პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ნანობს ლევან ყენია თემურ ქეცბაიასთან დაპირისპირებას
რატომ ნანობს ლევან ყენია თემურ ქეცბაიასთან დაპირისპირებას

ლე­ვან ყე­ნია თა­მა­შობ­და ბუნ­დეს­ლი­გის კლუბ "შალ­კე 04"- ში. იყო ლვო­ვის "სპარ­ტა­კის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. 2013 წელს დი­უ­სელ­დორ­ფის "ფორ­ტუ­ნას" ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ. თუმ­ცა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, კლუ­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში კი ბო­ლოს 2013 წელს ითა­მა­შა. საფ­რან­გეთ­თან თა­მა­შის შემ­დეგ თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ნაკ­რებ­ში არ გა­მო­უ­ძა­ხე­ბია. ლე­ვან ყე­ნია მე­უღ­ლეს­თან, სერბ სლავ­კა ყე­ნი­ას­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. გა­ვი­გეთ, რომ ლე­ვა­ნი სხვა­დას­ხვა კლუბ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს. სი­ახ­ლე­ე­ბის გა­სა­გე­ბად ფეხ­ბურ­თელს გერ­მა­ნი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ლე­ვან, ახალ კლუბ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რო­გორ დამ­თავ­რდა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ცოტა გა­ჭი­ა­ნურ­და. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- რო­მელ კლუბ­თან გაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი?

- და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

- ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს გე­ძახ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, კლუ­ბის გა­რე­შე ხარ დარ­ჩე­ნი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­წყო­ბა­ზე ხომ არ მოქ­მე­დებს? აგ­რძე­ლებ ვარ­ჯიშს?

- რა თქმა უნდა, სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ცხოვ­რე­ბა და ფეხ­ბურ­თი ასე­თია. რა­ღაც შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვი, ცოტა არ გა­მი­მარ­თლა და ასე აღ­მოვ­ჩნდი კლუ­ბის გა­რე­შე. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ რთულ პე­რი­ოდს თავს და­ვაღ­წევ. რა თქმა უნდა, კლუ­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა გან­წყო­ბა­ზე მოქ­მე­დებს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვვარ­ჯი­შობ, მაგ­რამ ეს სრულ­ფა­სო­ვან ვარ­ჯიშს ვერ შე­ედ­რე­ბა.

- თქვი, შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვიო. რას გუ­ლის­ხმობ­დი?

- რამ­დე­ნი­მე გუნდში თა­მაშ­ზე უარი ვთქვი.

- სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ზეც უარი გა­ნა­ცხა­დე. იმ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის ხარ, რომ­ლე­ბიც თე­მურ ქეც­ბა­ი­ას და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ახლა ხომ არ ნა­ნობ?

- ვნა­ნობ, იმი­ტომ რომ ამით ისევ ჩემს თავს და ჩემს ქვე­ყა­ნას ვავ­ნე. მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, რომ მწვრთნე­ლი ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას არ ცდი­ლობ­და და ჩავ­თვა­ლე, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ ერ­თად არ ვი­მუ­შა­ვებ­დით. არა­და, რო­გორც ახლა ვხვდე­ბი, ჩემი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მაკ­ლია, მაგ­რამ ამ მო­მენ­ტში ნაკ­რებ­ში თა­მა­შის პრე­ტენ­ზია არც მაქვს, რად­გან უგუნ­დოდ ვარ.

- რო­გორ ფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი რა არის?

- ასე პირ­და­პირ და გა­დაჭ­რით ვე­რა­ვინ იტყვის, რა არის მი­ზე­ზი. მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, ჯერ კი­დევ 3 წლის წინ, როცა ტრავ­მის შემ­დეგ თა­მა­ში და­ვი­წყე, რომ ამ ნაკ­რებს შე­ტე­ვა­ში მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ჩემი აზ­რით, უბ­რა­ლოდ, ნაკ­რებს სჭირ­დე­ბა მეტი გამ­ბე­და­ო­ბა, მეტი თავ­და­ჯე­რე­ბა. თავ­და­ჯე­რე­ბა კი ასე­თი თა­მა­შით არ მოვა. მეტი უნდა შე­ვუ­ტი­ოთ, შე­ტე­ვა­ში მეტი აგ­რე­სია გვჭირ­დე­ბა, უფრო მაღ­ლა უნდა ვი­თა­მა­შოთ ჩვე­ნი სა­ჯა­რი­მო­დან. მე ასე მგო­ნია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნაკ­რე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­დეგს აჩ­ვე­ნებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ ნანობს ლევან ყენია თემურ ქეცბაიასთან დაპირისპირებას

რატომ ნანობს ლევან ყენია თემურ ქეცბაიასთან დაპირისპირებას

ლევან ყენია თამაშობდა ბუნდესლიგის კლუბ ''შალკე 04''- ში. იყო ლვოვის ''სპარტაკის'' შემადგენლობაში. 2013 წელს დიუსელდორფის ''ფორტუნას'' ფეხბურთელი გახლდათ. თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, კლუბის გარეშეა დარჩენილი. საქართველოს ნაკრებში კი ბოლოს 2013 წელს ითამაშა. საფრანგეთთან თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაიას ნაკრებში არ გამოუძახებია. ლევან ყენია მეუღლესთან, სერბ სლავკა ყენიასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. გავიგეთ, რომ ლევანი სხვადასხვა კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სიახლეების გასაგებად ფეხბურთელს გერმანიაში დავუკავშირდით.

- ლევან, ახალ კლუბთან მოლაპარაკებები როგორ დამთავრდა?

- ჯერჯერობით არ დამთავრებულა. მოლაპარაკებები ცოტა გაჭიანურდა. ვნახოთ, რა იქნება.

- რომელ კლუბთან გაქვს მოლაპარაკებები?

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

- ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს გეძახდნენ. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვეა, კლუბის გარეშე ხარ დარჩენილი. ეს ყველაფერი განწყობაზე ხომ არ მოქმედებს? აგრძელებ ვარჯიშს?

- რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება და ფეხბურთი ასეთია. რაღაც შეცდომები დავუშვი, ცოტა არ გამიმართლა და ასე აღმოვჩნდი კლუბის გარეშე. ვიმედოვნებ, რომ რთულ პერიოდს თავს დავაღწევ. რა თქმა უნდა, კლუბის გარეშე ყოფნა განწყობაზე მოქმედებს. ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, მაგრამ ეს სრულფასოვან ვარჯიშს ვერ შეედრება.

- თქვი, შეცდომები დავუშვიო. რას გულისხმობდი?

- რამდენიმე გუნდში თამაშზე უარი ვთქვი.

- საქართველოს ნაკრებში თამაშზეც უარი განაცხადე. იმ ფეხბურთელებს შორის ხარ, რომლებიც თემურ ქეცბაიას დაუპირისპირდნენ. ახლა ხომ არ ნანობ?

- ვნანობ, იმიტომ რომ ამით ისევ ჩემს თავს და ჩემს ქვეყანას ვავნე. მაგრამ ვხვდებოდი, რომ მწვრთნელი ჩემთან ურთიერთობის დალაგებას არ ცდილობდა და ჩავთვალე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ერთად არ ვიმუშავებდით. არადა, როგორც ახლა ვხვდები, ჩემი ქვეყანა ძალიან მაკლია, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში თამაშის პრეტენზია არც მაქვს, რადგან უგუნდოდ ვარ.

- როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი რა არის?

- ასე პირდაპირ და გადაჭრით ვერავინ იტყვის, რა არის მიზეზი. მე ყოველთვის ვამბობდი, ჯერ კიდევ 3 წლის წინ, როცა ტრავმის შემდეგ თამაში დავიწყე, რომ ამ ნაკრებს შეტევაში მეტი პოტენციალი აქვს. ჩემი აზრით, უბრალოდ, ნაკრებს სჭირდება მეტი გამბედაობა, მეტი თავდაჯერება. თავდაჯერება კი ასეთი თამაშით არ მოვა. მეტი უნდა შევუტიოთ, შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება, უფრო მაღლა უნდა ვითამაშოთ ჩვენი საჯარიმოდან. მე ასე მგონია. დარწმუნებული ვარ, ნაკრები დროთა განმავლობაში შედეგს აჩვენებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება