პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსკა მაყაშვილი - "პირველი ნამდვილი სიყვარული ახლა მაქვს"
რუსკა მაყაშვილი - "პირველი ნამდვილი სიყვარული ახლა მაქვს"

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი "ცელ­ქი ბავ­შვე­ბი 2"-ის გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ფილ­მს მა­ყუ­რებ­ლე­ბი დიდ ეკ­რან­ზე, დე­კემ­ბერ­ში იხი­ლა­ვენ და რო­გორც რუს­კა ამ­ბობს, პა­ტა­რებ­თან ერ­თად, უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც იხა­ლი­სე­ბენ...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსა­ხი­ო­ბი შოუს - "ერთი ერ­თში"მე­ო­რე სე­ზონს კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­თან ერ­თად უძღვე­ბო­და. ერთ-ერთი პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს, რუს­კას კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ველ­მა ვი­დე­ომ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე და­ი­პყრო და მა­ყუ­რებ­ლებ­თან ერ­თად, შოუს წამ­ყვა­ნებ­მაც გუ­ლი­ა­ნად იხა­ლი­სეს.

- პირ­ვე­ლი უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სცე­ნა­ზე...

- სცე­ნა­ზე ბევ­რი "ჩეპე"მქო­ნია, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან იმპრო­ვი­ზა­ცი­ის ხარ­ჯზე უნდა "გა­მოძ­ვრეს". ყვე­ლა­ზე "ბუმ­ბე­რა­ზი"კუ­რი­ო­ზი ეს იყო: შოუს - "ერთი ერ­თში"რე­პე­ტი­ცი­ებს გვან­ცა კი­ლა­სო­ნი­ას­თან ერ­თად გავ­დი­ო­დით. რა თქმა უნდა, ტექსტს სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვკი­თხუ­ლობ­დი, ყო­ველ­თვის ვხუმ­რობ­დი, "ლ"-ებით ვღა­და­ობ­დი. დე­დამ გა­მაფრ­თხი­ლა, - ამ­დენ ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბა­ში არ მი­ეჩ­ვიო და სპექ­ტაკ­ლის ან გა­და­ღე­ბის დროს რბი­ლი "ლ"არ "ჩა­არ­ტყაო". - რა სი­სუ­ლე­ლეა, ასე­თი რა­ღაც რო­გორ უნდა და­მე­მარ­თოს-მეთ­ქი? - ვუ­პა­სუ­ხე, მაგ­რამ პირ­და­პირ ეთერ­ში უცებ "მოვ­ცე­ლე"და ისე­თი "ლ""და­ვაბ­რეხ­ვე", რომ კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა. ისე მე­ცი­ნე­ბო­და, რომ მე­გო­ნა, რეკ­ლა­მა­ზე თუ არ "გა­ვი­დო­დით", წა­ვიქ­ცე­ო­დი...

- პო­პუ­ლა­რო­ბის პირ­ვე­ლი შეგ­რძნე­ბა...

- ალ­ბათ, ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის"რეკ­ლა­მა რომ გა­მო­ვი­და და დიდი რე­ზო­ნან­სიც მოჰ­ყვა, მა­შინ გა­მი­ხარ­და, რომ ქუ­ჩა­ში ხალ­ხმა ჩემ­კენ ხელი გა­მო­იშ­ვი­რა და გა­ი­ღი­მა. სა­ერ­თოდ, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა კარგ სი­ტყვებს გე­უბ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა, პო­პუ­ლა­რო­ბით დი­დად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლიც არ ვარ. ჩემს საქ­მეს პო­პუ­ლა­რო­ბის გამო კი არ ვა­კე­თებ, არა­მედ მინ­და, ვი­ღა­ცას გა­უ­ხარ­დეს, გა­ე­ცი­ნოს, სპექ­ტაკლზე მო­ვი­დეს... მომ­წონს, როცა ადა­მი­ა­ნებს სცე­ნი­დან თუ ეკ­რა­ნი­დან სი­ა­მოვ­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ.

- პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან...

- მე­ო­თხე კურ­სზე რომ ვი­ყა­ვით, კას­ტინგზე დაგ­ვი­ბა­რეს. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დიდ დარ­ბაზ­ში შე­ვე­დით. ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი მე­ო­რე თუ მე­სა­მე რიგ­ში იჯდა. ვიგ­რძე­ნი, კი­დუ­რე­ბი წა­მერ­თვა, მაგ­რამ ეს ერთი შან­სი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. მეც და ჩემ­მა და­მაც შან­სი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი რომ არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ნა­ნებ­დით. ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი ცოტა არ იყოს, ირო­ნი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მო­გის­მენს. ისეთ რა­ღა­ცებს შე­გე­კი­თხე­ბა, რა­ზეც მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად მე, დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, - ეს სა­ი­დან იცის-მეთ­ქი? თუ არ გი­ყუ­რებს, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვერ გხე­დავს. მას ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ.

- პირ­ვე­ლი "შა­ტა­ლო"...

- ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­ნო­ბა მთლი­ა­ნად ჩა­კე­ტი­ლი იყო, ყველ­გან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იდ­გნენ, სას­წავ­ლებ­ლი­დან ვერ გახ­ვი­დო­დი, მაგ­რამ მა­ინც გა­ვი­პა­რეთ - ღო­ბე­ზე გა­დავ­ძვე­რით და "ჩე­ბუ­რე­კე­ბის"საჭ­მე­ლად წა­ვე­დით. მერე მას­წავ­ლე­ბელ­მა მთე­ლი კლა­სი დაგ­ვსა­ჯა (იღი­მის).

- პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან...

- სულ კონ­ფლიქ­ტი მაქვს. ამი­ტო­მაც, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უარს ვამ­ბობ ხოლ­მე. რა ვქნა, მათ მიერ და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი არა­სო­დეს მომ­წონს. ერთ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვე­ბი: დე­დას არ უყ­ვარს, როცა კა­მე­რას თითს ვუქ­ნევ. ჰოდა, გა­მე­ხუმ­რა, - თითს თუ კი­დევ ას­წევ, ხელს მოგ­ტე­ხო. ჟურ­ნალ­ში წე­რენ: "ვინ და­ე­მუქ­რა რუს­კას თი­თის მო­ტეხ­ვით". ჩემი აზ­რით, ეს მდა­ბი­უ­რი, სუ­ლე­ლუ­რი სა­თა­უ­რია. სა­ერ­თოდ, "ყვი­თე­ლი"პრე­სა არ მომ­წონს. მა­გა­ლი­თად, ერთხელ ინ­ტერ­ვიუ სა­ერ­თოდ არ მი­მი­ცია და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

- ინ­ტერ­ნეტ­ში ჭო­რებს ხში­რად გივ­რცე­ლე­ბენ...

- ახ­ლა­ხან ეგ­ვიპ­ტე­ში რეკ­ლა­მის გა­და­სა­ღე­ბად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჭო­რი­კა­ნებ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად, და­სას­ვე­ნებ­ლად "გა­მიშ­ვეს".

- გა­იხ­სე­ნე შენ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ჭორი...

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში"მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას ჯერ "მომ­კლეს", შემ­დეგ - ფეხი "მომ­ტე­ხეს". მსგავ­სი ჭო­რე­ბი იდი­ო­ტო­ბად მი­მაჩ­ნია. ვე­რა­ვის­თან "მი­მა­ბა­მენ"და "მო­მა­ბა­მენ". რო­გორც ვცხოვ­რობ, ისე­თი რე­პუ­ტა­ცია მაქვს. "ფე­ის­ბუკ­ზე"სტა­ტუ­სებს არ ვწერ. მი­მაჩ­ნია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან აღე­ბუ­ლი სტა­ტუ­სე­ბის მი­ხედ­ვით სტა­ტი­ე­ბის წერა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

- რად­გან "ფე­ის­ბუ­კის"სტა­ტუ­სე­ბი ახ­სე­ნე, გკი­თხავ: სე­რი­ა­ლის - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი"სცე­ნა­რის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შენს პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი თა­ვად და­წე­რე? ამ­ბობ­დნენ, რუს­კას "ფე­ის­ბუ­კი" გა­უ­ტე­ხე­სო"...

- მე დავ­წე­რე, რად­გან ვერ მივ­ხვდი, რას ნიშ­ნავს, - "სცე­ნა­რის­ტე­ბი ვერ წე­რენ შენს პერ­სო­ნაჟს", როცა რე­ი­ტინგს "დებ"! "ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის შო­უ­შიც"ჩემი რუბ­რი­კა ჩემ­თვის აღარ იყო სა­ინ­ტე­რე­სო და ამი­ტომ წა­მო­ვე­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ღა­მის შო­უ­ში"6 წელი ვი­ყა­ვი და ის ხალ­ხი დღე­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბად მი­მაჩ­ნია, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩემი ად­გი­ლი იქ არ იყო და მგო­ნი, სწო­რა­დაც მო­ვი­ქე­ცი. კარგ სე­რი­ალ­ში ვთა­მა­შობ­დი, კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს, მაგ­რამ აი, სცე­ნა­რის­ტებს რაც შე­ე­ხე­ბათ, ცოტა არ იყოს, სირ­ცხვი­ლია, როცა ამ­ბო­ბენ, - ამ კონ­კრე­ტულ პერ­სო­ნაჟ­ზე ვე­ღა­რა­ფერს ვწერ­თო...

- პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი...

- და­ახ­ლო­ე­ბით 21 წლის ვი­ყა­ვი, როცა პა­ე­მან­ზე კი­ნო­ში წა­ვე­დი. სხვა­ნა­ი­რი ტიპი გახ­ლდით, პა­ემ­ნე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. სტუ­დენ­ტო­ბი­სას სულ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი.

- პირ­ველ პა­ე­მან­ზე ვის შეხ­ვდი?

- ძა­ლი­ან კარგ ბიჭს. ის ჩემი მე­გო­ბა­რი იყო, მაგ­რამ შეხ­ვედ­რას მა­ინც "პა­ე­მა­ნი"და­ვარ­ქვით.

- შენი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ამ ბიჭს არ უკავ­შირ­დე­ბა?

- არა.

- მა­შინ პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­იხ­სე­ნე...

- სიყ­ვა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, სა­ლა­პა­რა­კო­დაც არ ღირს. უბ­რა­ლოდ, იყო და დამ­თავ­რდა, ამის­თვის მად­ლო­ბა ღმერ­თს (იცი­ნის)!..

- სტრე­სი მი­ი­ღე?

- არა, არა... პირ­ვე­ლი ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ახლა მაქვს... იცი, ჩემი პირ­ვე­ლი, ტან­ჯუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვინ იყო? ჯიმ მო­რი­სო­ნი (იცი­ნის)!

- ამ სიყ­ვა­რულს რო­გორ გა­მო­ხა­ტავ­დი?

- ყო­ველ­ღა­მე ვტი­რო­დი, ჯიმ მო­რი­სო­ნი მე­სიზ­მრე­ბო­და, მხო­ლოდ "დორ­სის"სიმ­ღე­რებს ვუს­მენ­დი. პლა­ტო­ნუ­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, ვგიჟ­დე­ბო­დი!

- რთუ­ლი პე­რი­ო­დი რო­გორ გა­და­ლა­ხე?

- ამ ყვე­ლა­ფერ­მა ასაკ­თან ერ­თად "გა­და­მი­ა­რა".

- პირ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­გი­ხარ­და...

- 12 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი წლის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღე­სას­წა­უ­ლი გა­თენ­და: თოვ­ლის ბა­ბუ­ას რაც ვთხო­ვე, ის მო­მი­ტა­ნა.

- რა სთხო­ვე?

- მუ­სი­კა­ლუ­რი "პლე­ე­რი". მა­შინ თბი­ლის­ში არ იყი­დე­ბო­და და თოვ­ლის ბა­ბუ­ამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა. სი­ხა­რუ­ლის­გან შოკ­ში ვი­ყა­ვი! ბედ­ნი­ე­რე­ბის ის შეგ­რძნე­ბა არ და­მა­ვი­წყდე­ბა...

- პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც შენ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა...

- ალ­ბათ "პი­ნო­ქიო". მა­შინ თავს მარ­ტო ვგრძნობ­დი, რად­გან ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ცხვი­რი მქონ­და. "პი­ნო­ქიო"რომ წა­ვი­კი­თხე, მივ­ხვდი, - მარ­ტო არ ვარ (იცი­ნის). ცხა­დია, ვხუმ­რობ... პირ­ვე­ლი წიგ­ნი "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი"იყო, რო­მე­ლიც მა­მამ მა­ჩუ­ქა. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. შემ­დეგ სე­ლინ­ჯე­რის "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში"წა­ვი­კი­თხე და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე.

- დღეს მა­მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მშვე­ნი­ე­რი, გა­და­სა­რე­ვი...

- გული არ სწყდე­ბა, რომ მის გვარს არ ატა­რებ?

- არ ვიცი. ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

- პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში...

- და­ახ­ლო­ე­ბით მე­ხუ­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა თმა ბი­ჭუ­რად შე­ვი­ჭე­რი.

- თმა­ზე ექ­სპე­რი­მენტს ხში­რად იტა­რებ­დი? მახ­სოვს, "ჩოლ­კაც"გქონ­და...

- კი და წარ­ბიც ავი­პარ­სე. უც­ნა­უ­რი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა მქონ­და: ზამ­თარ­ში "გახ­დი­ლი"დავ­დი­ო­დი, ზა­ფხულ­ში - "შე­ფუ­თუ­ლი".

- პირ­ვე­ლი სირ­ცხვი­ლი...

- ქუ­ჩა­ში გა­მოპ­რან­ჭუ­ლი მივ­დი­ო­დი. და­ვი­ნა­ხე, ბი­ჭე­ბი იდ­გნენ. ჰოდა, ზუს­ტად მათ წინ წა­ვი­ქე­ცი: "ავი­ლე­წე", გავ­გორ­დი, ჩავ­გორ­დი და "მოვ­კვდი". მოკ­ლედ, ძა­ლი­ან შემ­რცხვა. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლის ვი­ყა­ვი.

- ჯენტლმე­ნე­ბი წა­მოდ­გო­მა­ში არ და­გეხ­მარ­ნენ?

- და­მეხ­მარ­ნენ კი არა, სი­ცი­ლის­გან ლა­მის გას­კდნენ! ხომ იცი, ერთ-ერთ ფილმში ადა­მი­ა­ნის ფეხი ცალ­კე რომ გდია, ხელი კი ცალ­კე? აი, მეც ასე ვეგ­დე (იცი­ნის)!

- ვინ­მეს ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბი­ხარ?

- არა, არა­სო­დეს! ჩემი აზ­რით, როცა გოგო გო­გო­ზე "ხელს ას­წევს", ეს მდა­ბი­უ­რი საქ­ცი­ე­ლია.

- ბიჭ­ზე?

- ბიჭს ხუმ­რო­ბით წა­მო­არ­ტყამ, ასე­ვე - გო­გო­საც, მაგ­რამ ვინ­მეს­თან სე­რი­ო­ზუ­ლად ჩხუ­ბი სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით - როცა გოგო გო­გოს ურტყამს...

- პირ­ვე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, რომ­ლის­თვი­საც რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უა­რის თქმა მო­გიხ­და...

- ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ფი­ლა. ჩემ გამო, ბავ­შვო­ბა­ში კალ­თებს არ იხევ­დნენ... თუ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მინ­და, ახ­ლოს არ ვუშ­ვებ. ვცდი­ლობ, გული არ ვატ­კი­ნო და სა­კი­თხი ტაქ­ტი­ა­ნად მო­ვაგ­ვა­რო, მაგ­რამ ეს რთუ­ლია: ვიცი, რომ როცა ვინ­მეს გულს ატ­კენ, აუ­ცი­ლებ­ლად უკან მო­გიტ­რი­ალ­დე­ბა, - შენც გულს გატ­კე­ნენ, მაგ­რამ რას იზამ? ცხოვ­რე­ბა ასეა აწყო­ბი­ლი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ადა­მი­ა­ნებს ცუ­დად არ მო­ვექ­ცე.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რუსკა მაყაშვილი - "პირველი ნამდვილი სიყვარული ახლა მაქვს"

რუსკა მაყაშვილი - "პირველი ნამდვილი სიყვარული ახლა მაქვს"

რუსკა მაყაშვილი "ცელქი ბავშვები 2"-ის გადაღებებში მონაწილეობს. ფილმს მაყურებლები დიდ ეკრანზე, დეკემბერში იხილავენ და როგორც რუსკა ამბობს, პატარებთან ერთად, უფროსი ადამიანებიც იხალისებენ...

მოგეხსენებათ, მსახიობი შოუს - "ერთი ერთში"მეორე სეზონს კახა კინწურაშვილთან ერთად უძღვებოდა. ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს, რუსკას კურიოზული შემთხვევის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო და მაყურებლებთან ერთად, შოუს წამყვანებმაც გულიანად იხალისეს.

- პირველი უხერხული სიტუაცია სცენაზე...

- სცენაზე ბევრი "ჩეპე"მქონია, მაგრამ მსახიობი ასეთი სიტუაციიდან იმპროვიზაციის ხარჯზე უნდა "გამოძვრეს". ყველაზე "ბუმბერაზი"კურიოზი ეს იყო: შოუს - "ერთი ერთში"რეპეტიციებს გვანცა კილასონიასთან ერთად გავდიოდით. რა თქმა უნდა, ტექსტს სერიოზულად არ ვკითხულობდი, ყოველთვის ვხუმრობდი, "ლ"-ებით ვღადაობდი. დედამ გამაფრთხილა, - ამდენ ხუმრობა-ხუმრობაში არ მიეჩვიო და სპექტაკლის ან გადაღების დროს რბილი "ლ"არ "ჩაარტყაო". - რა სისულელეა, ასეთი რაღაც როგორ უნდა დამემართოს-მეთქი? - ვუპასუხე, მაგრამ პირდაპირ ეთერში უცებ "მოვცელე"და ისეთი "ლ""დავაბრეხვე", რომ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. ისე მეცინებოდა, რომ მეგონა, რეკლამაზე თუ არ "გავიდოდით", წავიქცეოდი...

- პოპულარობის პირველი შეგრძნება...

- ალბათ, ჩემი მონაწილეობით "საქართველოს ბანკის"რეკლამა რომ გამოვიდა და დიდი რეზონანსიც მოჰყვა, მაშინ გამიხარდა, რომ ქუჩაში ხალხმა ჩემკენ ხელი გამოიშვირა და გაიღიმა. საერთოდ, სასიამოვნოა, როცა კარგ სიტყვებს გეუბნებიან, თუმცა, პოპულარობით დიდად აღფრთოვანებულიც არ ვარ. ჩემს საქმეს პოპულარობის გამო კი არ ვაკეთებ, არამედ მინდა, ვიღაცას გაუხარდეს, გაეცინოს, სპექტაკლზე მოვიდეს... მომწონს, როცა ადამიანებს სცენიდან თუ ეკრანიდან სიამოვნებას ვანიჭებ.

- პირველი შეხვედრა რობერტ სტურუასთან...

- მეოთხე კურსზე რომ ვიყავით, კასტინგზე დაგვიბარეს. რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში შევედით. ბატონი რობერტი მეორე თუ მესამე რიგში იჯდა. ვიგრძენი, კიდურები წამერთვა, მაგრამ ეს ერთი შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. მეც და ჩემმა დამაც შანსი გამოვიყენეთ. საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ არ გაგვეკეთებინა, აუცილებლად ვინანებდით. ბატონი რობერტი ცოტა არ იყოს, ირონიული ადამიანია, მაგრამ ყოველთვის მოგისმენს. ისეთ რაღაცებს შეგეკითხება, რაზეც მაგალითად, პირადად მე, დავფიქრებულვარ, - ეს საიდან იცის-მეთქი? თუ არ გიყურებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გხედავს. მას ვერაფერს გამოაპარებ.

- პირველი "შატალო"...

- ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შენობა მთლიანად ჩაკეტილი იყო, ყველგან თანამშრომლები იდგნენ, სასწავლებლიდან ვერ გახვიდოდი, მაგრამ მაინც გავიპარეთ - ღობეზე გადავძვერით და "ჩებურეკების"საჭმელად წავედით. მერე მასწავლებელმა მთელი კლასი დაგვსაჯა (იღიმის).

- პირველი კონფლიქტი ჟურნალისტებთან...

- სულ კონფლიქტი მაქვს. ამიტომაც, ინტერვიუებზე უარს ვამბობ ხოლმე. რა ვქნა, მათ მიერ დასათაურებული ინტერვიუები არასოდეს მომწონს. ერთ მაგალითს მოგიყვები: დედას არ უყვარს, როცა კამერას თითს ვუქნევ. ჰოდა, გამეხუმრა, - თითს თუ კიდევ ასწევ, ხელს მოგტეხო. ჟურნალში წერენ: "ვინ დაემუქრა რუსკას თითის მოტეხვით". ჩემი აზრით, ეს მდაბიური, სულელური სათაურია. საერთოდ, "ყვითელი"პრესა არ მომწონს. მაგალითად, ერთხელ ინტერვიუ საერთოდ არ მიმიცია და გამოაქვეყნეს.

- ინტერნეტში ჭორებს ხშირად გივრცელებენ...

- ახლახან ეგვიპტეში რეკლამის გადასაღებად ვიყავი, მაგრამ ჭორიკანებმა შეყვარებულთან ერთად, დასასვენებლად "გამიშვეს".

- გაიხსენე შენ შესახებ გავრცელებული პირველი ჭორი...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში"მონაწილეობისას ჯერ "მომკლეს", შემდეგ - ფეხი "მომტეხეს". მსგავსი ჭორები იდიოტობად მიმაჩნია. ვერავისთან "მიმაბამენ"და "მომაბამენ". როგორც ვცხოვრობ, ისეთი რეპუტაცია მაქვს. "ფეისბუკზე"სტატუსებს არ ვწერ. მიმაჩნია, რომ სოციალური ქსელიდან აღებული სტატუსების მიხედვით სტატიების წერა გამაღიზიანებელია.

- რადგან "ფეისბუკის"სტატუსები ახსენე, გკითხავ: სერიალის - "ჩვენი ამბავი"სცენარისტებთან დაკავშირებით შენს პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი თავად დაწერე? ამბობდნენ, რუსკას "ფეისბუკი" გაუტეხესო"...

- მე დავწერე, რადგან ვერ მივხვდი, რას ნიშნავს, - "სცენარისტები ვერ წერენ შენს პერსონაჟს", როცა რეიტინგს "დებ"! "ოთარ ტატიშვილის შოუშიც"ჩემი რუბრიკა ჩემთვის აღარ იყო საინტერესო და ამიტომ წამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ "ღამის შოუში"6 წელი ვიყავი და ის ხალხი დღესაც ოჯახის წევრებად მიმაჩნია, გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო და მგონი, სწორადაც მოვიქეცი. კარგ სერიალში ვთამაშობდი, კარგი მოგონებები მაქვს, მაგრამ აი, სცენარისტებს რაც შეეხებათ, ცოტა არ იყოს, სირცხვილია, როცა ამბობენ, - ამ კონკრეტულ პერსონაჟზე ვეღარაფერს ვწერთო...

- პირველი პაემანი...

- დაახლოებით 21 წლის ვიყავი, როცა პაემანზე კინოში წავედი. სხვანაირი ტიპი გახლდით, პაემნები არ მაინტერესებდა. სტუდენტობისას სულ ვმეცადინეობდი.

- პირველ პაემანზე ვის შეხვდი?

- ძალიან კარგ ბიჭს. ის ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ შეხვედრას მაინც "პაემანი"დავარქვით.

- შენი პირველი სიყვარული ამ ბიჭს არ უკავშირდება?

- არა.

- მაშინ პირველი სიყვარული გაიხსენე...

- სიყვარული იყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, სალაპარაკოდაც არ ღირს. უბრალოდ, იყო და დამთავრდა, ამისთვის მადლობა ღმერთს (იცინის)!..

- სტრესი მიიღე?

- არა, არა... პირველი ნამდვილი სიყვარული ახლა მაქვს... იცი, ჩემი პირველი, ტანჯული სიყვარული ვინ იყო? ჯიმ მორისონი (იცინის)!

- ამ სიყვარულს როგორ გამოხატავდი?

- ყოველღამე ვტიროდი, ჯიმ მორისონი მესიზმრებოდა, მხოლოდ "დორსის"სიმღერებს ვუსმენდი. პლატონურად შეყვარებული ვიყავი. მოკლედ, ვგიჟდებოდი!

- რთული პერიოდი როგორ გადალახე?

- ამ ყველაფერმა ასაკთან ერთად "გადამიარა".

- პირველი საჩუქარი, რომელიც განსაკუთრებულად გაგიხარდა...

- 12 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში ახალი წლის ყველაზე ბედნიერი დღესასწაული გათენდა: თოვლის ბაბუას რაც ვთხოვე, ის მომიტანა.

- რა სთხოვე?

- მუსიკალური "პლეერი". მაშინ თბილისში არ იყიდებოდა და თოვლის ბაბუამ გამომიგზავნა. სიხარულისგან შოკში ვიყავი! ბედნიერების ის შეგრძნება არ დამავიწყდება...

- პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

- ალბათ "პინოქიო". მაშინ თავს მარტო ვგრძნობდი, რადგან ყველაზე გრძელი ცხვირი მქონდა. "პინოქიო"რომ წავიკითხე, მივხვდი, - მარტო არ ვარ (იცინის). ცხადია, ვხუმრობ... პირველი წიგნი "პატარა უფლისწული"იყო, რომელიც მამამ მაჩუქა. ძალიან მომეწონა. შემდეგ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"წავიკითხე და დიდი სიამოვნება მივიღე.

- დღეს მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- არაჩვეულებრივი, მშვენიერი, გადასარევი...

- გული არ სწყდება, რომ მის გვარს არ ატარებ?

- არ ვიცი. ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.

- პირველი ვიზიტი სილამაზის სალონში...

- დაახლოებით მეხუთე კლასში ვიყავი, როცა თმა ბიჭურად შევიჭერი.

- თმაზე ექსპერიმენტს ხშირად იტარებდი? მახსოვს, "ჩოლკაც"გქონდა...

- კი და წარბიც ავიპარსე. უცნაური თინეიჯერობა მქონდა: ზამთარში "გახდილი"დავდიოდი, ზაფხულში - "შეფუთული".

- პირველი სირცხვილი...

- ქუჩაში გამოპრანჭული მივდიოდი. დავინახე, ბიჭები იდგნენ. ჰოდა, ზუსტად მათ წინ წავიქეცი: "ავილეწე", გავგორდი, ჩავგორდი და "მოვკვდი". მოკლედ, ძალიან შემრცხვა. მაშინ დაახლოებით 14 წლის ვიყავი.

- ჯენტლმენები წამოდგომაში არ დაგეხმარნენ?

- დამეხმარნენ კი არა, სიცილისგან ლამის გასკდნენ! ხომ იცი, ერთ-ერთ ფილმში ადამიანის ფეხი ცალკე რომ გდია, ხელი კი ცალკე? აი, მეც ასე ვეგდე (იცინის)!

- ვინმეს ფიზიკურად გასწორებიხარ?

- არა, არასოდეს! ჩემი აზრით, როცა გოგო გოგოზე "ხელს ასწევს", ეს მდაბიური საქციელია.

- ბიჭზე?

- ბიჭს ხუმრობით წამოარტყამ, ასევე - გოგოსაც, მაგრამ ვინმესთან სერიოზულად ჩხუბი სამარცხვინო საქციელია, განსაკუთრებით - როცა გოგო გოგოს ურტყამს...

- პირველი თაყვანისმცემელი, რომ­ლისთვისაც რომანტიკულ ურთიერთობაზე უარის თქმა მოგიხდა...

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ასეთი შემთხვევები ყოფილა. ჩემ გამო, ბავშვობაში კალთებს არ იხევდნენ... თუ ადამიანთან ურთიერთობა არ მინდა, ახლოს არ ვუშვებ. ვცდილობ, გული არ ვატკინო და საკითხი ტაქტიანად მოვაგვარო, მაგრამ ეს რთულია: ვიცი, რომ როცა ვინმეს გულს ატკენ, აუცილებლად უკან მოგიტრიალდება, - შენც გულს გატკენენ, მაგრამ რას იზამ? ცხოვრება ასეა აწყობილი. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს ცუდად არ მოვექცე.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება