პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროსი კიწმარიშვილის ძმამ პროკურატურას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა
ეროსი კიწმარიშვილის ძმამ პროკურატურას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმამ ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას მისი ძმის საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა სრუ­ლად გა­ეც­ნოს საქ­მის დე­ტა­ლებ­სა და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩვე­ნი მი­მარ­თვა ჩემს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბას ეხე­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ კა­ნო­ნის ახა­ლი დე­ბუ­ლე­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცეს გა­ვეც­ნოთ საქ­მის დე­ტა­ლებს და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. დღეს გა­ვა­კე­თეთ ეს მი­მარ­თვა და სამ დღე­ში იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი. ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა ლო­გი­კუ­რად ჩემი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა და მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მო­ვი­თხო­ვო გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლოს, გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ შედ­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აქამ­დე ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბის­გან მხო­ლოდ მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და. "ჩვენ შე­თან­ხმე­ბა გვქონ­და, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე შეგ­ვეძ­ლო შევ­ხვედ­რო­დით ერ­თმა­ნეთს, ჩვე­ნი აზრი მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა და ეს ასეც იყო. მაგ­რამ, ჩვენ გვქონ­და მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია, რის გა­მოც მეტი აქ­ტი­ვო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. აქამ­დე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად არა­ვინ იყო ცნო­ბი­ლი. მო­თხოვ­ნაა კონ­კრე­ტუ­ლად ჩემ­ზე, რომ მოხ­დეს ჩემი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა და ამის შემ­დეგ უკვე ყვე­ლა იმ მა­სა­ლა­ზე, რაც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­ი­დუმ­ლოდ არ იქ­ნე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, წვდო­მა მექ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი 15 ივ­ლისს სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით (პი­როვ­ნე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ეროსი კიწმარიშვილის ძმამ პროკურატურას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა

ეროსი კიწმარიშვილის ძმამ პროკურატურას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა

ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურას მისი ძმის საქმეში დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა, დაზარალებულად ცნობის შემთხვევაში საშუალება მიეცემა სრულად გაეცნოს საქმის დეტალებსა და გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.

"პროკურატურაში ჩვენი მიმართვა ჩემს დაზარალებულად ცნობას ეხება. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ კანონის ახალი დებულებით, საშუალება მოგვეცეს გავეცნოთ საქმის დეტალებს და გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. დღეს გავაკეთეთ ეს მიმართვა და სამ დღეში იქნება პასუხი. ამ პერიოდში მოხდება ლოგიკურად ჩემი დაზარალებულად ცნობა და მომეცემა საშუალება, რომ მოვითხოვო გამოძიების დეტალები. დაზარალებულად ცნობის შემდეგ, სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პროკურატურაში სავარაუდოდ შედგება", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, აქამდე ოჯახი გამოძიებისგან მხოლოდ მწირ ინფორმაციას იღებდა. "ჩვენ შეთანხმება გვქონდა, რომ ნებისმიერ საკითხზე შეგვეძლო შევხვედროდით ერთმანეთს, ჩვენი აზრი მიგვეწოდებინა და ეს ასეც იყო. მაგრამ, ჩვენ გვქონდა მწირი ინფორმაცია, რის გამოც მეტი აქტივობის საშუალება არ გვქონდა. აქამდე დაზარალებულად არავინ იყო ცნობილი. მოთხოვნაა კონკრეტულად ჩემზე, რომ მოხდეს ჩემი დაზარალებულად ცნობა და ამის შემდეგ უკვე ყველა იმ მასალაზე, რაც გამოძიების მიერ საიდუმლოდ არ იქნება გამოცხადებული, წვდომა მექნება", - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"