სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგვისტოს ომი სტრასბურგში" - თეა წულუკიანის ბლოგი ომის დღეებზე
"აგვისტოს ომი სტრასბურგში" - თეა წულუკიანის ბლოგი ომის დღეებზე

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან 7 წელი გა­ვი­და. რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის დღე­ებს სა­კუ­თარ ბლოგ­ზე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­სუ­ლი წლის 8 აგ­ვის­ტოს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბლოგ-პოს­ტით "აგ­ვის­ტოს ომი სტრას­ბურ­გში", რო­მელ­საც Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

***

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ბლო­გი, "აგ­ვის­ტოს ომი სტრას­ბურ­გში":

2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს დი­ლაა, 9 სა­ა­თი ხდე­ბა, სა­სა­მარ­თლოს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან ვი­თხო­ვე წინა სა­ღა­მოს შეხ­ვედ­რა და კი­ბე­ებ­ზე ავ­დი­ვარ. გლ­დან­ში ერთი პა­ტი­მა­რი ზის, საქ­მე­ში დარ­ღვე­ვე­ბია, მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი მაქვს. შევ­დი­ვარ, მე­გე­ბე­ბა, მუ­დამ კარგ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი. უფ­რო­სე­ბი არ უყ­ვარ­თო, ასეა ცნო­ბი­ლი. მე კი ეს ადა­მი­ა­ნი რა­ტომ­ღაც მიყ­ვარს. მერე რა, რომ როხ­რო­ხაა და ნერ­ვებ­საც მიშ­ლის ხან­და­ხან, ასე რომ არ იყოს, უფ­რო­სი არ იქ­ნე­ბო­და. ალ­ბათ იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში ერ­თდრო­უ­ლად წინ­და­ხე­დუ­ლი და მა­მა­ცია, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან. უკვე ხან­შია შე­სუ­ლი. ამ დროს ის ჯერ არ ვიცი, რომ ჩემ­ზე ადრე და­ტო­ვებს სა­სა­მარ­თლოს და პენ­სი­ა­ზე ვა­დამ­დე გა­ე­შუ­რე­ბა. რო­გორ დამ­ღა­ლე­თო, იტყვის.

აბა მი­თხა­რიო, მე­უბ­ნე­ბა. ვხვდე­ბი, რომ პა­ტი­მარ­ზე სა­უბ­რის ნაც­ვლად, სხვა რა­ღა­ცის თქმას ელის ჩემ­გან, რად­გან წინა ღამე ყვე­ლას­თვის ერთი და იმა­ვე სა­ში­ნე­ლი ახა­ლი ამ­ბით სავ­სე ღამე იყო. კი­თხვი­ა­ნი თვა­ლე­ბით შევ­ხე­დე და ხმას ვერ ვი­ღებ. ამის პა­სუ­ხად თა­ვად მე­უბ­ნე­ბა: "მან­ქა­ნა­ში რა­დი­ოს ვუს­მენ­დი. კი მაგ­რამ, რა ბუზ­მა უკბი­ნა?" დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ. გა­მაგრდიო, მი­თხრა.

გა­ვი­და სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი.

11 აგ­ვის­ტოა, სა­მუ­შაო დღე დას­რულ­და. აქ გვი­ა­ნამ­დე ვრჩე­ბით ყო­ველ­თვის, რად­გან ქარ­თუ­ლი ცი­ხე­ე­ბი გა­ტე­ნი­ლია პა­ტიმ­რე­ბით, უამ­რა­ვი საქ­მეა გან­სა­ხილ­ვე­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­სა­წე­რი, რომ­ლებ­საც, პა­ტიმ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კონ­ვე­ი­ე­რის წე­სით ვაგ­ზავ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში: "წელ­მო­წყვე­ტი­ლია ამა და ამ სა­კან­ში, მი­უ­ჩი­ნეთ მომ­ვლე­ლი"; "ჰე­პა­ტი­ტი აქვს, ღვიძ­ლი უკვე ეშ­ლე­ბა, გა­ნი­ხი­ლეთ ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი"; "ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­ა­ნი პა­ტი­მა­რი სულს ებ­რძვის, მი­ე­ცით შინ სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა"… და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სი­საა თით­ქმის ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ე.წ. "შუ­ა­ლე­დუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის" შე­სა­ხებ. მე­ო­რე მხა­რეს მო­პა­სუ­ხე, ვინც ეს უნდა შე­ას­რუ­ლოს, მა­შინ­დე­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრია. ნუ იქ­ნე­ბა ოღონდ სტრას­ბურ­გში ბუნ­ტი-ს პრინ­ცი­პით, ძაღ­ლუ­მა­დუ­რად, მაგ­რამ მა­ინც ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს, მაგ­რამ რად გინ­და. კაცი სიკ­ვდი­ლამ­დე არ უნდა მი­იყ­ვა­ნო, ესაა მთა­ვა­რი.

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლო­ბი­სა, ამ დღეს ვერ ვძლებ გვი­ა­ნამ­დე და რვა სა­ა­თის­კენ სახ­ლში მივ­დი­ვარ. გზა­ში ტე­ლე­ფო­ნი რე­კავს. ქარ­თუ­ლი ნო­მე­რია. მან­ქა­ნას ვა­ჩე­რებ და ვპა­სუ­ხობ. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროა, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში. "დიდ­ხანს ვერ გე­სა­უბ­რე­ბით. გვიბ­რძა­ნეს სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბე­ბის ევა­კუ­ა­ცია, ტან­კე­ბი თბი­ლის­თან არის მომ­დგა­რი. გაც­ნო­ბებთ ტე­ლე­ფო­ნით, რომ ამ დღეს და ამ სა­ათ­ზე, შე­მო­მაქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით სა­ჩი­ვა­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით ვი­თხოვ "შუ­ა­ლე­დურ ღო­ნის­ძი­ე­ბას", რომ რუ­სეთ­მა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­ა­ჩე­როს" – და ჩუმ­დე­ბა. "მი­ღე­ბუ­ლია. სა­ნამ შე­ნო­ბას და­ტო­ვებთ, მე­ილ­ზე მო­მე­ცით ეს ორი წი­ნა­და­დე­ბა და სხვა რაც გაქვთ უკვე მზად, რომ სა­ჩი­ვა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­ტა­ნი­ლად ჩა­ით­ვა­ლოს" – ვე­უბ­ნე­ბი. "გა­სა­გე­ბი­აო" – მგო­ნი ასე მი­თხრა.

სა­სა­მარ­თლო­ში მივ­ბრუნ­დი. შე­ნო­ბა­ში უკვე ბნე­ლა, ყვე­ლა წა­სუ­ლა, თან აგ­ვის­ტოა… ვუ­რე­კავ, 8 აგ­ვის­ტოს რომ მკი­თხა ბუ­ზის შე­სა­ხებ. არ პა­სუ­ხობს. კი­დევ მის ზე­ვით მხო­ლოდ ერთი უფ­რო­სია. ვუ­რე­კავ და ვიცი, რომ არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მპა­სუ­ხობს. უნდა მო­ვი­დე-მეთ­ქი. ავე­დი იმ სარ­თულ­ზე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ცინ­ვით რომ ზე­ცი­ე­რე­ბას ვე­ძა­ხით, შე­ვე­დი და სკამ­ზე და­ვე­ნარ­ცხე. სიბ­ნე­ლეა, მა­გი­დის ლამ­პა უნ­თია, შუბ­ლზე ვინ და­ით­ვლის რამ­დე­ნი ნა­ო­ჭი აქვს, ღმერ­თო, და სათ­ვა­ლე­ე­ბი­დან დამ­ცქე­რის. ვუყ­ვე­ბი ამ­ბავს და მე­ი­ლიც უკვე ხელ­ში მაქვს გო­რის ცე­ცხლი­ა­ნი ფო­ტო­ე­ბით. ვა­ტყობ, რომ სა­სა­ცი­ლო ვარ, სი­ტყვე­ბი მე­რე­ვა, ავი­ა­ცი­ის მა­გივ­რად ბევ­რჯერ ვამ­ბობ აე­რა­ცი­ას. მაგ­რამ ხვდე­ბა, რომ ომში ავი­ა­ცი­აა ალ­ბათ უფრო სწო­რი სი­ტყვა. გა­ნი­ხი­ლავს ხვალ­ვე სა­სა­მარ­თლოო, მშრა­ლად ამ­ბობს.

მე­ო­რე დი­ლას, საქ­მე სხვა იუ­რისტს და­ა­წე­რეს, რო­მე­ლიც არც რუსი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და არც ქარ­თვე­ლი (მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რიც არაა უსარ­გებ­ლო).

გა­ნი­ხი­ლეს, და კა­ცის კვლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა მო­პა­სუ­ხეს და მომ­ჩი­ვანს ერ­თდრო­უ­ლად და­ა­ვა­ლეს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი და მისი მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის ღირ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"აგვისტოს ომი სტრასბურგში" - თეა წულუკიანის ბლოგი ომის დღეებზე

"აგვისტოს ომი სტრასბურგში" - თეა წულუკიანის ბლოგი ომის დღეებზე

რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის დღეებს საკუთარ ბლოგზე თეა წულუკიანი გასული წლის 8 აგვისტოს გამოეხმაურა ბლოგ-პოსტით "აგვისტოს ომი სტრასბურგში", რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

***

თეა წულუკიანის ბლოგი, "აგვისტოს ომი სტრასბურგში":

2008 წლის 8 აგვისტოს დილაა, 9 საათი ხდება, სასამართლოს მაღალჩინოსანთან ვითხოვე წინა საღამოს შეხვედრა და კიბეებზე ავდივარ. გლდანში ერთი პატიმარი ზის, საქმეში დარღვევებია, მოსახსენებელი მაქვს. შევდივარ, მეგებება, მუდამ კარგ ხასიათზე მყოფი. უფროსები არ უყვართო, ასეა ცნობილი. მე კი ეს ადამიანი რატომღაც მიყვარს. მერე რა, რომ როხროხაა და ნერვებსაც მიშლის ხანდახან, ასე რომ არ იყოს, უფროსი არ იქნებოდა. ალბათ იმიტომ მიყვარს, რომ გადაწყვეტილებებში ერთდროულად წინდახედული და მამაცია, ასეთი ადამიანები კი დღევანდელ სამყაროში უმცირესობაში არიან. უკვე ხანშია შესული. ამ დროს ის ჯერ არ ვიცი, რომ ჩემზე ადრე დატოვებს სასამართლოს და პენსიაზე ვადამდე გაეშურება. როგორ დამღალეთო, იტყვის.

აბა მითხარიო, მეუბნება. ვხვდები, რომ პატიმარზე საუბრის ნაცვლად, სხვა რაღაცის თქმას ელის ჩემგან, რადგან წინა ღამე ყველასთვის ერთი და იმავე საშინელი ახალი ამბით სავსე ღამე იყო. კითხვიანი თვალებით შევხედე და ხმას ვერ ვიღებ. ამის პასუხად თავად მეუბნება: "მანქანაში რადიოს ვუსმენდი. კი მაგრამ, რა ბუზმა უკბინა?" დიდხანს ვისაუბრეთ. გამაგრდიო, მითხრა.

გავიდა საშინელი დღეები.

11 აგვისტოა, სამუშაო დღე დასრულდა. აქ გვიანამდე ვრჩებით ყოველთვის, რადგან ქართული ციხეები გატენილია პატიმრებით, უამრავი საქმეა განსახილველი და გადაწყვეტილება დასაწერი, რომლებსაც, პატიმრების შემთხვევაში, კონვეიერის წესით ვაგზავნით საქართველოში: "წელმოწყვეტილია ამა და ამ საკანში, მიუჩინეთ მომვლელი"; "ჰეპატიტი აქვს, ღვიძლი უკვე ეშლება, განიხილეთ ვადამდე გათავისუფლების საკითხი"; "ტუბერკულოზიანი პატიმარი სულს ებრძვის, მიეცით შინ სიკვდილის უფლება"… დაახლოებით ასეთი შინაარსისაა თითქმის ყველა გადაწყვეტილება ამ ე.წ. "შუალედური ღონისძიებების" შესახებ. მეორე მხარეს მოპასუხე, ვინც ეს უნდა შეასრულოს, მაშინდელი იუსტიციის მინისტრია. ნუ იქნება ოღონდ სტრასბურგში ბუნტი-ს პრინციპით, ძაღლუმადურად, მაგრამ მაინც ყოველთვის ასრულებს, მაგრამ რად გინდა. კაცი სიკვდილამდე არ უნდა მიიყვანო, ესაა მთავარი.

მიუხედავად ასეთი დატვირთულობისა, ამ დღეს ვერ ვძლებ გვიანამდე და რვა საათისკენ სახლში მივდივარ. გზაში ტელეფონი რეკავს. ქართული ნომერია. მანქანას ვაჩერებ და ვპასუხობ. იუსტიციის სამინისტროა, ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში. "დიდხანს ვერ გესაუბრებით. გვიბრძანეს სახელმწიფო შენობების ევაკუაცია, ტანკები თბილისთან არის მომდგარი. გაცნობებთ ტელეფონით, რომ ამ დღეს და ამ საათზე, შემომაქვს საქართველოს სახელით საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ და სახელმწიფოს სახელით ვითხოვ "შუალედურ ღონისძიებას", რომ რუსეთმა საომარი მოქმედებები შეაჩეროს" – და ჩუმდება. "მიღებულია. სანამ შენობას დატოვებთ, მეილზე მომეცით ეს ორი წინადადება და სხვა რაც გაქვთ უკვე მზად, რომ საჩივარი ოფიციალურად შემოტანილად ჩაითვალოს" – ვეუბნები. "გასაგებიაო" – მგონი ასე მითხრა.

სასამართლოში მივბრუნდი. შენობაში უკვე ბნელა, ყველა წასულა, თან აგვისტოა… ვურეკავ, 8 აგვისტოს რომ მკითხა ბუზის შესახებ. არ პასუხობს. კიდევ მის ზევით მხოლოდ ერთი უფროსია. ვურეკავ და ვიცი, რომ არ იქნება. თუმცა, მპასუხობს. უნდა მოვიდე-მეთქი. ავედი იმ სართულზე, თანამშრომლები დაცინვით რომ ზეციერებას ვეძახით, შევედი და სკამზე დავენარცხე. სიბნელეა, მაგიდის ლამპა უნთია, შუბლზე ვინ დაითვლის რამდენი ნაოჭი აქვს, ღმერთო, და სათვალეებიდან დამცქერის. ვუყვები ამბავს და მეილიც უკვე ხელში მაქვს გორის ცეცხლიანი ფოტოებით. ვატყობ, რომ სასაცილო ვარ, სიტყვები მერევა, ავიაციის მაგივრად ბევრჯერ ვამბობ აერაციას. მაგრამ ხვდება, რომ ომში ავიაციაა ალბათ უფრო სწორი სიტყვა. განიხილავს ხვალვე სასამართლოო, მშრალად ამბობს.

მეორე დილას, საქმე სხვა იურისტს დააწერეს, რომელიც არც რუსი უნდა ყოფილიყო და არც ქართველი (მიუკერძოებლობა აუცილებელია და მეტყველების უნარიც არაა უსარგებლო).

განიხილეს, და კაცის კვლისგან თავის შეკავება მოპასუხეს და მომჩივანს ერთდროულად დაავალეს. ეს გადაწყვეტილება თავად სტრასბურგის სასამართლოსთვის ისტორიული და მისი მაღალი რეპუტაციის ღირსი გადაწყვეტილებაა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა