სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციიდან გამოასვენეს
ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციიდან გამოასვენეს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს. გა­მოს­ვე­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ეს­წრე­ბი­ან. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ცხე­დარს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. გა­დას­ვე­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ. რო­გორც შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უზარ­მა­ზა­რი ად­გი­ლი უჭი­რავს.

"იგი შე­ე­ცა­და, ამ ქვეყ­ნის­თვის შე­ე­ძი­ნა ფუნ­ქცია", - გა­ნა­ცხა­და კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კო­სი იყო.

ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, ვაჟა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ თა­ვი­სი კვა­ლი და­აჩ­ნია მსოფ­ლიო პრო­ცე­სებს.

"მან სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ვაჟა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ცხე­და­რი 13 ივ­ლი­სამ­დე იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბუ­ლი. შე­ვარ­დნა­ძეს 13 ივ­ლისს მე­უღ­ლის გვერ­დით, კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბი გეგ­მა­ვენ ჩა­მოს­ვლას. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­სას­წრე­ბად თბი­ლისს ეწ­ვე­ვი­ან: აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოქ­ტაი ასა­დო­ვი; სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­ლუსტ სა­ჰა­კი­ა­ნი; ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის იუს­ტი­ცი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მი­ნის­ტრი ვოლ­ფგან ბრან­დშთე­თე­რი; ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ტა­კაო მა­კი­ნო. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯე­იმს ბე­ი­კე­რი; გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ვიცე-კან­ცლე­რი, ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რი და მისი მე­უღ­ლე ბარ­ბა­რა გენ­შე­რი; ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ­ნოლდ რუ­ტე­ლი; ყირ­გი­ზე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი როზა ოტუმ­ბა­ე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 7 ივ­ლისს, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციიდან გამოასვენეს

ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციიდან გამოასვენეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციიდან გამოასვენეს. გამოსვენების ცერემონიას ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრები, ახლობლები, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები ესწრებიან. ყოფილი პრეზიდენტის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. გადასვენების ცერემონიის მიმდინარეობას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იხსენებენ. როგორც შს ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს ისტორიაში უზარმაზარი ადგილი უჭირავს.

"იგი შეეცადა, ამ ქვეყნისთვის შეეძინა ფუნქცია", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. მისივე განმარტებით, ედუარდ შევარდნაძე მაღალი ავტორიტეტის პოლიტიკოსი იყო.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ვაჟა ლორთქიფანიძის განცხადებით კი, ედუარდ შევარდნაძემ თავისი კვალი დააჩნია მსოფლიო პროცესებს.

"მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიას და დამოუკიდებლობას", - განაცხადა ვაჟა ლორთქიფანიძემ.

სამების საკათედრო ტაძარში ექსპრეზიდენტის ცხედარი 13 ივლისამდე იქნება დასვენებული. შევარდნაძეს 13 ივლისს მეუღლის გვერდით, კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალავენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები გეგმავენ ჩამოსვლას. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი; იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი; გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს-დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა