პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის ვაჟის მკვლელობაში ბრალდებული გერმანელი ოფიცერი გაათავისუფლეს
სტალინის ვაჟის მკვლელობაში ბრალდებული გერმანელი ოფიცერი გაათავისუფლეს

 

რუ­სეთ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ორ­გა­ნომ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. კვი­რას მათ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის უკა­ნას­კნე­ლი გერ­მა­ნე­ლი პა­ტი­მა­რი. 84 წლის რე­ი­ნარდ კუნ­ცე მხო­ლოდ 14 წლის იყო, რო­დე­საც საბ­ჭო­თა არ­მი­ამ და­ა­კა­ვა. მან 69 წელი სხვა­დას­ხვა ბა­ნა­კებ­ში და სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში გა­ა­ტა­რა. სერ­გეი ლავ­რო­ვის თქმით, მოს­კო­ვის მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, გვერ­დით გა­და­ე­დო სა­კუ­თა­რი სი­ა­მა­ყე და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი სულ­გრძე­ლო­ბა და კე­თი­ლი ნება.

1943 წელს ჰიტ­ლერ იუ­გენ­დის მიერ ომში გაწ­ვე­ულ 12 წლის კუნ­ცეს ბრა­ლი ედე­ბო­და იო­სებ სტა­ლი­ნის შვი­ლის ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ში. დიქ­ტა­ტო­რის შვი­ლი სტა­ლინ­გრად­თან ბრძო­ლი­სას და­ა­პა­ტიმ­რეს და მოკ­ლეს მას შემ­დეგ, რაც მა­მამ გერ­მა­ნელ მარ­შალ­ზე, ფრედ­რიხ ვონ პა­უ­ლუს­ზე მის გაც­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. რუ­სე­თის ლი­დერ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რომ სიკ­ვდი­ლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მისი შვი­ლის მკვლე­ლი.

კვი­რა დღემ­დე რუ­სე­თის მთავ­რო­ბა ას­რუ­ლებ­და სტა­ლი­ნის და­ტო­ვე­ბულ ბრძა­ნე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ბრძა­ნე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბით, ლე­გი­ტი­მა­ცია არ გა­აჩ­ნდა. რო­გორც ჩანს, რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ აზრი შე­იც­ვა­ლა გერ­მა­ნი­ას­თან და­ძა­ბუ­ლო­ბის ჩა­სახ­შო­ბად, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო შე­იქ­მნა. თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამ ფაქტს რუ­სე­თის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი არ მოყ­ვე­ბა, რად­გან მათ აღი­ა­რეს, რომ 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ყავ­დათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც და­პა­ტიმ­რე­ბი­სას მხო­ლოდ 14 წლის იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

სტალინის ვაჟის მკვლელობაში ბრალდებული გერმანელი ოფიცერი გაათავისუფლეს

სტალინის ვაჟის მკვლელობაში ბრალდებული გერმანელი ოფიცერი გაათავისუფლეს

 

რუსეთში სასჯელაღსრულების ორგანომ გააკეთა განცხადება, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. კვირას მათ პატიმრობიდან გაათავისუფლეს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი გერმანელი პატიმარი. 84 წლის რეინარდ კუნცე მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც საბჭოთა არმიამ დააკავა. მან 69 წელი სხვადასხვა ბანაკებში და საპატიმროებში გაატარა. სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვის მთავრობამ გადაწყვიტა, გვერდით გადაედო საკუთარი სიამაყე და ეჩვენებინა საკუთარი სულგრძელობა და კეთილი ნება.

1943 წელს ჰიტლერ იუგენდის მიერ ომში გაწვეულ 12 წლის კუნცეს ბრალი ედებოდა იოსებ სტალინის შვილის იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილით დასჯაში. დიქტატორის შვილი სტალინგრადთან ბრძოლისას დააპატიმრეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც მამამ გერმანელ მარშალზე, ფრედრიხ ვონ პაულუსზე მის გაცვლაზე უარი განაცხადა. რუსეთის ლიდერმა ბრძანება გასცა, რომ სიკვდილამდე პატიმრობაში დარჩენილიყო მისი შვილის მკვლელი.

კვირა დღემდე რუსეთის მთავრობა ასრულებდა სტალინის დატოვებულ ბრძანებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძანებას თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტებით, ლეგიტიმაცია არ გააჩნდა. როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობამ აზრი შეიცვალა გერმანიასთან დაძაბულობის ჩასახშობად, რომელიც უკრაინასთან არსებული კონფლიქტის გამო შეიქმნა. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ფაქტს რუსეთისთვის სასურველი შედეგი არ მოყვება, რადგან მათ აღიარეს, რომ 70 წლის განმავლობაში უკანონოდ ყავდათ დატყვევებული გერმანიის მოქალაქე, რომელიც დაპატიმრებისას მხოლოდ 14 წლის იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა