სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტა ხანში გმირთა მოედანზე კოლაფსი მოხდება და თბილისი ჩაკვდება!"
"ცოტა ხანში გმირთა მოედანზე კოლაფსი მოხდება და თბილისი ჩაკვდება!"

"გმირ­თა მო­ე­დან­ზე კო­ლაფ­სი მოხ­დე­ბა და თბი­ლი­სი ჩაკ­ვდე­ბა!", - სტა­ტი­ას ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გა­ზე­თი "ვერ­სია" აქ­ვეყ­ნებს. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი იმ დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბი­სას იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი.

რო­გორც რეს­პო­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი კონ­სტან­ტი­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მშე­ნებ­ლო­ბი­სას არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი­სა და საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ცა და პრე­ზი­დენ­ტიც არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლეს, თუმ­ცა მათ არა­ვინ და­უ­ჯე­რა. ექ­სპერტთა მო­საზ­რე­ბე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბის გამო კი დღეს შე­იძ­ლე­ბა ისეთ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვი­დეთ, რო­გო­რიც ეს­ტა­კა­დი­სა და მის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძე­ბის კო­ლაფ­სი და ჩამ­კვდა­რი თბი­ლი­სია:

"მო­ედ­ნის ის ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო, მოძ­რა­ო­ბას მარ­თლაც გან­ტვირ­თავ­და. 70-იანი წლე­ბის ის ძვე­ლი პრო­ექ­ტი რომ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, 30-40 წელი იმუ­შა­ვებ­და, თუმ­ცა მას მერე – ტრან­სპორ­ტის რა­ო­დე­ნო­ბამ 3-ჯერ იმა­ტა, მო­ედ­ნის რე­კონ­სტრუქ­ცია კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთ პი­არსვლად იქცა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, დღემ­დე უც­ნო­ბია, ვინ გა­ა­კე­თა ეს­კი­ზუ­რი პრო­ექ­ტი და ვინ მი­ი­ღო პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ეს პრო­ექ­ტი არა­ლე­გა­ლუ­რად და მრა­ვა­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნის დარ­ღვე­ვით შეს­რულ­და. ტექ­ნი­კურ ნორ­მა­ტი­ვე­ბი და დაპ­რო­ექ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მო­ი­თხოვ­და, და­ცუ­ლი­ყო შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბი:

1. პრო­ექ­ტი კონ­კურ­სის წე­სით არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. ჭო­რის დო­ნე­ზე ვი­ცით, რომ იგი ვი­ღაც გერ­მა­ნელ­მა ექ­სპერ­ტმა ნა­უც­ბა­თე­ვად გა­ა­კე­თა; 2. დე­ტა­ლუ­რად უნდა შეს­წავ­ლი­ლი­ყო, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­დე­ნი ნა­კა­დი მოძ­რა­ობს პი­კის სა­ა­თებ­ში, სულ ცოტა, 15-წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ზე გათ­ვლით. ნა­კა­დე­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა არ მომ­ხდა­რა; 3. როცა ასეთ სატ­რან­სპორ­ტო კვანძს აშე­ნებ, მიმ­დე­ბა­რე კვან­ძე­ბის ვი­თა­რე­ბაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. ესეც არ გა­კე­თე­ბუ­ლა; 4. ქვე­ყა­ნა­ში მოძ­რა­ო­ბის ე.წ. მარ­ჯვე­ნა მოხ­ვე­ვა გვაქვს, რაც მძღოლს ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე უნდა შე­ეძ­ლოს. ეს წესი იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია და შექ­მნი­ლია ხა­ფან­გე­ბი - ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მარ­ჯვნივ მოხ­ვე­ვის­თვის, მარ­ცხე­ნა მხა­რეს უნდა გა­და­ე­წყოს. ეს საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თოა და ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბას ზრდის; 5. ეს­ტა­კა­და­ზე, მი­ნი­მუმ 2 მან­ქა­ნის სამ­ყო­ფი გზა მა­ინც უნდა იყოს. თუ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არაა, კლა­სი­კუ­რი ორ­ზო­ლი­ა­ნი მოძ­რა­ო­ბა გა­კეთ­დეს, მა­შინ გზა ისე მა­ინც უნდა გა­ფარ­თოვ­დეს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორმა მსუ­ბუქ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა გა­ი­ა­როს; 6. კვანძზე ტრან­სპორ­ტის შემ­ხვედ­რი ნა­კა­დე­ბი ერ­თმა­ნეთს არ­სად უნდა კვეთ­დეს. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, გა­დაკ­ვე­თის 10-მდე წერ­ტი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი და სწო­რედ ეს იწ­ვევს სა­ცო­ბებს", - ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას კონ­სტან­ტი­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ის სა­უბ­რობს, თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს გმირ­თა მო­ედ­ნის გა­ჩე­რე­ბას.

"გმირ­თა მო­ედ­ნის გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლაქ­ში უზარ­მა­ზა­რი სა­ცო­ბი იქ­ნე­ბა, რომ­ლის გა­წო­ვა­საც სა­ა­თე­ბი დას­ჭირ­დე­ბა და თბი­ლი­სი ჩაკ­ვდე­ბა. მივ­მარ­თავთ ახალ მერს - უნდა შე­მუ­შავ­დეს სქე­მე­ბი და ეს "ავ­გი­ას თავ­ლე­ბი" გა­იწ­მინ­დოს! ადრე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­წყი­სებ­ზე სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოც არ­სე­ბობ­და, რომ­ლის წევ­რი მეც გახ­ლდით, მაგ­რამ იგი გა­უქ­მდა. მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია უნდა აღ­დგეს, სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე იმ­სჯე­ლოს და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­ა­წო­დოს. ჩემს მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რე­ბენ ექ­სპერ­ტი მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­გში, ვა­სილ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე უჩა სტუ­რუა, შეგ­ვიძ­ლია, მო­ვიწ­ვი­ოთ ქა­ლა­ქის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი დე­მურ კვი­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. მოკ­ლედ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო­უ­ლად თუ არ შე­ის­მი­ნა ჩვე­ნი თხოვ­ნა, ცოტა ხან­ში დე­და­ქა­ლაქ­ში სატ­რან­სპორ­ტო კო­ლაფ­სი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა!".

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ცოტა ხანში გმირთა მოედანზე კოლაფსი მოხდება და თბილისი ჩაკვდება!"

"ცოტა ხანში გმირთა მოედანზე კოლაფსი მოხდება და თბილისი ჩაკვდება!"

"გმირთა მოედანზე კოლაფსი მოხდება და თბილისი ჩაკვდება!", - სტატიას ამ სახელწოდებით გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს. სტატიის ავტორი იმ დარღვევების შესახებ წერს, რომელიც ესტაკადის მშენებლობისას იქნა დაშვებული.

როგორც რესპოდენტი, პროფესორი კონსტანტინე მჭედლიშვილი ამბობს, მშენებლობისას არსებული დარღვევებისა და საფრთხეების შესახებ თბილისის მერიაცა და პრეზიდენტიც არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მათ არავინ დაუჯერა. ექსპერტთა მოსაზრებების იგნორირების გამო კი დღეს შეიძლება ისეთ სავალალო შედეგებამდე მივიდეთ, როგორიც ესტაკადისა და მის ირგვლივ არსებული სატრანსპორტო კვანძების კოლაფსი და ჩამკვდარი თბილისია:

"მოედნის ის ვარიანტი, რომელიც ჩაფიქრებული იყო, მოძრაობას მართლაც განტვირთავდა. 70-იანი წლების ის ძველი პროექტი რომ გაკეთებულიყო, 30-40 წელი იმუშავებდა, თუმცა მას მერე – ტრანსპორტის რაოდენობამ 3-ჯერ იმატა, მოედნის რეკონსტრუქცია კი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ პიარსვლად იქცა. ოფიციალურად, დღემდე უცნობია, ვინ გააკეთა ესკიზური პროექტი და ვინ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები. ეს პროექტი არალეგალურად და მრავალი სავალდებულო მოთხოვნის დარღვევით შესრულდა. ტექნიკურ ნორმატივები და დაპროექტების ტექნოლოგიები მოითხოვდა, დაცულიყო შემდეგი პირობები:

1. პროექტი კონკურსის წესით არ შესრულებულა. ჭორის დონეზე ვიცით, რომ იგი ვიღაც გერმანელმა ექსპერტმა ნაუცბათევად გააკეთა; 2. დეტალურად უნდა შესწავლილიყო, რა მიმართულებით, რამდენი ნაკადი მოძრაობს პიკის საათებში, სულ ცოტა, 15-წლიან პერსპექტივაზე გათვლით. ნაკადების დეტალური შესწავლა არ მომხდარა; 3. როცა ასეთ სატრანსპორტო კვანძს აშენებ, მიმდებარე კვანძების ვითარებაც უნდა გაითვალისწინო. ესეც არ გაკეთებულა; 4. ქვეყანაში მოძრაობის ე.წ. მარჯვენა მოხვევა გვაქვს, რაც მძღოლს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა შეეძლოს. ეს წესი იგნორირებულია და შექმნილია ხაფანგები - ყველა მიმართულებით, მარჯვნივ მოხვევისთვის, მარცხენა მხარეს უნდა გადაეწყოს. ეს საკმაოდ სახიფათოა და ავარიული სიტუაციის ალბათობას ზრდის; 5. ესტაკადაზე, მინიმუმ 2 მანქანის სამყოფი გზა მაინც უნდა იყოს. თუ იმის საშუალება არაა, კლასიკური ორზოლიანი მოძრაობა გაკეთდეს, მაშინ გზა ისე მაინც უნდა გაფართოვდეს, საჭიროების შემთხვევაში ორმა მსუბუქმა ავტომობილმა გაიაროს; 6. კვანძზე ტრანსპორტის შემხვედრი ნაკადები ერთმანეთს არსად უნდა კვეთდეს. ჩვენ შემთხვევაში, გადაკვეთის 10-მდე წერტილია დარჩენილი და სწორედ ეს იწვევს საცობებს", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას კონსტანტინე მჭედლიშვილი.

ამავე ინტერვიუში ის საუბრობს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გმირთა მოედნის გაჩერებას.

"გმირთა მოედნის გაჩერების შემთხვევაში, ქალაქში უზარმაზარი საცობი იქნება, რომლის გაწოვასაც საათები დასჭირდება და თბილისი ჩაკვდება. მივმართავთ ახალ მერს - უნდა შემუშავდეს სქემები და ეს "ავგიას თავლები" გაიწმინდოს! ადრე საზოგადოებრივ საწყისებზე საკონსულტაციო საბჭოც არსებობდა, რომლის წევრი მეც გახლდით, მაგრამ იგი გაუქმდა. მსგავსი ორგანიზაცია უნდა აღდგეს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელოს და რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს მიაწოდოს. ჩემს მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტი მოძრაობის უსაფრთხოების დარგში, ვასილ რჩეულიშვილი, ასევე უჩა სტურუა, შეგვიძლია, მოვიწვიოთ ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელი დემურ კვირიკაშვილი, რომელიც პროფესიონალია. მოკლედ, ხელისუფლებამ დროულად თუ არ შეისმინა ჩვენი თხოვნა, ცოტა ხანში დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალი იქნება!".

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?