პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითი ნინა ბებო, რომელმაც ათობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნა - "რომ მოვკვდები, თითომ თითო სანთელი რომ დამინთოს, ეგეც მეყოფა"
თაღლითი ნინა ბებო, რომელმაც ათობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნა - "რომ მოვკვდები, თითომ თითო სანთელი რომ დამინთოს, ეგეც მეყოფა"

ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში ნინა მა­მუ­ჩიშ­ვილს ყვე­ლა იც­ნობს. ვინც არ იც­ნობს და მის საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ი­გე­ბენ, სი­ცილს იწყე­ბენ. მაგ­რამ ვიდ­რე ექოს­კო­პი­ას მო­ი­გო­ნებ­დნენ, ნინა ბებო გავ­ლე­ნით რა­ი­კო­მის მდი­ვანს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და. ნინა ბე­ბოს საქ­მი­ა­ნო­ბა მას­თან მო­სულ წყვი­ლის­თვის მო­მა­ვა­ლი შვი­ლის სქე­სის დად­გე­ნას გუ­ლის­ხმობ­და და ამა­ში იმ­ხე­ლა გა­სამ­რჯე­ლოს იღებ­და, რომ სა­მი­ვე შვილს უმაღ­ლე­სი და­ამ­თავ­რე­ბი­ნა და ცხოვ­რე­ბაც აუ­წყო:

ნინა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი

- პირ­ვე­ლად ჩემ მულს ვუ­თხა­რი, ბიჭი გე­ყო­ლე­ბა-მეთ­ქი და მარ­თლა ბიჭი შე­ე­ძი­ნა. მერე რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბელ­საც სწო­რად ვუ­თხა­რი და სა­ხე­ლი გა­მი­ვარ­და. ერთ დღეს ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, ჩემ ძმას 3 გოგო ჰყავს, რძა­ლი ორ­სუ­ლა­დაა და ნახე, თუ ბიჭი არ იქნა, მო­ი­შო­რებ­სო. მო­იყ­ვა­ნა რძა­ლი ჩემ­თან, შევ­ხე­დე და ვუ­თხა­რი, ბი­ჭია-მეთ­ქი და ისე აგიხ­დეთ ყვლა­ფე­რი. ეს დღე იყო და ეს დღე, და­ი­წყო ხალ­ხმა მოს­ვლა და ჩემ­მა ქმარ­მა თქვა, ქალო, აგრე უფა­სოდ რომ აკე­თებ, აგერ გვერ­დით სო­ფელ­ში ქალი შე­ლოც­ვებ­ში ფულს იღებ­სო... გა­მო­ი­ტა­ნა მა­გი­და, ყვე­ლა მომ­სვლელს წერ­და და ფულს არ­თმევ­და. თა­ვი­დან შემ­რცხვა, მაგ­რამ მერე აღარ. წყვი­ლი რომ მო­ვი­დო­და, გო­გოს შე­ვიყ­ვან­დი ხოლ­მე ოთახ­ში და მუ­ცელ­ზე ვუს­მევ­დი ხე­ლებს, მერე 5-10 წუთი გან­ვმარ­ტოვ­დე­ბო­დი და შემ­დეგ ვამ­ბობ­დი სქესს. აბა, პირ­და­პირ რომ მი­მეხ­ლია, ხო მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ვა­რა­უ­დით ვლა­პა­რა­კობ­დი.

- ნინა ბებო, თუ მოხ­დე­ბო­და და ვერ იც­ნობ­დით, არ გე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ ხოლ­მე?

- შვი­ლო ალალ-ბედ­ზე ვი­ძახ­დი და ბევ­რჯერ ვცდე­ბო­დი. იმის მი­ხედ­ვით ვე­უბ­ნე­ბო­დი ვინ გაჩ­ნდე­ბო­და, ვინც წყვილს უნ­დო­და. მერე ბლოკ­ნოტ­ში ვი­წერ­დი მოს­ვლის თა­რიღს და რა სქეს­საც ვე­ტყო­დი იმის სა­პი­რის­პი­როს მი­ვა­წერ­დი ხოლ­მე ბლოკ­ნოტ­ში. თუ გა­მო­ვიც­ნობ­დი "მა­ღა­რი­ჩის" სა­კის­რებ­ლად ამო­ვი­დოდ­ნენ, მაგ­რამ თუ ვერა, სა­ჩხუბ­რად მო­მი­ვარ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. გა­მო­ვუ­ტან­დი ბლოკ­ნოტს და ვაჩ­ვე­ნებ­დი, რომ იმათ გას­წვრივ ის სქე­სი მე­წე­რა, ვინც შე­ე­ძი­ნათ. რათ არ გვი­თხა­რიო, ხო მი­წყებ­დნენ ჩხუბს და რომ მეთ­ქვა, აბორ­ტს გა­ი­კე­თებ­დით და მაგ ცოდ­ვა­ში ფეხს ვერ ჩავ­დგამ­დი-მეთი და წყანრ­დე­ბოდ­ნენ. ასე რომ, ნა­ხე­ვა­რი რა­ი­ო­ნი მე უნდა მი­მად­ლო­დეს ცო­ცხა­ლი როა.

- ცნო­ბი­ლი ხალ­ხი თუ მო­სუ­ლა?

- ერთხელ, ღამე 1 სა­ათ­ზე მი­ძა­ხი­ან. გა­ვე­დი და შავი "ვოლ­გა" იდგა. კაცი გად­მო­ვი­და და მი­თხრა, რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნია მო­სუ­ლიო. გავ­გიჟ­დი, მო­ვი­და და რა­საც იღებ 4 იმ­დენს მოგ­ცემ, ოღონდ არ უნდა თქვა, აქ რომ ვი­ყა­ვიო. მა­გას რა მათ­ქმე­ვი­ნებ­და. ვუ­თხა­რი სქე­სი და თან ღმერ­თს ვე­ვედ­რე­ბო­დი, ნეტა მარ­თლა ვთქვა-მეთ­ქი და გა­მი­მარ­თლა. 9 თვის თავ­ზე ის შე­ე­ძი­ნა, ვინც უნ­დო­და. ამო­ვი­და გა­ხა­რე­ბუ­ლი და რა­საც მე­ტყვი, იმას შე­გის­რუ­ლე­ბო. იმ წელს ჩემი ბიჭი აბა­რებ­და და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე, გა­ე­ცი­ნა, ჩათ­ვა­ლე კი არ ჩა­ა­ბა­რა, დიპ­ლო­მი უდევს ჯი­ბე­შიო. მარ­თლა ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნა.

- რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­და ასე?

- 5-6 წელი. 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს ექოს­კო­პი­ის აპა­რა­ტი შე­მო­ი­ტა­ნეს და ვი­ღას ახ­სოვ­და ნინა ბებო. ღმერ­თმა ყვე­ლას მო­უ­მარ­თოს ხელი, მე იმ წლებ­ში იმ­დე­ნი ვი­შო­ვე, არა­ვის­ზე სამ­დუ­რა­ვი არა მაქ. მღვდელ­მა მი­თხრა, კი მა­ი­მუ­ნობ­დი, მაგ­რამ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­და­გირ­ჩე­ნია აბორ­ტის ცოდ­ვას, რომ ღმერ­თი გა­პა­ტი­ებ­სო. რა ვიცი შვი­ლო, ვინც კი სწო­რად ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, ყვე­ლა მე მო­მა­ნათ­ლი­ნეს და რომ მოვ­კვდე­ბი, თი­თომ თითო სან­თე­ლი რომ და­მინ­თოს, ეგეც მე­ყო­ფა. ისე, ახალ­გაზ­რდებს მინ­და ვუ­თხრა, რა აზრი აქვს სქესს?! არა­სო­დეს არ გა­ი­კე­თონ აბორ­ტი და ცხოვ­რე­ბა არ და­ი­მა­ხინ­ჯონ. დე­და­ჩე­მი აბორ­ტით მოკ­ვდა და იმის მერე მძულს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი "მო­ტყუ­ე­ბით" ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ისე, სო­ფელ­ში მე­ზობ­ლებს ახ­ლაც მოჰ­ყავთ რძლე­ბი და თუ შე­მეშ­ლე­ბა, სი­ბე­რეს ვაბ­რა­ლებ ხოლ­მე.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თაღლითი ნინა ბებო, რომელმაც ათობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნა - "რომ მოვკვდები, თითომ თითო სანთელი რომ დამინთოს, ეგეც მეყოფა"

თაღლითი ნინა ბებო, რომელმაც ათობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნა - "რომ მოვკვდები, თითომ თითო სანთელი რომ დამინთოს, ეგეც მეყოფა"

ქარელის რაიონში ნინა მამუჩიშვილს ყველა იცნობს. ვინც არ იცნობს და მის საქმიანობას გაიგებენ, სიცილს იწყებენ. მაგრამ ვიდრე ექოსკოპიას მოიგონებდნენ, ნინა ბებო გავლენით რაიკომის მდივანს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ნინა ბებოს საქმიანობა მასთან მოსულ წყვილისთვის მომავალი შვილის სქესის დადგენას გულისხმობდა და ამაში იმხელა გასამრჯელოს იღებდა, რომ სამივე შვილს უმაღლესი დაამთავრებინა და ცხოვრებაც აუწყო:

ნინა მამუჩიშვილი

- პირველად ჩემ მულს ვუთხარი, ბიჭი გეყოლება-მეთქი და მართლა ბიჭი შეეძინა. მერე რამდენიმე მეზობელსაც სწორად ვუთხარი და სახელი გამივარდა. ერთ დღეს ჩემმა მეზობელმა მითხრა, ჩემ ძმას 3 გოგო ჰყავს, რძალი ორსულადაა და ნახე, თუ ბიჭი არ იქნა, მოიშორებსო. მოიყვანა რძალი ჩემთან, შევხედე და ვუთხარი, ბიჭია-მეთქი და ისე აგიხდეთ ყვლაფერი. ეს დღე იყო და ეს დღე, დაიწყო ხალხმა მოსვლა და ჩემმა ქმარმა თქვა, ქალო, აგრე უფასოდ რომ აკეთებ, აგერ გვერდით სოფელში ქალი შელოცვებში ფულს იღებსო... გამოიტანა მაგიდა, ყველა მომსვლელს წერდა და ფულს ართმევდა. თავიდან შემრცხვა, მაგრამ მერე აღარ. წყვილი რომ მოვიდოდა, გოგოს შევიყვანდი ხოლმე ოთახში და მუცელზე ვუსმევდი ხელებს, მერე 5-10 წუთი განვმარტოვდებოდი  და შემდეგ ვამბობდი სქესს. აბა, პირდაპირ რომ მიმეხლია, ხო მიხვდებოდნენ, რომ ვარაუდით ვლაპარაკობდი.

- ნინა ბებო, თუ მოხდებოდა და ვერ იცნობდით, არ გეჩხუბებოდნენ ხოლმე?

- შვილო ალალ-ბედზე ვიძახდი და ბევრჯერ ვცდებოდი. იმის მიხედვით ვეუბნებოდი ვინ გაჩნდებოდა, ვინც წყვილს უნდოდა. მერე ბლოკნოტში ვიწერდი მოსვლის თარიღს და რა სქესსაც ვეტყოდი იმის საპირისპიროს მივაწერდი ხოლმე ბლოკნოტში. თუ გამოვიცნობდი "მაღარიჩის" საკისრებლად ამოვიდოდნენ, მაგრამ თუ ვერა, საჩხუბრად მომივარდებოდნენ ხოლმე. გამოვუტანდი ბლოკნოტს და ვაჩვენებდი, რომ იმათ გასწვრივ ის სქესი მეწერა, ვინც შეეძინათ. რათ არ გვითხარიო, ხო მიწყებდნენ ჩხუბს და რომ მეთქვა, აბორტს გაიკეთებდით და მაგ ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამდი-მეთი და წყანრდებოდნენ. ასე რომ, ნახევარი რაიონი მე უნდა მიმადლოდეს ცოცხალი როა.

- ცნობილი ხალხი თუ მოსულა?

- ერთხელ, ღამე 1 საათზე მიძახიან. გავედი და შავი "ვოლგა" იდგა. კაცი გადმოვიდა და მითხრა, რაიკომის მდივანია მოსულიო. გავგიჟდი, მოვიდა და რასაც იღებ 4 იმდენს მოგცემ, ოღონდ არ უნდა თქვა, აქ რომ ვიყავიო. მაგას რა მათქმევინებდა. ვუთხარი სქესი და თან ღმერთს ვევედრებოდი, ნეტა მართლა ვთქვა-მეთქი და გამიმართლა. 9 თვის თავზე ის შეეძინა, ვინც უნდოდა. ამოვიდა გახარებული და რასაც მეტყვი, იმას შეგისრულებო. იმ წელს ჩემი ბიჭი აბარებდა და დახმარება ვთხოვე, გაეცინა, ჩათვალე კი არ ჩააბარა, დიპლომი უდევს ჯიბეშიო. მართლა ჩააბარებინა.

- რამდენ ხანს გრძელდებოდა ასე?

- 5-6 წელი. 80-იანი წლების ბოლოს ექოსკოპიის აპარატი შემოიტანეს და ვიღას ახსოვდა ნინა ბებო. ღმერთმა ყველას მოუმართოს ხელი, მე იმ წლებში იმდენი ვიშოვე, არავისზე სამდურავი არა მაქ. მღვდელმა მითხრა, კი მაიმუნობდი, მაგრამ იმდენი ადამიანი გადაგირჩენია აბორტის ცოდვას, რომ ღმერთი გაპატიებსო. რა ვიცი შვილო, ვინც კი სწორად ვიწინასწარმეტყველე, ყველა მე მომანათლინეს და რომ მოვკვდები, თითომ თითო სანთელი რომ დამინთოს, ეგეც მეყოფა. ისე, ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რა აზრი აქვს სქესს?! არასოდეს არ გაიკეთონ აბორტი და ცხოვრება არ დაიმახინჯონ. დედაჩემი აბორტით მოკვდა და იმის მერე მძულს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი "მოტყუებით" ბევრი ადამიანი მოევლინა ქვეყანას. ისე, სოფელში მეზობლებს ახლაც მოჰყავთ რძლები და თუ შემეშლება, სიბერეს ვაბრალებ ხოლმე.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ?

ხაშურში მოქალაქეეები მანქანით მდინარაზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც წყალში ჩარჩნენ - ისინი მაშველებმა გამოიყვანეს

დღის ფოტო - როგორ დაემშვიდობა მეუღლე გურამ დოჩანაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"