მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს
ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს

მეც­ნი­ე­რებ­მა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცეს, რომ სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მშო­ბელ­მა თა­ვის შვი­ლებს თა­ნაბ­რად გა­უ­ნა­წი­ლოს სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც არ აღ­მოჩ­ნდნენ მშობ­ლე­ბის "ფა­ვო­რიტ­თა" რი­ცხვში, შემ­დგომ­ში უფრო ხში­რად ჰქონ­დათ პრობ­ლე­მე­ბი ალ­კოჰო­ლურ, ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან, ფსი­ქი­კურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მშობ­ლებს მო­უ­წო­დეს, არ გა­და­ა­მე­ტონ ერთი რო­მე­ლი­მე შვი­ლის სიყ­ვა­რულ­ში და არ და­ჩაგ­რონ ამ მხრივ მე­ო­რე შვი­ლი, რო­გო­რიც არ უნდა იყოს ის.

იმ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც დედა და მამა ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბი­თა და სით­ბო­თი ეპყრო­ბი­ან, ან მუდ­მი­ვად ამ­ცი­რე­ბენ და აკ­რი­ტი­კე­ბენ, "წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი" რჩე­უ­ლი შვი­ლის ფონ­ზე, მეტი შან­სი აქვთ, რომ ზრდას­რულ ცხოვ­რე­ბა­ში უიღ­ბლო­ე­ბად იქ­ცნენ და ბევ­რი პრობ­ლე­მაც შე­ექ­მნათ. და­ჩაგ­რუ­ლი შვი­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო ხში­რად ემორ­ჩი­ლე­ბი­ან მავ­ნე ჩვე­ვებს და ნაკ­ლებ მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი არი­ან წარ­მა­ტე­ბის­თვის.

არა­და, მა­ნამ­დე მეც­ნი­ე­რებ­მა ისიც და­ამ­ტკი­ცეს, რომ თურ­მე ერ­თნა­ი­რად ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი არც ისე ად­ვი­ლი და ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლიც კია. ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მშობ­ლებს შვი­ლე­ბი ერ­თნა­ი­რად არ უყ­ვართ, ან ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თნა­ი­რად არ გა­მო­ხა­ტა­ვენ.

ექ­სპე­რი­მენ­ტიც კი ჩა­ტარ­და და და­დას­ტურ­და, რომ დე­დე­ბის 65% და მა­მე­ბის 70% ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევს ხოლ­მე ერთ რო­მე­ლი­მე შვილს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს

ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს

მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, მშობელმა თავის შვილებს თანაბრად გაუნაწილოს სითბო, სიყვარული და ყურადღება. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც არ აღმოჩნდნენ მშობლების "ფავორიტთა" რიცხვში, შემდგომში უფრო ხშირად ჰქონდათ პრობლემები ალკოჰოლურ, ნარკოდამოკიდებულებასთან, ფსიქიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ამერიკელმა მეცნიერებმა მშობლებს მოუწოდეს, არ გადაამეტონ ერთი რომელიმე შვილის სიყვარულში და არ დაჩაგრონ ამ მხრივ მეორე შვილი, როგორიც არ უნდა იყოს ის.

იმ ბავშვებს, რომლებსაც დედა და მამა ნაკლები ყურადღებითა და სითბოთი ეპყრობიან, ან მუდმივად ამცირებენ და აკრიტიკებენ, "წარჩინებული" რჩეული შვილის ფონზე, მეტი შანსი აქვთ, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში უიღბლოებად იქცნენ და ბევრი პრობლემაც შეექმნათ. დაჩაგრული შვილები გაცილებით უფრო ხშირად ემორჩილებიან მავნე ჩვევებს და ნაკლებ მოტივირებულნი არიან წარმატებისთვის.

არადა, მანამდე მეცნიერებმა ისიც დაამტკიცეს, რომ თურმე ერთნაირად ბავშვების სიყვარული არც ისე ადვილი და ხშირად შეუძლებელიც კია. ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ, ან ყოველ შემთხვევაში, ერთნაირად არ გამოხატავენ.

ექსპერიმენტიც კი ჩატარდა და დადასტურდა, რომ დედების 65% და მამების 70% ყოველთვის გამოარჩევს ხოლმე ერთ რომელიმე შვილს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია