სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ვრცლად ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოა და მა­ხა­რა­ძე არ მო­უკ­ლავს. ბრალ­დე­ბულ­მა გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას მი­უ­სამ­ძიმ­რა.

ოქ­რო­პი­რი­ძემ პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა, რომ მას­ზე ზე­წო­ლა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, იყო ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც და მისი ლიკ­ვი­და­ცია იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. ოქ­რო­პი­რი­ძემ მი­მალ­ვა სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რე­ბით ახ­სნა. გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის თქმით, ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ვლა­დი­მერ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ზე ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამას­თან, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე აცხა­დებს რომ იგი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტი იყო და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა უნდა და­ე­წყო.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით მე­რი­ა­ში უარ­ყვეს, რომ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე უწყე­ბა­ში და­საქ­მე­ბას გეგ­მავ­და.

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქარ­თულ მხა­რეს ერგნეთ­ში გუ­შინ გად­მო­ე­ცა.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 2 სექ­ტემ­ბერს, ღა­მით, ვა­კე­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ლაშა მა­ხა­რა­ძეს, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­მალ­ვას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც იგი ე.წ. "სა­ზღვრის უკა­ნო­ნო" გა­დაკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე-ფაქ­ტო წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი 12 სექ­ტემ­ბერს სო­ფელ ერგნეთ­ში ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­ე­ცა.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით).

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოა და მახარაძე არ მოუკლავს. ბრალდებულმა გარდაცვლილის დედას მიუსამძიმრა.

ოქროპირიძემ პროცესზე ისაუბრა, რომ მასზე ზეწოლაზე ხორციელდებოდა, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც და მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, თუმცა კონკრეტული პირები არ დაუსახელებია. ოქროპირიძემ მიმალვა სწორედ ამ ფაქტორებით ახსნა. გიორგი ოქროპირიძის თქმით, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ვლადიმერ ბერძენიშვილზე ზეწოლა განხორციელდა.

ამასთან, გიორგი ოქროპირიძე აცხადებს რომ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო და უახლოეს დღეებში თბილისის მერიაში სპორტის დეპარტამენტში მუშაობა უნდა დაეწყო.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით მერიაში უარყვეს, რომ გიორგი ოქროპირიძე უწყებაში დასაქმებას გეგმავდა.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ქართულ მხარეს ერგნეთში გუშინ გადმოეცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. "საზღვრის უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ