პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 13 წელი შესრულდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 13 წელი შესრულდა

11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი­დან დღეს 13 წელი შეს­რულ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლად ამ დღეს ნიუ იორკში, "გრა­უნდ ზე­რო­ზე" 2001 წლის ტე­რაქ­ტის დროს და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­თან მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ათა­სო­ბით ამე­რი­კე­ლი შე­იკ­რი­ბე­ბა და დუ­მი­ლით მი­ა­გე­ბენ პა­ტივს მსხვერ­პლთა ხსოვ­ნას.

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ოთხი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი­დან პირ­ვე­ლი - "ბო­ინგ- 767" ნიუ- იორკში, მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ჩრდი­ლო­ე­თის ცა­თამბჯენს 93- ე და 99- ე სარ­თუ­ლებს შო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 08:45 სა­ათ­ზე შე­ე­ჯა­ხა. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 81 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 11 წევ­რი. შე­ჯა­ხე­ბი­სას გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ლიფ­ტის მა­ღა­რო­დან გა­მო­სუ­ლი სი­ცხით კი, ადა­მი­ა­ნე­ბი ფო­ი­ე­ში უჰა­ე­რო­ბის გამო იღუ­პე­ბოდ­ნენ. მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:03 სა­ათ­ზე "ტყუ­პე­ბის" სამ­ხრეთ ცა­თამბჯენს, 77- ე და 81- ე სარ­თუ­ლებს შო­რის შე­ე­ჯა­ხა.

თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 56 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - ეკი­პა­ჟის 9 წევ­რი და 5 ტე­რო­რის­ტი. 09:59 სა­ათ­ზე, მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, ორი­ვე ცა­თამბჯე­ნი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა. მე­სა­მე გა­ტა­ცე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი - "ბო­ინგ- 757" პენ­ტა­გო­ნის მახ­ლობ­ლად, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:45 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა 184 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - 59 მგზავ­რი, 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი. მე­ო­თხე თვითმფრი­ნა­ვი პენ­სილ­ვა­ნი­ის ტყე­ში, სამ­ხრეთ- და­სავ­ლე­თით, პიტსბურ­გი­დან 125 კი­ლო­მეტრში ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა 37 მგზავ­რი, მათ შო­რის - 4 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 7 წევ­რი. 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს სულ 1973 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, აქე­დან 24 დღემ­დე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 13 წელი შესრულდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 13 წელი შესრულდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 13 წელი შესრულდა. ტრადიციულად ამ დღეს ნიუ იორკში, "გრაუნდ ზეროზე" 2001 წლის ტერაქტის დროს დაღუპულთა მემორიალთან მათი ოჯახის წევრები და ათასობით ამერიკელი შეიკრიბება და დუმილით მიაგებენ პატივს მსხვერპლთა ხსოვნას.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - "ბოინგ- 767" ნიუ- იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93- ე და 99- ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77- ე და 81- ე სართულებს შორის შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი - "ბოინგ- 757" პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის - 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ- დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის - 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი. 2001 წლის 11 სექტემბერს სულ 1973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა