პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩავყურებდი ახდილ "კაპოტს" კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე" - ჯანდაცვის მინისტრის თავგადასავალი რიკოთზე
"ჩავყურებდი ახდილ "კაპოტს" კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე" - ჯანდაცვის მინისტრის თავგადასავალი რიკოთზე

"ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს რი­კოთ­ზე ოქ­როს­ფე­რი "შევ­რო­ლე" გა­უ­ფუჭ­და და კარ­გა ხანს ჩას­ჩე­რე­ბო­და ახ­დილ "კა­პოტს". მერე რა­ღა­ცას უჩხი­კი­ნებ­და, რო­გორც ჩანს, მან­ქა­ნის მკურ­ნა­ლო­ბაც იცის. ვინც და­ი­ნა­ხა, თვა­ლე­ბის ფშვნე­ტა და­ი­წყო, ალ­ბათ, ჩემ­სა­ვით ფიქ­რობ­დნენ, - ეს კაცი ნამ­დვი­ლია, თუ გვეჩ­ვე­ნე­ბა რა­მეო. შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ ჰგავ­და, თო­რემ მი­ნის­ტრი მარ­ტო რო­გორ იქ­ნე­ბო­და მან­ქა­ნით - მთავ­რო­ბის ხალ­ხმა რი­კოთ­ზე ან სად­მე თუ გა­ი­ა­რა, დაც­ვის კო­ლო­ნა მოჰ­ყვე­ბათ ხოლ­მე", - მი­თხრა იმე­რელ­მა ახ­ლო­ბელ­მა, რო­მე­ლიც რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ გზის­პი­რა რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობს. რა თქმა უნდა, ვი­ფიქ­რე, რომ ბიჭს რა­ღაც შე­ე­შა­ლა და მხო­ლოდ ღი­მი­ლით ვუ­პა­სუ­ხე... სა­ღა­მოს კი­დევ ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა უკვე ქო­ბუ­ლე­თი­დან და­მი­რე­კა, - დღეს ზეს­ტა­ფონ­სა და ჭი­შუ­რას შო­რის მო­ნაკ­ვეთ­ში წა­ვა­წყდი და­ვით სერ­გე­ენ­კოს, შუა გზა­ში გა­ფუ­ჭე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­თან იდგა. დახ­მა­რე­ბა რომ შევ­თა­ვა­ზეთ, გვი­პა­სუ­ხა, გმად­ლობთ, მალე მო­მა­კი­თხა­ვე­ნო...

სერ­გე­ენ­კოს და მისი ოქ­როს­ფე­რი "შევ­რო­ლეს" ამ­ბა­ვი სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­და­ვა­მოწ­მე. კვი­რას, 17 აგ­ვის­ტოს სად იმ­ყო­ფე­ბო­და და­ვით სერ­გე­ენ­კო-მეთ­ქი? სარფში წა­ვი­დაო. პრეს­სამ­სა­ხუ­რი და­იბ­ნა, რო­დე­საც ვთხო­ვე და­ე­კონ­კრე­ტე­ბი­ნათ, რა ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და მი­ნის­ტრი. ალ­ბათ იმით, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე ემ­სა­ხუ­რე­ბაო. თუმ­ცა, ცოტა ხან­ში გა­და­ა­მოწ­მეს და მი­თხრეს, რომ და­ვით სერ­გე­ენ­კო სარფში სა­კუ­თა­რი "შევ­რო­ლე­თი" წა­ვი­და(?!).

იმ იმე­დით, რომ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და კი­დევ ბევრ ადა­მი­ანს ეყო­ლე­ბო­და ნა­ნა­ხი ავ­ტო­მო­ბი­ლის "კა­პოტ­ში" თავ­ჩარ­გუ­ლი მი­ნის­ტრი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­წე­რე, იქ­ნებ სუ­რა­თიც გა­და­უ­ღეთ "ავ­ტო­მე­ქა­ნი­კოს" მი­ნისტრს და ნუ დაგვზარ­დე­ბით მო­წო­დე­ბა­ზე-მეთ­ქი. ფოტო არა­ვის გა­მო­უგ­ზავ­ნია, მაგ­რამ გვი­ან სა­ღა­მოს თვით მი­ნის­ტრი შე­მეხ­მი­ა­ნა და და­მი­დას­ტუ­რა, რომ მარ­თლაც გა­უ­ფუჭ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი...

"წყა­ლი აუ­დუღ­და და სულ ტყუ­ი­ლად ჩავ­ყუ­რებ­დი ახ­დილ "კა­პოტს" კარ­გა ხანი. თან მე­ცი­ნე­ბო­და ჩემს თავ­ზე. დახ­მა­რე­ბას 40 წუთი ვე­ლო­დი (კურ­სელ­მა მო­მა­კი­თხა ქუ­თა­ი­სი­დან). მან­ქა­ნა მზე­ზე იდგა, გზის პი­რას და სა­ლონ­ში ძა­ლი­ან ცხე­ლო­და! გად­მო­ვი­დო­დი, მან­ქა­ნე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ და დახ­მა­რე­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ. გა­ვის­ტუმ­რებ­დი მად­ლო­ბით, ჩავ­ჯდე­ბო­დი მან­ქა­ნა­ში და 5 წუთ­ზე მეტს ვერ ვძლებ­დი სი­ცხე­ში, გად­მო­ვი­დო­დი და ისევ ჩერ­დე­ბოდ­ნენ მან­ქა­ნე­ბი, ისევ გა­ვის­ტუმ­რებ­დი, ჩავ­ჯდე­ბო­დი და... მოკ­ლედ იმ 40 წუთ­ში 5-6-ჯერ ჩავ­ჯე­ქი და გად­მო­ვე­დი და იყო გად­მოს­ვლა-მად­ლო­ბე­ბი-ჩაჯ­დო­მა, ისევ გად­მოს­ვლა, ისევ მად­ლო­ბე­ბი..."

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ჩავყურებდი ახდილ "კაპოტს" კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე" - ჯანდაცვის მინისტრის თავგადასავალი რიკოთზე

"ჩავყურებდი ახდილ "კაპოტს" კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე" - ჯანდაცვის მინისტრის თავგადასავალი რიკოთზე

"ჯანდაცვის მინისტრს რიკოთზე ოქროსფერი "შევროლე" გაუფუჭდა და კარგა ხანს ჩასჩერებოდა ახდილ "კაპოტს". მერე რაღაცას უჩხიკინებდა, როგორც ჩანს, მანქანის მკურნალობაც იცის. ვინც დაინახა, თვალების ფშვნეტა დაიწყო, ალბათ, ჩემსავით ფიქრობდნენ, - ეს კაცი ნამდვილია, თუ გვეჩვენება რამეო. შესაძლოა უბრალოდ ჰგავდა, თორემ მინისტრი მარტო როგორ იქნებოდა მანქანით - მთავრობის ხალხმა რიკოთზე ან სადმე თუ გაიარა, დაცვის კოლონა მოჰყვებათ ხოლმე", - მითხრა იმერელმა ახლობელმა, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ერთ-ერთ გზისპირა რესტორანში მუშაობს. რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ ბიჭს რაღაც შეეშალა და მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე... საღამოს კიდევ ერთმა ახლობელმა უკვე ქობულეთიდან დამირეკა, - დღეს ზესტაფონსა და ჭიშურას შორის მონაკვეთში წავაწყდი დავით სერგეენკოს, შუა გზაში გაფუჭებულ ავტომობილთან იდგა. დახმარება რომ შევთავაზეთ, გვიპასუხა, გმადლობთ, მალე მომაკითხავენო...

სერგეენკოს და მისი ოქროსფერი "შევროლეს" ამბავი სამინისტროს პრესსამსახურში გადავამოწმე. კვირას, 17 აგვისტოს სად იმყოფებოდა დავით სერგეენკო-მეთქი? სარფში წავიდაო. პრესსამსახური დაიბნა, როდესაც ვთხოვე დაეკონკრეტებინათ, რა ავტომობილით გადაადგილდებოდა მინისტრი. ალბათ იმით, რომელიც ყოველდღე ემსახურებაო. თუმცა, ცოტა ხანში გადაამოწმეს და მითხრეს, რომ დავით სერგეენკო სარფში საკუთარი "შევროლეთი" წავიდა(?!).

იმ იმედით, რომ ჩემი ახლობლების გარდა კიდევ ბევრ ადამიანს ეყოლებოდა ნანახი ავტომობილის "კაპოტში" თავჩარგული მინისტრი, სოციალურ ქსელში დავწერე, იქნებ სურათიც გადაუღეთ "ავტომექანიკოს" მინისტრს და ნუ დაგვზარდებით მოწოდებაზე-მეთქი. ფოტო არავის გამოუგზავნია, მაგრამ გვიან საღამოს თვით მინისტრი შემეხმიანა და დამიდასტურა, რომ მართლაც გაუფუჭდა ავტომობილი...

"წყალი აუდუღდა და სულ ტყუილად ჩავყურებდი ახდილ "კაპოტს" კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე. დახმარებას 40 წუთი ველოდი (კურსელმა მომაკითხა ქუთაისიდან). მანქანა მზეზე იდგა, გზის პირას და სალონში ძალიან ცხელოდა! გადმოვიდოდი, მანქანები ჩერდებოდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ. გავისტუმრებდი მადლობით, ჩავჯდებოდი მანქანაში და 5 წუთზე მეტს ვერ ვძლებდი სიცხეში, გადმოვიდოდი და ისევ ჩერდებოდნენ მანქანები, ისევ გავისტუმრებდი, ჩავჯდებოდი და... მოკლედ იმ 40 წუთში 5-6-ჯერ ჩავჯექი და გადმოვედი და იყო გადმოსვლა-მადლობები-ჩაჯდომა, ისევ გადმოსვლა, ისევ მადლობები..."

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია