მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწილები, რომლებიც კატასტროფით დასრულდა
ქორწილები, რომლებიც კატასტროფით დასრულდა

1. ქორ­წი­ლის სტუ­მარ­მა თავი მო­იკ­ლა რუ­სუ­ლი რუ­ლე­ტის თა­მა­ში­სას

 

2010 წელს რუ­სეთ­ში ქორ­წი­ლი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. ას­ტრა­ხან­ში გა­მარ­თულ სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბარ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად პის­ტო­ლე­ტი ამო­ი­ღო, შუბლთან მი­ი­დო და სას­ხლეტს თითი გა­მოკ­რა. პირ­ვე­ლად ია­რაღ­მა არ გა­ის­რო­ლა და თა­მა­ში გაგ­რძელ­და. მაგ­რამ შემ­დეგ ჯერ­ზე ტყვია მო­თა­მა­შეს შუბ­ლში მოხ­ვდა. ია­რა­ღის პატ­რო­ნი, 33 წლის ჩე­ჩე­ნი მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მჭი­დი ცა­რი­ე­ლი იყო და მას მხო­ლოდ ხალ­ხის გარ­თო­ბა სურ­და. ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ მისი ნათ­ქვა­მი თა­ვის დაძ­ვრე­ნად ჩათ­ვა­ლა და გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ტრა­გი­კულ ინ­ცი­დენტზე.

+18

2. ქორ­წი­ლის მი­ღე­ბა­ზე ხიდი ჩა­ინ­გრა და წყვი­ლი და 80 სტუ­მა­რი ტა­ლა­ხი­ან ტბა­ში ჩაც­ვივ­და

82 ადა­მი­ა­ნი ჩა­ვარ­და ტბა­ში მას შემ­დეგ, რაც ხის ხიდი მათ ფეხ­ქვეშ ჩა­ინ­გრა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და სე­რი­ო­ზუ­ლად. ტბა­ში ჩა­ვარ­დნილ ხალ­ხში პა­ტარ­ძლის ეტლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი 88 წლის ბე­ბი­აც აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ქორ­წი­ლი მა­ინც გაგ­რძელ­და. ეს ინ­ცი­დენ­ტი სამ­ხრეთ ამე­რი­კის კვა­ზუ­ლუს პრო­ვინ­ცი­ა­ში მოხ­და.

3. სი­ძემ სას­ტუმ­როს მი­სა­ღებ­ში ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა

ია­პო­ნი­ა­ში მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს სას­ტუმ­რო­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნის­თვის. 39 წლის ტა­ცუ­ჰი­კო კა­ვა­ტამ, რო­მელ­მაც ბოლო წუთს გა­და­ი­ფიქ­რა შე­უღ­ლე­ბა, გა­და­წყვი­ტა, რომ ცე­ცხლის გა­ჩე­ნით ქორ­წილს თავს აა­რი­დებ­და.

4. მეჯ­ვა­რემ ქორ­წილ­ში დი­ჯეი გა­ძარ­ცვა

2009 წელს ჰი­უს­ტონ­სი ნა­დია კლე­ის და ტე­რენს სი­მონ­სის ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რემ გა­და­წყვი­ტა, დი­ჯეი გა­ე­ქურ­და. "უცებ მო­ვი­და, ია­რა­ღი ამო­ი­ღო, ჰა­ერ­ში გა­ის­რო­ლა, ხელი მკრა, სა­ფუ­ლე ამო­მა­ცა­ლა და გა­იქ­ცა", - ყვე­ბა დი­ჯეი კენ­დრიკ შე­პარ­დი. პო­ლი­ცი­ამ გაქ­ცე­უ­ლი დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

5. ქორ­წი­ლი, სა­დაც ყვე­ლა დაშვდა

ჯერ წლის და ოთხი თვის ბავ­შვი გა­ლურ­ჯდა და პა­ტარ­ძლის წინ გული წა­უ­ვი­და. შემ­დეგ სი­ძის 76 წლის დედა და­ე­ცა უგო­ნოდ ფო­ტოს გა­და­ღე­ბის დროს. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მეჯ­ვა­რეს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. წყვი­ლის უმ­ცროს შვილს შუ­შის ვაზა და­ე­ცა, ხოლო მათ ქა­ლიშ­ვილს თავი გა­უ­ტყდა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­მა­ვალ­მა სი­ძემ კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი მან­ქა­ნა სა­ჯა­რი­მო ავ­ტო­სად­გომ­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ქორ­წი­ლის დღი­სა, პოლ კე­სი­დი და მისი მე­უღ­ლე ველ­მა ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ ერ­თად.

6. თა­ი­გუ­ლის სრო­ლი­სას თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და

ტრა­დი­ცი­უ­ლი პა­ტარ­ძლის თა­ი­გუ­ლის სრო­ლა იტა­ლი­ურ ქორ­წილ­ში ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. წყვილ­მა პა­ტა­რა თვითმფრი­ნა­ვი და­ი­ქი­რა­ვა, რომ თა­ი­გუ­ლი გა­დაფ­რე­ნი­სას გად­მო­ეგ­დოთ სტუმ­რე­ბის­თვის. რო­გორ­ღაც ყვა­ვი­ლე­ბი თვითმფრი­ნა­ვის ძრა­ვა­ში მოხ­ვდა, ძრავს ცე­ცხლი წა­ე­კი­და და აფეთ­ქდა. თვითმფრი­ნა­ვი კი ჰოს­ტელს და­ე­ჯა­ხა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია oddee.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ქორწილები, რომლებიც კატასტროფით დასრულდა

ქორწილები, რომლებიც კატასტროფით დასრულდა

1. ქორწილის სტუმარმა თავი მოიკლა რუსული რულეტის თამაშისას

 

2010 წელს რუსეთში ქორწილი ტრაგედიით დასრულდა. ასტრახანში გამართულ საქორწინო წვეულებაზე შეუღლებულების მეგობარმა მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო, შუბლთან მიიდო და სასხლეტს თითი გამოკრა. პირველად იარაღმა არ გაისროლა და თამაში გაგრძელდა. მაგრამ შემდეგ ჯერზე ტყვია მოთამაშეს შუბლში მოხვდა. იარაღის პატრონი, 33 წლის ჩეჩენი მამაკაცი ირწმუნება, რომ მჭიდი ცარიელი იყო და მას მხოლოდ ხალხის გართობა სურდა. ადგილობრივმა პოლიციამ მისი ნათქვამი თავის დაძვრენად ჩათვალა და გამოძიება დაიწყო ტრაგიკულ ინციდენტზე.

+18

2. ქორწილის მიღებაზე ხიდი ჩაინგრა და წყვილი და 80 სტუმარი ტალახიან ტბაში ჩაცვივდა

82 ადამიანი ჩავარდა ტბაში მას შემდეგ, რაც ხის ხიდი მათ ფეხქვეშ ჩაინგრა. საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი ადამიანი დაშავდა სერიოზულად. ტბაში ჩავარდნილ ხალხში პატარძლის ეტლს მიჯაჭვული 88 წლის ბებიაც აღმოჩნდა. თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ქორწილი მაინც გაგრძელდა. ეს ინციდენტი სამხრეთ ამერიკის კვაზულუს პროვინციაში მოხდა.

3. სიძემ სასტუმროს მისაღებში ხანძარი გააჩინა

იაპონიაში მამაკაცი დააკავეს სასტუმროში ხანძრის გაჩენისთვის. 39 წლის ტაცუჰიკო კავატამ, რომელმაც ბოლო წუთს გადაიფიქრა შეუღლება, გადაწყვიტა, რომ ცეცხლის გაჩენით ქორწილს თავს აარიდებდა.

4. მეჯვარემ ქორწილში დიჯეი გაძარცვა

2009 წელს ჰიუსტონსი ნადია კლეის და ტერენს სიმონსის ქორწილში მეჯვარემ გადაწყვიტა, დიჯეი გაექურდა. ”უცებ მოვიდა, იარაღი ამოიღო, ჰაერში გაისროლა, ხელი მკრა, საფულე ამომაცალა და გაიქცა”, - ყვება დიჯეი კენდრიკ შეპარდი. პოლიციამ გაქცეული დამნაშავის დაკავება ვერ მოახერხა.

5. ქორწილი, სადაც ყველა დაშვდა

ჯერ წლის და ოთხი თვის ბავშვი გალურჯდა და პატარძლის წინ გული წაუვიდა. შემდეგ სიძის 76 წლის დედა დაეცა უგონოდ ფოტოს გადაღების დროს. რამდენიმე წუთში მეჯვარეს შეატყობინეს, რომ მამა გარდაეცვალა. წყვილის უმცროს შვილს შუშის ვაზა დაეცა, ხოლო მათ ქალიშვილს თავი გაუტყდა. საავადმყოფოში მიმავალმა სიძემ კი აღმოაჩინა, რომ მისი მანქანა საჯარიმო ავტოსადგომში გადაუყვანიათ. მიუხედავად ასეთი კატასტროფული ქორწილის დღისა, პოლ კესიდი და მისი მეუღლე ველმა ბედნიერად ცხოვრობენ ერთად.

6. თაიგულის სროლისას თვითმფრინავი ჩამოვარდა

ტრადიციული პატარძლის თაიგულის სროლა იტალიურ ქორწილში ტრაგედიით დასრულდა. წყვილმა პატარა თვითმფრინავი დაიქირავა, რომ თაიგული გადაფრენისას გადმოეგდოთ სტუმრებისთვის. როგორღაც ყვავილები თვითმფრინავის ძრავაში მოხვდა, ძრავს ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა. თვითმფრინავი კი ჰოსტელს დაეჯახა.

მომზადებულია oddee.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"