კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობდნენ, თბილისში ორი მიშაა - მიშა სააკაშვილი და - მიშა ''პარიკმახერიო" - "მოულოდნელი კითხვები" შერონ სტოუნის, ია ფარულავასა და სოფო ნიჟარაძის "პარიკმახერს"
"ამბობდნენ, თბილისში ორი მიშაა - მიშა სააკაშვილი და - მიშა ''პარიკმახერიო" - "მოულოდნელი კითხვები" შერონ სტოუნის, ია ფარულავასა და სოფო ნიჟარაძის "პარიკმახერს"

ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სტი­ლის­ტია. მას­თან მოხ­ვედ­რა პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვლე­ბა. მომ­ღერ­ლე­ბი, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი - ყვე­ლა­ნი მისი კლი­ენ­ტე­ბი არი­ან. დიახ, სწო­რედ მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლი ზრუ­ნავს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე. ამი­ტო­მაც უყ­ვართ, ენ­დო­ბი­ან და სა­ი­დუმ­ლო­ებ­საც ან­დო­ბენ...

ამ­ჟა­მად მიშა "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბის" რეს­პონ­დენ­ტია.

- სად ხარ და რას აკე­თებ?

- სამ­სა­ხურ­ში ვარ, აი­ვან­ზე ვზი­ვარ...

- რო­გო­რი გან­წყო­ბა გაქვს?

- მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე ვარ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა მაქვს...

- თუ იცი, რა დღეა დღეს და რა რი­ცხვია?

- კვი­რაა და 29 ივ­ნი­სია. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის კვი­რის დღე­ე­ბის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია (სი­ცი­ლით ამ­ბობს). დიახ, უნდა ვი­ცო­დე, რა დღეა, რა რი­ცხვია, რა გრა­ფი­კი მაქვს და რას ვა­კე­თებ...

- დღეს კვი­რაა, პრინ­ციპ­ში, უნდა ის­ვე­ნებ­დე, არა­და, სამ­სა­ხურ­ში ხარ...

- ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თე­ბი სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი­დან იწყე­ბა. დას­ვე­ნე­ბის დღე, რო­გორც ასე­თი, თუ თბი­ლის­ში ვარ, არ მაქვს. ყო­ველ­დღე ორ­შა­ბა­თი­დან - კვი­რის ჩათ­ვლით, ვმუ­შა­ობ. ვის­ვე­ნებ მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვარ...

- იცი, ახლა რო­გორ მი­პა­სუ­ხე? რო­გორც იმ ცნო­ბილ სიმ­ღე­რა­შია - "ორ­თა­ბა­თიც შა­ბა­თია"...

- ჰო-ო (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- შენი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ნე­ბი თა­ვის თავს სტი­ლის­ტებს უწო­დებს. შენ კი სა­კუ­თარ თავს "პა­რიკ­მა­ხე­რად" მო­იხ­სე­ნი­ებ. რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ ისი­ნი სტი­ლის­ტე­ბი არი­ან, მე მიშა "პა­რიკ­მა­ხე­რი" ვარ!

- რო­გორ გახ­დი ცნო­ბი­ლი?

- სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდი... გა­მიც­ნო ხალ­ხმა. და­მი­მე­გობ­რდნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ­გან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე იყო, რო­მელ­მაც შემ­დეგ თა­ვი­სი ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი მო­მიყ­ვა­ნა და ა.შ.

- რო­გო­რი მად­ლი­ე­რი ხარ და ქრის­ტი­ნეს დამ­სა­ხუ­რე­ბას არ ივი­წყებ...

- დამ­სა­ხუ­რე­ბას ვე­რას­დროს ვე­რა­ვის და­ვუ­კარ­გავ...

- დღეს უკვე ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ქალი შენს ხელ­შია, არა?

- ასე გა­მო­დის...

- შე­რონ სტო­უ­ნი, ია ფა­რუ­ლა­ვა, სოფო ნი­ჟა­რა­ძე… რა აერ­თი­ა­ნებთ ამ ქა­ლებს?

- მათ მე - მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლი ვა­ერ­თი­ა­ნებ... სა­მი­ვე ჩემს ხელ­ში მოხ­ვდა...

- შე­რონ სტო­უ­ნი, რო­გორც შენი კლი­ენ­ტი, ხში­რად გახ­სენ­დე­ბა?

- რო­გორც კი სად­მე ეკ­რან­ზე თვალს შე­ვავ­ლებ, მახ­სენ­დე­ბა, რომ მას­თა­ნაც ვი­ყა­ვი, სამი დღე ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი და ჩემს ხელ­ში იყო... ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი მქონ­და...

- ამ­დე­ნი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი რითი და­იმ­სა­ხუ­რე?

- იმით, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­გე­ბით, ვარ ერ­თგუ­ლი და მათ მი­მართ და­დე­ბი­თად გან­წყო­ბი­ლი...

- ისე, ვის თავ­ზე გიყ­ვარს ყველ­ზე მე­ტად მუ­შა­ო­ბა?

- ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ამ­დენ ქალ­ბა­ტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ, ფსი­ქო­ლო­გიც გამ­ხა­და და ვიცი, ვის რო­გორ უნდა მი­ვუდ­გე...

- მიშა, მა­გა­რი ხარ?

- მიშა მო­და­შია და ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებს ამ სტა­ტუსს...

- ერთ მი­შა­ზეც ამ­ბობ­დნენ, მა­გა­რი­აო...

- როცა მა­გას ამ­ბობ­დნენ, იმა­საც ამ­ბობ­დნენ, თბი­ლის­ში ორი მი­შაა - მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მიშა "პა­რიკ­მა­ხე­რიო"...

- ის ახლა თბი­ლის­ში აღარ არის...

- მე ჩემს ად­გილს არ ვკარ­გავ (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- ოქ­როს მაკ­რა­ტელ­ზე არ ოც­ნე­ბობ?

- არა, ეგ იმათ უნ­დათ, ვინც კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან... და რა­ღაც კონ­კურ­სებ­ზე გა­მო­დი­ან... მე თავს ასე­თად არ მი­ვიჩ­ნევ...

- თავ­მდაბ­ლო­ბა­საც ავ­ლენ... იმ­დენ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, დი­ლა­ო­ბით მგო­ნი, რძე გე­კუთ­ვნის...

- რძე არა, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა მაქვს, რა­საც ვერ­სად ვე­რაფ­რით ვი­ყი­დი. ჰოდა, ეგ სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბოა ჩემი დი­ლის რძეც და ყა­ვაც...

- ვო­ლი­ერ­ში ლომ­თან ერ­თად რომ აღ­მოჩ­ნდე, რას იზამ?

- ფან­ტა­ზი­ო­რი არ ვარ და ნამ­დვი­ლად ვერ წა­ვი­ფან­ტა­ზი­ო­რებ. ალ­ბათ ში­შის­გან გული წა­მი­ვა...

- უკე­თეს პა­სუხს ვე­ლო­დი...

- ლო­მის წი­ნა­შე ყვე­ლა უძ­ლუ­რია. მხეცს ვერ შე­ვებ­რძო­ლე­ბი, ეგ უკვე ზღაპ­რის სფე­როა, მე ზღა­პარ­ში არ ვცხოვ­რობ.

- ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს იც­ნობ და რო­მე­ლი­მეს პრო­ფე­სია, თა­ნამ­დე­ბო­ბა, ხომ არ მოგ­დო­მე­ბია?

- არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნი რა პრო­ფე­სი­ის არის - თმას სჭრის, ნა­ყინს ჰყი­დის, ბენ­ზინს ას­ხმს, თუ მი­ნის­ტრია, მთა­ვა­რია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყოს. მე ჩემს საქ­მე­ში ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მგო­ნი, საკ­მა­რი­სია და სხვი­სი არა­ფე­რი მდო­მე­ბია.

- მიშა, მოდი, რა­ი­მე ლექ­სი­დან ფრა­ზა წაგ­ვი­კი­თხე...

- ამ წუ­თებ­ში რა­ღაც პუშ­კი­ნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ჟანრ­ში შექ­მნი­ლი ლექ­სი მახ­სენ­დე­ბა...

- რო­მე­ლი?

- "ია პომ­ნიუ ჩუ­დნოე მგნო­ვე­ნიე,/ პე­რე­დო მნოი ია­ვი­ლას ტი,/ კაკ მი­მო­ლოტ­ნოე ვი­დე­ნიე,/ კაკ გე­ნიი ჩის­ტოი კრა­სო­ტი".

ჩემ­თვის ყვე­ლა ქალი ვარ­სკვლა­ვია, არა­ვის ეგო­ნოს, რომ რად­გან ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ვმუ­შა­ობ, მხო­ლოდ მათ ვწყა­ლობ. ქა­ლებს კა­ტე­გო­რი­ე­ბად ვერ დავ­ყოფ. ჩე­მამ­დე ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია მოს­ვლა...

- რამ­დე­ნია 9X7?

- 63. არა­სო­დეს მეშ­ლე­ბა გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლა. პირ­ველ კლას­ში რომ ვის­წავ­ლე, მას მერე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მახ­სოვს. თუმ­ცა მა­თე­მა­ტი­კა რო­გორც სა­გა­ნი, სკო­ლა­ში არ მიყ­ვარ­და.

- შენს საყ­ვა­რელ ქა­ლებს რას უსურ­ვებ­დი?

- ვიცი ძნე­ლია, მაგ­რამ დი­ლი­დან რო­გორ­მე შე­იქ­მნან პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა, გაგ­ზავ­ნონ კოს­მოს­ში კე­თი­ლი მუხ­ტი და ის უკან­ვე და­უბ­რუნ­დე­ბათ. ასე­თი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა იმ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გან­წყო­ბას სწო­ნის, რომ­ლე­ბიც სა­ლო­ნებ­ში სა­ა­თო­ბით სხე­დან და სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ში­ნა­გა­ნი ბრწყინ­ვა­ლე­ბაა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: პო­პუ­ლა­რუ­ლი სტი­ლის­ტი მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი

"მი­შას­თან სი­ა­რუ­ლი მო­და­შია" - ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის სტი­ლის­ტის გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ

უგუ­ლა­ვას და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცო­ლებ­მა საყ­ვა­რელ სტი­ლისტს და­ბა­დე­ბის დღე პა­რიზ­ში გა­და­უ­ხა­დეს (ექ­სკლუ­ზი­ვი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ამბობდნენ, თბილისში ორი მიშაა - მიშა სააკაშვილი და - მიშა ''პარიკმახერიო" - "მოულოდნელი კითხვები" შერონ სტოუნის, ია ფარულავასა და სოფო ნიჟარაძის "პარიკმახერს"

"ამბობდნენ, თბილისში ორი მიშაა - მიშა სააკაშვილი და - მიშა ''პარიკმახერიო" - "მოულოდნელი კითხვები" შერონ სტოუნის, ია ფარულავასა და სოფო ნიჟარაძის "პარიკმახერს"

ცნობილი ქალბატონების სტილისტია. მასთან მოხვედრა პრესტიჟულად ითვლება. მომღერლები, ტელეჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები - ყველანი მისი კლიენტები არიან. დიახ, სწორედ მიშა გასიტაშვილი ზრუნავს ამ ადამიანების თმის ვარცხნილობაზე. ამიტომაც უყვართ, ენდობიან და საიდუმლოებსაც ანდობენ...

ამჟამად მიშა "მოულოდნელი კითხვების" რესპონდენტია.

- სად ხარ და რას აკეთებ?

- სამსახურში ვარ, აივანზე ვზივარ...

- როგორი განწყობა გაქვს?

- მშვენიერ ხასიათზე ვარ, აბსოლუტურად პოზიტიური განწყობა მაქვს...

- თუ იცი, რა დღეა დღეს და რა რიცხვია?

- კვირაა და 29 ივნისია. ჩემი საქმიანობისთვის კვირის დღეების ცოდნა აუცილებელია (სიცილით ამბობს). დიახ, უნდა ვიცოდე, რა დღეა, რა რიცხვია, რა გრაფიკი მაქვს და რას ვაკეთებ...

- დღეს კვირაა, პრინციპში, უნდა ისვენებდე, არადა, სამსახურში ხარ...

- ჩემთვის დასვენების საათები სამსახურის შემდეგ, საღამოს 9 საათიდან იწყება. დასვენების დღე, როგორც ასეთი, თუ თბილისში ვარ, არ მაქვს. ყოველდღე ორშაბათიდან - კვირის ჩათვლით, ვმუშაობ. ვისვენებ მაშინ, როცა საქართველოში არ ვარ...

- იცი, ახლა როგორ მიპასუხე? როგორც იმ ცნობილ სიმღერაშია - "ორთაბათიც შაბათია"...

- ჰო-ო (სიცილით ამბობს).

- შენი პროფესიის ადამინები თავის თავს სტილისტებს უწოდებს. შენ კი საკუთარ თავს ''პარიკმახერად'' მოიხსენიებ. რატომ?

- იმიტომ, რომ ისინი სტილისტები არიან, მე მიშა ''პარიკმახერი'' ვარ!

- როგორ გახდი ცნობილი?

- საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი... გამიცნო ხალხმა. დამიმეგობრდნენ ცნობილი ადამიანები. მათგან ერთ-ერთი პირველი ქრისტინე იმედაძე იყო, რომელმაც შემდეგ თავისი ნაცნობები და მეგობრები მომიყვანა და ა.შ.

- როგორი მადლიერი ხარ და ქრისტინეს დამსახურებას არ ივიწყებ...

- დამსახურებას ვერასდროს ვერავის დავუკარგავ...

- დღეს უკვე ყველა ცნობილი ქალი შენს ხელშია, არა?

- ასე გამოდის...

- შერონ სტოუნი, ია ფარულავა, სოფო ნიჟარაძე… რა აერთიანებთ ამ ქალებს?

- მათ მე - მიშა გასიტაშვილი ვაერთიანებ... სამივე ჩემს ხელში მოხვდა...

- შერონ სტოუნი, როგორც შენი კლიენტი, ხშირად გახსენდება?

- როგორც კი სადმე ეკრანზე თვალს შევავლებ, მახსენდება, რომ მასთანაც ვიყავი, სამი დღე ვემსახურებოდი და ჩემს ხელში იყო... ბედნიერი დღეები მქონდა...

- ამდენი ქალის სიყვარული რითი დაიმსახურე?

- იმით, რომ ყველანაირი გაგებით, ვარ ერთგული და მათ მიმართ დადებითად განწყობილი...

- ისე, ვის თავზე გიყვარს ყველზე მეტად მუშაობა?

- ყველა ინდივიდუალურია. ამდენ ქალბატონთან ურთიერთობამ, ფსიქოლოგიც გამხადა და ვიცი, ვის როგორ უნდა მივუდგე...

- მიშა, მაგარი ხარ?

- მიშა მოდაშია და ყოველთვის ინარჩუნებს ამ სტატუსს...

- ერთ მიშაზეც ამბობდნენ, მაგარიაო...

- როცა მაგას ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, თბილისში ორი მიშაა - მიშა სააკაშვილი და მიშა ''პარიკმახერიო''...

- ის ახლა თბილისში აღარ არის...

- მე ჩემს ადგილს არ ვკარგავ (სიცილით ამბობს)...

- ოქროს მაკრატელზე არ ოცნებობ?

- არა, ეგ იმათ უნდათ, ვინც კვალიფიცირებულები და სერტიფიცირებულები არიან... და რაღაც კონკურსებზე გამოდიან... მე თავს ასეთად არ მივიჩნევ...

- თავმდაბლობასაც ავლენ... იმდენ ცნობილ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, დილაობით მგონი, რძე გეკუთვნის...

- რძე არა, მაგრამ ამ ადამიანებისგან იმდენი სიყვარული და პოზიტიური განწყობა მაქვს, რასაც ვერსად ვერაფრით ვიყიდი. ჰოდა, ეგ სიყვარული და სითბოა ჩემი დილის რძეც და ყავაც...

- ვოლიერში ლომთან ერთად რომ აღმოჩნდე, რას იზამ?

- ფანტაზიორი არ ვარ და ნამდვილად ვერ წავიფანტაზიორებ. ალბათ შიშისგან გული წამივა...

- უკეთეს პასუხს ველოდი...

- ლომის წინაშე ყველა უძლურია. მხეცს ვერ შევებრძოლები, ეგ უკვე ზღაპრის სფეროა, მე ზღაპარში არ ვცხოვრობ.

- ბევრ ცნობილ ადამიანს იცნობ და რომელიმეს პროფესია, თანამდებობა, ხომ არ მოგდომებია?

- არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რა პროფესიის არის - თმას სჭრის, ნაყინს ჰყიდის, ბენზინს ასხმს, თუ მინისტრია, მთავარია, პროფესიონალი იყოს. მე ჩემს საქმეში ვარ პროფესიონალი, მგონი, საკმარისია და სხვისი არაფერი მდომებია.

- მიშა, მოდი, რაიმე ლექსიდან ფრაზა წაგვიკითხე...

- ამ წუთებში რაღაც პუშკინის სასიყვარულო ჟანრში შექმნილი ლექსი მახსენდება...

- რომელი?

- ''ია პომნიუ ჩუდნოე მგნოვენიე,/ პერედო მნოი იავილას ტი,/ კაკ მიმოლოტნოე ვიდენიე,/ კაკ გენიი ჩისტოი კრასოტი''.

ჩემთვის ყველა ქალი ვარსკვლავია, არავის ეგონოს, რომ რადგან ცნობილ ადამიანებთან ვმუშაობ, მხოლოდ მათ ვწყალობ. ქალებს კატეგორიებად ვერ დავყოფ. ჩემამდე ნებისმიერს შეუძლია მოსვლა...

- რამდენია 9X7?

- 63. არასოდეს მეშლება გამრავლების ტაბულა. პირველ კლასში რომ ვისწავლე, მას მერე მთელი ცხოვრება მახსოვს. თუმცა მათემატიკა როგორც საგანი, სკოლაში არ მიყვარდა.

- შენს საყვარელ ქალებს რას უსურვებდი?

- ვიცი ძნელია, მაგრამ დილიდან როგორმე შეიქმნან პოზიტიური განწყობილება, გაგზავნონ კოსმოსში კეთილი მუხტი და ის უკანვე დაუბრუნდებათ. ასეთი შინაგანი მდგომარეობა იმ ქალბატონების განწყობას სწონის, რომლებიც სალონებში საათობით სხედან და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავენ. მნიშვნელოვანი შინაგანი ბრწყინვალებაა...

ლალი ფაცია

სპეციალურურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: პოპულარული სტილისტი მიშა გასიტაშვილი და ცნობილი ქართველი ქალბატონები

"მიშასთან სიარული მოდაშია" - ცნობილი ქალების სტილისტის გულახდილი ინტერვიუ

უგულავას და მერაბიშვილის ცოლებმა საყვარელ სტილისტს დაბადების დღე პარიზში გადაუხადეს (ექსკლუზივი)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება