სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშანტაჟებენ თუ არა ნაციონალები მურმან დუმბაძეს თავისი ძმით და ასრულებს თუ არა იგი ლევან ვარშალომიძის დავალებას
აშანტაჟებენ თუ არა ნაციონალები მურმან დუმბაძეს თავისი ძმით და ასრულებს თუ არა იგი ლევან ვარშალომიძის დავალებას

მურ­მან დუმ­ბა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" გა­რი­ცხეს. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იგი აჭა­რის მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტში აჭა­რის დე­პუ­ტა­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის კვო­ტა გა­აჩ­ნია და დუმ­ბა­ძე სპი­კე­რატ­ში სწო­რედ ამ კვო­ტით არის წარ­დგე­ნი­ლი.

გა­ზე­თი "ასა­ვალ და­სა­ვა­ლი" მურ­მან დუმ­ბა­ძეს­თან 12 სექ­ტემ­ბერს ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე "ასა­ვალ და­სა­ვა­ლი" დუმ­ბა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და პარ­ტი­ი­დან მისი გა­რი­ცხვის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რიც ჩა­წე­რა.

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ამ ბოლო დროს აშ­კა­რად გა­აქ­ტი­ურ­და. ჯერ იყო და იგი ამ ორი კვი­რის წი­ნათ სარფში სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­მოჩ­ნდა, მერე კი სა­ა­კაშ­ვი­ლის იმ იახ­ტა­ზე, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ სა­მოს­ზე ბერ­ძენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 4 სა­ა­თით გა­ა­ჩე­რეს.

მოკ­ლედ, სა­ა­კაშ­ვი­ლი და ვარ­შა­ლო­მი­ძე ამ ბოლო ხანს დიდ დროს ატა­რე­ბენ ერ­თად, რო­გორც ჩანს, სა­ლა­პა­რა­კო ბევ­რი აქვთ და რა­ღაც გეგ­მებს ალა­გე­ბენ, რო­მე­ლიც აჭა­რა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვას და პო­ლი­ტი­კურ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად.

სა­ა­კაშ­ვილ-ვარ­შა­ლო­მი­ძის ბოლო დროს გახ­ში­რე­ბულ ერ­თად ყოფ­ნას სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხვა აჭა­რის უზე­ნა­ეს საბ­ჭო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის მიერ აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩილ ხა­ბა­ძი­სა და მისი გუნ­დი­სათ­ვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა.

მოკ­ლედ, აჭა­რის უზე­ნა­ეს საბ­ჭოს, ბოლო დროს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი "ჯი­პე­ბი­სა" და ქოლ­გე­ბი­სა თუ მე­ქოლ­გე­ე­ბის თე­მით გა­პო­პუ­ლა­რე­ბუ­ლი ავ­თან­დილ ბე­რი­ძის მე­თა­უ­რო­ბით, სურს, გა­და­ა­ყე­ნოს აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა და მისი თავ­მჯდო­მა­რე - პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი და ახლა უკვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი არ­ჩილ ხა­ბა­ძე.

ხა­ბა­ძი­სა და მისი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ პრო­ცესს მხარს უჭერს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბა­თუ­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მურ­მან დუმ­ბა­ძეც.

თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს პრო­ცე­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვარ პო­ლიტ­საბ­ჭოს­თან და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ანუ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მთა­ვა­რი ოფი­სი­სა­გან ავ­ტო­ნო­მი­უ­რად ხდე­ბა.

რა­ტომ აი­რია მო­ნას­ტე­რი აჭა­რა­ში? რა­ტომ ხდე­ბა შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში". რაც აშ­კა­რად ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს? და რაც მთა­ვა­რია, მურ­მან დუმ­ბა­ძე, რო­მე­ლიც მშობ­ლი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის­გან შე­რის­ხვის შემ­დეგ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით მოხ­ვდა, რა­ტომ ილაშ­ქრებს პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რის არ­ჩილ ხა­ბა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ?

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ ჩემ­მა ერთ-ერ­თმა წყა­რომ, რო­მელ­საც ვენ­დო­ბი და რომ­ლის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც ძა­ლი­ან ხში­რად 100 პრო­ცენ­ტით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა, ასე­თი რამ მი­თხრა:

აჭა­რის მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­სის უკან ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე დგას და ამ მოვ­ლე­ნებს მთლი­ა­ნად ის მარ­თავს, ხოლო მურ­მან დუმ­ბა­ძე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხრი­დან შან­ტა­ჟის მსხვერ­პლია და იძუ­ლე­ბუ­ლია, ვარ­შა­ლო­მი­ძის დი­რექ­ტი­ვე­ბი შე­ას­რუ­ლო­სო.

ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლო, მურ­მან დუმ­ბა­ძეს წლე­ბია ვიც­ნობ, პა­ტივს ვცემ და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტად მი­მაჩ­ნია. იმის მომსწრეც თა­ვად ვარ, რო­გორ უკომ­პრო­მი­სოდ ებ­რძო­და იგი ნა­ცი­ო­ნა­ლებს და 2011 წლის 26 მა­ისს რო­გორ გახ­და სა­ა­კაშ­ვილ-მე­რა­ბიშ­ვი­ლის მან­ქურ­თე­ბის მხრი­დან სას­ტი­კი ცე­მი­სა და წა­მე­ბის მსხვერ­პლი.

ამი­ტო­მაც, ჩემი წყა­როს ნათ­ქვა­მი - მურ­მან დუმ­ბა­ძეს ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე აშან­ტა­ჟებს და იძუ­ლე­ბუ­ლია, ნა­ცე­ბის და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლო­სო - ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლიც არის, გა­საკ­ვი­რიც და და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც!

კი მაგ­რამ, რითი აშან­ტა­ჟე­ბენ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი მურ­მან დუმ­ბა­ძეს-მეთ­ქი, გა­ო­ცე­ბულ­მა ვკი­თხე ჩემს ინ­ფორ­მა­ტორს და მის­გან ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე:

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, როცა ეს ნა­ძირ­ლე­ბი ყვე­ლას უს­მენ­დნენ, უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ფა­რუ­ლი აპა­რა­ტუ­რით იღებ­დნენ და ადა­მი­ა­ნებს სა­ძი­ნებ­ლელ­შიც კი უძ­ვრე­ბოდ­ნენ, უშიშ­რო­ე­ბამ მურ­მან დუმ­ბა­ძის ძმაც გა­და­ი­ღო! დიახ, ნა­ცებს აქვთ მურ­მა­ნის ძმის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და სწო­რედ ამით აშან­ტა­ჟე­ბენ დუმ­ბა­ძეს! მურ­მა­ნის ძმა ცოტა ხნის წი­ნათ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ თურ­ქეთ­ში გა­მო­ი­ძა­ხა. ეს კაცი თურ­ქეთ­ში იყო გა­და­სუ­ლი და ვარ­შა­ლო­მი­ძემ მურ­მან­თან და­ა­ბა­რა, რომ და­წყე­ბუ­ლი­ყო პრო­ცე­სი აჭა­რის მთავ­რო­ბის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად.

ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი რომ მარ­თლაც აწარ­მო­ებ­დნენ ფა­რულ ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბებს და ამის წყა­ლო­ბით არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ყუ­რე­ბით გა­მო­ი­ჭი­რეს, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია და ამა­ზე ის 25 ათა­სი ფა­ი­ლიც მე­ტყვე­ლებს, რო­მე­ლიც 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­არ­ქი­ვე­ბულ-და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი დახ­ვდა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე არაფ­რის მტკი­ცე­ბას არ და­ვი­წყებ და სა­ერ­თოდ, არა­ნა­ირ კომ­ნე­ტარს არ გა­ვა­კე­თებ, რად­გან, რო­გორც გი­თხა­რით, საქ­მე ჩემ­თვის კარ­გად ნაც­ნობ და პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ანს მურ­მან დუმ­ბა­ძეს ეხე­ბა.

ამი­ტო­მაც, რო­გორც კი ჩემი წყა­რო­სა­გან ეს შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, მა­შინ­ვე მურ­მან დუმ­ბა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დი და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე.

ჩემ­სა და მურ­მან დუმ­ბა­ძეს შო­რის ინ­ტერ­ვიუ პა­რას­კევს, 12 სექ­ტემ­ბერს შედ­გა, ანუ ორი დღით ადრე მა­ნამ, სა­ნამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო მას პარ­ტი­ი­დან გა­რი­ცხავ­და.

14 სექ­ტემ­ბერს, როცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, მურ­მან დუმ­ბა­ძე პარ­ტი­ი­დან გა­რი­ცხუ­ლია, ჩვე­ნი გა­ზე­თი თით­ქმის და­სას­ტამ­ბად იყო მზად, მაგ­რამ მა­ინც მო­ვას­წა­რი მურ­მან დუმ­ბა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა და პარ­ტი­ი­დან გა­რი­ცხვის თა­ო­ბა­ზე მისი კო­მენ­ტა­რის ჩა­წე­რა:

- როცა პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე შე­ვე­დი, დავ­სვი სა­კი­თხი - სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის იმ წევ­რე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც იმავდრო­უ­ლად პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბიც არი­ან, იქ­ნე­ბო­და თუ არა მხარ­და­ჭე­რი­ლი აჭა­რის მთავ­რო­ბის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა?

ამა­ზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­პა­სუ­ხა, ეს პრო­ცე­დუ­რა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მიერ არის ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, რა­საც უცხე­ო­თი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლი უკე­თებს ორ­გა­ნი­ზე­ბას და თქვენც ამ გეგ­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­თო!

ამა­ზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ვუ­თხა­რი, თქვენ თუ ასე ფიქ­რობთ, მა­შინ ჩვენ ვერ შევთნახმდე­ბით-მეთ­ქი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა - თუ ასეა, მა­შინ თქვენ პარ­ტი­ი­დან გა­რი­ცხუ­ლი ხარ­თო!

მე ვუ­თხა­რი - თქვენ და­აგ­ვი­ა­ნეთ ჩემი გა­რი­ცხვა, რად­გან ორი დღის წი­ნათ "ასა­ვალ-და­სა­ვალს" ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი, სა­დაც ვთქვი, რომ, თუ თქვენ მხარს არ და­უ­ჭერ­დით აჭა­რის მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბას, მა­შინ მე პარ­ტი­ას და უმ­რავ­ლე­სო­ბას დავ­ტო­ვებ­დი, ასე რომ, თქვენ კი არ გამ­რი­ცხეთ, მე თვი­თონ მივ­დი­ვარ-მეთ­ქი!

ახლა კი უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მურ­მან დუმ­ბა­ძემ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" მის გა­რი­ცხვამ­დე ორი დღით ადრე მომ­ცა.

- ბა­ტო­ნო მურ­მან, სა­ნამ დიქ­ტო­ფონს ჩავ­რთავ­დი, მე თქვენ დე­ტა­ლუ­რად გად­მო­გე­ცით ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც ჩემ­მა წყა­რომ მო­მა­წო­და. რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე?

- რაც აჭა­რის რე­გი­ონ­ში ხდე­ბა, ეს არის არა პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ -ონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­კი­თხი! დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­ზე კონ­ტროლს აწე­სებს აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო. თუ მთავ­რო­ბა უმაღ­ლეს საბ­ჭოს ხელს უშ­ლის კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უმაღ­ლეს საბ­ჭოს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, აჭა­რის მთავ­რო­ბას უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დოს! აი, ეს ხდე­ბა დღეს აჭა­რა­ში!

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ, თურ­მე, მურ­მან დუმ­ბა­ძე შეხ­ვდა ვარ­შა­ლო­მი­ძეს, თით­ქოს რა­ღაც პი­კან­ტუ­რი ვი­დეო არ­სე­ბობს, ეს არის ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი თემა და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თქვენ ეს ამ­ბა­ვი მო­გი­ტა­ნათ, მე ვთხოვ, თუ რამე აქვთ, გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვონ და და­დონ!

ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ბო­ლოს ვნა­ხე 2012 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს, როცა ბა­ტო­ნი არ­ჩილ ხა­ბა­ძე, აჭა­რის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე, მე და ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რებ­მა, წარ­ვად­გი­ნეთ და ვარ­შა­ლო­მი­ძემ მას კბა­ი­ნე­ტის გა­სა­ღე­ბი გა­დას­ცა!

- თქვე­ნი და ვარ­შა­ლო­მი­ძის შეხ­ვედ­რა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მას თქვე­ნი ძმა შეხ­ვდა თურ­ქეთ­ში...

- ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლია! აბ­სო­ლუ­ტურ გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ ჩემი ძმა ვერ შეხ­ვდე­ბო­და ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს თურ­ქეთ­ში! იყო თუ არა ჩემი ძმა თურ­ქეთ­ში, არ ვიცი, არც ის ვიცი , იყო თუ არა იქ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე. ერ­თმა­ნეთს თუ შეხ­ვდნენ, პლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე ჩემი ძმა არ მუ­შა­ობს, ის არ არის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ის არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც ხელს უშ­ლიდ­ნენ ას­ლან აბა­ში­ძის დრო­საც, ვარ­შა­ლო­მი­ძის დრო­საც და არც ახლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დროს ელო­ლი­ა­ვე­ბი­ან!

კი­დევ ვი­მე­ო­რებ, თუ ვინ­მეს რამე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი აქვს, გა­მო­აქ­ვეყ­ნონ! თუ არ გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ, მა­შინ ვინც თქვენ ეს ამ­ბა­ვი მო­გი­ტა­ნათ, ის კაცი იქ­ნე­ბა ცრუ!

ვარ­შა­ლო­მი­ძე ჩემი გა­მო­ტა­ნი­ლია იმ კა­ბი­ნე­ტი­დან! დიახ, მე მო­ვუ­გე ვარ­შა­ლო­მი­ძეს და არა­მარ­ტო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ეს პირ­და­პირ უნდა და­წე­როთ!

ნუ ფიქ­რობთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა!

- თქვენ გგო­ნი­ათ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო?

- 1 ოქ­ტომ­ბრის გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა თუ არის, მა­შინ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში 75-ვე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უნდა მო­ე­გო! რა­ტომ მო­ი­გო მხო­ლოდ ამის ნა­ხე­ვა­რი? რა­ტომ ვერ მო­ი­გო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ყველ­გან?!

ჩვენ არ უნდა და­ვუ­კარ­გოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა 1 ოქ­ტომ­ბრის გა­მარ­ჯვე­ბა­ში, მაგ­რამ დამ­სა­ხუ­რე­ბა არ უნდა და­ვუ­კარ­გოთ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც უწყვე­ტად იბ­რძოდ­ნენ ყვე­ლა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ!

პი­რა­დად მე და ჩემი ოჯა­ხი ვიბ­რძო­დით კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში დიდი წვლი­ლი გვაქვს შე­ტა­ნი­ლი, ჩვენ უწყვე­ტად ვიბ­რძო­დით ას­ლან აბა­ში­ძის რე­ჟი­მის წი­ნა­აღდმეგ და უწყვე­ტად ვიბ­რძო­დით სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

- თუ არ ვცდე­ბი, ე.წ. "აჭა­რის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ თქვენ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლად დაგ­ნიშ­ნათ.

- დიახ, ვა­ღი­ა­რებ რომ და­მი­ნიშ­ნა და 18 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ხელ­ვა­ჩა­უ­რის გამ­გე­ბე­ლი, მაგ­რამ 18 დღის თავ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას გა­ვე­მიჯ­ნე! უფრო მე­ტიც, უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან ბრძო­ლა­ში!

- რო­გორ ფიქ­რობთ, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც დღეს აჭა­რა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ორ ფრთას შო­რის არ­სე­ბობს, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის წის­ქვილ­ზე არ ას­ხამს წყალს?

- ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვი­ტყო­დი, რომ აჭა­რის მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს! აჭა­რის მთავ­რო­ბა უნდა გა­დად­გეს კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის გამო, ქო­ნე­ბის არას­წო­რი მარ­თვის გამო, კომ­პე­ტენ­ცი­ა­თა არ­გა­მი­ჯვნის გამო, უუ­ნა­რო­ბის გამო!

თუ ამ პრო­ცეს­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც დაგ­ვი­ჭერს მხარს, მე მათ წიხლს ვერ ვკრავ!

- აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ნიშ­ნა და მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის დრო­ზე თქვენც გენ­დოთ და პი­რა­დად გა­და­წყვი­ტა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" თქვე­ნი მი­ღე­ბის სა­კი­თხი. არ გიჩ­ნდე­ბათ უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდა, რომ დღეს თქვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კადრს არ­ჩილ ხა­ბა­ძეს უპი­რის­პირ­დე­ბით?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო, მაგ­რამ ბა­თუ­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად ჩემი და­სა­ხე­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და კო­ა­ლი­ცი­ის მხრი­დან არ მომ­ხდა­რა!

- აბა, ვისი მხრი­დან მოხ­და, თქვენ ხომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" გახ­დით მა­ჟო­რი­ტა­ო­რი დე­პუ­ტა­ტი?

- კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით ბა­თუ­მის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბა­ზე საკ­მა­ოდ დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო და ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­წყდა - სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­და და მე და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ვუ­გე კან­დი­და­ტო­ბის და­ნარ­ჩენ პრე­ტენ­დენ­ტებს. ასე რომ, მე სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად დავ­სა­ხელ­დი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად და არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და კო­ა­ლი­ცი­ის სურ­ვი­ლით!

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩილ ხა­ბა­ძეს, მას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და. როცა ჩვენ 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გეთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­გორც მო­მა­ვალ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მე და­მა­ვა­ლა აჭა­რის მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა!

ახლა თქვენ ამას პირ­ვე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ეს არის ექ­სკლუ­ზი­ვი - აჭა­რის მთავ­რო­ბის სამი მი­ნის­ტრი და­ვა­სა­ხე­ლეთ მე და ჩემ­მა გუნ­დმა - ჯან­დაც­ვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და გა­ნათ­ლე­ბის. მე­ო­თხე, ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრზე, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე და მოვ­ძებ­ნე ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­დო იქ­ნე­ობ­და, რად­გან იგი "ქარ­თუ ბან­კის" ბა­თუ­მის ფი­ლი­ა­ლის მმარ­თვე­ლი იყო. ეს გახ­ლდათ არ­ჩილ ხა­ბა­ძე.

- მე­რე­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი ბან­კის მმარ­თველს არ იც­ნობ­და?

- პი­რა­დად არ იც­ნობ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ორ­ჯერ ჰკი­თხა, ხა­ბა­ძე ხარ თუ ხა­ბა­ზიო? შემ­დეგ კო­ა­ლი­ცი­ა­ში ისე­თი გა­და­თა­მა­შე­ბა მოხ­და, რომ ხა­ბა­ძე აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ნაც­ვლად, მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ "გა­ი­ქა­ჩა".

მინ­და გი­თხრათ, რომ მე ხა­ბა­ძეს მა­შინ­ვე არ და­ვუ­ჭი­რე მხა­რი მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე და ბა­ტონ ბი­ძი­ნა­საც პირ­და­პირ ვუ­თხა­რი ამის შე­სა­ხებ, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ აჭა­რის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რო­ბას ვერ შეძ­ლებ­და! დამ­ტკიც­და კი­დეც, რომ ხა­ბა­ძე ვერ გახ­და რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, იგი სუს­ტი მმარ­თვე­ლი აღ­მოჩ­ნდა!

თქვენ იცით, ვინ და­ნიშ­ნა ხა­ბა­ძემ აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად?

- არ ვიცი, ვინ და­ნიშ­ნა?

- და­ნიშ­ნა თა­ვი­სი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ბა­ლა­ძე! ეს ბა­ლა­ძე 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე იყო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ანა­გის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი. ეს ის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­თა­ვო ოფი­სი თბი­ლის­ში, ერეკ­ლე მე­ო­რის მო­ე­დან­ზე, სამ­შე­ნებ­ლო ღო­ბით შე­მო­რაგ­ვა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შიგნ­თი შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და!

აი, ახლა გე­კი­თხე­ბით, მე ვარ გა­რი­გე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან და ხა­ბა­ძე - არა? ეს ხომ აბ­სურ­დია.

აჭა­რის ყვე­ლა რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კვო­ტით შე­იყ­ვა­ნეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე ნაც­მოძ­რა­ო­ბის ზონ­დერე­ბი იყ­ვნენ და 2012 წლის 4 აგ­ვის­ტოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბე­შუმ­ში რომ ჩა­მობ­რძან­და, მას­ზე ფი­ზი­კუ­რად თავ­დას­ხმას ცდი­ლობ­დნენ!

- გა­სა­ო­ცარ რა­მეს ამ­ბობთ, შე­გიძ­ლი­ათ, კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი და­ა­სა­ხე­ლოთ?

- 2012 წლის 4 აგ­ვის­ტოს ბე­შუმ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მის თან­მხლებ­თა დარ­ბე­ვას ვინც ცდი­ლობ­და, ის კაცი დღეს ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეა!

- რა გვა­რია ეს კაცი?

- ეს არის გე­ლა­ძე! ასე­ვე 2012 წლის 4 აგ­ვის­ტოს ბე­შუმ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვინც არ­ბევ­და და შან­ტაჟს უწყობ­და - ზო­ი­ძე - შუ­ა­ხე­ვის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გახ­და!

ახლა ვინ არის გა­რი­გე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან?! მე იმის წი­ნა­აღ­მდე­გიც ვი­ყა­ვი, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ბა­თუ­მის მე­რად გი­ორ­გი ერ­მა­კო­ვი და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა!

- ერ­მა­კო­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი რა­ტომ­ღა იყა­ვით?

- ერ­მა­კო­ვი არ იქ­ნე­ბა ცუდი მერი, იგი ენერ­გი­უ­ლი კაცი ჩანს, მაგ­რამ ახა­ლა­ი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყო და დღე­საც ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, მისი ძმის მე­გო­ბა­რია დღე­საც!

უნდა გი­თხრათ, რომ 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დე­გაც ერ­მა­კოვს ფო­ტო­ე­ბი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ვარ­შა­ლო­მი­ძის ძმას­თან! მაჩ­ვე­ნონ ჩემი ძმის სუ­რა­თი ვარ­შა­ლო­მი­ძეს­თან! ვერ მაჩ­ვე­ნე­ბენ!

ბა­თუ­მის მე­რია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის კად­რე­ბით გა­ი­ჭე­და. მა­გა­ლი­თად, ერ­მა­კოვ­მა ბა­თუ­მის ვიცე-მე­რად და­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის მე­ო­რე დღეს გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა ჩემი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ცენ­ტრის და­ყა­და­ღე­ბის შე­სა­ხებ, იმის გამო, რომ მე 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და თბი­ლის­ში აჭა­რი­დან ჩა­სულ ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტებს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი!

ჯაბა ხუ­ბუა

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

აშანტაჟებენ თუ არა ნაციონალები მურმან დუმბაძეს თავისი ძმით და ასრულებს თუ არა იგი ლევან ვარშალომიძის დავალებას

აშანტაჟებენ თუ არა ნაციონალები მურმან დუმბაძეს თავისი ძმით და ასრულებს თუ არა იგი ლევან ვარშალომიძის დავალებას

მურმან დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იგი აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში აჭარის დეპუტაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერის კვოტა გააჩნია და დუმბაძე სპიკერატში სწორედ ამ კვოტით არის წარდგენილი.

გაზეთი "ასავალ დასავალი" მურმან დუმბაძესთან 12 სექტემბერს ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუს გამოქვეყნებამდე "ასავალ დასავალი" დუმბაძეს დაუკავშირდა და პარტიიდან მისი გარიცხვის თაობაზე კომენტარიც ჩაწერა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ამ ბოლო დროს აშკარად გააქტიურდა. ჯერ იყო და იგი ამ ორი კვირის წინათ სარფში სააკაშვილთან შეხვედრაზე გამოჩნდა, მერე კი სააკაშვილის იმ იახტაზე, რომელიც საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ბერძენმა სამართალდამცავებმა 4 საათით გააჩერეს.

მოკლედ, სააკაშვილი და ვარშალომიძე ამ ბოლო ხანს დიდ დროს ატარებენ ერთად, როგორც ჩანს, სალაპარაკო ბევრი აქვთ და რაღაც გეგმებს ალაგებენ, რომელიც აჭარაში სიტუაციის არევას და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

სააკაშვილ-ვარშალომიძის ბოლო დროს გახშირებულ ერთად ყოფნას საეჭვოდ დაემთხვა აჭარის უზენაეს საბჭოში "ქართული ოცნების" ფრაქციის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და მისი გუნდისათვის უნდობლობის გამოცხადება.

მოკლედ, აჭარის უზენაეს საბჭოს, ბოლო დროს ძვირად ღირებული "ჯიპებისა" და ქოლგებისა თუ მექოლგეების თემით გაპოპულარებული ავთანდილ ბერიძის მეთაურობით, სურს, გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მისი თავმჯდომარე - პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი არჩილ ხაბაძე.

ხაბაძისა და მისი ავტონომიური მთავრობის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პროცესი "ქართული ოცნების" მთავარ პოლიტსაბჭოსთან და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა, ანუ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში "ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირება "ქართული ოცნების" თბილისის მთავარი ოფისისაგან ავტონომიურად ხდება.

რატომ აირია მონასტერი აჭარაში? რატომ ხდება შიდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში". რაც აშკარად ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს? და რაც მთავარია, მურმან დუმბაძე, რომელიც მშობლიური რესპუბლიკური პარტიისგან შერისხვის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილითა და ძალისხმევით მოხვდა, რატომ ილაშქრებს პირადად ბიძინა ივანიშვილის კადრის არჩილ ხაბაძის წინააღმდეგ?

ამ რამდენიმე დღის წინათ ჩემმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც ვენდობი და რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციებიც ძალიან ხშირად 100 პროცენტით დადასტურებულა, ასეთი რამ მითხრა:

აჭარის მთავრობის გადაყენების პროცესის უკან ლევან ვარშალომიძე დგას და ამ მოვლენებს მთლიანად ის მართავს, ხოლო მურმან დუმბაძე ნაციონალების მხრიდან შანტაჟის მსხვერპლია და იძულებულია, ვარშალომიძის დირექტივები შეასრულოსო.

ძვირფასო მკითხველო, მურმან დუმბაძეს წლებია ვიცნობ, პატივს ვცემ და სამშობლოს პატრიოტად მიმაჩნია. იმის მომსწრეც თავად ვარ, როგორ უკომპრომისოდ ებრძოდა იგი ნაციონალებს და 2011 წლის 26 მაისს როგორ გახდა სააკაშვილ-მერაბიშვილის მანქურთების მხრიდან სასტიკი ცემისა და წამების მსხვერპლი.

ამიტომაც, ჩემი წყაროს ნათქვამი - მურმან დუმბაძეს ლევან ვარშალომიძე აშანტაჟებს და იძულებულია, ნაცების დავალება შეასრულოსო - ჩემთვის მოულოდნელიც არის, გასაკვირიც და დაუჯერებელიც!

კი მაგრამ, რითი აშანტაჟებენ ნაციონალები მურმან დუმბაძეს-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე ჩემს ინფორმატორს და მისგან ასეთი პასუხი მივიღე:

- სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როცა ეს ნაძირლები ყველას უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, ფარული აპარატურით იღებდნენ და ადამიანებს საძინებლელშიც კი უძვრებოდნენ, უშიშროებამ მურმან დუმბაძის ძმაც გადაიღო! დიახ, ნაცებს აქვთ მურმანის ძმის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი და სწორედ ამით აშანტაჟებენ დუმბაძეს! მურმანის ძმა ცოტა ხნის წინათ ლევან ვარშალომიძემ თურქეთში გამოიძახა. ეს კაცი თურქეთში იყო გადასული და ვარშალომიძემ მურმანთან დააბარა, რომ დაწყებულიყო პროცესი აჭარის მთავრობის გადასაყენებლად.

ნაციონალები რომ მართლაც აწარმოებდნენ ფარულ ვიდეოგადაღებებს და ამის წყალობით არაერთი ადამიანი ყურებით გამოიჭირეს, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ამაზე ის 25 ათასი ფაილიც მეტყველებს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ახალ ხელისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაარქივებულ-დასაწყობებული დახვდა.

მიუხედავად ამისა, მე არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ და საერთოდ, არანაირ კომნეტარს არ გავაკეთებ, რადგან, როგორც გითხარით, საქმე ჩემთვის კარგად ნაცნობ და პატივსაცემ ადამიანს მურმან დუმბაძეს ეხება.

ამიტომაც, როგორც კი ჩემი წყაროსაგან ეს შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღე, მაშინვე მურმან დუმბაძეს დავუკავშირდი და ამ ყველაფერზე კომენტარი ვთხოვე.

ჩემსა და მურმან დუმბაძეს შორის ინტერვიუ პარასკევს, 12 სექტემბერს შედგა, ანუ ორი დღით ადრე მანამ, სანამ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო მას პარტიიდან გარიცხავდა.

14 სექტემბერს, როცა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამცნო, მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხულია, ჩვენი გაზეთი თითქმის დასასტამბად იყო მზად, მაგრამ მაინც მოვასწარი მურმან დუმბაძესთან დაკავშირება და პარტიიდან გარიცხვის თაობაზე მისი კომენტარის ჩაწერა:

- როცა პოლიტსაბჭოს სხდომაზე შევედი, დავსვი საკითხი - საქართველოს ცენტრალური მთავრობის იმ წევრების მიერ, რომლებიც იმავდროულად პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებიც არიან, იქნებოდა თუ არა მხარდაჭერილი აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა?

ამაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიპასუხა, ეს პროცედურა ნაციონალების მიერ არის ინსპირირებული, ქვეყანაში მოსალოდნელია დესტაბილიზაცია, რასაც უცხეოთიდან სააკაშვილი უკეთებს ორგანიზებას და თქვენც ამ გეგმაში მონაწილეობთო!

ამაზე ირაკლი ღარიბაშვილს ვუთხარი, თქვენ თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ჩვენ ვერ შევთნახმდებით-მეთქი, რაზეც მიპასუხა - თუ ასეა, მაშინ თქვენ პარტიიდან გარიცხული ხართო!

მე ვუთხარი - თქვენ დააგვიანეთ ჩემი გარიცხვა, რადგან ორი დღის წინათ "ასავალ-დასავალს" ინტერვიუ მივეცი, სადაც ვთქვი, რომ, თუ თქვენ მხარს არ დაუჭერდით აჭარის მთავრობის გადაყენებას, მაშინ მე პარტიას და უმრავლესობას დავტოვებდი, ასე რომ, თქვენ კი არ გამრიცხეთ, მე თვითონ მივდივარ-მეთქი!

ახლა კი უცვლელად გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მურმან დუმბაძემ "ქართული ოცნებიდან" მის გარიცხვამდე ორი დღით ადრე მომცა.

- ბატონო მურმან, სანამ დიქტოფონს ჩავრთავდი, მე თქვენ დეტალურად გადმოგეცით ის ინფორმაცია, რაც ჩემმა წყარომ მომაწოდა. რისი თქმა შეგიძლიათ ამ ყველაფერზე?

- რაც აჭარის რეგიონში ხდება, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ -ონსტიტუციური საკითხი! დიახ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაზე კონტროლს აწესებს აჭარის უმაღლესი საბჭო. თუ მთავრობა უმაღლეს საბჭოს ხელს უშლის კონტროლის განხორციელებაში, ასეთ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს სრული უფლება აქვს, აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს! აი, ეს ხდება დღეს აჭარაში!

ახლა რაც შეეხება იმას, რომ, თურმე, მურმან დუმბაძე შეხვდა ვარშალომიძეს, თითქოს რაღაც პიკანტური ვიდეო არსებობს, ეს არის ყურით მოთრეული თემა და იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ეს ამბავი მოგიტანათ, მე ვთხოვ, თუ რამე აქვთ, გამოააშკარავონ და დადონ!

ლევან ვარშალომიძე ბოლოს ვნახე 2012 წლის 28 ოქტომბერს, როცა ბატონი არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის დღევანდელი თავმჯდომარე, მე და ქალბატონმა მანანა კობახიძემ, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერებმა, წარვადგინეთ და ვარშალომიძემ მას კბაინეტის გასაღები გადასცა!

- თქვენი და ვარშალომიძის შეხვედრაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მას თქვენი ძმა შეხვდა თურქეთში...

- ეს აბსოლუტური ტყუილია! აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ჩემი ძმა ვერ შეხვდებოდა ლევან ვარშალომიძეს თურქეთში! იყო თუ არა ჩემი ძმა თურქეთში, არ ვიცი, არც ის ვიცი , იყო თუ არა იქ ლევან ვარშალომიძე. ერთმანეთს თუ შეხვდნენ, პლიტიკურ საკითხებზე ჩემი ძმა არ მუშაობს, ის არ არის საჯარო მოხელე, ის არის ძალიან მაღალი კლასის ბიზნესმენი, რომელსაც ხელს უშლიდნენ ასლან აბაშიძის დროსაც, ვარშალომიძის დროსაც და არც ახლა "ქართული ოცნების" დროს ელოლიავებიან!

კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე ვიდეოჩანაწერი აქვს, გამოაქვეყნონ! თუ არ გამოაქვეყნებენ, მაშინ ვინც თქვენ ეს ამბავი მოგიტანათ, ის კაცი იქნება ცრუ!

ვარშალომიძე ჩემი გამოტანილია იმ კაბინეტიდან! დიახ, მე მოვუგე ვარშალომიძეს და არამარტო ბიძინა ივანიშვილმა, ეს პირდაპირ უნდა დაწეროთ!

ნუ ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" წარმატება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა!

- თქვენ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება შესაძლებელი იყო?

- 1 ოქტომბრის გამარჯვება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება თუ არის, მაშინ მთელ საქართველოში 75-ვე მაჟორიტარული ოლქი "ქართულ ოცნებას" უნდა მოეგო! რატომ მოიგო მხოლოდ ამის ნახევარი? რატომ ვერ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა ყველგან?!

ჩვენ არ უნდა დავუკარგოთ ბიძინა ივანიშვილს დიდი დამსახურება 1 ოქტომბრის გამარჯვებაში, მაგრამ დამსახურება არ უნდა დავუკარგოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც უწყვეტად იბრძოდნენ ყველა რეჟიმის წინააღმდეგ!

პირადად მე და ჩემი ოჯახი ვიბრძოდით კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, ჩვენ უწყვეტად ვიბრძოდით ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღდმეგ და უწყვეტად ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

- თუ არ ვცდები, ე.წ. "აჭარის რევოლუციის" შემდეგ თქვენ სააკაშვილმა ხელვაჩაურის რაიონის გამგებლად დაგნიშნათ.

- დიახ, ვაღიარებ რომ დამინიშნა და 18 დღის განმავლობაში ვიყავი ხელვაჩაურის გამგებელი, მაგრამ 18 დღის თავზე ოფიციალური განცხადება გავაკეთე და ნაციონალურ მოძრაობას გავემიჯნე! უფრო მეტიც, უზარმაზარი წვლილი მაქვს შეტანილი სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში!

- როგორ ფიქრობთ, ეს დაპირისპირება, რაც დღეს აჭარაში "ქართული ოცნების" ორ ფრთას შორის არსებობს, ნაციონალების წისქვილზე არ ასხამს წყალს?

- ვერანაირად ვერ ვიტყოდი, რომ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს! აჭარის მთავრობა უნდა გადადგეს კორუფციული გარიგებების გამო, ქონების არასწორი მართვის გამო, კომპეტენციათა არგამიჯვნის გამო, უუნარობის გამო!

თუ ამ პროცესში ნაციონალური მოძრაობაც დაგვიჭერს მხარს, მე მათ წიხლს ვერ ვკრავ!

- აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე თქვენც გენდოთ და პირადად გადაწყვიტა "ქართულ ოცნებაში" თქვენი მიღების საკითხი. არ გიჩნდებათ უხერხულობის განცდა, რომ დღეს თქვენ ბიძინა ივანიშვილის კადრს არჩილ ხაბაძეს უპირისპირდებით?

- ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილისგან ნდობის გამოცხადება ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, მაგრამ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჩემი დასახელება ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის მხრიდან არ მომხდარა!

- აბა, ვისი მხრიდან მოხდა, თქვენ ხომ "ქართული ოცნებიდან" გახდით მაჟორიტაორი დეპუტატი?

- კოალიციის შიგნით ბათუმის მაჟორიტარობაზე საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და ეს საკითხი ძალიან მარტივად გადაწყდა - სოციალური კვლევა ჩატარდა და მე დამაჯერებლად მოვუგე კანდიდატობის დანარჩენ პრეტენდენტებს. ასე რომ, მე სოციოლოგიური კვლევის შედეგად დავსახელდი მაჟორიტარობის კანდიდატად და არა ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის სურვილით!

რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, მას ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ იცნობდა. როცა ჩვენ 1 ოქტომბრის არჩევნები მოვიგეთ, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, მე დამავალა აჭარის მთავრობის ფორმირება!

ახლა თქვენ ამას პირველად გეუბნებით, ეს არის ექსკლუზივი - აჭარის მთავრობის სამი მინისტრი დავასახელეთ მე და ჩემმა გუნდმა - ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების. მეოთხე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრზე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მოვძებნე ისეთი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო იქნეობდა, რადგან იგი "ქართუ ბანკის" ბათუმის ფილიალის მმართველი იყო. ეს გახლდათ არჩილ ხაბაძე.

- მერედა, ბიძინა ივანიშვილი თავისი ბანკის მმართველს არ იცნობდა?

- პირადად არ იცნობდა. პირველი შეხვედრისას ორჯერ ჰკითხა, ხაბაძე ხარ თუ ხაბაზიო? შემდეგ კოალიციაში ისეთი გადათამაშება მოხდა, რომ ხაბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ნაცვლად, მთავრობის თავმჯდომარედ "გაიქაჩა".

მინდა გითხრათ, რომ მე ხაბაძეს მაშინვე არ დავუჭირე მხარი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და ბატონ ბიძინასაც პირდაპირ ვუთხარი ამის შესახებ, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ აჭარის რეგიონის პოლიტიკურ ლიდერობას ვერ შეძლებდა! დამტკიცდა კიდეც, რომ ხაბაძე ვერ გახდა რეგიონის პოლიტიკური ლიდერი, იგი სუსტი მმართველი აღმოჩნდა!

თქვენ იცით, ვინ დანიშნა ხაბაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად?

- არ ვიცი, ვინ დანიშნა?

- დანიშნა თავისი ძალიან ახლობელი პიროვნება ბალაძე! ეს ბალაძე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო სამშენებლო კომპანია "ანაგის" ფინანსური მენეჯერი. ეს ის სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" სათავო ოფისი თბილისში, ერეკლე მეორის მოედანზე, სამშენებლო ღობით შემორაგვა და "ქართულ ოცნებას" შიგნთი შესვლის საშუალებას არ აძლევდა!

აი, ახლა გეკითხებით, მე ვარ გარიგებული ნაციონალურ მოძრაობასთან და ხაბაძე - არა? ეს ხომ აბსურდია.

აჭარის ყველა რაიონის საკრებულოში "ქართული ოცნების" კვოტით შეიყვანეს ადამიანები, რომლებიც 1 ოქტომბრამდე ნაცმოძრაობის ზონდერები იყვნენ და 2012 წლის 4 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში რომ ჩამობრძანდა, მასზე ფიზიკურად თავდასხმას ცდილობდნენ!

- გასაოცარ რამეს ამბობთ, შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ?

- 2012 წლის 4 აგვისტოს ბეშუმში ბიძინა ივანიშვილისა და მის თანმხლებთა დარბევას ვინც ცდილობდა, ის კაცი დღეს ხულოს რაიონის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეა!

- რა გვარია ეს კაცი?

- ეს არის გელაძე! ასევე 2012 წლის 4 აგვისტოს ბეშუმში ბიძინა ივანიშვილს ვინც არბევდა და შანტაჟს უწყობდა - ზოიძე - შუახევის რაიონის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გახდა!

ახლა ვინ არის გარიგებული ნაციონალურ მოძრაობასთან?! მე იმის წინააღმდეგიც ვიყავი, რომ "ქართულ ოცნებას" ბათუმის მერად გიორგი ერმაკოვი დაესახელებინა!

- ერმაკოვის წინააღმდეგი რატომღა იყავით?

- ერმაკოვი არ იქნება ცუდი მერი, იგი ენერგიული კაცი ჩანს, მაგრამ ახალაიასთან დაახლოებული პირი იყო და დღესაც ლევან ვარშალომიძის ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, მისი ძმის მეგობარია დღესაც!

უნდა გითხრათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაც ერმაკოვს ფოტოები აქვს გადაღებული ვარშალომიძის ძმასთან! მაჩვენონ ჩემი ძმის სურათი ვარშალომიძესთან! ვერ მაჩვენებენ!

ბათუმის მერია ნაციონალური მოძრაობის კადრებით გაიჭედა. მაგალითად, ერმაკოვმა ბათუმის ვიცე-მერად დანიშნა ადამიანი, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრის მეორე დღეს გამოსცა განკარგულება ჩემი საგანმანათლებლო კომპიუტერული ცენტრის დაყადაღების შესახებ, იმის გამო, რომ მე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციებში ვმონაწილეობდი და თბილისში აჭარიდან ჩასულ ოპოზიციის აქტივისტებს ვხელმძღვანელობდი!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა