პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა
ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 000-ზე მეტი ბავ­შვი და­ი­ბა­და. ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ცენ­ტრი­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის კლი­ნი­კის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი, ექი­მი რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ოპე­რა­ცია პირ­ვე­ლად ჩვენს მიერ ი.ჟორ­და­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ტარ­და. მა­ნამ­დე კო­ლე­გებ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დით. მოს­კოვს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ამ­გვა­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის იდეა, ი.ჟორ­და­ნი­ას ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბა­ტონ­მა არ­ჩილ ხო­მა­სუ­რი­ძემ მი­ა­წო­და. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ სფე­რო­ში ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ჩა­ერ­თვნენ და კარგ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. ინ ვინ­ტრო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გად, ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოს­კოვ­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ი­ბა­და პირ­ვე­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც ელე­ნა და­არ­ქვეს. შემ­დეგ დავ­ბრუნ­დით თბი­ლის­ში იმ იმე­დით, რომ აქ შევ­ქმნი­დით ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ცენ­ტრს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ხელი შეგ­ვი­შა­ლა. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც გა­მო­წე­რი­ლი გვქონ­და, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ქა­ო­სის გამო ჩვე­ნამ­დე ვერ აღ­წევ­და. და­ვე­ლო­დეთ შე­სა­ფე­რის დროს და რო­გორც კი სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, მო­ვახ­დი­ნეთ იდე­ის რე­ა­ლი­ზე­ბა. ის პე­რი­ო­დი რო­დე­საც თბი­ლის­ში ოპე­რა­ცი­ებს ვერ ვა­კე­თებ­დით, უქ­მად არ დაგ­ვი­კარ­გავს, მო­ვი­ა­რეთ ევ­რო­პის ყვე­ლა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კლი­ნი­კა, სა­დაც ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა კეთ­დე­ბო­და".

გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ი.ჟორ­და­ნი­ას ინ­სტი­ტუტს ისი­ნი ერთი წე­ლია გა­მო­ეყვნენ და იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავშთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მახ­ლობ­ლად კლი­ნი­კა "ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ცენ­ტრად" ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა ექი­მებ­მა უნდა იყი­დონ და მარ­თონ ფი­ნან­სის­ტებ­თან და იუ­რის­ტებ­თან ერ­თად. თა­ვად ექი­მებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოთ რა დროს რა ტექ­ნი­კის შე­ძე­ნაა სა­ჭი­რო, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა სას­წრა­ფოდ მი­სა­ღე­ბი. კლი­ნი­კა უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რი­თაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და აქ ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მე­თო­დით დღეს ძა­ლი­ან ბევრ წყვილს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ოჯა­ხი შექ­მნას. თუ ქალს ან­თე­ბის ან საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რე­შე ორ­სუ­ლო­ბის შე­დე­გად სა­ერ­თოდ ამო­აჭ­რეს ფა­ლო­პის მი­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი გზით და­ორ­სუ­ლე­ბის შან­სი არ აქვს. ამი­ტომ შე­იქ­მნა მე­თო­დი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ქა­ლის საკ­ვერ­ცხე­ე­ბი­დან იღე­ბენ რამ­დე­ნი­მე კვერ­ცხუ­ჯრედს, ანა­ყო­ფი­ე­რე­ბენ ორ­გა­ნიზ­მის გა­რეთ ანუ სინ­ჯა­რა­ში, შემ­დეგ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი, ანუ, ემ­ბრი­ო­ნი გა­და­აქვთ დე­დის ორ­გა­ნიზ­მში. დღე­ი­სათ­ვის, უშ­ვი­ლო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა, იგუ­ლის­ხმე­ბა ფა­ლო­პის მი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა, სხვა­დას­ხვა სა­ხის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი გე­ნე­სის უშ­ვი­ლო­ბა, უც­ნო­ბი გე­ნე­ზის უნა­ყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ამ მე­თო­დით იკურ­ნე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში მა­მა­კა­ცის უნა­ყო­ფო­ბის პრობ­ლე­მა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლია. სპერ­მის ინექ­ცი­ის მე­თო­დე­ბის და­ნერგვამ, მა­მა­კა­ცის უნა­ყო­ფო­ბის პრობ­ლე­მა მთლი­ა­ნად მოხ­სნა. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, მა­მა­კა­ცის ორ­გა­ნიზ­მი­დან ოპე­რა­ცი­უ­ლი გზით მი­ღე­ბუ­ლი თუნ­დაც ერთი სპერ­მა­ტო­ზო­ი­დით შე­საძ­ლე­ბე­ლია კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. იმ მა­მა­კა­ცე­ბის 80 პრო­ცენტს რომ­ლებ­საც დას­მუ­ლი აქვთ აზო­ოს­პერ­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, შე­იძ­ლე­ბა შვი­ლი ეყო­ლოს. აბ­სო­ლუ­ტუ­რი აზო­ოს­პერ­მია ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. ეს მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც მა­მა­კაცს და­ბა­დე­ბი­დან აქვს თან­და­ყო­ლი­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მან­კი. ბ-ნი გია აღ­ნიშ­ნავს: "ჩვენ­თან მო­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც უკვე გა­მოვ­ლი­ლი აქვთ ურ­თუ­ლე­სი გზა, არ აქვთ და­ტო­ვე­ბუ­ლი არ­ცერ­თი კლი­ნი­კა თუ ექიმ­ბა­ში. ჩვენ მათი ბოლო იმე­დი ვართ. ხში­რად ექი­მებს უჭირთ პა­ცი­ენ­ტის დათ­მო­ბა და ნაკ­ლე­ბად აკ­ვა­ლი­ა­ნე­ბენ თუ სად უნდა მი­ვიდ­ნენ. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნოა პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის და მას აკარ­გვი­ნე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს".

ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ერთ ცდა­ზე და­ორ­სუ­ლე­ბის შან­სი 40-45 პრო­ცენ­ტია და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერ­თნა­ი­რია. ბ-ნი გიას თქმით, პა­ცი­ენ­ტი სრუ­ლად უნდა იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მას პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა არ უნდა ჰქონ­დეს. პა­ცი­ენ­ტი უნდა მი­ვი­დეს პრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში და ნათ­ლად და­ი­ნა­ხოს, რომ მას­ზე ზრუ­ნა­ვენ. უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტი ნიშ­ნავს, რომ კლი­ნი­კა არ ვარ­გა. ინ ვინ­ტრო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას სა­ერ­თოდ არ ჭირ­დე­ბა კლი­ნი­კა­ში ხანგძლი­ვი წო­ლი­თი რე­ჟი­მი. თვი­თონ ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ პე­რი­ოდ­ში პა­ცი­ენტს 2-3 დღე­ში ერთხელ უწევს კლი­ნი­კა­ში მის­ვლა. ოპე­რა­ცი­ის (პუნ­ქცი­ის) ჩა­ტა­რე­ბის დღეს პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში ორი სა­ა­თი რჩე­ბა. ემ­ბრი­ო­ნის გა­და­ტა­ნის დღი­დან სა­სურ­ვე­ლია ქალი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის პა­სი­ურ რიტმზე გა­და­ვი­დეს. კლი­ნი­კა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი მუ­შა­ობს. მათ შო­რი­საა ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გე­ბი ნა­ტა­ლია ხო­ნე­ლი­ძე, ნანი მარ­სა­გიშ­ვი­ლი და ქე­თე­ვან ოსი­ძე, გოგი ცერ­ცვა­ძე, მე­ან­გი­ნე­კო­ლო­გი და რა­დი­ო­ლი­გი მა­ნა­ნა ქო­ჩი­აშ­ვი­ლი, რა­დი­ო­ლო­გი თა­მარ ხე­ცუ­რი­ა­ნი..

ახალ­გაზ­რდა კად­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და­ამ­თავ­რეს და სტა­ჟი­რე­ბა უცხო­ე­თის კლი­ნი­კებ­ში გა­ი­ა­რეს.. ემ­ბრი­ო­ლო­გი მაია ქო­ი­ა­ვა. ამას­თან, კლი­ნი­კა გა­ფარ­თოვ­და. და­ე­მა­ტა ენ­დოს­კო­პი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა. ქი­რურ­გი ლა­პა­რას­კო­პის­ტე­ბი გი­ორ­გი დო­ლი­ძე და ზუ­რაბ ვა­შა­კი­ძე. რაც იმას ნიშ­ნავს,რომ კლი­ნი­კა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს რეპ­რო­დუქ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბას.

კლი­ნი­კა ინ ვიტ­როს მი­სა­მარ­თია ლუბ­ლი­ა­ნას 2/6. ტელ: 2157777. Www.Invitro.ge

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ცაგარეიშვილი ამბობს:

"საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების ოპერაცია პირველად ჩვენს მიერ ი.ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში ჩატარდა. მანამდე კოლეგებთან ერთად მოსკოვში სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ვმუშაობდით. მოსკოვს საბჭოთა კავშირში ამგვარი ოპერაციის გაკეთების იდეა, ი.ჟორდანიას ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბატონმა არჩილ ხომასურიძემ მიაწოდა. მისი დამსახურებაა, რომ ამ სფეროში ქართველი ექიმები ჩაერთვნენ და კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ინ ვინტრო განაყოფიერების შედეგად, ჩვენი მონაწილეობით მოსკოვში 80-იანი წლების ბოლოს დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც ელენა დაარქვეს. შემდეგ დავბრუნდით თბილისში იმ იმედით, რომ აქ შევქმნიდით ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეგვიშალა. ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, რომელიც გამოწერილი გვქონდა, ქვეყანაში შექმნილი ქაოსის გამო ჩვენამდე ვერ აღწევდა. დაველოდეთ შესაფერის დროს და როგორც კი სიტუაცია შეიცვალა, მოვახდინეთ იდეის რეალიზება. ის პერიოდი როდესაც თბილისში ოპერაციებს ვერ ვაკეთებდით, უქმად არ დაგვიკარგავს, მოვიარეთ ევროპის ყველა ავტორიტეტული კლინიკა, სადაც ინ ვიტრო განაყოფიერება კეთდებოდა".

გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ი.ჟორდანიას ინსტიტუტს ისინი ერთი წელია გამოეყვნენ და იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს მახლობლად კლინიკა "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრად" ჩამოყალიბდნენ. მისივე თქმით, კლინიკა ექიმებმა უნდა იყიდონ და მართონ ფინანსისტებთან და იურისტებთან ერთად. თავად ექიმებმა უნდა გადაწყვიტოთ რა დროს რა ტექნიკის შეძენაა საჭირო, რა გადაწყვეტილებაა სასწრაფოდ მისაღები. კლინიკა უახლესი სამედიცინო აპარატურითაა უზრუნველყოფილი და აქ ყველა საჭირო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით დღეს ძალიან ბევრ წყვილს აქვს საშუალება სრულფასოვანი ოჯახი შექმნას. თუ ქალს ანთების ან საშვილოსნოს გარეშე ორსულობის შედეგად საერთოდ ამოაჭრეს ფალოპის მილები, ბუნებრივი გზით დაორსულების შანსი არ აქვს. ამიტომ შეიქმნა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ქალის საკვერცხეებიდან იღებენ რამდენიმე კვერცხუჯრედს, ანაყოფიერებენ ორგანიზმის გარეთ ანუ სინჯარაში, შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ, ემბრიონი გადააქვთ დედის ორგანიზმში. დღეისათვის, უშვილობის ნებისმიერი სახის მკურნალობა, იგულისხმება ფალოპის მილების არარსებობა, სხვადასხვა სახის ენდოკრინოლოგიური გენესის უშვილობა, უცნობი გენეზის უნაყოფობის შემთხვევები, ამ მეთოდით იკურნება. თანამედროვე მედიცინაში მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. სპერმის ინექციის მეთოდების დანერგვამ, მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა მთლიანად მოხსნა. ამ მეთოდის გამოყენებით, მამაკაცის ორგანიზმიდან ოპერაციული გზით მიღებული თუნდაც ერთი სპერმატოზოიდით შესაძლებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერება. იმ მამაკაცების 80 პროცენტს რომლებსაც დასმული აქვთ აზოოსპერმიის დიაგნოზი, შეიძლება შვილი ეყოლოს. აბსოლუტური აზოოსპერმია ძალიან იშვიათია. ეს მაშინ ხდება, როდესაც მამაკაცს დაბადებიდან აქვს თანდაყოლილი განვითარების მანკი. ბ-ნი გია აღნიშნავს: "ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც უკვე გამოვლილი აქვთ ურთულესი გზა, არ აქვთ დატოვებული არცერთი კლინიკა თუ ექიმბაში. ჩვენ მათი ბოლო იმედი ვართ. ხშირად ექიმებს უჭირთ პაციენტის დათმობა და ნაკლებად აკვალიანებენ თუ სად უნდა მივიდნენ. ასეთი დამოკიდებულება საზიანოა პაციენტისათვის და მას აკარგვინებენ მნიშვნელოვან დროს".

ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ ცდაზე დაორსულების შანსი 40-45 პროცენტია და ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში ერთნაირია. ბ-ნი გიას თქმით, პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული, მას პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა ჰქონდეს. პაციენტი უნდა მივიდეს პროფილურ კლინიკაში და ნათლად დაინახოს, რომ მასზე ზრუნავენ. უკმაყოფილო პაციენტი ნიშნავს, რომ კლინიკა არ ვარგა. ინ ვინტრო განაყოფიერებას საერთოდ არ ჭირდება კლინიკაში ხანგძლივი წოლითი რეჟიმი. თვითონ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში პაციენტს 2-3 დღეში ერთხელ უწევს კლინიკაში მისვლა. ოპერაციის (პუნქციის) ჩატარების დღეს პაციენტი კლინიკაში ორი საათი რჩება. ემბრიონის გადატანის დღიდან სასურველია ქალი ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრების პასიურ რიტმზე გადავიდეს. კლინიკაში პროფესიონალების გუნდი მუშაობს. მათ შორისაა ექიმი-რეპროდუქტოლოგები ნატალია ხონელიძე, ნანი მარსაგიშვილი და ქეთევან ოსიძე, გოგი ცერცვაძე, მეანგინეკოლოგი და რადიოლიგი მანანა ქოჩიაშვილი, რადიოლოგი თამარ ხეცურიანი..

ახალგაზრდა კადრები, რომლებმაც მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტები დაამთავრეს და სტაჟირება უცხოეთის კლინიკებში გაიარეს.. ემბრიოლოგი მაია ქოიავა. ამასთან, კლინიკა გაფართოვდა. დაემატა ენდოსკოპიური განყოფილება. ქირურგი ლაპარასკოპისტები გიორგი დოლიძე და ზურაბ ვაშაკიძე. რაც იმას ნიშნავს,რომ კლინიკა სრულად უზრუნველყოფს რეპროდუქციისთვის აუცილებელ ყველა მომსახურებას.

კლინიკა ინ ვიტროს მისამართია ლუბლიანას 2/6. ტელ: 2157777. Www.Invitro.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"