პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები ჰოლივუდში
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები ჰოლივუდში

ჟურ­ნალ­მა "ფორბსმა" ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბი ქა­ლე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში სან­დრა ბა­ლო­კი მოხ­ვდა, რომ­ლის შე­მო­სა­ვალ­მა 2013 წლის ივ­ნი­სი­დან 2014 წლის ივ­ნი­სამ­დე 51 მი­ლი­ონ დო­ლარს მი­აღ­წია. ბა­ლოკს პირ­ველ ად­გილ­ზე მოხ­ვედ­რა­ში ფილ­მი "გრა­ვი­ტა­ცია" და­ეხ­მა­რა, რო­მე­ლიც 2013 წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ფილ­მი იყო და 7 "ოს­კა­რი" მო­ი­პო­ვა.

 

მე­ო­რე ად­გილ­ზე 23 წლის ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი მოხ­ვდა. პო­პუ­ლა­რულ­მა ფრენ­ჩა­ი­ზებ­მა - "იქს ადა­მი­ა­ნე­ბი" და "შიმ­ში­ლის თა­მა­შე­ბი", მას 35 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნეს. ლო­უ­რენ­სი აგ­რეთ­ვე 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ად­მი­ა­ნის სი­ა­ში მე­თორ­მე­ტე ად­გილს იკა­ვებს.

მე­სა­მე ად­გილ­ზე ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნია, რომ­ლის შე­მო­სა­ვალ­მაც 31 მი­ლი­ონ დო­ლარს მი­აღ­წია. ენის­ტო­ნი ბოლო წლებ­ში ძი­რი­თა­დად და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ფილ­მებ­ში თა­მა­შობ­და, მაგ­რამ მას კვლავ უხ­დი­ან სე­რი­ალ "მე­გობ­რე­ბის" ძვე­ლი სე­რი­ე­ბის ყო­ველ ეკ­რან­ზე გას­ვლი­სას ჰო­ნო­რარს და პლუს სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვა­ლი.

მას მოს­დევს გვი­ნეტ პელტროუ, რო­მე­ლიც რკი­ნის კა­ცის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ობი­ექ­ტის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს "რკი­ნის კაც­ში". (სხვა­თა შო­რის, რკი­ნის კა­ცის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი რო­ბერტ და­უ­ნი-უმ­ცრო­სი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცე­ბის რე­ი­ტინ­გში პირ­ველ ად­გილ­ზეა). ფილ­მე­ბი და სა­რეკ­ლა­მო კონ­ტრაქ­ტე­ბი "მაქს ფაქ­ტორ­თან" და "ჰუგო ბოს­თან" პელტრო­უს 19 მი­ლი­ო­ნი­ან შე­მო­სა­ვალს აძ­ლევს.

მე­ხუ­თე ად­გი­ლი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ და კა­მე­რონ დი­ას­მა გა­იყ­ვეს. მსა­ხი­ო­ბებ­მა 18-18 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვეს. მათ მოყ­ვე­ბა სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი 17 მი­ლი­ო­ნით, ემი ადამ­სი და ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი 13-13 მი­ლი­ო­ნით და კრის­ტენ სტუ­არ­ტი 12 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლე­ბი მა­ინც ნაკ­ლებ ფულს შო­უ­ლო­ბენ ჰო­ლი­ვუდ­ში, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი. ათი­ვე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად­მა ქალ­მა მსა­ხი­ობ­მა ჯამ­ში 226 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­აგ­რო­ვეს, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის სი­ა­ში მოხ­ვედ­რილ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბის ჯამი 419 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია forbes.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები ჰოლივუდში

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები ჰოლივუდში

ჟურნალმა "ფორბსმა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სია გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში სანდრა ბალოკი მოხვდა, რომლის შემოსავალმა 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე 51 მილიონ დოლარს მიაღწია. ბალოკს პირველ ადგილზე მოხვედრაში ფილმი ”გრავიტაცია” დაეხმარა, რომელიც 2013 წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო და 7 ”ოსკარი” მოიპოვა.

 

მეორე ადგილზე 23 წლის ჯენიფერ ლოურენსი მოხვდა. პოპულარულმა ფრენჩაიზებმა - ”იქს ადამიანები” და ”შიმშილის თამაშები”, მას 35 მილიონი დოლარი მოუტანეს. ლოურენსი აგრეთვე 100 ყველაზე გავლენიანი ადმიანის სიაში მეთორმეტე ადგილს იკავებს.

მესამე ადგილზე ჯენიფერ ენისტონია, რომლის შემოსავალმაც 31 მილიონ დოლარს მიაღწია. ენისტონი ბოლო წლებში ძირითადად დაბალბიუჯეტიან ფილმებში თამაშობდა, მაგრამ მას კვლავ უხდიან სერიალ ”მეგობრების” ძველი სერიების ყოველ ეკრანზე გასვლისას ჰონორარს და პლუს სარეკლამო შემოსავალი.

მას მოსდევს გვინეტ პელტროუ, რომელიც რკინის კაცის სასიყვარულო ობიექტის როლს განასახიერებს ”რკინის კაცში”. (სხვათა შორის, რკინის კაცის როლის შემსრულებელი რობერტ დაუნი-უმცროსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცების რეიტინგში პირველ ადგილზეა). ფილმები და სარეკლამო კონტრაქტები "მაქს ფაქტორთან" და "ჰუგო ბოსთან" პელტროუს 19 მილიონიან შემოსავალს აძლევს.

მეხუთე ადგილი ანჯელინა ჯოლიმ და კამერონ დიასმა გაიყვეს. მსახიობებმა 18-18 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. მათ მოყვება სკარლეტ იოჰანსონი 17 მილიონით, ემი ადამსი და ნატალი პორტმანი 13-13 მილიონით და კრისტენ სტუარტი 12 მილიონი დოლარით.

ამის მიუხედავად, ქალები მაინც ნაკლებ ფულს შოულობენ ჰოლივუდში, ვიდრე მამაკაცები. ათივე მაღალანაზღაურებადმა ქალმა მსახიობმა ჯამში 226 მილიონი დოლარი დააგროვეს, ხოლო მამაკაცების სიაში მოხვედრილთა ანაზღაურების ჯამი 419 მილიონი დოლარია.

მომზადებულია forbes.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება