სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის მთავრობა გადადგა
საფრანგეთის მთავრობა გადადგა

საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მა­ნუ­ელ ვალსმა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ ფრან­სუა ოლან­დს მთავ­რო­ბის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­დად­გო­მის გან­ცხა­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "რო­ი­ტე­რი" ავ­რცე­ლებს.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით კი, პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა მი­ი­ღო და ქვეყ­ნის პრე­მი­ერს ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა და­ა­ვა­ლა.

"პრე­ზი­დენ­ტმა მა­ნუ­ელ ვალსს ქვეყ­ნის გეგ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გუნ­დის ფორ­მი­რე­ბა და­ა­ვა­ლა", - ნათ­ქვა­მია საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"რო­ი­ტე­რის" ცნო­ბით, მა­ნუ­ელ ვალ­სი მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას ხვალ წა­რად­გენს.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­დად­გო­მა საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ­სა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ არნო მონ­ტე­ბურს შო­რის უთან­ხმო­ე­ბას მოჰ­ყვა. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ საფ­რან­გე­თის ეკო­ნო­მი­კურ ზრდას მკვეთ­რად აფერ­ხებს მთავ­რო­ბის ხის­ტი პო­ლი­ტი­კა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საფრანგეთის მთავრობა გადადგა

საფრანგეთის მთავრობა გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა ქვეყნის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით კი, პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომა მიიღო და ქვეყნის პრემიერს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.

"პრეზიდენტმა მანუელ ვალსს ქვეყნის გეგმების შესაბამისი გუნდის ფორმირება დაავალა", - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

"როიტერის" ცნობით, მანუელ ვალსი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის გადადგომა საფრანგეთის პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ არნო მონტებურს შორის უთანხმოებას მოჰყვა. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საფრანგეთის ეკონომიკურ ზრდას მკვეთრად აფერხებს მთავრობის ხისტი პოლიტიკა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა