პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოგრაფი, რომელიც ცივილიზაციის გადაღებაზე უარს აცხადებს
ფოტოგრაფი, რომელიც ცივილიზაციის გადაღებაზე უარს აცხადებს

მი­ქა­ელ ქავ­თა­რა­ძე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფია. მის არ­ქივ­ში ნაკ­ლე­ბად ნა­ხავთ პორ­ტრე­ტებს, მო­დე­ლე­ბის ფო­ტო­ებს, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას. ქა­ლა­ქის გა­და­ღე­ბა არ უყ­ვარს. მთის ადა­მი­ა­ნია. ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ნაკ­რძა­ლია აუთ­ვი­სე­ბე­ლი და მათი გა­და­ღე­ბა ქვე­ყა­ნას ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. მუ­შა­ო­ბა არ ეზა­რე­ბა, საყ­ვა­რე­ლი საქ­მის გარ­და, შეკ­ვე­თებ­საც იღებს და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის მი­ნებს წმენ­დს. ამ­ბობს, რომ შემგრო­ვებ­ლო­ბა მის ხა­სი­ათ­ში არ ზის და აღე­ბულ ჰო­ნო­რარს მთა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ახ­მარს.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი სო­ფელ­ში გა­ვა­ტა­რე, მან­გლი­სი­სა და ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნებ­ში. ჩემ­თვის სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა იმ დროს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სა­ქო­ნელ­ში მწყემ­სად დავ­დი­ო­დი და რო­დე­საც მო­სა­ღა­მოვ­დე­ბო­და, მზის ჩას­ვლას ვუ­ყუ­რებ­დი. მა­შინ მხო­ლოდ ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფო­ტო­ებ­ზე გად­მო­მე­ტა­ნა. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­შინ არ მქონ­და და ოც­ნე­ბად რჩე­ბო­და. ქა­ლა­ქი ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავ­და, ბევ­რი ხმა­უ­რი, ქა­ო­სი, ადა­მი­ა­ნე­ბიც უფრო ცი­ვად გექ­ცე­ოდ­ნენ. ლა­გო­დეხ­ში ჩემი სოფ­ლი­დან კავ­კა­სი­ო­ნი ჩან­და, მინ­დო­და, მას­ზე ავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქი­დან გად­მო­მე­ხე­და სოფ­ლის­თვის. ახლა ეს ოც­ნე­ბა უკვე ბევ­რჯერ ავიხ­დი­ნე.

- პირ­ვე­ლად ფო­ტო­ა­პა­რა­ტი რო­დის შე­ი­ძი­ნე?

- მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა ეგ ის­ტო­რია. პირ­ვე­ლად სხვი­სი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით კლდე­ზე ავ­ძვე­რი და ყვა­ვი­ლი გა­და­ვი­ღე. ეს სუ­რა­თი კონ­კურ­სზე გავ­გზავ­ნე და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ფო­ტო­ა­პა­რა­ტის მფლო­ბელ­მაც ეს სუ­რა­თი გაგ­ზავ­ნა. პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და, რომ სუ­რა­თი ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი არ იყო. ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, ალ­ბათ იმ ადა­მი­ან­მა ჩათ­ვა­ლა, რად­გან მის ფო­ტო­ა­პა­რატ­ში იყო, მან გა­და­ი­ღო. ამის შემ­დეგ აღარ მიყ­ვარს კონ­კურ­სე­ბი.

შემ­დეგ ჩემ­თვის 20 ლა­რად შე­ვი­ძი­ნე "კო­და­კის" ფირ­მის ფი­რი­ა­ნი აპა­რა­ტი. ახლა მე­ცი­ნე­ბა, ოც­და­ო­თხი კად­რი­დან ორი-სამი ფოტო გა­მო­ვი­და. შემ­დეგ სხვი­სი მო­ბი­ლუ­რე­ბით ვი­ღებ­დი სუ­რა­თებს და და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი წლის წინ ჩემ­მა მოგ­ვა­რემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნახა ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი არ მქონ­და, უცხო­ე­თი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნა სა­ჩუქ­რად.

- მგო­ნია, რომ შენს არ­ქივ­ში უფრო ნაკ­ლე­ბი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აა.

- დღეს მო­და­შია, ამო­ირ­ჩიო გო­გო­ნა, წა­იყ­ვა­ნო და სუ­რა­თე­ბი გა­და­უ­ღო. მე ეს ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავს, ბუ­ნე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა მირ­ჩევ­ნია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

ფოტოგრაფი, რომელიც ცივილიზაციის გადაღებაზე უარს აცხადებს

ფოტოგრაფი, რომელიც ცივილიზაციის გადაღებაზე უარს აცხადებს

მიქაელ ქავთარაძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფია. მის არქივში ნაკლებად ნახავთ პორტრეტებს, მოდელების ფოტოებს, ცივილიზაციას. ქალაქის გადაღება არ უყვარს. მთის ადამიანია. ფიქრობს, რომ საქართველოში უამრავი ნაკრძალია აუთვისებელი და მათი გადაღება ქვეყანას ტურიზმის განვითარებაში დაეხმარებოდა. მუშაობა არ ეზარება, საყვარელი საქმის გარდა, შეკვეთებსაც იღებს და მრავალსართულიანი შენობების მინებს წმენდს. ამბობს, რომ შემგროვებლობა მის ხასიათში არ ზის და აღებულ ჰონორარს მთაში მოგზაურობას ახმარს.

- თბილისში დავიბადე, მაგრამ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სოფელში გავატარე, მანგლისისა და ლაგოდეხის რაიონებში. ჩემთვის სოფლის ცხოვრება იმ დროს ძალიან საინტერესო იყო. საქონელში მწყემსად დავდიოდი და როდესაც მოსაღამოვდებოდა, მზის ჩასვლას ვუყურებდი. მაშინ მხოლოდ ვოცნებობდი, რომ ეს ყველაფერი ფოტოებზე გადმომეტანა. ამის საშუალება მაშინ არ მქონდა და ოცნებად რჩებოდა. ქალაქი ნაკლებად მიზიდავდა, ბევრი ხმაური, ქაოსი, ადამიანებიც უფრო ცივად გექცეოდნენ. ლაგოდეხში ჩემი სოფლიდან კავკასიონი ჩანდა, მინდოდა, მასზე ავსულიყავი და იქიდან გადმომეხედა სოფლისთვის. ახლა ეს ოცნება უკვე ბევრჯერ ავიხდინე.

- პირველად ფოტოაპარატი როდის შეიძინე?

- მძიმედ მახსენდება ეგ ისტორია. პირველად სხვისი ფოტოაპარატით კლდეზე ავძვერი და ყვავილი გადავიღე. ეს სურათი კონკურსზე გავგზავნე და როგორც აღმოჩნდა, ფოტოაპარატის მფლობელმაც ეს სურათი გაგზავნა. პასუხი მომივიდა, რომ სურათი ჩემი გადაღებული არ იყო. ძალიან დამწყდა გული, ალბათ იმ ადამიანმა ჩათვალა, რადგან მის ფოტოაპარატში იყო, მან გადაიღო. ამის შემდეგ აღარ მიყვარს კონკურსები.

შემდეგ ჩემთვის 20 ლარად შევიძინე ''კოდაკის'' ფირმის ფირიანი აპარატი. ახლა მეცინება, ოცდაოთხი კადრიდან ორი-სამი ფოტო გამოვიდა. შემდეგ სხვისი მობილურებით ვიღებდი სურათებს და დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩემმა მოგვარემ სოციალურ ქსელში ნახა ჩემი გადაღებული სურათები, როდესაც გაიგო, რომ საკუთარი ფოტოაპარატი არ მქონდა, უცხოეთიდან გამომიგზავნა საჩუქრად.

- მგონია, რომ შენს არქივში უფრო ნაკლები ცივილიზაციაა.

- დღეს მოდაშია, ამოირჩიო გოგონა, წაიყვანო და სურათები გადაუღო. მე ეს ნაკლებად მიზიდავს, ბუნება, მოგზაურობა მირჩევნია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება