მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის საჩუქარი მსაჯავრდებულებს
პატრიარქის საჩუქარი მსაჯავრდებულებს

გლ­დან­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, 7 პა­ტი­მარს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ნა­კურ­თხი ჯვრე­ბი, სან­თლე­ბი და სა­ხა­რე­ბა გა­და­ე­ცა.

რო­გორც გა­ირ­კვა, ერთ სა­კან­ში მყოფ­მა პა­ტი­მა­რებ­მა პატ­რი­არ­ქს მის­წე­რეს წე­რი­ლი. ისი­ნი უწ­მინ­დესს მო­წი­წე­ბით აც­ნო­ბებ­დნენ, რომ მათი ოც­ნე­ბა და სურ­ვი­ლი იყო მისი ნა­კურ­თხი ჯვრე­ბი ეტა­რე­ბი­ნათ. ეს სურ­ვი­ლი პატ­რი­არ­ქმა შე­უს­რუ­ლა _ პი­რა­დად მათ სა­ხელ­ზე აკურ­თხა ჯვრე­ბი და გა­უგ­ზავ­ნა. მამა გაბ­რი­ელ პა­ი­კი­ძემ და დე­პარ­ტა­მენ­ტის სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა, მო­ოქ­რო­ვილ სა­ხა­რე­ბას­თან ერ­თად, პა­ტიმ­რებს ჯვრე­ბი და სან­თლე­ბი გა­დას­ცეს.

ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი _ ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. გა­ირ­კვა, რომ ერთი პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც ეს იდეა გა­უჩ­ნდა, სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მას გე­გუთ­ში გა­უგ­ზავ­ნი­ან პატ­რი­არ­ქის სა­ჩუ­ქარს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პატრიარქის საჩუქარი მსაჯავრდებულებს

პატრიარქის საჩუქარი მსაჯავრდებულებს

გლდანში, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, 7 პატიმარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ნაკურთხი ჯვრები, სანთლები და სახარება გადაეცა.

როგორც გაირკვა, ერთ საკანში მყოფმა პატიმარებმა პატრიარქს მისწერეს წერილი. ისინი უწმინდესს მოწიწებით აცნობებდნენ, რომ მათი ოცნება და სურვილი იყო მისი ნაკურთხი ჯვრები ეტარებინათ. ეს სურვილი პატრიარქმა შეუსრულა _ პირადად მათ სახელზე აკურთხა ჯვრები და გაუგზავნა. მამა გაბრიელ პაიკიძემ და დეპარტამენტის სოციალურმა მუშაკებმა, მოოქროვილ სახარებასთან ერთად, პატიმრებს ჯვრები და სანთლები გადასცეს.

ემოციებს ვერ მალავდნენ ბრალდებულები _ ძალიან გახარებულები იყვნენ. გაირკვა, რომ ერთი პატიმარი, რომელსაც ეს იდეა გაუჩნდა, სხვა დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას გეგუთში გაუგზავნიან პატრიარქის საჩუქარს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია