პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ომის გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები
აგვისტოს ომის გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს­თან, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის დღემ­დე გა­უხ­მა­უ­რე­ბელ და აკ­რძა­ლულ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 2008 წლის მა­ის­ში შე­იქ­მნა სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის შტა­ბი, რომ­ლის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი თბი­ლი­სი იყო. შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და გე­ნე­რალ მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილს. მას­ვე ება­რა რო­გორც ცხინ­ვა­ლის, ისე აფხა­ზე­თის სამ­შვი­დო­ბო ჯა­რე­ბის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. 2008 წლის 1-ლი აგ­ვის­ტო­დან უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა. ცხინ­ვა­ლის მხრი­დან გა­მუდ­მე­ბით სრო­ლე­ბი ის­მო­და, 5 აგ­ვის­ტოს ორი ქარ­თვე­ლი სამ­შვი­დო­ბო და­ი­ღუ­პა. ეს იყო პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი ცხინ­ვა­ლის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში. ამ სრო­ლე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ ჩან­და.

გოგა ხა­ინ­დრა­ვას სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მე­რაბ ან­თა­ძე და­ი­ნიშ­ნა, ან­თა­ძის შემ­დეგ და­ვით ბაქ­რა­ძე და მან სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სის სრუ­ლი ტორ­პე­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ შე­რე­უ­ლი სა­კონ­ტრო­ლო კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებ­და და არ ხვდე­ბო­და. ბაქ­რა­ძე ან­თა­ძი­სა და ხა­ინ­დრა­ვას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ერთხე­ლაც არ იყო ცხინ­ვალ­ში ნამ­ყო­ფი. შემ­დეგ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა თე­მურ ია­კო­ბაშ­ვილ­მა სა­ერ­თოდ უარი გა­ნა­ცხა­და შე­რე­ულ სამ­შვი­დო­ბო კო­მი­სი­ა­ზე, რო­გორც ფორ­მატ­ზე. ამან კი­დევ უფრო და­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია, რად­გან ეს ფორ­მა­ტი (შსკ) ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტია გახ­ლდათ რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ იყო იდე­ა­ლუ­რი ფორ­მა­ტი, მაგ­რამ იმ დრო­ის­თვის მას­ზე უკე­თე­სი არ არ­სე­ბობ­და.

აგ­ვის­ტო­ში სი­ტუ­ა­ცია ისე იყო მომ­წი­ფე­ბუ­ლი, რომ ომი პრაქ­ტი­კუ­ლად გარ­და­უ­ვა­ლი იყო. თუმ­ცა, შსკ-ს ფორ­მა­ტი იძ­ლე­ო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­და­რე­ბით გან­მუხ­ტუ­ლი­ყო. ამის­თვის სა­ჭი­რო იყო სა­კონ­ტრო­ლო კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის დრო­ზე შეკ­რე­ბა და კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე კონ­კრე­ტუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ომის წინა დღე­ებ­ში ხე­ო­ბა­ში?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ სამ­შვი­დო­ბო ბა­ტა­ლი­ონს (რუ­სულ­სა და ჩრდი­ლო­ო­სურს) რუ­სუ­ლი მხა­რე აკონ­ტრო­ლებ­და. რუ­სულ ბა­ტა­ლი­ონ­ში იყო 560 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ჩრდი­ლო­ო­სურ­ში - 560 და ქარ­თულ­შიც ამ­დე­ნი­ვე. ქვე­ით­თა ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ე. წ. ბმპ, ქარ­თულ­ში - 13, ჩრდი­ლო­ო­სურ­სა და რუ­სულ­ში კი 22-22 ჰყავ­დათ. სა­ერ­თო ჯამ­ში 44 ერ­თე­უ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა ომის და­წყე­ბამ­დე მო­მარ­თუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რო­გორც ჩანს, ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ბა­ტა­ლი­ო­ნის სარ­დალ­მა ყუ­რაშ­ვილ­მა იცო­და რა შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, 2007 წლის ივ­ლის­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა გეგ­მა და გეგ­მა­ზე მიბ­მუ­ლი სწავ­ლე­ბა. სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა და უსაფრ­თხო რა­ი­ონ­ში გად­მოყ­ვა­ნა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ყუ­რაშ­ვილს უკვე ჰქონ­და რუ­კე­ბი და ად­გილ­ზე მიბ­მუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო მოქ­მე­დე­ბე­ბის სქე­მე­ბი, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ზე ვერ ვი­ტყვით.

- რა მოხ­და 2008 წლის 7-დან 8 აგ­ვის­ტოს ღა­მით?

- ვფიქ­რობ, დიდი და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის სუ­რა­თიც თან­და­თა­ნო­ბით იკ­ვე­თე­ბა და რო­მელ­საც ახლა პირ­ვე­ლად ვახ­მა­უ­რებ. ახ­ლა­ხან შე­ვი­ტყვე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გეგ­მის მი­ხედ­ვით, ცხინ­ვალ­ზე შე­ტე­ვა დი­ლის 5 სთ-ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს მოქ­მე­დე­ბის და­წყე­ბის ვადა რა­ტომ­ღაც ოთხი სა­ა­თით უკან, ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე გად­მო­უ­წი­ეს. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია მთე­ლი გეგ­მე­ბის არე­ვა და სრუ­ლი დე­ზორ­გა­ნი­ზა­ცია.

- ვინ გას­ცა ეს ბრძა­ნე­ბა დრო­ის გად­მო­წე­ვის შე­სა­ხებ?

- ამის თქმა მე არ შე­მიძ­ლია. თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ იმ სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, რომ­ლის­გა­ნაც შე­ვი­ტყვე ამის შე­სა­ხებ, დას­ძი­ნა, ეს რომ ადრე მეთ­ქვა, მომ­კლავ­დნე­ნო. ეს ბრძა­ნე­ბა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­მა გენშტა­ბის უფ­რო­სის, ზაზა გო­გა­ვას­გან მი­ი­ღეს. რო­გორც ჩანს, მან და­ვა­ლე­ბა ზემ­დგო­მე­ბის­გან ტე­ლე­ფო­ნით მი­ი­ღო. ისე პა­რა­დოქ­სუ­ლია, რომ ხსე­ნე­ბულ ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ იყო გენშტა­ბის უფ­რო­სი გო­გა­ვა და სა­მა­გი­ე­როდ იყო ქა­ლა­ქის მერი უგუ­ლა­ვა!

- ბრძა­ნე­ბა ვა­დის გად­მო­წე­ვის შე­სა­ხებ გო­გა­ვამ უგუ­ლა­ვას­გან მი­ი­ღო?

- ვერ გე­ტყვით, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უგუ­ლა­ვა იქ იყო კე­ზე­რაშ­ვილ­თან ერ­თად. ვა­დის გად­მო­წე­ვა გეგ­მის არე­ვას ნიშ­ნავ­და, რაც ოპე­რა­ცი­ის ჩა­ვარ­დნის უტყუ­ა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა. რო­დე­საც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი სა­ო­მა­რი გეგ­მა უნდა და­შა­ლო. შე­ტე­ვა მარ­თლაც და­ი­წყო ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე და რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა ტან­კიც კი არ იყო გად­მოტვირ­თუ­ლი მა­ტა­რებ­ლი­დან.

- რო­გო­რი იყო ცხინ­ვა­ლის და­კა­ვე­ბის გეგ­მა?

- ქარ­თულ ჯარს სამი კო­ლო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა ემოძ­რა­ვა. მარ­ცხნი­დან უნდა ყო­ფი­ლი­ყო მე-4 ბრი­გა­და კა­ლან­და­ძის მე­თა­უ­რო­ბით, მარ­ჯვნი­დან - მე-3 ბრი­გა­და კა­პა­ნა­ძის მე­თა­უ­რო­ბით, ცენ­ტრა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბას კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და გე­ნე­რა­ლი ყუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ცხინ­ვალ­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო. რო­გორც ჩანს, მე-3 და მე-4 ბრი­გა­დე­ბის ამო­ცა­ნა გახ­ლდათ ორი­ვე ფლანგზე სოფ­ლე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბა, ასე­ვე ორი სტრა­ტე­გი­უ­ლი - გე­რი­სა და ზა­რის გზე­ბის გა­და­კეტ­ვა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და ცენ­ტრა­ლურ კო­ლო­ნას, ცხინ­ვალ­ში შე­სუ­ლი­ყო, ქა­ლა­ქი გა­ეწ­მინ­და ბალა ბეს­ტა­ე­ვის ე. წ. "ოპოლ­ჩენ­ცე­ბის­გან" და თა­მა­რა­შე­ნის ბლოკპოს­ტამ­დე მი­სუ­ლი­ყო.

- მო­ა­ხერ­ხეს ქარ­თულ­მა ნა­წი­ლებ­მა ამ გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა?

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხებ­დნენ, რო­დე­საც თა­ვი­დან­ვე გეგ­მა აი­რია. მოკ­ლედ, ცენ­ტრა­ლუ­რი კო­ლო­ნა შე­ვი­და ქა­ლაქ­ში და რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­მა თა­მა­რა­შე­ნის ბლოკპოს­ტამ­დეც კი მი­აღ­წია, მაგ­რამ ფლან­გე­ბი ჩა­მორ­ჩნენ. მე-3 ბრი­გა­დის მხო­ლოდ 31-ე ბა­ტა­ლი­ონ­მა მო­ა­ხერ­ხა და და­ი­კა­ვა სო­ფე­ლი დმე­ნი­სი, მე-4 ბრი­გა­და კი, იმის მა­გივ­რად, რომ სი­მაღ­ლე­ე­ბი და­ე­კა­ვე­ბი­ნა, რა­ტომ­ღაც ე.წ. "დუ­ბო­ვა­ია როშ­ჩა­ში" და­სას­ვე­ნებ­ლად გან­ლაგ­და. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ ვი­ღა­ცამ შეგ­ნე­ბუ­ლად შე­უც­ვა­ლა ბრძა­ნე­ბა ფლან­გურ მე-3 და მე-4 ბრი­გა­დებს, რათა დო­მი­ნი­რე­ბულ სი­მაღ­ლე­ებ­ზე არ ასუ­ლიყ­ვნენ და ცენ­ტრა­ლუ­რი კო­ლო­ნა ხა­ფან­გში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო(!).

- კი მაგ­რამ, რა­ტომ?

- საქ­მე ის არის, რომ რო­გორც ახლა ირ­კვე­ვა, რუ­სე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლე­ბი უკვე გან­ლა­გე­ბუ­ლი იყ­ვნენ გუფ­თის მთა­ზე და ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის და­ი­კა­ვებ­დნენ ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი ცხინ­ვალს, რათა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო ქარ­თვე­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბა ქა­ლაქ­ში, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა, მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მსხვერ­პლიც. რუ­სებს უნ­დო­დათ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ენახ­ვე­ბი­ნათ ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა ქარ­თვე­ლე­ბის მიერ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა. ალ­ბათ, იყო მე­ო­რე მი­ზა­ნიც - ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის "ტო­მა­რა­ში" მოქ­ცე­ვა, მათი ქა­ლაქ­ში­ვე გა­ნად­გუ­რე­ბა, რაც მო­ი­ტან­და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო მსხვერ­პლს და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ცხინ­ვა­ლის დან­გრე­ვას და ესეც ქარ­თვე­ლებს დაბ­რალ­დე­ბო­დათ (სხვა­თა შო­რის, ასეც მოხ­და, ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ "გრა­დის" გა­მო­ყე­ნე­ბამ რუ­სულ მხა­რეს ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ქა­ლა­ქის დან­გრე­ვის არ­გუ­მენ­ტი მის­ცა).

- უც­ნა­უ­რი ტერ­მი­ნია, რას ნიშ­ნავს სა­მა­გა­ლი­თო მსხვერ­პლი?

- ეს ნიშ­ნავს და­ღუ­პულ­თა დიდ რა­ო­დე­ნო­ბას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე არ მოხ­და და მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­მა ცენ­ტრა­ლურ­მა კო­ლო­ნამ დრო­ზე გა­მო­აღ­წია ცხინ­ვა­ლი­დან. თუმ­ცა, მა­ნამ­დე რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა ქარ­თულ ნა­წი­ლებ­ზე, მათ შო­რის "დუ­ბო­ვა­ია როშ­ჩა­ში" გან­ლა­გე­ბულ მე-4 ბრი­გა­და­ზე. აგ­ვის­ტოს ომში 177 და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რი­დან 135-მდე სწო­რედ მე-4 ბრი­გა­და­ზე მო­დის. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი - რუ­სე­თის მხა­რე მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებს 11 რუსი სამ­შვი­დო­ბოს და­ღუპ­ვის ფაქ­ტით. ამ დროს სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი პირ­ვე­ლად ქარ­თვე­ლებს და­ე­ღუ­პათ. გარ­და ამი­სა, 11-ვე სამ­შვი­დო­ბო ცხინ­ვალ­ში გან­თავ­სე­ბულ ე. წ. "ვერხნი გა­რა­დოკ­ში" და­ი­ღუ­პა. მა­ნამ­დე კი, ქარ­თუ­ლი ჯა­რის ცენ­ტრა­ლურ­მა კო­ლო­ნამ ისე გა­ი­ა­რა რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი 5 სა­გუ­შა­გო, რომ მათ­თან საბ­რძო­ლო შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. სწო­რედ "ვერხნი გო­რო­დოკ­თან" იდგა ჩრდი­ლო­ო­სუ­რი სამ­შვი­დო­ბო ტან­კი, რო­მე­ლიც ქარ­თულ მხა­რეს ეს­რო­და. ამის შემ­დეგ მოხ­და საბ­რძო­ლო შე­ტა­კე­ბა, რის შემ­დე­გაც და­ი­ღუპ­ნენ რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი, ვინ გას­ცა ბრძა­ნე­ბა სამ­შვი­დო­ბო­ებ­თან საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე. რი­გი­თი სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უშუ­ა­ლო მე­თა­ურ­მა "ვერხნი გო­რო­დოკ­თან" მი­ახ­ლო­ე­ბი­სას უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ერთ-ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რუ­სე­ბის სამ­შვი­დო­ბო პოს­ტი­დან გვეს­ვრი­ან და რო­გორ მო­ვიქ­ცე­თო. რა პა­სუ­ხი მი­ი­ღეს იქი­დან, რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ უნდა იყოს.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, თქვე­ნი აზ­რით, რა იყო ცხინ­ვა­ლის ოპე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - ქა­ლა­ქის აღე­ბა, სა­ბო­ლოო იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნა?

- მარ­თა­ლი გი­თხრათ, მი­ზანს კარ­გად ახ­ლაც ვერ ვხვდე­ბი. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ერთ დიდ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში იყო პა­ტარ-პა­ტა­რა პრო­ვო­კა­ცი­ა­თა მთე­ლი წყე­ბა. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, ქარ­თულ მხა­რეს იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ორი­ვე მხა­რეს სჭირ­დე­ბო­და დიდი მსხვერ­პლი (მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში), რათა თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბი გა­ე­მარ­თლე­ბი­ნათ. ეს უკვე გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეა. ჩემი აზ­რით, გა­მო­ძი­ე­ბა სას­წრა­ფოდ უნდა და­ი­წყოს. უნდა გა­მო­ი­კი­თხონ ამ ბრძო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე მა­ღა­ლი ჩი­ნის ოფიც­რე­ბი, უპირ­ვე­ლე­სად გე­ნე­რა­ლი მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, ერთ-ერთი იყო, ვინც და­სა­ხულ ამო­ცა­ნას კარ­გად გა­არ­თვა თავი და ვი­საც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მსხვერ­პლი ჰყავ­და. ეს გა­მო­ძი­ე­ბა დღეს სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას იმის­თვის, რომ მა­ვანთ აღარ გა­უჩ­ნდეთ პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი აღარ შე­ე­წი­როს ქარ­თველ და უცხო­ელ პო­ლი­ტი­კოს­თა გა­ურ­კვე­ველ ავან­ტი­უ­რებს.

თა­მარ როს­ტი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

აგვისტოს ომის გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები

აგვისტოს ომის გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები

გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, რომელიც აგვისტოს ომის დღემდე გაუხმაურებელ და აკრძალულ დეტალებზე გვესაუბრება:

- 2008 წლის მაისში შეიქმნა სამშვიდობო ოპერაციების შტაბი, რომლის დისლოკაციის ადგილი თბილისი იყო. შტაბის ხელმძღვანელობა ჩაბარებული ჰქონდა გენერალ მამუკა ყურაშვილს. მასვე ებარა როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის სამშვიდობო ჯარების შტაბის ხელმძღვანელობა. 2008 წლის 1-ლი აგვისტოდან უკიდურესად დაიძაბა ვითარება. ცხინვალის მხრიდან გამუდმებით სროლები ისმოდა, 5 აგვისტოს ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა. ეს იყო პირველი პრეცედენტი ცხინვალის კონფლიქტის ზონაში. ამ სროლების დასარეგულირებლად პოლიტიკური ნება არ ჩანდა.

გოგა ხაინდრავას სახელმწიფო მინისტრობიდან გადაყენების შემდეგ მერაბ ანთაძე დაინიშნა, ანთაძის შემდეგ დავით ბაქრაძე და მან სამშვიდობო პროცესის სრული ტორპედირება მოახდინა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს იგნორირებას უკეთებდა და არ ხვდებოდა. ბაქრაძე ანთაძისა და ხაინდრავასგან განსხვავებით, ერთხელაც არ იყო ცხინვალში ნამყოფი. შემდეგმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა საერთოდ უარი განაცხადა შერეულ სამშვიდობო კომისიაზე, როგორც ფორმატზე. ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია, რადგან ეს ფორმატი (შსკ) ერთადერთი გარანტია გახლდათ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. რასაკვირველია, ეს არ იყო იდეალური ფორმატი, მაგრამ იმ დროისთვის მასზე უკეთესი არ არსებობდა.

აგვისტოში სიტუაცია ისე იყო მომწიფებული, რომ ომი პრაქტიკულად გარდაუვალი იყო. თუმცა, შსკ-ს ფორმატი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაძაბულობა შედარებით განმუხტულიყო. ამისთვის საჭირო იყო საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების დროზე შეკრება და კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტული რეაგირება.

- რა მდგომარეობა იყო ომის წინა დღეებში ხეობაში?

- ფაქტობრივად, ორ სამშვიდობო ბატალიონს (რუსულსა და ჩრდილოოსურს) რუსული მხარე აკონტროლებდა. რუსულ ბატალიონში იყო 560 სამხედრო მოსამსახურე, ჩრდილოოსურში - 560 და ქართულშიც ამდენივე. ქვეითთა ჯავშანტექნიკა, ე. წ. ბმპ, ქართულში - 13, ჩრდილოოსურსა და რუსულში კი 22-22 ჰყავდათ. საერთო ჯამში 44 ერთეული ჯავშანტექნიკა ომის დაწყებამდე მომართული იყო ქართული სოფლების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალმა ყურაშვილმა იცოდა რა შექმნილი მდგომარეობა, 2007 წლის ივლისში ჩამოაყალიბა გეგმა და გეგმაზე მიბმული სწავლება. სწავლების მიზანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა და უსაფრთხო რაიონში გადმოყვანა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყურაშვილს უკვე ჰქონდა რუკები და ადგილზე მიბმული სავარაუდო მოქმედებების სქემები, რასაც სამწუხაროდ, გენერალურ შტაბზე ვერ ვიტყვით.

- რა მოხდა 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით?

- ვფიქრობ, დიდი დანაშაული, რომლის სურათიც თანდათანობით იკვეთება და რომელსაც ახლა პირველად ვახმაურებ. ახლახან შევიტყვე გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომ გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, ცხინვალზე შეტევა დილის 5 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო და სამხედრო ნაწილებს მოქმედების დაწყების ვადა რატომღაც ოთხი საათით უკან, ღამის პირველ საათზე გადმოუწიეს. სწორედ ამან გამოიწვია მთელი გეგმების არევა და სრული დეზორგანიზაცია.

- ვინ გასცა ეს ბრძანება დროის გადმოწევის შესახებ?

- ამის თქმა მე არ შემიძლია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ იმ სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლისგანაც შევიტყვე ამის შესახებ, დასძინა, ეს რომ ადრე მეთქვა, მომკლავდნენო. ეს ბრძანება სამხედრო ნაწილებმა გენშტაბის უფროსის, ზაზა გოგავასგან მიიღეს. როგორც ჩანს, მან დავალება ზემდგომებისგან ტელეფონით მიიღო. ისე პარადოქსულია, რომ ხსენებულ ბრძანებებს გასცემდა უშიშროების საბჭო, რომლის შემადგენლობაში არ იყო გენშტაბის უფროსი გოგავა და სამაგიეროდ იყო ქალაქის მერი უგულავა!

- ბრძანება ვადის გადმოწევის შესახებ გოგავამ უგულავასგან მიიღო?

- ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, უგულავა იქ იყო კეზერაშვილთან ერთად. ვადის გადმოწევა გეგმის არევას ნიშნავდა, რაც ოპერაციის ჩავარდნის უტყუარი წინაპირობაა. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საომარი გეგმა უნდა დაშალო. შეტევა მართლაც დაიწყო ღამის პირველ საათზე და როგორც სამხედროები ამბობენ, ამ დროისთვის ყველა ტანკიც კი არ იყო გადმოტვირთული მატარებლიდან.

- როგორი იყო ცხინვალის დაკავების გეგმა?

- ქართულ ჯარს სამი კოლონის საშუალებით უნდა ემოძრავა. მარცხნიდან უნდა ყოფილიყო მე-4 ბრიგადა კალანდაძის მეთაურობით, მარჯვნიდან - მე-3 ბრიგადა კაპანაძის მეთაურობით, ცენტრალურ მიმართულებას კი ხელმძღვანელობდა გენერალი ყურაშვილი, რომელიც უშუალოდ ცხინვალში უნდა შესულიყო. როგორც ჩანს, მე-3 და მე-4 ბრიგადების ამოცანა გახლდათ ორივე ფლანგზე სოფლებისა და სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება, ასევე ორი სტრატეგიული - გერისა და ზარის გზების გადაკეტვა. ეს საშუალებას მისცემდა ცენტრალურ კოლონას, ცხინვალში შესულიყო, ქალაქი გაეწმინდა ბალა ბესტაევის ე. წ. "ოპოლჩენცებისგან" და თამარაშენის ბლოკპოსტამდე მისულიყო.

- მოახერხეს ქართულმა ნაწილებმა ამ გეგმის შესრულება?

- როგორ მოახერხებდნენ, როდესაც თავიდანვე გეგმა აირია. მოკლედ, ცენტრალური კოლონა შევიდა ქალაქში და რამდენიმე ჯგუფმა თამარაშენის ბლოკპოსტამდეც კი მიაღწია, მაგრამ ფლანგები ჩამორჩნენ. მე-3 ბრიგადის მხოლოდ 31-ე ბატალიონმა მოახერხა და დაიკავა სოფელი დმენისი, მე-4 ბრიგადა კი, იმის მაგივრად, რომ სიმაღლეები დაეკავებინა, რატომღაც ე.წ. "დუბოვაია როშჩაში" დასასვენებლად განლაგდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცამ შეგნებულად შეუცვალა ბრძანება ფლანგურ მე-3 და მე-4 ბრიგადებს, რათა დომინირებულ სიმაღლეებზე არ ასულიყვნენ და ცენტრალური კოლონა ხაფანგში აღმოჩენილიყო(!).

- კი მაგრამ, რატომ?

- საქმე ის არის, რომ როგორც ახლა ირკვევა, რუსების ძირითადი ნაწილები უკვე განლაგებული იყვნენ გუფთის მთაზე და ელოდებოდნენ, როდის დაიკავებდნენ ქართული სამხედრო ნაწილები ცხინვალს, რათა დაფიქსირებულიყო ქართველების ძალადობა ქალაქში, მშვიდობიანი მოსახლეობის შევიწროება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც. რუსებს უნდოდათ, მთელი მსოფლიოსთვის ენახვებინათ ფაქტობრივი მასალა ქართველების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისა. ალბათ, იყო მეორე მიზანიც - ქართული სამხედრო ნაწილების "ტომარაში" მოქცევა, მათი ქალაქშივე განადგურება, რაც მოიტანდა ქართველებისთვის სამაგალითო მსხვერპლს და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ცხინვალის დანგრევას და ესეც ქართველებს დაბრალდებოდათ (სხვათა შორის, ასეც მოხდა, ქართული მხარის მიერ "გრადის" გამოყენებამ რუსულ მხარეს ქართველების მიერ ქალაქის დანგრევის არგუმენტი მისცა).

- უცნაური ტერმინია, რას ნიშნავს სამაგალითო მსხვერპლი?

- ეს ნიშნავს დაღუპულთა დიდ რაოდენობას. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა ცენტრალურმა კოლონამ დროზე გამოაღწია ცხინვალიდან. თუმცა, მანამდე რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა ქართულ ნაწილებზე, მათ შორის "დუბოვაია როშჩაში" განლაგებულ მე-4 ბრიგადაზე. აგვისტოს ომში 177 დაღუპული სამხედრო მოსამსახურიდან 135-მდე სწორედ მე-4 ბრიგადაზე მოდის. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - რუსეთის მხარე მუდმივად აპელირებს 11 რუსი სამშვიდობოს დაღუპვის ფაქტით. ამ დროს სამშვიდობოები პირველად ქართველებს დაეღუპათ. გარდა ამისა, 11-ვე სამშვიდობო ცხინვალში განთავსებულ ე. წ. "ვერხნი გარადოკში" დაიღუპა. მანამდე კი, ქართული ჯარის ცენტრალურმა კოლონამ ისე გაიარა რუსი სამშვიდობოებით დაკომპლექტებული 5 საგუშაგო, რომ მათთან საბრძოლო შეხება არ ჰქონია. სწორედ "ვერხნი გოროდოკთან" იდგა ჩრდილოოსური სამშვიდობო ტანკი, რომელიც ქართულ მხარეს ესროდა. ამის შემდეგ მოხდა საბრძოლო შეტაკება, რის შემდეგაც დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები. ამ შემთხვევაშიც ბურუსით არის მოცული, ვინ გასცა ბრძანება სამშვიდობოებთან საბრძოლო მოქმედებების დაწყების თაობაზე. რიგითი სამხედროები ამბობენ, რომ უშუალო მეთაურმა "ვერხნი გოროდოკთან" მიახლოებისას უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ წარმომადგენელს შეატყობინა, რუსების სამშვიდობო პოსტიდან გვესვრიან და როგორ მოვიქცეთო. რა პასუხი მიიღეს იქიდან, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

- ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, რა იყო ცხინვალის ოპერაციის მთავარი მიზანი - ქალაქის აღება, საბოლოო იურისდიქციის აღდგენა?

- მართალი გითხრათ, მიზანს კარგად ახლაც ვერ ვხვდები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთ დიდ პროვოკაციაში იყო პატარ-პატარა პროვოკაციათა მთელი წყება. გარდა ამისა, ვფიქრობ, ქართულ მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოწინააღმდეგის ინტერესებს ემსახურებოდნენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ორივე მხარეს სჭირდებოდა დიდი მსხვერპლი (მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში), რათა თავიანთი მიზნები გაემართლებინათ. ეს უკვე გამოძიების საქმეა. ჩემი აზრით, გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. უნდა გამოიკითხონ ამ ბრძოლებში მონაწილე მაღალი ჩინის ოფიცრები, უპირველესად გენერალი მამუკა ყურაშვილი, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი იყო, ვინც დასახულ ამოცანას კარგად გაართვა თავი და ვისაც ყველაზე ნაკლები მსხვერპლი ჰყავდა. ეს გამოძიება დღეს სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ მავანთ აღარ გაუჩნდეთ პროვოკაციის მოწყობის სურვილი და საქართველოს ინტერესები აღარ შეეწიროს ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსთა გაურკვეველ ავანტიურებს.

თამარ როსტიაშვილი

"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა... მე დავამთავრე მაგათთან საუბარი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და საკუთარ გეგმებზე

"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის მიმდებარედ - სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან