ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ფილმში მთავარ როლს ითამაშებს. ამის შესახებ მან საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე დაწერა.
"ძვირფასო მეგობრებო! ჩვენ გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჯადოსნური თავსაბურავი". ავტორებმა და დიდებულმა მსახიობებმა, სახალხო და დამსახურებულმა არტისტებმა - დაგუნ ომაევი, ზულაი ბაგალოვი, ხამიდ აზაევი, უსპაევ ზაბარიევი და ა.შ. - მე მანდეს მთავარი როლის შესრულება", - წერს კადიროვი.
"ფილმი გადაღებულია მოკლე დროში, ერთი კამერით, პრაქტიკულად ფინანსური დანახარჯების გარეშე. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ერთი ამოსუნთქვით მუშაობდა, ზოგჯერ კი იმპროვიზირებით", - დასძინა ჩეჩნეთის ლიდერმა.
რამზან კადიროვი ფილმის სიუჟეტის შესახებაც მოყვა: ფილმის გმირი შეიტყობს ჩაფხუტის შესახებ, რომელსაც შეუძლია ძველ ეპოქაში გადაგიყვანოს. მისი თქმით, ფილმში ნაჩვენებია "როგორ ლამაზად ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს, რამდენად კარგად იღებდნენ სტუმრებს, უყვარდათ შრომა და ნამდვილი მებრძოლების აღზრდა".
მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.
იხილეთ ვიდეო