ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ყოფილ ხელისუფლებას "ცოდვებს" უხსენებს.
"მახსოვს!!!!
1. პირდაპირ ეთერში დაჭერილი მინისტრების სახეები...
2. რუსთაველზე ღორებივით დაყრილი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები
3. უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამომჯდარი და შემდეგ შენობაში გამომწყვდეული პროფესორ - მასწავლებლები...
4 ზურას მკვლელობით გამოწვეული ტკივილი.
5. ირიმა ენუქიძის ბრძოლა ჩვენი შვილების გადასარჩენად.
6. რუსთაველზე მძინარე მომიტინგეების დარბევის კადრები.
7. 7 ნოემბერს მოწამლული ჩემი შვილის გადამრჩენელი კაცის ხმა....
8. აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან დარბეული ომის ვეტერანები.
9. სამების ტაძარის საკურთხეველში შევარდნილი უგულავას მუქარა.
10. 26 მაისი... მეუფე იაკობის ხელით გადარჩენილი თავგატეხილი ბექა და სამმართველოდან 48 საათის შემდეგ დაბრუნებული რეზიკოს შეშლილი თვალები.
11. ციხის კადრებით გამოწვეული სიძულვილი.
........ ყველაფერი მახსოვს!!!!!!!!!!!!
სიამოვნებით დავივიწყებდი, მაგრამ...........", - წერს ხოფერია.