სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევვარდები ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ" - "ლეიბორისტის" მუქარა პოლიციის უფროსს
"შევვარდები ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ" - "ლეიბორისტის" მუქარა პოლიციის უფროსს

29 სექ­ტემ­ბერს ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებს გი­ორ­გი გი­უ­აშ­ვილ­სა და ბესო ფო­ფხა­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ორი­ვე მხა­რეს და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ.

გი­ორ­გი გი­უ­აშ­ვი­ლი:

- მე ვარ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ი­დან". საკ­რე­ბუ­ლო­ში არის 26 წევ­რი და აქე­დან 25 ლა­ქი­აა, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერს არ აკე­თე­ბენ. ძა­ლი­ან მი­ჭირს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­ტა­ნა. ოპო­ნი­რე­ბი­სას გა­და­დი­ან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. 29 აგ­ვის­ტოს, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ჩემ­ზე მოხ­და თავ­დას­ხმა. სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩა­კე­ტეს ოთა­ხი და ჩემ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმა. ამა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. მო­მა­ყე­ნეს უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა, ექ­სპრტი­ზა ჩა­მი­ტარ­და და სუ­რა­თე­ბიც მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ჩემ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­და უმ­რავ­ლე­სო­ბა და მათ შო­რის, ბესო ფო­ფხა­ძეც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ფი­ზი­კუ­რად ბე­სოს რა უნდა ეჩხუ­ბა და რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ვი­ღა­ცე­ებს გავ­ყავ­დი შე­ნო­ბი­დან, ვიგ­რძე­ნი, რომ ბე­სომ და­მარ­ტყა. ბე­სოს ჩემ­თვის ეგ არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, 9 წელი თან გა­დავ­ყე­ვი.

ვმე­გობ­რობ­დით და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბიც ვი­ყა­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ინ­ცი­დენტს რა­ზეც თქვენ მე­კი­თხე­ბით, მაგ დღეს ბესო ძა­ლი­ან არა­თა­ვა­ზი­ა­ნად და და­მამ­ცი­რებ­ლად მო­მექ­ცა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მოვ­ხა­ტე ჩემი რე­აქ­ცია, მა­ნამ­დეც იყო მცი­რე ინ­ცი­დენ­ტე­ბი და მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ამევ­სო. პო­ლი­ცი­ის უფ­როსს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვპირ­დე­ბი, რომ ერთ დღეს შევ­ვარ­დე­ბი ბე­ის­ბო­ლის "ბი­ტით" ან ნა­ჯა­ხით და თა­ვებს მო­ვაჭ­რი იქ მყოფთ. სხვა­ნა­ი­რად სა­ხელ­მწი­ფოს­გან რე­ა­გი­რე­ბა არაა და და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­წევს თა­ვის დაც­ვა. თავს არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებ და ეს ჩემ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა უნდა იცოდ­ნენ.

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით თქვენ და­არ­ტყით ფო­ფხა­ძეს და მი­ა­ყე­ნეთ თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბა...

- მე მას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და შე­ვა­ფურ­თხე. ხელი არ და­მირ­ტყამს. ადა­მი­ანს რო­დე­საც შე­ა­ფურ­თხებ, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა და ამის დროს მოხ­და ჯი­კა­ო­ბა, გა­წე­ვა-გა­მო­წე­ვა და მაგ დროს ჩა­უ­ლურ­ჯდა თვა­ლი. ეს იყო და სხვა არა­ფე­რი.

- ანუ თქვენ ხე­ლიც არ და­გირ­ტყამთ მხო­ლოდ შე­ა­ფურ­თხეთ?

- თა­ვი­დან შე­ვა­ფურ­თხე და მერე მოხ­და ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი. როცა ადა­მი­ანს შე­ა­ფურ­თხებ, შე­ეც­დე­ბა, და­გარ­ტყას და მე ბე­სოს და­ვარ­ტყმე­ვი­ნებ­დი?! მე ბე­სოს­თვის გა­მიზ­ნუ­ლად რომ მდო­მო­და დარ­ტყმა, კი არ შე­ვა­ფურ­თხებ­დი, ისეთს და­ვარ­ტყამ­დი, შე­საძ­ლოა მომ­კვდა­რი­ყო. მე ბე­სოს კი არა, არა­ვის არ და­ვარ­ტყმე­ვი­ნებ. ბე­სოს­თვის და გე­დის­თვის (დე­პუ­ტა­ტი გედი ფო­ფხა­ძე, ბესო ფო­ფხა­ძის ძმა. ლ.გ), იმ­დე­ნი რამე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ენით ვერ აღ­წერთ. ჩვენ ერ­თად ვიბ­რძო­დით 2002 წლი­დან.

- რა­ტომ მოხ­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა თქვენს შო­რის?

- გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და­ი­წყო იქი­დან, რო­დე­საც 2008 წელს, გედი ფო­ფხა­ძემ, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე კენ­ჭი არ იყა­რა და გვი­თხრა, რომ ჩვენ ყვე­ლას უნდა გვე­მუ­შა­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­დატ­ზე, გია ტა­ლა­ხა­ძე­ზე (რო­მე­ლიც მა­შინ მარ­თლაც გახ­და დე­პუ­ტა­ტი), თვი­თონ წა­ვი­და ცა­გერ­ში და პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვი­ლის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი ჩვენს შო­რის. 2012 წელს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის საწ­ვავს იპა­რავ­და, 50 მან­ქა­ნი­დან აქ­ცი­ებ­ზე 25 მი­დი­ო­და და და­ნარ­ჩენს ჯი­ბე­ში რომ იდებ­და ხოლ­მე, ამა­ზეც გვქონ­და კონ­ფლიქ­ტი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"შევვარდები ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ" - "ლეიბორისტის" მუქარა პოლიციის უფროსს

"შევვარდები ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ" - "ლეიბორისტის" მუქარა პოლიციის უფროსს

29 სექტემბერს ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებს გიორგი გიუაშვილსა და ბესო ფოფხაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით ორივე მხარეს და კომენტარი ვთხოვეთ.

გიორგი გიუაშვილი:

- მე ვარ საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან". საკრებულოში არის 26 წევრი და აქედან 25 ლაქიაა, რომლებიც აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ. ძალიან მიჭირს მნიშვნელოვანი საკითხების გატანა. ოპონირებისას გადადიან ფიზიკურ ძალადობაზე. 29 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე ჩემზე მოხდა თავდასხმა. სხდომის დასრულების შემდეგ, ჩაკეტეს ოთახი და ჩემზე განახორციელეს ფიზიკური თავდასხმა. ამაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მომაყენეს უამრავი დაზიანება, ექსპრტიზა ჩამიტარდა და სურათებიც მაქვს გადაღებული. ჩემზე ზეწოლას ახდენდა უმრავლესობა და მათ შორის, ბესო ფოფხაძეც იღებდა მონაწილეობას. ფიზიკურად ბესოს რა უნდა ეჩხუბა და რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როდესაც ვიღაცეებს გავყავდი შენობიდან, ვიგრძენი, რომ ბესომ დამარტყა. ბესოს ჩემთვის ეგ არ უნდა გაეკეთებინა, 9 წელი თან გადავყევი.

ვმეგობრობდით და თანამებრძოლებიც ვიყავით. რაც შეეხება იმ ინციდენტს რაზეც თქვენ მეკითხებით, მაგ დღეს ბესო ძალიან არათავაზიანად და დამამცირებლად მომექცა, აქედან გამომდინარე გამოვხატე ჩემი რეაქცია, მანამდეც იყო მცირე ინციდენტები და მოთმინების ფიალა ამევსო. პოლიციის უფროსს ოფიციალურად ვპირდები, რომ ერთ დღეს შევვარდები ბეისბოლის "ბიტით" ან ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ. სხვანაირად სახელმწიფოსგან რეაგირება არაა და დამოუკიდებლად მიწევს თავის დაცვა. თავს არავის დავაჩაგვრინებ და ეს ჩემმა ოპონენტებმა უნდა იცოდნენ.

- მოგვიანებით თქვენ დაარტყით ფოფხაძეს და მიაყენეთ თვალის დაზიანება...

- მე მას მივუახლოვდი და შევაფურთხე. ხელი არ დამირტყამს. ადამიანს როდესაც შეაფურთხებ, ბუნებრივია, საპასუხო რეაქცია ექნება და ამის დროს მოხდა ჯიკაობა, გაწევა-გამოწევა და მაგ დროს ჩაულურჯდა თვალი. ეს იყო და სხვა არაფერი.

- ანუ თქვენ ხელიც არ დაგირტყამთ მხოლოდ შეაფურთხეთ?

- თავიდან შევაფურთხე და მერე მოხდა ხელჩართული ჩხუბი. როცა ადამიანს შეაფურთხებ, შეეცდება, დაგარტყას და მე ბესოს დავარტყმევინებდი?! მე ბესოსთვის გამიზნულად რომ მდომოდა დარტყმა, კი არ შევაფურთხებდი, ისეთს დავარტყამდი, შესაძლოა მომკვდარიყო. მე ბესოს კი არა, არავის არ დავარტყმევინებ. ბესოსთვის და გედისთვის (დეპუტატი გედი ფოფხაძე, ბესო ფოფხაძის ძმა. ლ.გ), იმდენი რამე მაქვს გაკეთებული ენით ვერ აღწერთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით 2002 წლიდან.

- რატომ მოხდა განხეთქილება თქვენს შორის?

- განხეთქილება დაიწყო იქიდან, როდესაც 2008 წელს, გედი ფოფხაძემ, ოპოზიციის მხრიდან დეპუტატობაზე კენჭი არ იყარა და გვითხრა, რომ ჩვენ ყველას უნდა გვემუშავა "ნაციონალების" კანდიდატზე, გია ტალახაძეზე (რომელიც მაშინ მართლაც გახდა დეპუტატი), თვითონ წავიდა ცაგერში და პალიკო კუბლაშვილის შტაბის ხელმძღვანელი იყო. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი ჩვენს შორის. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის საწვავს იპარავდა, 50 მანქანიდან აქციებზე 25 მიდიოდა და დანარჩენს ჯიბეში რომ იდებდა ხოლმე, ამაზეც გვქონდა კონფლიქტი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა