სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდისაა სასარგებლო კარტოფილი და როდის მომწამვლელი?
როდისაა სასარგებლო კარტოფილი და როდის მომწამვლელი?

ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, კარ­ტო­ფი­ლი რომ არ უყ­ვარ­დეს. ამ ბოსტნე­უ­ლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია არა მარ­ტო ჩვე­ნი რა­ცი­ო­ნი, არა­მედ მრა­ვალ­გვა­რი მრეწ­ვე­ლო­ბაც - კარ­ტო­ფი­ლის­გან აწარ­მო­ე­ბენ სა­ხა­მე­ბელს, სპირტს, რძის მჟა­ვას, აცე­ტონს, პლასტმა­სას, ფო­ტო­ფირს, წე­ბო­ვან ნივ­თი­ე­რე­ბებს და სხვა. კარ­ტო­ფილს დღეს მე­ო­რე პურს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ოდეს­ღაც ის "ეშ­მა­კის ვაშ­ლად" იყო მო­ნათ­ლუ­ლი. სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან მე-18 სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში პეტ­რე I-ის მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი ეს კულ­ტუ­რა რუ­სეთ­ში, ცოტა არ იყოს, ძნე­ლად მი­ი­ღეს, თუმ­ცა დღეს მის გა­რე­შე არა­თუ რუ­სებს, ქარ­თვე­ლებ­საც ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა.

შე­მად­გენ­ლო­ბა და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი

კარ­ტო­ფი­ლი უძ­ვე­ლე­სი ბოსტნე­უ­ლი კულ­ტუ­რაა. ინ­დი­ე­ლე­ბი მას ჯერ კი­დევ 17 სა­უ­კუ­ნის წი­ნათ იყე­ნებ­დნენ, თა­ნაც არა მხო­ლოდ საკ­ვე­ბად, არა­მედ სამ­კურ­ნა­ლო­დაც. დღეს ყვე­ლამ იცის, რომ კარ­ტო­ფილ­ში შე­მა­ვალ ცი­ლას (2%-მდე) ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბა, შე­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მრა­ვალ ამინმჟა­ვას. პო­ლი­სა­ქა­რი­დე­ბი აქ უმ­თავ­რე­სად წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ხა­მებ­ლით, პექ­ტი­ნე­ბით, უჯრე­დი­სით, მონო- და ოლი­გო­სა­ქა­რი­დე­ბით - ფრუქ­ტო­ზით, გლუ­კო­ზით, სა­ქა­რო­ზით. მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბი­დან კარ­ტო­ფილ­ში ჭარ­ბობს კა­ლი­უ­მი­სა და ფოს­ფო­რის შემ­ცვე­ლი ნა­ერ­თე­ბი. მიკ­რო- და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რკი­ნა, კალ­ცი­უ­მი, მაგ­ნი­უ­მი, ნი­კე­ლი, კო­ბალ­ტი, იოდი, მან­გა­ნუ­მი. კარ­ტო­ფი­ლის ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის უკა­ნას­კნელ ათწლე­ულ­ში გა­ი­შიფ­რა, თუმ­ცა მისი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი ადა­მი­ან­მა გა­ცი­ლე­ბით ადრე შე­ამ­ჩნია. დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ კარ­ტო­ფი­ლი შე­ი­ცავს კა­რო­ტინს, ორ­გა­ნულ მჟა­ვებს (ლი­მო­ნი­სას, ვაშ­ლი­სას და სხვა), ვი­ტა­მი­ნებს. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ის მხო­ლოდ ნახ­შირ­წყლე­ბის წყა­როა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კარ­ტო­ფი­ლი მდი­და­რია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U ვი­ტა­მი­ნე­ბით.

კარ­ტო­ფი­ლი რო­გორც მკურ­ნა­ლი

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს ჯერ კი­დევ ძველ რუ­სეთ­ში ურ­ჩევ­დნენ კარ­ტო­ფი­ლით კვე­ბას. სა­სარ­გებ­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და ეს ბოსტნე­უ­ლი შარდკენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის დრო­საც, მის თხელ ანა­თალს კი დამ­წვარ კან­ზე აფენ­დნენ ტკი­ვი­ლის და­სა­ა­მებ­ლად. კარ­ტო­ფი­ლის სა­ხა­მე­ბელს სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბა­თა დროს იყე­ნე­ბენ რო­გორც ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და შე­მომ­გარსველ სა­შუ­ა­ლე­ბას. ფარ­მა­ცევ­ტულ წარ­მო­ე­ბა­ში ის მრა­ვა­ლი აბი­სა და ფხვნი­ლის და­ნა­მა­ტია, ზოგ­ჯერ - ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტიც. ცნო­ბი­ლია, რომ კარ­ტო­ფი­ლი ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის კა­ტარს. მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის ორ­თქლის ინ­ჰა­ლა­ცია სა­სარ­გებ­ლოა მშრა­ლი ხვე­ლის დროს. უმი კარ­ტო­ფი­ლის სა­ფე­ნე­ბი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ეგ­ზე­მის (კა­ნის ან­თე­ბი­თი არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა), არა­მედ თა­ვის ტკი­ვი­ლის დრო­საც (შუბ­ლზე აპ­ლი­კა­ცი­ის სა­ხით). მას რთა­ვენ გას­ტრი­ტის (კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბა), კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. მო­მა­ტე­ბუ­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბი­თა და გულძ­მარ­ვით შე­წუ­ხე­ბულ ავად­მყო­ფებს ურ­ჩე­ვენ, დღე­ში ორ­ჯერ, ჭა­მის წინ, მი­ი­ღონ 50-150 გრა­მი კარ­ტო­ფი­ლის წვე­ნი. უმი კარ­ტო­ფი­ლის სან­თლე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბუ­ა­სი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ. მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის დი­ე­ტას უნიშ­ნა­ვენ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის - ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს. კა­ლი­უ­მის უხვი შემ­ცვე­ლო­ბის გამო კარ­ტო­ფი­ლი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მი­დან სი­თხის გა­მო­დევ­ნას.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როდისაა სასარგებლო კარტოფილი და როდის მომწამვლელი?

როდისაა სასარგებლო კარტოფილი და როდის მომწამვლელი?

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კარტოფილი რომ არ უყვარდეს. ამ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვენი რაციონი, არამედ მრავალგვარი მრეწველობაც - კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, რძის მჟავას, აცეტონს, პლასტმასას, ფოტოფირს, წებოვან ნივთიერებებს და სხვა. კარტოფილს დღეს მეორე პურს უწოდებენ, თუმცა ოდესღაც ის "ეშმაკის ვაშლად" იყო მონათლული. სამხრეთ ამერიკიდან მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში პეტრე I-ის მიერ შემოტანილი ეს კულტურა რუსეთში, ცოტა არ იყოს, ძნელად მიიღეს, თუმცა დღეს მის გარეშე არათუ რუსებს, ქართველებსაც ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

კარტოფილი უძველესი ბოსტნეული კულტურაა. ინდიელები მას ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინათ იყენებდნენ, თანაც არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. დღეს ყველამ იცის, რომ კარტოფილში შემავალ ცილას (2%-მდე) ახასიათებს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ამინმჟავას. პოლისაქარიდები აქ უმთავრესად წარმოდგენილია სახამებლით, პექტინებით, უჯრედისით, მონო- და ოლიგოსაქარიდებით - ფრუქტოზით, გლუკოზით, საქაროზით. მინერალური მარილებიდან კარტოფილში ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის შემცველი ნაერთები. მიკრო- და მაკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, იოდი, მანგანუმი. კარტოფილის ქიმიური შედგენილობა გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გაიშიფრა, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები ადამიანმა გაცილებით ადრე შეამჩნია. დღეისათვის ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონისას, ვაშლისას და სხვა), ვიტამინებს. ბევრს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა. სინამდვილეში კარტოფილი მდიდარია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U ვიტამინებით.

კარტოფილი როგორც მკურნალი

ტუბერკულოზით დაავადებულებს ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ურჩევდნენ კარტოფილით კვებას. სასარგებლოდ მიიჩნეოდა ეს ბოსტნეული შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც, მის თხელ ანათალს კი დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის დასაამებლად. კარტოფილის სახამებელს სამედიცინო პრაქტიკაში კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველ სა­შუალებას. ფარმაცევტულ წარმოებაში ის მრავალი აბისა და ფხვნილის დანამატია, ზოგჯერ - ძირითადი კომპონენტიც. ცნობილია, რომ კარტოფილი ძალიან უხდება ზედა სასუნთქი გზების კატარს. მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია სასარგებლოა მშრალი ხველის დროს. უმი კარტოფილის საფენები რეკომენდებულია არა მხოლოდ ეგზემის (კანის ანთებითი არაგადამდები დაავადება), არამედ თავის ტკივილის დროსაც (შუბლზე აპლიკაციის სახით). მას რთავენ გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მკურნალობაში. მომატებული მჟავიანობითა და გულძმარვით შეწუხებულ ავადმყოფებს ურჩევენ, დღეში ორჯერ, ჭამის წინ, მიიღონ 50-150 გრამი კარტოფილის წვენი. უმი კარტოფილის სანთლები წარმატებით გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. მოხარშული კარტოფილის დიეტას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მათ შორის - ჰიპერტონიული დაავადების დროს. კალიუმის უხვი შემცველობის გამო კარტოფილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს