ანს, ვის და­სა­ჩუქ­რე­ბა­საც აპი­რებს, წი­ნას­წარ არ ვე­უბ­ნე­ბით ერ­თმა­ნეთს, ეს მინ­და და ეს მი­ყი­დეო, შე­ძე­ნილ სა­ჩუ­ქარს დიდი ამ­ბით ვმა­ლავთ და ახა­ლი წლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ვხსნით. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ჩვენ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რი­ან და მათი სა­ჩუქ­რე­ბის­თვი­საც იმა­ვე­ნა­ი­რად გვიზ­რუ­ნია, დიდი ხიბ­ლი აქვს გახ­სნი­სა და სა­ჩუქ­რის ნახ­ვის მო­მენტს. გარ­და ამი­სა, გვაქვს სა­დი­ლე­ბის ერ­თად კე­თე­ბის ტრა­დი­ცია, ოღონდ ეს არაა ჭამა ჭა­მის­თვის, თვი­თონ პრო­ცე­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მზა­დე­ბა, კა­მა­თი, ამას ეს მო­უხ­დე­ბა, ეს ცუდ გე­მოს მის­ცემს, რას აკე­თებ, და­ვი­ღუ­პეთ და ა.შ...

სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა, მო­ბი­ლუ­რებ­მა, რომ­ლებ­შიც ყვე­ლა თავ­ჩარ­გუ­ლია, ისე­დაც დაგ­ვა­შო­რა ერ­თმა­ნეთს, ასე­თი ტრა­დი­ცი­ე­ბის ხარ­ჯზე კი ვა­ხერ­ხებთ იმ და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბას, რა­საც ერ­თი­მე­ო­რეს ვაკ­ლებთ. ძა­ლი­ან მომ­წონს მე­გობ­რებ­თან სი­ახ­ლო­ვის, მის­ვლა-მოს­ვლის ტრა­დი­ცია, სა­ზღვარ­გა­რეთ ეს უფრო გა­ო­ფი-ცი­ა­ლუ­რე­ბუ­ლია, გეგ­მა­ვენ ყვე­ლა­ფერს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და გა­უფრ­თხი­ლებ­ლად მე­გო­ბარ­თან ვერ მიხ­ვალ, რაც ძა­ლი­ან არ მომ­წონს.

- თუ არ­სე­ბობს ისე­თი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ნაკ­ლებ სიმ­პა­თი­ას იწ­ვევს?

- უფრო ცრურ­წმე­ნე­ბი მა­ღი­ზი­ა­ნებს, მა­რი­ლი და­ი­ყა­რა, უკან გა­და­ყა­რე, იჩხუ­ბებ, და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და არ შე­იძ­ლე­ბა ერთი ან ორ­მო­ცი წლის ასაკ­ში და ა.შ. ასეთ რა­ღა­ცებს არ მივ­დევ და არც მიყ­ვარს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ქალი და­ჩაგ­რუ­ლია? როცა მას მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად უწევს

დი­ა­სახ­ლი­სო­ბა, ზრუნ­ვა ოჯა­ხის წევ­რზე და ა.შ.?

- კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში კი. მა­მა­კა­ცი სამ­სა­ხუ­რი­დან რომ მო­დის და ამ­ბობს, დაღ­ლი­ლი ვარო, მი­სა­ღე­ბი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, ქალი, კი რო­მე­ლიც მთელ დღეს ასე­ვე შრო­მა­ში ატა­რებს, სა­ღა­მოს ისევ მას უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს. ვფიქ­რობ, რომ ამა­ში არის ჩაგ­ვრის გარ­კვე­უ­ლი დოზა, გარ­და ამი­სა, მხო­ლოდ თბი­ლი­სით ხომ არ ვსა­ზღვრავთ, რე­გი­ო­ნებ­ში კი­დევ უფრო მძი­მე პრობ­ლე­მებს ვა­წყდე­ბით. ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცებ­ზე არა­ნაკ­ლებ ფი­ზი­კურ შრო­მას სწე­ვენ და ამას­თა­ნა­ვე ზრუ­ნა­ვენ ოჯახ­ზეც საკ­მა­ოდ ცუდ პი­რო­ბებ­ში, ამის ფონ­ზე, რა თქმა უნდა, ქალი და­ჩაგ­რუ­ლია.

- გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ქა­ლე­ბი რეს­ტო­რან­ში არ და­დი­ოდ­ნენ, მა­შინ, როცა დღეს მა­მა­კა­ცე­ბის გა­რე­შეც მშვე­ნივ­რად ილ­ხე­ნენ. იმ პე­რი­ოდ­ში ქორ­წილ­სა და ქელეხ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ოღონდ აუ­ცი­ლებ­ლად მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად, მე­ტიც, მა­მა­კა­ცე­ბიც არ და­დი­ოდ­ნენ ასე ხში­რად რეს­ტო­რან­ში და მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სტუმ­რობ­დნენ. თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ე.წ. ტრა­დი­ცია გაქ­რა, დღეს ეს რომ მო­ვუყ­ვე ჩემს შვილ თი­ნა­თინს, სა­სა­ცი­ლოდ არ ეყო­ფა.

სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბაც, რე­ა­ლურ საქ­მე­ებს მო­აქვს, როცა ქალი შემ­დგა­რია, აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვად მო­დის თა­ნას­წო­რო­ბა, მხო­ლოდ სი­ტყვით ამის მიღ­წე­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ოჯა­ხის უფ­რო­სის ფე­ნო­მე­ნი რო­გორ გეს­მით?

- უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფე­რი კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ. ოჯა­ხის უფ­როს­მა უნდა მო­ი­პო­ვოს ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის ნდო­ბა, თო­რემ მხო­ლოდ მუშ­ტის ქნე­ვი­თა და ყვი­რი­ლით ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა. პი­რა­დად მე ჭო­ლას ჭკუ­ას უფრო ვენ­დო­ბი, ვიდ­რე სა­კუ­თარს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ში ის ავ­ტო­რი­ტე­ტია ჩემ­თვის, რად­გან მან ეს და­იმ­სა­ხუ­რა მო­ტი­ვა­ცი­ით, ახ­სნით და ა.შ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

''პირადად მე ჭოლას ჭკუას უფრო ვენდობი, ვიდრე საკუთარს''

''პირადად მე ჭოლას ჭკუას უფრო ვენდობი, ვიდრე საკუთარს''

მსახიობი მანანა კაზაკოვა მეუღლესთან, ლევან წულაძესთან ერთად ცოტა ხანში ტელეკომპანია ''მარაოზე''კულინარიულ გადაცემას წაიყვანს, თუმცა ამჯერად მას სახლში ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

- ტრადიციების ქონაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და ჩვენც გვაქვს გარკვეული ტრადიციები, მაგალითად, პრობლემების ერთად გადაწყვეტის, თინათინი, მე და ჭოლა მნიშვნელოვან საკითხებს ერთად ვწყვეტთ. ასევე გვაქვს ახალი წლის ღამეს საჩუქრების გაკეთების ტრადიცია, ოჯახის თითოეული წევრი ცდილობს, გამოიცნოს, რა გაუხარდება იმ ადამიანს, ვის დასაჩუქრებასაც აპირებს, წინასწარ არ ვეუბნებით ერთმანეთს, ეს მინდა და ეს მიყიდეო, შეძენილ საჩუქარს დიდი ამბით ვმალავთ და ახალი წლის დადგომისთანავე ვხსნით. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი მეგობრები ჩვენთან ერთად შეხვედრიან და მათი საჩუქრებისთვისაც იმავენაირად გვიზრუნია, დიდი ხიბლი აქვს გახსნისა და საჩუქრის ნახვის მომენტს. გარდა ამისა, გვაქვს სადილების ერთად კეთების ტრადიცია, ოღონდ ეს არაა ჭამა ჭამისთვის, თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი - მზადება, კამათი, ამას ეს მოუხდება, ეს ცუდ გემოს მისცემს, რას აკეთებ, დავიღუპეთ და ა.შ...

სოციალურმა ქსელებმა, მობილურებმა, რომლებშიც ყველა თავჩარგულია, ისედაც დაგვაშორა ერთმანეთს, ასეთი ტრადიციების ხარჯზე კი ვახერხებთ იმ დანაკლისის შევსებას, რასაც ერთიმეორეს ვაკლებთ. ძალიან მომწონს მეგობრებთან სიახლოვის, მისვლა-მოსვლის ტრადიცია, საზღვარგარეთ ეს უფრო გაოფი-ციალურებულია, გეგმავენ ყველაფერს, მოულოდნელად და გაუფრთხილებლად მეგობართან ვერ მიხვალ, რაც ძალიან არ მომწონს.

- თუ არსებობს ისეთი ტრადიცია, რომელიც ნაკლებ სიმპათიას იწვევს?

- უფრო ცრურწმენები მაღიზიანებს, მარილი დაიყარა, უკან გადაყარე, იჩხუბებ, დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება ერთი ან ორმოცი წლის ასაკში და ა.შ. ასეთ რაღაცებს არ მივდევ და არც მიყვარს.

- როგორ ფიქრობთ, ჩვენს რეალობაში ქალი დაჩაგრულია? როცა მას მუშაობასთან ერთად უწევს

დიასახლისობა, ზრუნვა ოჯახის წევრზე და ა.შ.?

- კონკრეტულ შემთხვევებში კი. მამაკაცი სამსახურიდან რომ მოდის და ამბობს, დაღლილი ვარო, მისაღები და გასათვალისწინებელია, ქალი, კი რომელიც მთელ დღეს ასევე შრომაში ატარებს, საღამოს ისევ მას უნდა მოემსახუროს. ვფიქრობ, რომ ამაში არის ჩაგვრის გარკვეული დოზა, გარდა ამისა, მხოლოდ თბილისით ხომ არ ვსაზღვრავთ, რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე პრობლემებს ვაწყდებით. ქალები მამაკაცებზე არანაკლებ ფიზიკურ შრომას სწევენ და ამასთანავე ზრუნავენ ოჯახზეც საკმაოდ ცუდ პირობებში, ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ქალი დაჩაგრულია.

- გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობთ?

- ჩემს ბავშვობაში ქალები რესტორანში არ დადიოდნენ, მაშინ, როცა დღეს მამაკაცების გარეშეც მშვენივრად ილხენენ. იმ პერიოდში ქორწილსა და ქელეხში მიდიოდნენ, ოღონდ აუცილებლად მამაკაცებთან ერთად, მეტიც, მამაკაცებიც არ დადიოდნენ ასე ხშირად რესტორანში და მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად სტუმრობდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ე.წ. ტრადიცია გაქრა, დღეს ეს რომ მოვუყვე ჩემს შვილ თინათინს, სასაცილოდ არ ეყოფა.

საერთოდ ყველაფერი, მათ შორის გენდერული თანასწორობაც, რეალურ საქმეებს მოაქვს, როცა ქალი შემდგარია, აქვს შემოსავალი, საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობა, ბუნებრივად მოდის თანასწორობა, მხოლოდ სიტყვით ამის მიღწევა თითქმის შეუძლებელია.

- ოჯახის უფროსის ფენომენი როგორ გესმით?

- უმჯობესია, ყველაფერი კონკრეტული მაგალითებით განვიხილოთ. ოჯახის უფროსმა უნდა მოიპოვოს ოჯახის დანარჩენი წევრების ნდობა, თორემ მხოლოდ მუშტის ქნევითა და ყვირილით ვერაფერს გახდება. პირადად მე ჭოლას ჭკუას უფრო ვენდობი, ვიდრე საკუთარს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან საკითხებში ის ავტორიტეტია ჩემთვის, რადგან მან ეს დაიმსახურა მოტივაციით, ახსნით და ა.შ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება