"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:
"მინდა მივმართო რუს ოლიგარქ ბორია ივანიშვილს: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კასტისთვის კლასიკური ინსინუაციებისა და ფოკუსების ხარჯზე, ჩვენი შეცდომების გამოყენებით და არამზადული ხერხებით დაეუფლეთ არა მარტო ხელისუფლებას, როლიდანაც, პასუხისმგებლიმობის აცილების მიზნით, სასწრაფოდ გაკურცხლეთ და თქვენი დატოვებული მთავრობის სრული კონტროლის ყველა ბერკეტი დაიტოვეთ, რაც არის კიდეც ოლიგარქიული, და არა ქართული ოცნების აღსრულების ნამდვილი მოტივაცია; თქვენს "მენცარულ" რეალობაშო მიგაჩნიათ რა, რომ ამ ქვეყნის არსიყვარულის გარემოში გაქვთ უფლება, მასზე და მის მოქალაქეებზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ, სრული იბმეცილიზმის ფონზე ქართველებზე მასწავლებლად ჩათვალოთ თავი და თქვენი სტაფილოს წვენის პათოლოგიის გამოხტომების მიხედვით მართოთ ქვეყანა, გიცხადებთ: თქვენ ხართ სრული არარაობა, რომელსაც მხოლოდ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში შეიძლება ჰქონდეს თქვენივე გამოგონილი ავტორიტეტი; რეალობაში ბრძანდებით თქვენი რუსული სისხლიანი ფულისა და პუწინის პროვინციელი, გონებაშეზღუდული მონა, რომელმაც, მხოლოდ კონკრეტული მომენტუმისა და ოკუპანტის მხარდაჭერის ხაჯზე მოოპოვეთ საქართველოზე სრული კონტროლი. გაფრთხილებთ: სიტუაციას იქამდე ნუ მიიყვანთ, რომ თქვენს მიერ მოტყუებულმა ხალხმა შუაზე გაგგლიჯონ. ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენი ვითომ პიროვნების არარაობა ადამიანებს თვალნათლივ დავანახო, რაც, საბოლოოდ, თქვენი და თქვენს მიერ გამოგონილი უნიათო არამზადათა მთავრობის ქვეყნის სხეულიდან ჩამოცილებას განაპირობებს. ეს ასე მოხდება და ნუ შეეცდებით ჩემს, როგორც პუწინის ძებნილის, მის საამებლად და თქვენი თავის გადასარჩენად დაპატიმრებას, რაც პროცესს მხოლოდ დააჩქარებს. მიიღეთ საღი გადაწყვეტილება და საქართველოდან ახლავე აახვიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზე დიდ ხანს მოგიწევთ იმ საკნებში თქვენი უაზრო წლების გატარება, რომლებსაც, თქვენი მშიშრობისა და ვითომ რაიმედ არსებობის გამო, ჩემი მეგობრები ამაგრებენ. პირობას გაძლევთ, არ ვბაქიბუქობ და ნამდვილად გამოგიყვანთ წირვას, უნიათო და არარაობავ, რუსო ოლიგარქო!", - წერს თარგამაძე.