სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება ეკა ბესელიას ვაჟი დაჩი დარჩიას მკვლელობის დღეზე: "ჩემი ერთადერთი "დანაშაულია", რომ ეკას შვილი ვარ"
რას ყვება ეკა ბესელიას ვაჟი დაჩი დარჩიას მკვლელობის დღეზე: "ჩემი ერთადერთი "დანაშაულია", რომ ეკას შვილი ვარ"

რე­ჟი­სორ დაჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­ვე სა­ათ­ში ეკა ბე­სე­ლი­ას შვი­ლის, რატი მი­ლო­რა­ვას სა­ხელ­მა გა­იჟ­ღე­რა. Ambebi.ge-მ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­და­ა­მოწ­მა თა­ვად ეკა ბე­სე­ლი­ას­თან, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ რატი მი­ლო­რა­ვას სა­ხე­ლის და­კავ­ში­რე­ბა რა­ი­მე ფორ­მით დაჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან ბო­რო­ტი და ვე­რა­გი ტყუ­ი­ლია (იხ. სტა­ტია).

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად რატი მი­ლო­რა­ვას, მან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი მომ­ხდა­რი­დან 2 კვი­რის შემ­დეგ გა­ზეთ "პრა­იმ ტა­იმ­თან" სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა. გთა­ვა­ზობთ მცი­რე ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მელ­შიც მი­ლო­რა­ვა სა­უბ­რობს, თუ სად და რა ვი­თა­რე­ბა­ში იყო იმ დღეს, რო­დე­საც დაჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

წყა­რო: "პრა­იმ ტა­ი­მი", სტა­ტია - "რა კავ­ში­რი აქვს დაჩი დარ­ჩი­ას მკვე­ლო­ბას­თან რატი მი­ლო­რა­ვას?

რატი მი­ლო­რა­ვა:

...იმ დღეს არა­თუ "სქაი ბარ­ში", სა­ერ­თოდ თბი­ლის­შიც კი არ ვყო­ფილ­ვარ. თბი­ლის­ში ბოლო ერთ თვე­ზე მე­ტია არც ერთხელ არ ჩა­მოვ­სულ­ვარ. ბოლო კვი­რა კი აჭა­რა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ჩე­მებ­თან ერ­თად. მე და ჩემი ბიძა ვი­ყა­ვით 25-31 აგ­ვის­ტომ­დე ქო­ბუ­ლეთ­ში, სას­ტუმ­რო­ში, 28-ში მო­ძღვა­რი ჩა­მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან და ორი დღე მას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი აჭა­რა­ში., ბა­თუმ­ში ჩავ­დი­ო­დი და მერე ისევ ქო­ბუ­ლეთ­ში ვბრუნ­დე­ბო­დი. თბი­ლის­ში სა­ერ­თოდ არ ჩა­მოვ­სულ­ვარ თვე­ზე მე­ტია, რო­გორც გი­თხა­რით. ამის გა­და­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია...

- ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც შენი სა­ხე­ლი კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვას­თან და­ა­კავ­ში­რეს... ამას ეკა ბე­სე­ლი­ას პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებ, თუ რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს მა­ინც რა­ღაც სა­ფუძ­ვე­ლი?

- არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ჩემი ერ­თა­დერ­თი "და­ნა­შა­უ­ლი" ის არის, რომ ეკა ბე­სე­ლი­ას შვი­ლი ვარ. სხვა და­ნარ­ჩე­ნი ამ­ბე­ბიც ისე­თი­ვე ტყუ­ი­ლია, რო­გორც იმ დღეს "სქაი ბარ­ში" ჩემი ყოფ­ნა, ან იმ საქ­მეს­თან ჩემი კავ­ში­რი. ორი აზრი არ არ­სე­ბობს, რომ ჩემ მი­მართ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის აგო­რე­ბა ხდე­ბა იმი­ტომ, რომ ამით დე­და­ჩემს მი­ა­ყე­ნონ დარ­ტყმა... ეს პირ­და­პირ კავ­შირ­შია ეკას პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რას ყვება ეკა ბესელიას ვაჟი დაჩი დარჩიას მკვლელობის დღეზე: "ჩემი ერთადერთი "დანაშაულია", რომ ეკას შვილი ვარ"

რას ყვება ეკა ბესელიას ვაჟი დაჩი დარჩიას მკვლელობის დღეზე: "ჩემი ერთადერთი "დანაშაულია", რომ ეკას შვილი ვარ"

რეჟისორ დაჩი დარჩიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მკვლელობიდან რამდენივე საათში ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას სახელმა გაიჟღერა. Ambebi.ge-მ ინფორმაცია გავრცელებისთანავე გადაამოწმა თავად ეკა ბესელიასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ რატი მილორავას სახელის დაკავშირება რაიმე ფორმით დაჩი დარჩიას მკვლელობის საქმესთან ბოროტი და ვერაგი ტყუილია (იხ. სტატია).

რაც შეეხება თავად რატი მილორავას, მან პირველი კომენტარი მომხდარიდან 2 კვირის შემდეგ გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას გააკეთა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელშიც მილორავა საუბრობს, თუ სად და რა ვითარებაში იყო იმ დღეს, როდესაც დაჩი დარჩიას მკვლელობა მოხდა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი", სტატია - "რა კავშირი აქვს დაჩი დარჩიას მკველობასთან რატი მილორავას?

რატი მილორავა:

...იმ დღეს არათუ "სქაი ბარში", საერთოდ თბილისშიც კი არ ვყოფილვარ. თბილისში ბოლო ერთ თვეზე მეტია არც ერთხელ არ ჩამოვსულვარ. ბოლო კვირა კი აჭარაში ვიმყოფებოდი, ჩემებთან ერთად. მე და ჩემი ბიძა ვიყავით 25-31 აგვისტომდე ქობულეთში, სასტუმროში, 28-ში მოძღვარი ჩამოვიდა თბილისიდან და ორი დღე მასთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი აჭარაში., ბათუმში ჩავდიოდი და მერე ისევ ქობულეთში  ვბრუნდებოდი. თბილისში საერთოდ არ ჩამოვსულვარ თვეზე მეტია, როგორც გითხარით. ამის გადამოწმება ძალიან მარტივია...

- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შენი სახელი კრიმინალურ შემთხვევასთან დააკავშირეს... ამას ეკა ბესელიას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებ, თუ რეალურად არსებობს მაინც რაღაც საფუძველი?

- არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩემი ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ ეკა ბესელიას შვილი ვარ. სხვა დანარჩენი ამბებიც ისეთივე ტყუილია, როგორც იმ დღეს "სქაი ბარში" ჩემი ყოფნა, ან იმ საქმესთან ჩემი კავშირი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩემ მიმართ ასეთი ინფორმაციების აგორება ხდება იმიტომ, რომ ამით დედაჩემს მიაყენონ დარტყმა... ეს პირდაპირ კავშირშია ეკას პოლიტიკურ საქმიანობასთან.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?