სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი - "გერმანელი" კრემლში
ვლადიმერ პუტინი - "გერმანელი" კრემლში

უნ­და ით­ქ­ვას, რომ პუ­ტინ­მა თა­ვი­დან­ვე მცდა­რი წი­ნა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გია აირ­ჩია. რო­გორც ჩანს, სობ­ჩა­კის მო­ად­გი­ლე ღრმად იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მის შეფს ყვე­ლა­ზე დი­დი საფ­რ­თხე რა­დი­კა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის მხრი­დან ემუქ­რე­ბო­და და მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა მათ ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თილ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე - ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში გა­მე­ფე­ბულ კო­რუფ­ცი­ას­თან შე­უ­პო­ვა­რი მებ­რ­ძო­ლი­სა და კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა ადა­მი­ა­ნის იმი­ჯის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­და და ენერ­გი­ულ იური ბოლ­დი­რევ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. სობ­ჩა­კის მე­ო­რე კონ­კუ­რენტს - თა­ვის ყო­ფილ თა­ნამ­შ­რო­მელს ვლა­დი­მირ ია­კოვ­ლევს კი, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­საბ­მე­ლად მე­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტ­საც კი შე­ე­ლია, არ­ც­თუ ისე სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და. სობ­ჩაკ­მა და პუ­ტინ­მა ია­კოვ­ლე­ვის საქ­ცი­ე­ლი ღა­ლა­ტად აღიქ­ვეს და მის მი­მართ სი­ძულ­ვილს უკ­ვე აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ. ვი­ცე-მერ­მა ყო­ფილ კო­ლე­გას "ი­უ­დაც" კი უწო­და. თუმ­ცა­ღა ია­კოვ­ლევ­მა კარ­გი მე­ურ­ნის იმი­ჯის მორ­გე­ბა და ამომ­რ­ჩე­ველ­თა უმე­ტე­სო­ბის მიმ­ხ­რო­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.

ამა­სო­ბა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მოს­კო­ვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ და 1995 წლის სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნებ­ში დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ჩერ­ნო­მირ­დინ­მა სობ­ჩაკს ღი­ად და­უ­ჭი­რა მხა­რი. ბევ­რის­თ­ვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სობ­ჩა­კი პუ­ტი­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი "სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის" რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც კი შე­ვი­და. მაგ­რამ ვერც სობ­ჩა­კი და ვერ პუ­ტი­ნიც ვე­რაფ­რით წარ­მო­იდ­გენ­დ­ნენ, რომ რო­გორც მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის, ისე უშუ­ა­ლოდ მა­თი ბე­დიც წი­ნას­წარ იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტ­თან ლა­მის ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­მი ადა­მი­ა­ნი - მი­სი უსაფ­რ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ალექ­სან­დრ კორ­ჟა­კო­ვი, პირ­ვე­ლი ვი­ცე-პრე­მი­ე­რი ოლეგ სოს­კო­ვე­ცი და უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რი მი­ხა­ილ ბარ­სუ­კო­ვი უკ­ვე გა­მა­ლე­ბით ეძებ­დ­ნენ ავად­მ­ყო­ფი ელ­ცი­ნის შემ­ც­ვ­ლელ ღირ­სე­ულ მემ­კ­ვიდ­რეს. არა­და, თა­ვად ელ­ცი­ნი იმ­ხა­ნად სა­კუ­თა­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა­ღა, მის გა­რე­მოც­ვა­ში უკ­ვე სხვებ­საც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ეპა­რე­ბო­დათ ეჭ­ვი, შეძ­ლებ­და კი ეს ხან­დაზ­მუ­ლი და ავად­მ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნის შემ­დ­გომ მარ­თ­ვას? ასე რომ, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ფიქ­რის შემ­დეგ და, რაც მთა­ვა­რია, ჩერ­ნო­მირ­დი­ნის სა­პირ­წო­ნედ, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ებს აღარ მა­ლავ­და, არ­ჩე­ვა­ნი ტექ­ნოკ­რატ სოს­კო­ვეც­ზე შე­ჩერ­და. კორ­ჟა­კოვ­თან, ბარ­სუ­კოვ­თან და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ალექ­სეი ილი­უ­შენ­კოს­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა სოს­კო­ვეცს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ისე­თი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, რო­გო­რიც პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი დაც­ვა, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და პრო­კუ­რა­ტუ­რის ორ­გა­ნო­ე­ბი იყო.

ზე­მოთ ნახ­სე­ნებ სა­მე­ულს რე­გი­ო­ნებ­ში ერ­თ­გუ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სჭირ­დე­ბო­და. ზედ­მი­წევ­ნით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მქო­ნე სობ­ჩა­კი კი ამ როლს არაფ­რით მი­ე­სა­და­გე­ბო­და. კრემ­ლის ინ­ტ­რი­გა­ნე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტ­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა­ზე პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტიც გახ­დე­ბო­და. და ეს რომ არაფ­რით და­ეშ­ვათ, კორ­ჟა­კოვ­მა, ბარ­სუ­კოვ­მა და სოს­კო­ვეც­მა ია­კოვ­ლევს ღი­ად და­უ­ჭი­რეს მხა­რი. მათ შე­უ­ერ­თ­და მოს­კო­ვის ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე მე­რიც, რო­მელ­საც, ად­რე თუ გვი­ან, გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის იმე­დი ჰქონ­და და ია­კოვ­ლე­ვი პო­ტენ­ცი­ურ მო­კავ­ში­რედ მი­აჩ­ნ­და.

კრემ­ლი­სა და მოს­კო­ვის მე­რი­ის მი­ერ ხელ­გაშ­ლი­ლად გა­მო­ყო­ფილ­მა სახ­ს­რებ­მა ვლა­დი­მირ ია­კოვ­ლევს თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში გა­მოც­დი­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გე­ბის ჩაბ­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. სობ­ჩაკს კი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ ორ კვი­რა­ში სა­არ­ჩევ­ნო ფონ­დ­ში თან­ხაც კი აღარ დარ­ჩა. თა­ნაც, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისიც გა­ირ­კ­ვა, რომ ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის და­სა­ფა­რი თან­ხე­ბიც (1995 წელს გა­ტა­რე­ბულ­მა სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მამ სან­ქტ-პე­ტერ­ბურგს შე­მო­სავ­ლე­ბის მე­სა­მე­დი ჩა­მო­აჭ­რა) ასე­ვე გა­მო­ლე­უ­ლი­ყო.

პუ­ტი­ნი გრძნობ­და, რომ ცო­ტაც და, ნერ­ვე­ბი უმ­ტყუ­ნებ­და. თუმ­ცა, წო­ნას­წო­რო­ბი­დან მას­ზე არა­ნაკ­ლე­ბად გა­მო­სულ სობ­ჩაკს მა­ინც ამ­შ­ვი­დებ­და და იმა­საც მტკი­ცედ ჰპირ­დე­ბო­და, - ქა­ლა­ქის ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ით გამ­დიდ­რე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს ჩვე­ნი ერ­თ­გუ­ლე­ბის ფიცს სა­ჯა­როდ და­ვა­დე­ბი­ნე­ბო. მარ­თ­ლაც, მან სა­ხელ­მ­წი­ფო აგა­რაკ­ზე "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" ყვე­ლა ნაც­ნო­ბი მსხვი­ლი მე­წარ­მე შეკ­რი­ბა, შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცია დრა­მა­ტულ ფე­რებ­ში აუწე­რა და სობ­ჩა­კის სა­ა­რ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მა­ტე­რი­ალუ­რი მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და. მაგ­რამ ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა, ე.წ. "ა­ხალ­მა რუ­სებ­მა" პუ­ტინს ფუ­ლის გა­ღე­ბა­ზე ცი­ვი უარი სტკი­ცეს.

ამის შემ­დეგ ვი­ცე-მერ­მა "მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის კონ­გ­რეს­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­შუ­ა­ლო კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დახ­მა­რე­ბა­ზე და­თან­ხ­მე­ბა სცა­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით მო­აწყო "მრგვა­ლი მა­გი­და", რო­მელ­ზეც საპ­როგ­რა­მო სიტყ­ვით სობ­ჩა­კი უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ჭირ­ვე­ულ მერს უბ­რა­ლოდ და­ა­ვიწყ­და ამ მის­თ­ვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მის­ვ­ლა და ამით მარ­ტო შეკ­რე­ბი­ლებს კი არ წა­არ­თ­ვა მი­სი მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლე­ბით დატ­კ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არა­მედ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის გა­დარ­ჩე­ნის ბო­ლო შან­სიც ხე­ლი­დან გა­უშ­ვა.

გა­ცო­ფე­ბუ­ლი პუ­ტი­ნი ად­გილს ვე­ღარ პო­უ­ლობ­და. სობ­ჩა­კის მო­სას­მე­ნად შეკ­რე­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი კი აღ­შ­ფო­თე­ბას ვე­ღარ ფა­რავ­დ­ნენ. ხო­ლო რო­ცა საქ­მე იქამ­დეც მი­ვი­და, რომ ქა­ლაქ­ში ცნო­ბილ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა მათ თავ­ხე­დუ­რად შეს­თა­ვა­ზა, ჩემ მი­ერ "სობ­ჩა­კის მხარ­და­სა­ჭე­რად" შექ­მ­ნილ ფონ­დ­ში 2.000-2.000 დო­ლა­რი შე­მო­ი­ტა­ნე­თო, "მო­ნას­ტე­რი" სა­ბო­ლო­ოდ აი­რია. პუ­ტი­ნის ერთ-ერ­თი მე­გო­ბა­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, - იმ დღე­ებ­ში და­სა­ძი­ნებ­ლად და­წო­ლი­ლი ვლა­დი­მი­რი გვერ­დით და­ტე­ნილ ია­რაღს იდებ­დაო.

წიგ­ნ­ში - "პირ­ველ პირ­ში" პუ­ტი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, სა­კუ­თარ თავს ნაკ­ლე­ბი ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნოს და ამ მოვ­ლე­ნას ცო­ტა სხვა­ნა­ი­რად აღ­წერს. მი­სი თქმით, სობ­ჩა­კი თვი­თონ აწარ­მო­ებ­და თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას და სახ­ს­რებ­საც თვი­თონ­ვე აგ­რო­ვებ­და; მე კი, - ხაზს უს­ვამს იგი, - სა­წყის ეტაპ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არა­ფერ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არა­ფე­რი გა­მე­გე­ბო­და და მე­რის სა­არ­ჩევ­ნო შტაბს მხო­ლოდ მე­ო­რე ტუ­რის წინ ანუ მა­შინ ჩა­ვუ­დე­ქი სა­თა­ვე­ში, რო­ცა საქ­მის შვე­ლა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოო.

დღეს უკ­ვე ყვე­ლას­თ­ვის ნა­თე­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­ტა­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა იყო. ვლა­დი­მირ ია­კოვ­ლევ­მა მარ­ჯ­ვედ ისარ­გებ­ლა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის შეც­დო­მე­ბი­თა და ჩა­ვარ­დ­ნე­ბით, თა­ვად ყვე­ლა აუცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი წინ­და­ხე­დუ­ლად გა­დად­გა და მარ­თა­ლია, მხო­ლოდ მე­ო­რე ტურ­ში და ხმა­თა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო უპი­რა­ტე­სო­ბით, მაგ­რამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მა­ინც მი­აღ­წია. ნე­ბის­მი­ე­რი სიძ­ნე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას შეჩ­ვე­ულ პუ­ტინს კი და­მარ­ცხე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა მო­უხ­და. და რო­ცა ახა­ლარ­ჩე­ულ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, შე­რი­გე­ბის ნიშ­ნად, უწინ­დელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა, გა­ცო­ფე­ბულ­მა უპა­სუ­ხა: "ჯობს, ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის ჩა­მომ­კი­დონ, ვიდ­რე ღა­ლა­ტის­თ­ვის და­მა­ჯილ­დო­ონ!"

სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის აზ­რით, პუ­ტი­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი­სა თუ აწ­მ­ყოს მქო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას დი­დად თით­ქოს, არც უკად­რი­სობ­და. მა­გა­ლი­თად, "რუ­სუ­ლი ვი­დე­ოს" პრე­ზი­დენ­ტი მას ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­არ­ხ­ზე სობ­ჩა­კის ფარ­თო სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას დაჰ­პირ­და, ოღონდ სა­ნაც­ვ­ლოდ, ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას 300.000 დო­ლა­რის კრე­დი­ტის მი­ღე­ბა­ში "ხე­ლის წაშ­ვე­ლე­ბა" მოს­თხო­ვა, ხო­ლო რო­ცა მოს­კო­ვის პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბით, "რუ­სუ­ლი ვი­დე­ოს" ოფის­ში სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ცია შე­ვი­და, კრე­დი­ტის გა­მო­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ყვე­ლა მის­მა ფი­გუ­რან­ტ­მა უმალ და­ი­ვი­წყა. თუმ­ცა, პუ­ტი­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი შემ­დ­გომ­შიც ჯი­უ­ტად ირ­წ­მუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის ამ კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი აქ­ცი­ო­ნე­რი იყო. ასე­ვე და­დი­ო­და ხმე­ბი, რომ პუ­ტი­ნი თა­ვის დრო­ზე "კა­გე­ბეს" მი­ერ შექ­მ­ნი­ლი და ჩვენს დრო­შიც წარ­მა­ტე­ბით მოქ­მე­დი ყალ­ბი ფირ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით (ერთ-ერთ მათ­გან­ში მი­სი ყო­ფი­ლი პი­რა­დი მცვე­ლე­ბი - ზო­ლო­ტო­ვი და ტზე­კო­ვიც მუ­შა­ობ­დ­ნენ), სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­ფი­ას სხვა­დას­ხ­ვა აფე­რის წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და თვი­თო­ნაც კარ­გად ხე­ი­რობ­და. მაგ­რამ ამის და­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი ვე­რა­ვინ წარ­მო­ად­გი­ნა.

იმ წლებ­ში რუ­სუ­ლი პრე­სა საკ­მა­ოდ ბევ­რს წერ­და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის კო­რუმ­პი­რე­ბულ ნა­წილ­თან და ფი­ნან­სურ ოლი­გარ­ქი­ას­თან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შერ­წყ­მის თა­ო­ბა­ზე. ჯერ კი­დევ სობ­ჩა­კის დროს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რო­მე­ლიც ვერც მი­ლი­ცი­ამ და ვერც უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ქა­ლა­ქის სამ­მარ­თ­ვე­ლომ ვერ გახ­ს­ნა, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ახ­ლო მე­გო­ბა­რი ვიქ­ტორ ჩერ­კე­სო­ვი ედ­გა სა­თა­ვე­ში. მა­გა­ლი­თად, 1994 წელს, სა­წარ­მოო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "სა­ად­მი­რა­ლო ქარ­ხ­ნის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ჩა­მო­წე­რი­ლი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ყიდ­ვა­ში (რო­გორც ჩანს, მსგავს კრი­მი­ნა­ლურ ბიზ­ნეს­თან მე­რი­ის მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი იყ­ვ­ნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ ისურ­ვა და მა­შინ­ვე სი­ცოცხ­ლეს გა­მო­სალ­მეს. იმ წლე­ბის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში და­ნა­შა­უ­ლი სა­ერ­თო­დაც, გა­ნუხ­რე­ლად იზ­რ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მკვეთ­რად იმა­ტა შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის რიცხ­ვ­მა. 1997 წელს კი­ლე­რებ­მა დღი­სით-მზი­სით ხალ­ხ­მ­რა­ვალ ქუ­ჩა­ში ჩაცხ­რი­ლეს თა­ვის დრო­ზე პუ­ტი­ნის რჩე­ვით ია­კოვ­ლე­ვის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი მი­ხა­ილ მა­ნე­ვი­ჩი, რო­მელ­საც ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვამ­დე ვი­ცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბის კო­მი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სამ­მარ­თ­ვე­ლოს მე­თა­უ­რის პოს­ტე­ბი ეკა­ვა.

წა­გე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პუ­ტინ­მა თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი მა­ნამ არ და­ტო­ვა, სა­ნამ ერ­თი თვის თავ­ზე იქი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გა­მო­ა­ძე­ვეს. რო­გორც ჩანს, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მა­ში ნე­ბის­მი­ერ ფა­სად სურ­და დარ­ჩე­ნა. სხვა აბა, რით უნ­და აიხ­ს­ნას, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოხ­ს­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე სმოლ­ნი­ში გან­თავ­სე­ბულ ბო­რის ელ­ცი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მი­სი აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა? არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ პუ­ტინს ელ­ცი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი­სა და თა­ვი­სი ყო­ფი­ლი კო­ლე­გის, ანა­ტო­ლი ჩუ­ბა­ი­სის მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც ჰქო­ნო­და. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, 1990 წლის მსგავ­სად, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ეწყო. სობ­ჩაკ­მა წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი პუ­ტი­ნის დამ­შ­ვი­დე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად სცა­და: ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, მა­ლე ორი­ვეს ელ­ჩე­ბად დაგ­ვ­ნიშ­ნა­ვე­ნო. სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფილ მერს მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან უნ­დო­და, პა­რიზ­ში ან­და ბონ­ში ელ­ჩის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა და მი­სი და პუ­ტი­ნის ელ­ჩე­ბად გამ­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე მა­შინ­დელ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ პრი­მა­კოვ­თან პი­რა­დად და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად მოს­კოვ­შიც ჩა­ვი­და. მაგ­რამ მი­ნის­ტ­რ­მა თხოვ­ნა­ზე ცი­ვი უარი სტკი­ცა.

ამის შემ­დეგ პუ­ტი­ნი 3 თვე უმუ­შე­ვა­რი და­ი­ა­რე­ბო­და და თან, რა­ღა­ცას და­ძა­ბუ­ლი ელო­და, თუმ­ცა, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არა­ვის­თან სურ­და. ერ­თხე­ლაც ოჯახ­თან ერ­თად, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან 100 კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ბა­რე ახა­ლა­შე­ნე­ბულ აგა­რაკ­ზე გა­ემ­გ­ზავ­რა. მი­სი ცო­ლი ლუდ­მი­ლა ხერ­ხემ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მის გა­მო გა­და­ტა­ნი­ლი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ის-ის იყო, ოდ­ნავ გა­მო­კეთ­და და ოჯახ­საც ქა­ლა­ქი­დან გას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა. მაგ­რამ ცო­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით დამ­შ­ვი­დე­ბულ პუ­ტინს ბედ­მა ახა­ლი სას­ტი­კი დარ­ტყ­მა მი­ა­ყე­ნა. ერთ დღეს აგა­რაკ­ზე მის­მა პი­რად­მა მდი­ვან­მა, მა­რი­ნა ელ­ტან­ცე­ვამ ჩა­ა­კი­თხა ქმარ­თან ერ­თად და, მწვა­დის შეწ­ვი­სა და სულ რამ­დე­ნი­მე ჭი­ქა სას­მ­ლის მირ­თ­მე­ვის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცებ­მა სა­უ­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს. მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, პუ­ტინს ღუ­მე­ლი და­ენ­თო, რომ ცეცხ­ლი უმალ მთელ სახ­ლს მო­ე­დო (მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, რომ ხან­ძ­რის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არას­წო­რად ამოყ­ვა­ნი­ლი ღუ­მე­ლი გახ­და). თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა პუ­ტინ­მა ჯერ მე­ო­რე სარ­თულ­ზე მძი­ნა­რე, უფ­რო­სი გო­გო­ნა გა­მო­იყ­ვა­ნა ცეცხ­ლ­მო­კი­დე­ბუ­ლი სახ­ლი­დან, მე­რე კი ისევ უკან შებ­რუნ­და და იმ ოთახს მი­ა­შუ­რა, სა­დაც ფუ­ლით სავ­სე დიპ­ლო­მა­ტი ჰქონ­და კა­რა­და­ში და­მა­ლუ­ლი, მაგ­რამ ის უკ­ვე ბო­ლომ­დე დამ­წ­ვა­რი დახ­ვ­და. თუმ­ცა ფერ­ფ­ლ­ში, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ორი წლის წინ ნა­კურ­თხი თა­ვი­სი ნათ­ლო­ბის ჯვა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ვლა­დი­მირ­მა აგა­რა­კი­ცა და მთე­ლი თა­ვი­სი და­ნა­ზო­გიც უც­ბად და­კარ­გა. მაგ­რამ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დ­ნილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ალექ­სან­დრ ბოლ­შა­კოვ­მა გა­უ­წო­და დახ­მა­რე­ბის ხე­ლი. ბოლ­შა­კო­ვი ერთ დროს ლე­ნინ­გ­რა­დის მსხვი­ლი თავ­დაც­ვი­თი სა­წარ­მოს დი­რექ­ტო­რი იყო, მე­რე სულ სხვა­დას­ხ­ვა სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა, მათ შო­რის - ლენ­სო­ვე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტიც ეკა­ვა, 1996 წელს კი ქვეყ­ნის პირ­ველ ვი­ცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ნეს.

ბოლ­შა­კოვს კარ­გად ახ­სოვ­და, რომ იმ რთულ დროს, რო­ცა ბევრ პო­ლი­ტი­კოს­სა და ჩი­ნოვ­ნიკს მის­ნა­ი­რი "წი­თე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­გან" თა­ვი შორს ეჭი­რა, პუ­ტი­ნი ნი­ა­დაგ მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას ყო­ველ­თ­ვის ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და და ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს უარი სმოლ­ნი­ში მი­ღე­ბა­ზე. ამი­ტო­მაც, რო­ცა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფი­ლი ვი­ცე-მე­რის გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ შე­იტყო, მოს­კოვ­ში მის გა­და­საყ­ვა­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის საქ­მე­თა მმარ­თ­ველ პა­ველ ბო­რო­დინ­თან და მის კი­დევ უფ­რო გავ­ლე­ნი­ან უფ­როს ნი­კო­ლაი ეგო­როვ­თან ბოლ­შა­კო­ვის შეხ­ვედ­რე­ბი­სას პუ­ტი­ნის­თ­ვის ეგო­რო­ვის მო­ად­გი­ლის პოს­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა გა­დაწყ­და. თუმ­ცა, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი სა­მე­უ­ლი - კორ­ჟა­კოვ-ბარ­სუ­კოვ-სოს­კო­ვე­ცი იყო, დე­და­ქა­ლაქ­ში პუ­ტი­ნის გა­დას­ვ­ლა­ზე ლა­პა­რა­კიც კი არ შე­იძ­ლე­ბო­და.

სობ­ჩა­კის შემ­დ­გო­მი ბე­დი კი ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად წა­რი­მარ­თა. არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მას­ზე ნამ­დ­ვი­ლი "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" გა­იხ­ს­ნა. ახალ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა თა­ვის სა­ძულ­ველ მე­ტო­ქეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­უქ­სია. სა­ბა­ბი - სობ­ჩა­კის მი­ერ ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლის­თ­ვის - "Ñîâåðøåííî ñåêðåòíî" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვიუ გახ­და, რო­მელ­შიც ია­კოვ­ლე­ვი "ჩრდი­ლო­ეთ დე­და­ქა­ლაქ­ში" ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, ე.წ. "ტამ­ბო­ვე­ლებ­თან" კავ­შირ­ში პირ­და­პირ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. შე­დე­გად, იური სკუ­რა­ტოვ­მა (მან გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტ­ზე პლი­უშ­ჩენ­კო შეც­ვა­ლა) თა­ვის ხელ­ქ­ვე­ი­თებს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე­რის პოს­ტ­ზე სობ­ჩა­კის ყოფ­ნის პე­რი­ო­დის კომ­პ­ლექ­სუ­რი შეს­წავ­ლა და­ა­ვა­ლა. ეს სწო­რედ ის პე­რი­ო­დი იყო, რო­ცა სობ­ჩაკ­მა ბევ­რი ისე­თი მტე­რი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ის ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ფაქ­ტის გარ­შე­მოც კი სკან­და­ლის ასა­გო­რებ­ლად და მის ცი­ხე­ში გა­მო­სამ­წყ­ვ­დე­ვად იყო მზად.

ყო­ფი­ლი მე­რი­სა და მი­სი ცო­ლის ბი­ნა­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, რის შემ­დე­გაც, და­პა­ტიმ­რე­ბის საფ­რ­თხეც კი და­ე­მუქ­რათ. 1997 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პუ­ტი­ნის მფარ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თ­ვე­ლოს შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ და­კითხ­ვა­ზე. სობ­ჩა­კის­გან ითხოვ­დ­ნენ მის ყო­ფილ თა­­ნამ­შ­რომ­ლებ­ზე ისე­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას, რო­მე­ლიც მათ კო­რუფ­ცი­ა­ში ამ­ხელ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ორ­მოც­დათ­ვ­რა­მე­ტი წლის სობ­ჩაკ­მა ასეთ ზე­წო­ლას ვე­ღად გა­უძ­ლო და გუ­ლის შე­ტე­ვა პირ­და­პირ და­კითხ­ვა­ზე და­ე­მარ­თა.

ერ­თი თვის შემ­დეგ ლუდ­მი­ლა ნა­რუ­სო­ვამ ქმრის საზღ­ვარ­გა­რეთ გაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა. მომ­ხ­და­რი ჰო­ლი­ვუ­დურ სცე­ნას მო­გა­გო­ნებ­დათ. ნო­ემ­რის ბნელ სა­ღა­მოს პულ­კო­ვოს აერო­პორ­ტ­ში ფი­ნე­თი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბორ­ტ­ზე ნაჩ­ქა­რე­ვად აიტა­ნეს სა­კა­ცე, რო­მელ­ზეც სობ­ჩა­კი იწ­ვა. მო­ტო­რი ახ­მა­ურ­და, თვით­მ­ფ­რი­ნავ­მა ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი გა­ირ­ბი­ნა, პირ­ქუშ ცა­ში აიჭ­რა და გე­ზი პა­რი­ზის­კენ აიღო. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის უცხო­ე­ლი პი­ლო­ტის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა ვე­რაფ­რით მო­ხერ­ხ­და. მა­ვა­ნი კი ჯი­უ­ტად ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხა ასაფ­რე­ნი მო­ედ­ნის სი­ახ­ლო­ვეს მდგა­რი პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც სხვე­ბის­თ­ვის რა­ტომ­ღაც, ბო­ლომ­დე შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი დარ­ჩა.

პუ­ტინს სობ­ჩა­კი დი­დად არას­დ­როს ჰყვა­რე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყ­რო­ბო­და. თუმ­ცა, თა­ვი­სი დამ­რი­გებ­ლი­სა და მფარ­ვე­ლის ხვედ­რის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის თხოვ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის­თ­ვის მი­მარ­თ­ვის უფ­ლე­ბა თავს მხო­ლოდ მას შემ­დეგ მის­ცა, რაც მარ­თა­ლია, "კა­გე­ბე­სა­ვით" ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე არა, მაგ­რამ მა­ინც კო­ლო­სა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე, რუ­სე­თის ძი­რი­თა­დი სპეც­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გახ­და.

ეს ნა­დი­რო­ბი­სას მოხ­და. ელ­ცინს ის იყო, აფ­რე­ნი­ლი ვე­ლუ­რი იხ­ვის­თ­ვის უნ­და ეს­რო­ლა, რომ უეც­რად, პუ­ტი­ნის ხმა­დაბ­ლა ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი ჩა­ეს­მა ყურ­ში: "პრო­ფე­სორ სობ­ჩა­კის საქ­მე­ე­ბი კარ­გად ვერ მი­დის. რა­მე­ნა­ი­რად უნ­და და­ვეხ­მა­როთ. ძა­ლი­ან უნ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა". თა­ვი­დან ელ­ცინს სობ­ჩა­კის სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბაც კი არ უნ­დო­და და ამი­ტო­მაც, - დაე, ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­მარ­თ­ლომ გა­დაწყ­ვი­ტო­სო, - უკ­მა­ყო­ფი­ლო ხმით ჩა­ი­ბურ­ტყუ­ნა, მაგ­რამ მე­რე სიბ­რა­ზემ მა­ინც გა­უ­ა­რა, დაც­ვის ახა­ლი უფ­რო­სი გა­მო­ი­ძა­ხა და შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბით გა­ტან­ჯულ­მა სობ­ჩაკ­მა რუ­სე­თის მი­წა­ზე ფე­ხი ისევ დად­გა.

სან­ქტ-პეტე­რ­ბურ­გის ყო­ფი­ლი მე­რი ნამ­დ­ვი­ლად არ მო­ე­ლო­და, რომ მი­სი ფა­ვო­რი­ტი ასეთ თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვევ კა­რი­ე­რას გა­ი­კე­თებ­და და ახ­ლა უკ­ვე იმის დი­დი იმე­დიც მი­ე­ცა, რომ თვი­თო­ნაც მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი გახ­დე­ბო­და. მა­ნამ­დე კი ინ­ტერ­ვი­უ­ებს არი­გებ­და და ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვის ყო­ფილ სტუ­დენ­ტ­თან და პო­ლი­ტი­კურ თა­ნა­მებ­რ­ძოლ­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უყ­ვე­ბო­და.

1999 წლის დე­კემ­ბერ­ში სობ­ჩაკ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, მაგ­რამ და­მარ­ცხე­ბას დი­დად არ და­უბ­ნე­ვია და ისიც კი გა­ნა­ცხა­და, 2000 წელს სან­ქტ-პე­ტე­რ­ბურ­გის მე­რის პოს­ტ­ზეც უსა­თუ­ოდ ვიყ­რი კენ­ჭ­სო. სობ­ჩა­კი პუ­ტი­ნის ერ­თ­გ­ვარ "ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რად" იქ­ცა. მაგ­რამ მის ოც­ნე­ბებს ახ­დე­ნა მა­ინც არ ეწე­რა. 2000 წლის თე­ბერ­ვალ­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერ­თი თვით ად­რე, ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა და, რო­გორც ბევ­რ­მა ივა­რა­უ­და, პუ­ტი­ნის ყვე­ლა "სა­ი­დუმ­ლოც" საფ­ლავ­ში ჩა­ი­ტა­ნა.

"სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან კა­პი­ტა­ლის გა­მო­ყო­ფა კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი შეც­დო­მა იყო, რა­მე­თუ კა­პი­ტა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი და­საყ­რ­დე­ნი­ა", - ბო­რის ბე­რე­ზოვ­ს­კი, "ცა­ი­ტი", 17.10. 1997 წ.

მომ­დევ­ნო თა­ვებ­ში ძა­ლი­ან რთულ და სას­ტიკ თა­მაშ­სა და მსოფ­ლი­ო­ში პო­ტენ­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის კონ­ტ­რო­ლი­სა და გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის მო­პო­ვე­ბის­თ­ვის გა­მარ­თულ და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლა­ზე გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

1996 წელს რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი, მმარ­თ­ვე­ლი და საქ­მი­ა­ნი ელი­ტის ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნილ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ავან­ს­ცე­ნა­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნის გა­მოყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მა­თი ჩა­მო­ცი­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას წარ­მა­ტე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და და იმავ­დ­რო­უ­ლად, მათ ხელ­ში მოქ­ცე­უ­ლი უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გაზ­რ­და-გამ­რავ­ლე­ბა­საც აქ­ტი­უ­რად შე­უწყობ­და ხელს. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებ­მა კუ­ლი­სე­ბის და­ტო­ვე­ბის­თა­ნა­ვე, პო­ლი­ტი­კის ჩრდი­ლი­დან, შე­უბღა­ლა­ვი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მე­ო­რე პი­რე­ბად, პრე­მი­ერ-მი­ნისტ­რად დას­მა და­იწყეს. ამ თა­მა­შის მი­ზა­ნი მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პო­ტენ­ცი­უ­რი მემ­კ­ვიდ­რის როლ­ში მა­თი გა­მო­სა­დე­გო­ბის შე­მოწ­მე­ბა იყო. ქვე­მოთ სწო­რედ იმა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თა და რით დას­რულ­და ეს თა­მა­ში.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვლადიმერ პუტინი - "გერმანელი" კრემლში

ვლადიმერ პუტინი - "გერმანელი" კრემლში

უნ­და ით­ქ­ვას, რომ პუ­ტინ­მა თა­ვი­დან­ვე მცდა­რი წი­ნა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გია აირ­ჩია. რო­გორც ჩანს, სობ­ჩა­კის მო­ად­გი­ლე ღრმად იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მის შეფს ყვე­ლა­ზე დი­დი საფ­რ­თხე რა­დი­კა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის მხრი­დან ემუქ­რე­ბო­და და მთე­ლი ყუ­რადღე­ბა მათ ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თილ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე - ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში გა­მე­ფე­ბულ კო­რუფ­ცი­ას­თან შე­უ­პო­ვა­რი მებ­რ­ძო­ლი­სა და კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა ადა­მი­ა­ნის იმი­ჯის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­და და ენერ­გი­ულ იური ბოლ­დი­რევ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. სობ­ჩა­კის მე­ო­რე კონ­კუ­რენტს - თა­ვის ყო­ფილ თა­ნამ­შ­რო­მელს ვლა­დი­მირ იაკოვ­ლევს კი, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­საბ­მე­ლად მე­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტ­საც კი შე­ე­ლია, არ­ც­თუ ისე სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და. სობ­ჩაკ­მა და პუ­ტინ­მა იაკოვ­ლე­ვის საქ­ცი­ე­ლი ღა­ლა­ტად აღიქ­ვეს და მის მი­მართ სი­ძულ­ვილს უკ­ვე აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ. ვი­ცე-მერ­მა ყო­ფილ კო­ლე­გას "ი­უ­დაც" კი უწო­და. თუმ­ცა­ღა იაკოვ­ლევ­მა კარ­გი მე­ურ­ნის იმი­ჯის მორ­გე­ბა და ამომ­რ­ჩე­ველ­თა უმე­ტე­სო­ბის მიმ­ხ­რო­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.

ამა­სო­ბა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მოს­კო­ვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ და 1995 წლის სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნებ­ში დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ჩერ­ნო­მირ­დინ­მა სობ­ჩაკს ღი­ად და­უ­ჭი­რა მხა­რი. ბევ­რის­თ­ვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სობ­ჩა­კი პუ­ტი­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი "სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის" რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც კი შე­ვი­და. მაგ­რამ ვერც სობ­ჩა­კი და ვერ პუ­ტი­ნიც ვე­რაფ­რით წარ­მო­იდ­გენ­დ­ნენ, რომ რო­გორც მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის, ისე უშუ­ა­ლოდ მა­თი ბე­დიც წი­ნას­წარ იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტ­თან ლა­მის ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­მი ადა­მი­ა­ნი - მი­სი უსაფ­რ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ალექ­სანდრ კორ­ჟა­კო­ვი, პირ­ვე­ლი ვი­ცე-პრე­მი­ე­რი ოლეგ სოს­კო­ვე­ცი და უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რი მი­ხა­ილ ბარ­სუ­კო­ვი უკ­ვე გა­მა­ლე­ბით ეძებ­დ­ნენ ავად­მ­ყო­ფი ელ­ცი­ნის შემ­ც­ვ­ლელ ღირ­სე­ულ მემ­კ­ვიდ­რეს. არა­და, თა­ვად ელ­ცი­ნი იმ­ხა­ნად სა­კუ­თა­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა­ღა, მის გა­რე­მოც­ვა­ში უკ­ვე სხვებ­საც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ეპა­რე­ბო­დათ ეჭ­ვი, შეძ­ლებ­და კი ეს ხან­დაზ­მუ­ლი და ავად­მ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნის შემ­დ­გომ მარ­თ­ვას? ასე რომ, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ფიქ­რის შემ­დეგ და, რაც მთა­ვა­რია, ჩერ­ნო­მირ­დი­ნის სა­პირ­წო­ნედ, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ებს აღარ მა­ლავ­და, არ­ჩე­ვა­ნი ტექ­ნოკ­რატ სოს­კო­ვეც­ზე შე­ჩერ­და. კორ­ჟა­კოვ­თან, ბარ­სუ­კოვ­თან და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ალექ­სეი ილი­უ­შენ­კოს­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა სოს­კო­ვეცს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ისე­თი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, რო­გო­რიც პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი დაც­ვა, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და პრო­კუ­რა­ტუ­რის ორ­გა­ნო­ე­ბი იყო.

ზე­მოთ ნახ­სე­ნებ სა­მე­ულს რე­გი­ო­ნებ­ში ერ­თ­გუ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სჭირ­დე­ბო­და. ზედ­მი­წევ­ნით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მქო­ნე სობ­ჩა­კი კი ამ როლს არაფ­რით მი­ე­სა­და­გე­ბო­და. კრემ­ლის ინ­ტ­რი­გა­ნე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტ­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა­ზე პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტიც გახ­დე­ბო­და. და ეს რომ არაფ­რით და­ეშ­ვათ, კორ­ჟა­კოვ­მა, ბარ­სუ­კოვ­მა და სოს­კო­ვეც­მა იაკოვ­ლევს ღი­ად და­უ­ჭი­რეს მხა­რი. მათ შე­უ­ერ­თ­და მოს­კო­ვის ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე მე­რიც, რო­მელ­საც, ად­რე თუ გვი­ან, გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის იმე­დი ჰქონ­და და იაკოვ­ლე­ვი პო­ტენ­ცი­ურ მო­კავ­ში­რედ მი­აჩ­ნ­და.

კრემ­ლი­სა და მოს­კო­ვის მე­რი­ის მი­ერ ხელ­გაშ­ლი­ლად გა­მო­ყო­ფილ­მა სახ­ს­რებ­მა ვლა­დი­მირ იაკოვ­ლევს თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში გა­მოც­დი­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გე­ბის ჩაბ­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. სობ­ჩაკს კი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ ორ კვი­რა­ში სა­არ­ჩევ­ნო ფონ­დ­ში თან­ხაც კი აღარ დარ­ჩა. თა­ნაც, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისიც გა­ირ­კ­ვა, რომ ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის და­სა­ფა­რი თან­ხე­ბიც (1995 წელს გა­ტა­რე­ბულ­მა სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მამ სანქტ-პე­ტერ­ბურგს შე­მო­სავ­ლე­ბის მე­სა­მე­დი ჩა­მო­აჭ­რა) ასე­ვე გა­მო­ლე­უ­ლი­ყო.

პუ­ტი­ნი გრძნობ­და, რომ ცო­ტაც და, ნერ­ვე­ბი უმ­ტყუ­ნებ­და. თუმ­ცა, წო­ნას­წო­რო­ბი­დან მას­ზე არა­ნაკ­ლე­ბად გა­მო­სულ სობ­ჩაკს მა­ინც ამ­შ­ვი­დებ­და და იმა­საც მტკი­ცედ ჰპირ­დე­ბო­და, - ქა­ლა­ქის ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ით გამ­დიდ­რე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს ჩვე­ნი ერ­თ­გუ­ლე­ბის ფიცს სა­ჯა­როდ და­ვა­დე­ბი­ნე­ბო. მარ­თ­ლაც, მან სა­ხელ­მ­წი­ფო აგა­რაკ­ზე "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" ყვე­ლა ნაც­ნო­ბი მსხვი­ლი მე­წარ­მე შეკ­რი­ბა, შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცია დრა­მა­ტულ ფე­რებ­ში აუწე­რა და სობ­ჩა­კის სა­ა­რ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მა­ტე­რი­ალუ­რი მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და. მაგ­რამ ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა, ე.წ. "ა­ხალ­მა რუ­სებ­მა" პუ­ტინს ფუ­ლის გა­ღე­ბა­ზე ცი­ვი უარი სტკი­ცეს.

ამის შემ­დეგ ვი­ცე-მერ­მა "მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის კონ­გ­რეს­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­შუ­ა­ლო კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დახ­მა­რე­ბა­ზე და­თან­ხ­მე­ბა სცა­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით მო­აწყო "მრგვა­ლი მა­გი­და", რო­მელ­ზეც საპ­როგ­რა­მო სიტყ­ვით სობ­ჩა­კი უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის ჭირ­ვე­ულ მერს უბ­რა­ლოდ და­ა­ვიწყ­და ამ მის­თ­ვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მის­ვ­ლა და ამით მარ­ტო შეკ­რე­ბი­ლებს კი არ წა­არ­თ­ვა მი­სი მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლე­ბით დატ­კ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არა­მედ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის გა­დარ­ჩე­ნის ბო­ლო შან­სიც ხე­ლი­დან გა­უშ­ვა.

გა­ცო­ფე­ბუ­ლი პუ­ტი­ნი ად­გილს ვე­ღარ პო­უ­ლობ­და. სობ­ჩა­კის მო­სას­მე­ნად შეკ­რე­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი კი აღ­შ­ფო­თე­ბას ვე­ღარ ფა­რავ­დ­ნენ. ხო­ლო რო­ცა საქ­მე იქამ­დეც მი­ვი­და, რომ ქა­ლაქ­ში ცნო­ბილ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა მათ თავ­ხე­დუ­რად შეს­თა­ვა­ზა, ჩემ მი­ერ "სობ­ჩა­კის მხარ­და­სა­ჭე­რად" შექ­მ­ნილ ფონ­დ­ში 2.000-2.000 დო­ლა­რი შე­მო­ი­ტა­ნე­თო, "მო­ნას­ტე­რი" სა­ბო­ლო­ოდ აირია. პუ­ტი­ნის ერთ-ერ­თი მე­გო­ბა­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, - იმ დღე­ებ­ში და­სა­ძი­ნებ­ლად და­წო­ლი­ლი ვლა­დი­მი­რი გვერ­დით და­ტე­ნილ იარაღს იდებ­დაო.

წიგ­ნ­ში - "პირ­ველ პირ­ში" პუ­ტი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, სა­კუ­თარ თავს ნაკ­ლე­ბი ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნოს და ამ მოვ­ლე­ნას ცო­ტა სხვა­ნა­ი­რად აღ­წერს. მი­სი თქმით, სობ­ჩა­კი თვი­თონ აწარ­მო­ებ­და თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას და სახ­ს­რებ­საც თვი­თონ­ვე აგ­რო­ვებ­და; მე კი, - ხაზს უს­ვამს იგი, - საწყის ეტაპ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არა­ფერ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არა­ფე­რი გა­მე­გე­ბო­და და მე­რის სა­არ­ჩევ­ნო შტაბს მხო­ლოდ მე­ო­რე ტუ­რის წინ ანუ მა­შინ ჩა­ვუ­დე­ქი სა­თა­ვე­ში, რო­ცა საქ­მის შვე­ლა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოო.

დღეს უკ­ვე ყვე­ლას­თ­ვის ნა­თე­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­ტა­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა იყო. ვლა­დი­მირ იაკოვ­ლევ­მა მარ­ჯ­ვედ ისარ­გებ­ლა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის შეც­დო­მე­ბი­თა და ჩა­ვარ­დ­ნე­ბით, თა­ვად ყვე­ლა აუცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი წინ­და­ხე­დუ­ლად გა­დად­გა და მარ­თა­ლია, მხო­ლოდ მე­ო­რე ტურ­ში და ხმა­თა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო უპი­რა­ტე­სო­ბით, მაგ­რამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მა­ინც მი­აღ­წია. ნე­ბის­მი­ე­რი სიძ­ნე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას შეჩ­ვე­ულ პუ­ტინს კი და­მარ­ცხე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა მო­უხ­და. და რო­ცა ახა­ლარ­ჩე­ულ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, შე­რი­გე­ბის ნიშ­ნად, უწინ­დელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა, გა­ცო­ფე­ბულ­მა უპა­სუ­ხა: "ჯობს, ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის ჩა­მომ­კი­დონ, ვიდ­რე ღა­ლა­ტის­თ­ვის და­მა­ჯილ­დო­ონ!"

სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის აზ­რით, პუ­ტი­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი­სა თუ აწ­მ­ყოს მქო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას დი­დად თით­ქოს, არც უკად­რი­სობ­და. მა­გა­ლი­თად, "რუ­სუ­ლი ვი­დე­ოს" პრე­ზი­დენ­ტი მას ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­არ­ხ­ზე სობ­ჩა­კის ფარ­თო სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას დაჰ­პირ­და, ოღონდ სა­ნაც­ვ­ლოდ, ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას 300.000 დო­ლა­რის კრე­დი­ტის მი­ღე­ბა­ში "ხე­ლის წაშ­ვე­ლე­ბა" მოს­თხო­ვა, ხო­ლო რო­ცა მოს­კო­ვის პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბით, "რუ­სუ­ლი ვი­დე­ოს" ოფის­ში სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ცია შე­ვი­და, კრე­დი­ტის გა­მო­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ყვე­ლა მის­მა ფი­გუ­რან­ტ­მა უმალ და­ი­ვიწყა. თუმ­ცა, პუ­ტი­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი შემ­დ­გომ­შიც ჯი­უ­ტად ირ­წ­მუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის ამ კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი აქ­ცი­ო­ნე­რი იყო. ასე­ვე და­დი­ო­და ხმე­ბი, რომ პუ­ტი­ნი თა­ვის დრო­ზე "კა­გე­ბეს" მი­ერ შექ­მ­ნი­ლი და ჩვენს დრო­შიც წარ­მა­ტე­ბით მოქ­მე­დი ყალ­ბი ფირ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით (ერთ-ერთ მათ­გან­ში მი­სი ყო­ფი­ლი პი­რა­დი მცვე­ლე­ბი - ზო­ლო­ტო­ვი და ტზე­კო­ვიც მუ­შა­ობ­დ­ნენ), სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­ფი­ას სხვა­დას­ხ­ვა აფე­რის წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და თვი­თო­ნაც კარ­გად ხე­ი­რობ­და. მაგ­რამ ამის და­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი ვე­რა­ვინ წარ­მო­ად­გი­ნა.

იმ წლებ­ში რუ­სუ­ლი პრე­სა საკ­მა­ოდ ბევრს წერ­და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის კო­რუმ­პი­რე­ბულ ნა­წილ­თან და ფი­ნან­სურ ოლი­გარ­ქი­ას­თან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შერ­წყ­მის თა­ო­ბა­ზე. ჯერ კი­დევ სობ­ჩა­კის დროს სანქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რო­მე­ლიც ვერც მი­ლი­ცი­ამ და ვერც უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ქა­ლა­ქის სამ­მარ­თ­ვე­ლომ ვერ გახ­ს­ნა, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ახ­ლო მე­გო­ბა­რი ვიქ­ტორ ჩერ­კე­სო­ვი ედ­გა სა­თა­ვე­ში. მა­გა­ლი­თად, 1994 წელს, სა­წარ­მოო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "სა­ად­მი­რა­ლო ქარ­ხ­ნის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ჩა­მო­წე­რი­ლი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ყიდ­ვა­ში (რო­გორც ჩანს, მსგავს კრი­მი­ნა­ლურ ბიზ­ნეს­თან მე­რი­ის მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი იყ­ვ­ნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ ისურ­ვა და მა­შინ­ვე სი­ცოცხ­ლეს გა­მო­სალ­მეს. იმ წლე­ბის სანქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში და­ნა­შა­უ­ლი სა­ერ­თო­დაც, გა­ნუხ­რე­ლად იზ­რ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მკვეთ­რად იმა­ტა შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის რიცხ­ვ­მა. 1997 წელს კი­ლე­რებ­მა დღი­სით-მზი­სით ხალ­ხ­მ­რა­ვალ ქუ­ჩა­ში ჩაცხ­რი­ლეს თა­ვის დრო­ზე პუ­ტი­ნის რჩე­ვით იაკოვ­ლე­ვის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი მი­ხა­ილ მა­ნე­ვი­ჩი, რო­მელ­საც ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვამ­დე ვი­ცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბის კო­მი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სამ­მარ­თ­ვე­ლოს მე­თა­უ­რის პოს­ტე­ბი ეკა­ვა.

წა­გე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პუ­ტინ­მა თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი მა­ნამ არ და­ტო­ვა, სა­ნამ ერ­თი თვის თავ­ზე იქი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გა­მო­ა­ძე­ვეს. რო­გორც ჩანს, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მა­ში ნე­ბის­მი­ერ ფა­სად სურ­და დარ­ჩე­ნა. სხვა აბა, რით უნ­და აიხ­ს­ნას, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოხ­ს­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე სმოლ­ნი­ში გან­თავ­სე­ბულ ბო­რის ელ­ცი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მი­სი აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა? არც ისაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ პუ­ტინს ელ­ცი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი­სა და თა­ვი­სი ყო­ფი­ლი კო­ლე­გის, ანა­ტო­ლი ჩუ­ბა­ი­სის მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც ჰქო­ნო­და. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, 1990 წლის მსგავ­სად, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ეწყო. სობ­ჩაკ­მა წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი პუ­ტი­ნის დამ­შ­ვი­დე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად სცა­და: ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, მა­ლე ორი­ვეს ელ­ჩე­ბად დაგ­ვ­ნიშ­ნა­ვე­ნო. სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფილ მერს მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან უნ­დო­და, პა­რიზ­ში ან­და ბონ­ში ელ­ჩის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა და მი­სი და პუ­ტი­ნის ელ­ჩე­ბად გამ­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე მა­შინ­დელ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრ პრი­მა­კოვ­თან პი­რა­დად და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად მოს­კოვ­შიც ჩა­ვი­და. მაგ­რამ მი­ნის­ტ­რ­მა თხოვ­ნა­ზე ცი­ვი უარი სტკი­ცა.

ამის შემ­დეგ პუ­ტი­ნი 3 თვე უმუ­შე­ვა­რი და­ი­ა­რე­ბო­და და თან, რა­ღა­ცას და­ძა­ბუ­ლი ელო­და, თუმ­ცა, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არა­ვის­თან სურ­და. ერ­თხე­ლაც ოჯახ­თან ერ­თად, სანქტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან 100 კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ბა­რე ახა­ლა­შე­ნე­ბულ აგა­რაკ­ზე გა­ემ­გ­ზავ­რა. მი­სი ცო­ლი ლუდ­მი­ლა ხერ­ხემ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მის გა­მო გა­და­ტა­ნი­ლი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ის-ის იყო, ოდ­ნავ გა­მო­კეთ­და და ოჯახ­საც ქა­ლა­ქი­დან გას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა. მაგ­რამ ცო­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით დამ­შ­ვი­დე­ბულ პუ­ტინს ბედ­მა ახა­ლი სას­ტი­კი დარ­ტყ­მა მი­ა­ყე­ნა. ერთ დღეს აგა­რაკ­ზე მის­მა პი­რად­მა მდი­ვან­მა, მა­რი­ნა ელ­ტან­ცე­ვამ ჩა­ა­კითხა ქმარ­თან ერ­თად და, მწვა­დის შეწ­ვი­სა და სულ რამ­დე­ნი­მე ჭი­ქა სას­მ­ლის მირ­თ­მე­ვის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცებ­მა სა­უ­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს. მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, პუ­ტინს ღუ­მე­ლი და­ენ­თო, რომ ცეცხ­ლი უმალ მთელ სახლს მო­ე­დო (მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, რომ ხან­ძ­რის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არას­წო­რად ამოყ­ვა­ნი­ლი ღუ­მე­ლი გახ­და). თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა პუ­ტინ­მა ჯერ მე­ო­რე სარ­თულ­ზე მძი­ნა­რე, უფ­რო­სი გო­გო­ნა გა­მო­იყ­ვა­ნა ცეცხ­ლ­მო­კი­დე­ბუ­ლი სახ­ლი­დან, მე­რე კი ისევ უკან შებ­რუნ­და და იმ ოთახს მი­ა­შუ­რა, სა­დაც ფუ­ლით სავ­სე დიპ­ლო­მა­ტი ჰქონ­და კა­რა­და­ში და­მა­ლუ­ლი, მაგ­რამ ის უკ­ვე ბო­ლომ­დე დამ­წ­ვა­რი დახ­ვ­და. თუმ­ცა ფერ­ფ­ლ­ში, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ორი წლის წინ ნა­კურ­თხი თა­ვი­სი ნათ­ლო­ბის ჯვა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ვლა­დი­მირ­მა აგა­რა­კი­ცა და მთე­ლი თა­ვი­სი და­ნა­ზო­გიც უც­ბად და­კარ­გა. მაგ­რამ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დ­ნილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ალექ­სანდრ ბოლ­შა­კოვ­მა გა­უ­წო­და დახ­მა­რე­ბის ხე­ლი. ბოლ­შა­კო­ვი ერთ დროს ლე­ნინ­გ­რა­დის მსხვი­ლი თავ­დაც­ვი­თი სა­წარ­მოს დი­რექ­ტო­რი იყო, მე­რე სულ სხვა­დას­ხ­ვა სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა, მათ შო­რის - ლენ­სო­ვე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტიც ეკა­ვა, 1996 წელს კი ქვეყ­ნის პირ­ველ ვი­ცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ნეს.

ბოლ­შა­კოვს კარ­გად ახ­სოვ­და, რომ იმ რთულ დროს, რო­ცა ბევრ პო­ლი­ტი­კოს­სა და ჩი­ნოვ­ნიკს მის­ნა­ი­რი "წი­თე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­გან" თა­ვი შორს ეჭი­რა, პუ­ტი­ნი ნი­ა­დაგ მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას ყო­ველ­თ­ვის ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და და ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს უარი სმოლ­ნი­ში მი­ღე­ბა­ზე. ამი­ტო­მაც, რო­ცა სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფი­ლი ვი­ცე-მე­რის გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ შე­იტყო, მოს­კოვ­ში მის გა­და­საყ­ვა­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის საქ­მე­თა მმარ­თ­ველ პა­ველ ბო­რო­დინ­თან და მის კი­დევ უფ­რო გავ­ლე­ნი­ან უფ­როს ნი­კო­ლაი ეგო­როვ­თან ბოლ­შა­კო­ვის შეხ­ვედ­რე­ბი­სას პუ­ტი­ნის­თ­ვის ეგო­რო­ვის მო­ად­გი­ლის პოს­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა გა­დაწყ­და. თუმ­ცა, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი სა­მე­უ­ლი - კორ­ჟა­კოვ-ბარ­სუ­კოვ-სოს­კო­ვე­ცი იყო, დე­და­ქა­ლაქ­ში პუ­ტი­ნის გა­დას­ვ­ლა­ზე ლა­პა­რა­კიც კი არ შე­იძ­ლე­ბო­და.

სობ­ჩა­კის შემ­დ­გო­მი ბე­დი კი ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად წა­რი­მარ­თა. არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მას­ზე ნამ­დ­ვი­ლი "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" გა­იხ­ს­ნა. ახალ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა თა­ვის სა­ძულ­ველ მე­ტო­ქეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­უქ­სია. სა­ბა­ბი - სობ­ჩა­კის მი­ერ ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლის­თ­ვის - "Ñîâåðøåííî ñåêðåòíî" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვიუ გახ­და, რო­მელ­შიც იაკოვ­ლე­ვი "ჩრდი­ლო­ეთ დე­და­ქა­ლაქ­ში" ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, ე.წ. "ტამ­ბო­ვე­ლებ­თან" კავ­შირ­ში პირ­და­პირ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. შე­დე­გად, იური სკუ­რა­ტოვ­მა (მან გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტ­ზე პლი­უშ­ჩენ­კო შეც­ვა­ლა) თა­ვის ხელ­ქ­ვე­ი­თებს სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე­რის პოს­ტ­ზე სობ­ჩა­კის ყოფ­ნის პე­რი­ო­დის კომ­პ­ლექ­სუ­რი შეს­წავ­ლა და­ა­ვა­ლა. ეს სწო­რედ ის პე­რი­ო­დი იყო, რო­ცა სობ­ჩაკ­მა ბევ­რი ისე­თი მტე­რი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ის ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ფაქ­ტის გარ­შე­მოც კი სკან­და­ლის ასა­გო­რებ­ლად და მის ცი­ხე­ში გა­მო­სამ­წყ­ვ­დე­ვად იყო მზად.

ყო­ფი­ლი მე­რი­სა და მი­სი ცო­ლის ბი­ნა­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, რის შემ­დე­გაც, და­პა­ტიმ­რე­ბის საფ­რ­თხეც კი და­ე­მუქ­რათ. 1997 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პუ­ტი­ნის მფარ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თ­ვე­ლოს შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ და­კითხ­ვა­ზე. სობ­ჩა­კის­გან ითხოვ­დ­ნენ მის ყო­ფილ თა­­ნამ­შ­რომ­ლებ­ზე ისე­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას, რო­მე­ლიც მათ კო­რუფ­ცი­ა­ში ამ­ხელ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ორ­მოც­დათ­ვ­რა­მე­ტი წლის სობ­ჩაკ­მა ასეთ ზე­წო­ლას ვე­ღად გა­უძ­ლო და გუ­ლის შე­ტე­ვა პირ­და­პირ და­კითხ­ვა­ზე და­ე­მარ­თა.

ერ­თი თვის შემ­დეგ ლუდ­მი­ლა ნა­რუ­სო­ვამ ქმრის საზღ­ვარ­გა­რეთ გაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა. მომ­ხ­და­რი ჰო­ლი­ვუ­დურ სცე­ნას მო­გა­გო­ნებ­დათ. ნო­ემ­რის ბნელ სა­ღა­მოს პულ­კო­ვოს აერო­პორ­ტ­ში ფი­ნე­თი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბორ­ტ­ზე ნაჩ­ქა­რე­ვად აიტა­ნეს სა­კა­ცე, რო­მელ­ზეც სობ­ჩა­კი იწ­ვა. მო­ტო­რი ახ­მა­ურ­და, თვით­მ­ფ­რი­ნავ­მა ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი გა­ირ­ბი­ნა, პირ­ქუშ ცა­ში აიჭ­რა და გე­ზი პა­რი­ზის­კენ აიღო. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის უცხო­ე­ლი პი­ლო­ტის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა ვე­რაფ­რით მო­ხერ­ხ­და. მა­ვა­ნი კი ჯი­უ­ტად ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხა ასაფ­რე­ნი მო­ედ­ნის სი­ახ­ლო­ვეს მდგა­რი პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც სხვე­ბის­თ­ვის რა­ტომ­ღაც, ბო­ლომ­დე შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი დარ­ჩა.

პუ­ტინს სობ­ჩა­კი დი­დად არას­დ­როს ჰყვა­რე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყ­რო­ბო­და. თუმ­ცა, თა­ვი­სი დამ­რი­გებ­ლი­სა და მფარ­ვე­ლის ხვედ­რის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის თხოვ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის­თ­ვის მი­მარ­თ­ვის უფ­ლე­ბა თავს მხო­ლოდ მას შემ­დეგ მის­ცა, რაც მარ­თა­ლია, "კა­გე­ბე­სა­ვით" ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე არა, მაგ­რამ მა­ინც კო­ლო­სა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე, რუ­სე­თის ძი­რი­თა­დი სპეც­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გახ­და.

ეს ნა­დი­რო­ბი­სას მოხ­და. ელ­ცინს ის იყო, აფ­რე­ნი­ლი ვე­ლუ­რი იხ­ვის­თ­ვის უნ­და ეს­რო­ლა, რომ უეც­რად, პუ­ტი­ნის ხმა­დაბ­ლა ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი ჩა­ეს­მა ყურ­ში: "პრო­ფე­სორ სობ­ჩა­კის საქ­მე­ე­ბი კარ­გად ვერ მი­დის. რა­მე­ნა­ი­რად უნ­და და­ვეხ­მა­როთ. ძა­ლი­ან უნ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა". თა­ვი­დან ელ­ცინს სობ­ჩა­კის სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბაც კი არ უნ­დო­და და ამი­ტო­მაც, - დაე, ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­მარ­თ­ლომ გა­დაწყ­ვი­ტო­სო, - უკ­მა­ყო­ფი­ლო ხმით ჩა­ი­ბურ­ტყუ­ნა, მაგ­რამ მე­რე სიბ­რა­ზემ მა­ინც გა­უ­ა­რა, დაც­ვის ახა­ლი უფ­რო­სი გა­მო­ი­ძა­ხა და შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბით გა­ტან­ჯულ­მა სობ­ჩაკ­მა რუ­სე­თის მი­წა­ზე ფე­ხი ისევ დად­გა.

სანქტ-პეტე­რ­ბურ­გის ყო­ფი­ლი მე­რი ნამ­დ­ვი­ლად არ მო­ე­ლო­და, რომ მი­სი ფა­ვო­რი­ტი ასეთ თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვევ კა­რი­ე­რას გა­ი­კე­თებ­და და ახ­ლა უკ­ვე იმის დი­დი იმე­დიც მი­ე­ცა, რომ თვი­თო­ნაც მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი გახ­დე­ბო­და. მა­ნამ­დე კი ინ­ტერ­ვი­უ­ებს არი­გებ­და და ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვის ყო­ფილ სტუ­დენ­ტ­თან და პო­ლი­ტი­კურ თა­ნა­მებ­რ­ძოლ­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უყ­ვე­ბო­და.

1999 წლის დე­კემ­ბერ­ში სობ­ჩაკ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, მაგ­რამ და­მარ­ცხე­ბას დი­დად არ და­უბ­ნე­ვია და ისიც კი გა­ნაცხა­და, 2000 წელს სანქტ-პე­ტე­რ­ბურ­გის მე­რის პოს­ტ­ზეც უსა­თუ­ოდ ვიყ­რი კენ­ჭ­სო. სობ­ჩა­კი პუ­ტი­ნის ერ­თ­გ­ვარ "ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რად" იქ­ცა. მაგ­რამ მის ოც­ნე­ბებს ახ­დე­ნა მა­ინც არ ეწე­რა. 2000 წლის თე­ბერ­ვალ­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერ­თი თვით ად­რე, ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა და, რო­გორც ბევ­რ­მა ივა­რა­უ­და, პუ­ტი­ნის ყვე­ლა "სა­ი­დუმ­ლოც" საფ­ლავ­ში ჩა­ი­ტა­ნა.

"სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან კა­პი­ტა­ლის გა­მო­ყო­ფა კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი შეც­დო­მა იყო, რა­მე­თუ კა­პი­ტა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი და­საყ­რ­დე­ნი­ა", - ბო­რის ბე­რე­ზოვ­ს­კი, "ცა­ი­ტი", 17.10. 1997 წ.

მომ­დევ­ნო თა­ვებ­ში ძა­ლი­ან რთულ და სას­ტიკ თა­მაშ­სა და მსოფ­ლი­ო­ში პო­ტენ­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის კონ­ტ­რო­ლი­სა და გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის მო­პო­ვე­ბის­თ­ვის გა­მარ­თულ და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლა­ზე გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

1996 წელს რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი, მმარ­თ­ვე­ლი და საქ­მი­ა­ნი ელი­ტის ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნილ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ავან­ს­ცე­ნა­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნის გა­მოყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მა­თი ჩა­მო­ცი­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას წარ­მა­ტე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და და იმავ­დ­რო­უ­ლად, მათ ხელ­ში მოქ­ცე­უ­ლი უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გაზ­რ­და-გამ­რავ­ლე­ბა­საც აქ­ტი­უ­რად შე­უწყობ­და ხელს. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებ­მა კუ­ლი­სე­ბის და­ტო­ვე­ბის­თა­ნა­ვე, პო­ლი­ტი­კის ჩრდი­ლი­დან, შე­უბღა­ლა­ვი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მე­ო­რე პი­რე­ბად, პრე­მი­ერ-მი­ნისტ­რად დას­მა და­იწყეს. ამ თა­მა­შის მი­ზა­ნი მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პო­ტენ­ცი­უ­რი მემ­კ­ვიდ­რის როლ­ში მა­თი გა­მო­სა­დე­გო­ბის შე­მოწ­მე­ბა იყო. ქვე­მოთ სწო­რედ იმა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თა და რით დას­რულ­და ეს თა­მა­ში.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა