სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავას ადვოკატის კომენტარი ყოფილი მერის დაკავების მიზეზებზე
უგულავას ადვოკატის კომენტარი ყოფილი მერის დაკავების მიზეზებზე

გიგი უგუ­ლა­ვას ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის და­კა­ვე­ბის ოქ­მში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ უგუ­ლა­ვა და­ა­კა­ვეს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე უგუ­ლა­ვას ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რის­თვის ამ დრო­ის­თვის კონ­კრე­ტუ­ლად უც­ნო­ბია თუ რა საქ­მე­ზე მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა და რის გამო და­ა­კა­ვეს უგუ­ლა­ვა.

გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რი ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თია, გიგი უგუ­ლა­ვას­თან არის შე­სუ­ლი. ად­ვო­კა­ტის თქმით, უგუ­ლა­ვა მა­ნამ­დე ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში ჰყავ­დათ, თუმ­ცა მას იქ შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

"და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თი ვი­ყა­ვით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან, ვი­ცო­დით, რომ უგუ­ლა­ვა იქ ჰყავ­დათ, მაგ­რამ შიგ­ნით შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცეს. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი არ პა­სუ­ხობ­დნენ ტე­ლე­ფონს და არ მაძ­ლევ­დნენ კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, შემ­დეგ კი მი­თხრეს, რომ უგუ­ლა­ვა მო­დულ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქ მო­მე­ცე­მო­და მას­თან შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა დღეს დი­ლით თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, კი­ევ­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზად უკა­ნო­ნო თან­ხე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა სა­ხელ­დე­ბა. ამ­ჟა­მად უგუ­ლა­ვა ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ამას­თან, გიგი უგუ­ლა­ვა 4 ივ­ლისს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

უგულავას ადვოკატის კომენტარი ყოფილი მერის დაკავების მიზეზებზე

უგულავას ადვოკატის კომენტარი ყოფილი მერის დაკავების მიზეზებზე

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ უგულავა დააკავეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გადაუდებელი აუცილებლობით.

როგორც ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა, დაცვის მხარისთვის ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია თუ რა საქმეზე მიდის გამოძიება და რის გამო დააკავეს უგულავა.

გიორგი გელხაური ე.წ. მოდულის შენობაში დაახლოებით 40 წუთია, გიგი უგულავასთან არის შესული. ადვოკატის თქმით, უგულავა მანამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჰყავდათ, თუმცა მას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს.

"დაახლოებით 2 საათი ვიყავით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, ვიცოდით, რომ უგულავა იქ ჰყავდათ, მაგრამ შიგნით შესვლის საშუალება არ მომცეს. გამომძიებლები არ პასუხობდნენ ტელეფონს და არ მაძლევდნენ კონკრეტულ ინფორმაციას. ეს არის კანონდარღვევა, შემდეგ კი მითხრეს, რომ უგულავა მოდულში გადაიყვანეს და იქ მომეცემოდა მასთან შესვლის საშუალება", - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო თანხების ლეგალიზება სახელდება. ამჟამად უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

ამასთან, გიგი უგულავა 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იყო დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ