მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრილიანტის ხელი” 45 წლისაა - საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
"ბრილიანტის ხელი” 45 წლისაა - საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

 

ფილმ "ბრი­ლი­ან­ტის ხელს" 45 წელი შე­უს­რულ­და, თუმ­ცა მისი პო­პუ­ლა­რო­ბა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, მისი ყუ­რე­ბა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი არ გამ­ხდა­რა. საბ­ჭო­თა კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ფილ­მი მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს, მას მხო­ლოდ "20-ე სა­უ­კუ­ნის მე­კობ­რე­ე­ბი" და "მოს­კოვს ცრემ­ლე­ბის არ სჯე­რა" უს­წრებს. წარ­მო­გიდ­გენთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს სა­კულ­ტო ფილ­მის შე­სა­ხებ.

სცე­ნა­რის პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი, სცე­ნა, რო­მელ­შიც გარ­ბუნ­კოვს ცოლი აღ­ვი­ძებს, სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. სი­მი­ონ სი­მი­ო­ნო­ვი­ჩი თავ­ზე და­ცე­მულ ნა­ხატს უნდა გა­ეღ­ვი­ძე­ბი­ნა. სპე­ცი­ა­ლუ­რად რბი­ლი ჩარ­ჩოც გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ ნა­ხა­ტი ვე­რაფ­რით სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ და­ე­ცა. სცე­ნა არ გა­მო­დი­ო­და. ამი­ტომ ნა­ხა­ტით გაღ­ვი­ძე­ბა მაღ­ვი­ძა­რას ხმით შეც­ვა­ლეს.

რო­დე­საც "ბრი­ლი­ან­ტის ხელი" ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და, რე­ჟი­სორ გა­ი­და­ის წე­რი­ლი მი­უ­ვი­და. მა­ყუ­რე­ბე­ლი აქებ­და გრე­ბენ­ში­კო­ვის თა­მაშს და წერ­და: "ზუს­ტად ასე­თი უნდა იყოს ნამ­დვი­ლი ცოლი!"

ეპი­ზო­დის გა­და­სა­ღე­ბად, რო­დე­საც გარ­ბუნ­კო­ვი მე­ტყვე­ლე­ბის უნარს კარ­გავს და­კუნ­თუ­ლი, ტა­ტუ­ია­ნი მა­მა­კა­ცის შეხ­ვედ­რი­სას, მთე­ლი 4 სა­ა­თი დას­ჭირ­დათ. გა­ი­და­იმ ტა­ტუ­ია­ნი მა­მა­კა­ცის როლ­ზე ჟურ­ნალ "აგა­ნი­ო­კის" თა­ნამ­შრო­მე­ლი, ლე­ო­ნიდ პლე­შა­კო­ვი მას შემ­დეგ და­ამ­ტკი­ცა, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა რე­ჟი­სორს თა­ვი­სი თმი­ა­ნი მკერ­დი უჩ­ვე­ნა.

ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ბევ­რი დუბ­ლის გა­და­ღე­ბა გახ­და სა­ჭი­რო სცე­ნის­თვის, რო­მელ­შიც პა­პა­ნო­ვი წყლი­დან ამო­დის. სი­ცი­ვის­გან გა­თო­ში­ლი მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და მო­რი­გი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი დუბ­ლის შემ­დეგ, წყლი­დან ამოხ­ტა და ასის­ტენტს და­უყ­ვი­რა: "იდი­ო­ტო!". ეს შემ­თხვე­ვით გა­და­ი­ღეს ოპე­რა­ტო­რებ­მა, შემ­დეგ კი გა­ი­და­იმ ფილმში გა­მო­ი­ყე­ნა.

სცე­ნა­ში, სა­დაც გარ­ბუნ­კო­ვის შვი­ლი მი­რო­ნო­ვის პერ­სო­ნაჟს ნა­ყინს ეს­ვრის, ნა­ყი­ნის ნაც­ვლად ხაჭო გა­მო­ი­ყე­ნეს, რად­გან ის უკეთ ეკ­რო­ბო­და სა­ხეს. ნა­ყინს არა ბავ­შვი, არა­მედ რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი ეს­ვრის მი­რო­ნოვს, რად­გან კულ­ტუ­რუ­ლად აღ­ზრდილ საბ­ჭო­თა ბავ­შვს არ ყოფ­ნი­და გამ­ბე­და­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ეს­რო­ლა ხაჭო ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის.

სცე­ნა, რო­მელ­შიც მი­რო­ნო­ვი პან­ჩურს ურტყამს წყალ­ში მი­მა­ვალ ბიჭს, დიდი ხანი არ გა­მო­დი­ო­და. ბიჭი იქამ­დე ვარ­დე­ბო­და, სა­ნამ მი­რო­ნო­ვი ფე­ხის მოქ­ნე­ვას მო­ას­წრებ­და. იგ­რძნო­ბო­და, რომ მსა­ხი­ო­ბი ელო­და დარ­ტყმას. მერ­ვე დუბ­ლზე გა­ი­და­იმ გა­ნა­ცხა­და: "მორ­ჩა, შემ­დეგ დუბ­ლზე ან­დრეი აღარ და­არ­ტყამს ბიჭს, უბ­რა­ლოდ ჩა­უვ­ლის გვერ­დით" მი­რო­ნოვს კი ჩუ­მად უთხრა: "ამო­არ­ტყი და უფრო ძლი­ე­რა­დაც". ბიჭი წყნა­რად და­ი­ხა­რა და პან­ჩუ­რიც მი­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც წყალ­ში ჩა­ვარ­და და და­იყ­ვი­რა - "რას შვე­ბით ბი­ძია ან­დრეი?!". სცე­ნა ფილმში შე­ი­ტა­ნეს, ხოლო ხმა ამოჭ­რეს.

ფილმში ნახ­სე­ნე­ბი ვა­ლო­დია ტრი­კი­ნი, რო­მელ­ზეც ნი­კუ­ლინს რეს­ტო­რან­ში ეუბ­ნე­ბი­ან, ულ­ვა­ში რომ მო­უშ­ვა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი ვა­ლო­დია ხარო, რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, ლე­ო­ნიდ გა­ი­და­ის კლა­სე­ლი.

ავ­ტო­სამ­რე­ცხაო, სა­დაც გარ­ბუნ­კოვს გოშა და ლო­ლი­კი მო­იმ­წყვდე­ვენ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ფილ­მის­თვის აა­შე­ნეს სო­ჭის ცენ­ტრში, გა­და­ღე­ბის შემ­დეგ კი და­ან­გრი­ეს.

ფილ­მის და­სას­რულს, რო­დე­საც სი­მი­ონ სი­მი­ო­ნო­ვიჩს ასა­ზი­დი კა­უ­ჭი კე­ფა­ში ხვდე­ბა, შემ­თხვე­ვი­თო­ბა იყო. იური ნი­კუ­ლინ­მა მარ­თლა მი­ი­ღო მტკივ­ნე­უ­ლი დარ­ტყმა, მაგ­რამ მო­ით­მი­ნა და ბო­ლომ­დე გა­და­ი­ღო სცე­ნა.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ბრილიანტის ხელი” 45 წლისაა - საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

"ბრილიანტის ხელი” 45 წლისაა - საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

 

ფილმ ”ბრილიანტის ხელს” 45 წელი შეუსრულდა, თუმცა მისი პოპულარობა არ შემცირებულა, მისი ყურება მოსაბეზრებელი არ გამხდარა. საბჭოთა კინოგაქირავებაში ფილმი მესამე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ ”20-ე საუკუნის მეკობრეები” და ”მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” უსწრებს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს საკულტო ფილმის შესახებ.

სცენარის პირველი ვარიანტი, სცენა, რომელშიც გარბუნკოვს ცოლი აღვიძებს, სხვანაირად გამოიყურებოდა. სიმიონ სიმიონოვიჩი თავზე დაცემულ ნახატს უნდა გაეღვიძებინა. სპეციალურად რბილი ჩარჩოც გაუკეთეს, მაგრამ ნახატი ვერაფრით სწორი მიმართულებით ვერ დაეცა. სცენა არ გამოდიოდა. ამიტომ ნახატით გაღვიძება მაღვიძარას ხმით შეცვალეს.

როდესაც ”ბრილიანტის ხელი” ეკრანებზე გამოვიდა, რეჟისორ გაიდაის წერილი მიუვიდა. მაყურებელი აქებდა გრებენშიკოვის თამაშს და წერდა: ”ზუსტად ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ცოლი!”

ეპიზოდის გადასაღებად, როდესაც გარბუნკოვი მეტყველების უნარს კარგავს დაკუნთული, ტატუიანი მამაკაცის შეხვედრისას, მთელი 4 საათი დასჭირდათ. გაიდაიმ ტატუიანი მამაკაცის როლზე ჟურნალ ”აგანიოკის” თანამშრომელი, ლეონიდ პლეშაკოვი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ამ უკანასკნელმა რეჟისორს თავისი თმიანი მკერდი უჩვენა.

ტექნიკური პრობლემების გამო, ბევრი დუბლის გადაღება გახდა საჭირო სცენისთვის, რომელშიც პაპანოვი წყლიდან ამოდის. სიცივისგან გათოშილი მსახიობი ძალიან იყო გაბრაზებული და მორიგი წარუმატებელი დუბლის შემდეგ, წყლიდან ამოხტა და ასისტენტს დაუყვირა: ”იდიოტო!”. ეს შემთხვევით გადაიღეს ოპერატორებმა, შემდეგ კი გაიდაიმ ფილმში გამოიყენა.

სცენაში, სადაც გარბუნკოვის შვილი მირონოვის პერსონაჟს ნაყინს ესვრის, ნაყინის ნაცვლად ხაჭო გამოიყენეს, რადგან ის უკეთ ეკრობოდა სახეს. ნაყინს არა ბავშვი, არამედ რეჟისორის ასისტენტი ესვრის მირონოვს, რადგან კულტურულად აღზრდილ საბჭოთა ბავშვს არ ყოფნიდა გამბედაობა ბუნებრივად ესროლა ხაჭო ცნობილი მსახიობისთვის.

სცენა, რომელშიც მირონოვი პანჩურს ურტყამს წყალში მიმავალ ბიჭს, დიდი ხანი არ გამოდიოდა. ბიჭი იქამდე ვარდებოდა, სანამ მირონოვი ფეხის მოქნევას მოასწრებდა. იგრძნობოდა, რომ მსახიობი ელოდა დარტყმას. მერვე დუბლზე გაიდაიმ განაცხადა: ”მორჩა, შემდეგ დუბლზე ანდრეი აღარ დაარტყამს ბიჭს, უბრალოდ ჩაუვლის გვერდით” მირონოვს კი ჩუმად უთხრა: ”ამოარტყი და უფრო ძლიერადაც”. ბიჭი წყნარად დაიხარა და პანჩურიც მიიღო, რის შედეგადაც წყალში ჩავარდა და დაიყვირა - ”რას შვებით ბიძია ანდრეი?!”. სცენა ფილმში შეიტანეს, ხოლო ხმა ამოჭრეს.

ფილმში ნახსენები ვალოდია ტრიკინი, რომელზეც ნიკულინს რესტორანში ეუბნებიან, ულვაში რომ მოუშვა ზედგამოჭრილი ვალოდია ხარო, რეალური ადამიანია, ლეონიდ გაიდაის კლასელი.

ავტოსამრეცხაო, სადაც გარბუნკოვს გოშა და ლოლიკი მოიმწყვდევენ, სპეციალურად ფილმისთვის ააშენეს სოჭის ცენტრში, გადაღების შემდეგ კი დაანგრიეს.

ფილმის დასასრულს, როდესაც სიმიონ სიმიონოვიჩს ასაზიდი კაუჭი კეფაში ხვდება, შემთხვევითობა იყო. იური ნიკულინმა მართლა მიიღო მტკივნეული დარტყმა, მაგრამ მოითმინა და ბოლომდე გადაიღო სცენა.

 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება