სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აბანდებს სომხეთში 600 მლნ დოლარს ქართველი ბიზნესმენი
რატომ აბანდებს სომხეთში 600 მლნ დოლარს ქართველი ბიზნესმენი

ცოტა ხნის წინ სომ­ხუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კომ­პა­ნია Anaklia IEP Holding-ი (Industrial Eco Park), რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლე­ბის ოცე­ულ­ში შე­სუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ ქარ­ჩა­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სომ­ხეთ­ში 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებს. ამ ფუ­ლით ვა­ნა­ძორ­ში აი­გე­ბა გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე ელექტრო­სად­გუ­რი, რომ­ლის სიმ­ძლავ­რე *540 მე­გა­ვა­ტი იქ­ნე­ბა და სა­ი­და­ნაც სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გია ექ­სპორ­ტით ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა შე­მო­ვი­დეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში თე­მურ ქარ­ჩა­ვას ბიზ­ნე­სი არა აქვს, მისი აქ­ტი­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შია. მისი სა­ხე­ლი მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც ბიზ­ნეს­მენ­მა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის მით­ვი­სე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ანაკ­ლი­ა­ში პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის იდე­ას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში გა­ეც­ნო, 2001 წელს კი მისი დაკ­ვე­თით ღრმა­წყლი­ა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტიც შე­იქ­მნა. 2009 წელს ლონ­დონ­ში მყოფ ქარ­ჩა­ვას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და­უ­რე­კეს და მალე ანაკ­ლი­ა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. ბიზ­ნეს­მე­ნის ცნო­ბით, ანაკ­ლი­ა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბა ორ დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გან­ხილ­ვა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ექ­სპერ­ტე­ბიც. ამის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მო­ყო 2100 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი, რის­თვი­საც თე­მურ ქარ­ჩა­ვას კომ­პა­ნია "ანაკ­ლია-პორ­ტმა" 6,7 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­ი­ხა­და. ქარ­ჩა­ვას კომ­პა­ნი­ამ პორ­ტის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2010 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო. რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ბობს, მუ­შა­ო­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნილ ვა­და­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა,მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ა­კაშ­ვილ­მა ანაკ­ლი­ა­ში ქა­ლაქ ლა­ზი­კი­სა და ლა­ზი­კა-პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი. 2011 წლის მარ­ტში კი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ცალ­მხრი­ვად გა­ა­უქ­მა შე­თან­ხმე­ბა შპს "ანაკ­ლია-პორტთან", ჩა­მო­არ­თვა მას ნა­ყი­დი მი­წის ნაკ­ვე­თი და სა­სა­მარ­თლო­შიც შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი, რომ­ლი­თაც მო­ი­თხოვ­და 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბას - იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ "ანაკ­ლია-პორ­ტი" მშე­ნებ­ლო­ბის გრა­ფიკ­ში ვერ ჩა­ე­ტია.

თე­მურ ქარ­ჩა­ვა, ბიზ­ნეს­მე­ნი: - სომ­ხეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი პი­რო­ბე­ბი შეგ­ვიქ­მნეს თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბის­თვის. სომ­ხე­თის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კომ­პა­ნია Anaklia IEP Holding-ს ეძ­ლე­ვა გა­რან­ტია, რომ წე­ლი­წად­ში 1 მლრდ კუბმ გაზს სტა­ბი­ლუ­რად მი­ი­ღებს, მის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია კი შე­უ­ფერ­ხებ­ლად გავა სა­ექ­სპორ­ტოდ. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია ისარ­გებ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბით.

- ელექტრო­ე­ნერ­გია ექ­სპორ­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვა?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ანაკ­ლი­ა­ში ღრმა­წყლი­ა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა, სა­დაც ასე­ვე შე­იქ­მნე­ბა ინ­დუსტრი­უ­ლი ზონა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა, აე­რო­პორ­ტი და ყვე­ლა ამ ობი­ექტს წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 800 მე­გა­ვა­ტი სიმ­ძლავ­რის ელექტრო­ე­ნერ­გია დას­ჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბით კი ეს მო­თხოვ­ნა ვერ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. თუ სა­ხელ­მწი­ფოს ნება იქ­ნე­ბა, თბო­ე­ლექტრო­სად­გურ­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას უპირ­ვე­ლე­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­ტანთ. ჯერ­ჯე­რო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია გა­ურ­კვე­ვე­ლია. თუმ­ცა, ჩვენ გვაქვს ამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­სა­ღე­ბის ბა­ზა­რი, მათ შო­რის - თურ­ქე­თი, ირა­ნი და რუ­სე­თი.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის აშე­ნე­ბა სომ­ხეთ­ში და არა სა­ქარ­თვე­ლო­ში? რუ­სუ­ლი გაზი აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­ზე ძვი­რი ღირს, ხოლო 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია არც ჩვენს ეკო­ნო­მი­კას აწყენ­და.

- კომ­პა­ნია წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო გაზს მი­ი­ღებს რო­გორც რუ­სე­თი­დან, ასე­ვე ირა­ნი­დან და მისი ფასი 1 ათას კუბმ-ზე 185 დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. სომ­ხეთს, ირან­სა და რუ­სეთ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სომ­ხე­თი მო­მა­ვა­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ი­ღებს გა­ზის მის­თვის სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბას. ძი­რი­თა­დად, სწო­რედ ამან გა­დაგ­ვა­წყვე­ტი­ნა სომ­ხეთ­ში თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის აგე­ბა. თუმ­ცა, მა­ნამ­დე გა­ზტურ­ბი­ნუ­ლი თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა სა­ქარ­თვე­ლო­ში გვქონ­და. ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ვა­ცა­ნით. ერთ-ერთი ასე­თი თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი ანაკ­ლი­ა­ში უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო და მისი სიმ­ძლავ­რე 220 მე­გა­ვა­ტი იქ­ნე­ბო­და. ორი გა­ზტურ­ბი­ნა, თითო 275 მე­გა­ვა­ტი სიმ­ძლავ­რი­სა, გარ­და­ბან­ში და­იდ­გმე­ბო­და. ერ­თსაც ტყი­ბულ­ში ნახ­შირ­ზე უნდა ემუ­შა­ვა. ოთხი­ვე ამ სად­გუ­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რე 1000 მე­გა­ვა­ტამ­დე იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მთავ­რო­ბამ რა­ტომ­ღაც არ ისურ­ვა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა - სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ფი­ნან­სუ­რი ენერ­გო­რე­სურ­სი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ აბანდებს სომხეთში 600 მლნ დოლარს ქართველი ბიზნესმენი

რატომ აბანდებს სომხეთში 600 მლნ დოლარს ქართველი ბიზნესმენი

ცოტა ხნის წინ სომხური მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ კომპანია Anaklia IEP Holding-ი (Industrial Eco Park), რომელსაც ყველაზე მდიდარი ქართველების ოცეულში შესული ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ხელმძღვანელობს, სომხეთში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამ ფულით ვანაძორში აიგება გაზზე მომუშავე ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე *540 მეგავატი იქნება და საიდანაც სომხური მედიის ცნობით, ელექტროენერგია ექსპორტით ისევ საქართველოში უნდა შემოვიდეს.

საქართველოში თემურ ქარჩავას ბიზნესი არა აქვს, მისი აქტივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია. მისი სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიზნესმენმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის მითვისებაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეცნო, 2001 წელს კი მისი დაკვეთით ღრმაწყლიანი პორტის პროექტიც შეიქმნა. 2009 წელს ლონდონში მყოფ ქარჩავას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და მალე ანაკლიაში სააკაშვილისა და ბიზნესმენის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესმენის ცნობით, ანაკლიაში მოლაპარაკება ორ დღეს მიმდინარეობდა, განხილვაში ჩართული იყვნენ ექსპერტებიც. ამის შემდეგ სააკაშვილმა განკარგულება გასცა პორტის მშენებლობის შესახებ. ეკონომიკის სამინისტრომ პორტის მშენებლობისთვის გამოყო 2100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რისთვისაც თემურ ქარჩავას კომპანია "ანაკლია-პორტმა" 6,7 მილიონი ლარი გადაიხადა. ქარჩავას კომპანიამ პორტის სამშენებლო სამუშაოები 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. როგორც ბიზნესმენი ამბობს, მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიმდინარეობდა. თუმცა,მოულოდნელად სააკაშვილმა ანაკლიაში ქალაქ ლაზიკისა და ლაზიკა-პორტის მშენებლობის შესახებ დაიწყო საუბარი. 2011 წლის მარტში კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა შეთანხმება შპს "ანაკლია-პორტთან", ჩამოართვა მას ნაყიდი მიწის ნაკვეთი და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა 100 მილიონი დოლარის საჯარიმო სანქციების დაკისრებას - იმ არგუმენტით, რომ "ანაკლია-პორტი" მშენებლობის გრაფიკში ვერ ჩაეტია.

თემურ ქარჩავა, ბიზნესმენი: - სომხეთში განსაკუთრებით კარგი პირობები შეგვიქმნეს თბოელექტროსადგურის ეფექტურად მუშაობისთვის. სომხეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, კომპანია Anaklia IEP Holding-ს ეძლევა გარანტია, რომ წელიწადში 1 მლრდ კუბმ გაზს სტაბილურად მიიღებს, მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია კი შეუფერხებლად გავა საექსპორტოდ. გარდა ამისა, კომპანია ისარგებლებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით.

- ელექტროენერგია ექსპორტით საქართველოში შემოვა?

- მოგეხსენებათ, ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა იგეგმება, სადაც ასევე შეიქმნება ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი და ყველა ამ ობიექტს წელიწადში საშუალოდ 800 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია დასჭირდება. საქართველოში დღეს არსებული ენერგორესურსებით კი ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. თუ სახელმწიფოს ნება იქნება, თბოელექტროსადგურში გამომუშავებულ ელექტროენერგიას უპირველესად საქართველოში შემოვიტანთ. ჯერჯერობით ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ამ ელექტროენერგიის გასაღების ბაზარი, მათ შორის - თურქეთი, ირანი და რუსეთი.

- რატომ გადაწყვიტეთ თბოელექტროსადგურის აშენება სომხეთში და არა საქართველოში? რუსული გაზი აზერბაიჯანულზე ძვირი ღირს, ხოლო 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია არც ჩვენს ეკონომიკას აწყენდა.

- კომპანია წარმოებისთვის საჭირო გაზს მიიღებს როგორც რუსეთიდან, ასევე ირანიდან და მისი ფასი 1 ათას კუბმ-ზე 185 დოლარი იქნება. სომხეთს, ირანსა და რუსეთთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სომხეთი მომავალი 20 წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიიღებს გაზის მისთვის საჭირო მოცულობას. ძირითადად, სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა სომხეთში თბოელექტროსადგურის აგება. თუმცა, მანამდე გაზტურბინული თბოელექტროსადგურების მშენებლობის იდეა საქართველოში გვქონდა. ჩვენი სურვილები და პროექტები საქართველოს ხელისუფლებას გავაცანით. ერთ-ერთი ასეთი თბოელექტროსადგური ანაკლიაში უნდა აშენებულიყო და მისი სიმძლავრე 220 მეგავატი იქნებოდა. ორი გაზტურბინა, თითო 275 მეგავატი სიმძლავრისა, გარდაბანში დაიდგმებოდა. ერთსაც ტყიბულში ნახშირზე უნდა ემუშავა. ოთხივე ამ სადგურის გამომუშავებული სიმძლავრე 1000 მეგავატამდე იქნებოდა, მაგრამ მთავრობამ რატომღაც არ ისურვა ამ პროექტის განხორციელება. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ დაკარგა - სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა და ფინანსური ენერგორესურსი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია