მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ეს არავისთვის მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით...''
''ეს არავისთვის მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით...''

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვნე­ლი, რე­ჟი­სო­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე ივ­ნის­ში მა­ყუ­რე­ბელს ლაშა ბუ­ღა­ძის პი­ე­სა "ნა­ვი­გა­ტო­რის"პრე­მი­ე­რას სთა­ვა­ზობს. სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის რან­გში ეს მისი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. შეხ­ვედ­რი­სას სა­უ­ბა­რი ამ თე­მით და­ვი­წყეთ...

- "ნა­ვი­გა­ტო­რი"საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი პი­ე­საა. ერთი მხრივ სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და იმავდრო­უ­ლად მხი­ა­რუ­ლიც. ეს რა­დი­ო­პი­ე­საა და მის სცე­ნურ ვერ­სი­ას რე­ჟი­სო­რუ­ლი აზარ­ტით შე­ვე­ჭი­დე. სხვა­თა შო­რის, ამ პი­ე­სის შექ­მნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი. ერთხელ მე და ლაშა პრა­ღი­დან მი­უნ­ხე­ნის მი­მარ-თუ­ლე­ბით, ბა­ი­რო­ით­ში მივ­დი­ო­დით. მან­ქა­ნა ვი­ქი­რა­ვეთ. გზა არ ვი­ცო­დით, არა­ცენ­ტრა­ლურ ტრა­სა­ზე სი­ა­რუ­ლი გვი­წევ­და და ამი­ტომ ჩავ­რთე ნა­ვი­გა­ტო­რი, რო­მელ­საც ქა­ლის ხმა ჰქონ­და. არა­ერთ ად­გი­ლას ახალ გზას აგებ­დნენ. ნა­ვი­გა­ტო­რი გზას რომ მკარ­ნა­ხობ­და, იმ ად­გი­ლას თხრი­ლებს ვა­წყდე­ბო­დი და ამი­ტომ გვერდს ვუვ­ლი­დი. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი გზი­დან გა­და­ვუხ­ვევ­დი, იწყებ­და "ყვი­რილს". ამა­ზე ნერ­ვე­ბი მო­მე­შა­ლა და და­ვუ­წყე ლა­პა­რა­კი, გზა შენ­ზე კარ­გად ვიცი, სა­ი­და­ნაც მინ­და, იქი­დან წა­ვალ-მეთ­ქი. მერე ამა­ზე მე და ლაშა გზა­ში ვღა­და­ობ­დით. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვი­და, და­წე­რა პი­ე­სა ამ მოგ-ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. ეს პი­ე­სა მოს­კოვ­ში 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატრ "პრაქ­ტი­კა­ში"მაქვს დად­გმუ­ლი. ასე ვთქვათ, შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი მქონ­და ეს მა­სა­ლა და აქაც არ­ჩე­ვა­ნი ამ პი­ე­სა­ზე შე­ვა­ჩე­რე.

- ბა­ტო­ნო და­ვით, 9 წელი ოპე­რის დი­რექ­ტო­რი იყა­ვით. დღემ­დე ბევ­რის­თვის ოპე­რას­თან ასო­ცირ­დე­ბით. მუ­სი­კა გიყ­ვართ, რამ­დე­ნი­მე ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავთ...

- დიახ, ასეა. სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის, რე­ჟი­სუ­რის, ოპე­რის წყო­ბის შე­სას­წავ­ლად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი სტა­ჟი­რე­ბა­ზე. ბავ­შვო­ბი­დან მე­ლო­მა­ნი ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და ოპე­რა, რო­მე­ლიც სა­ში­ნე­ლი ვირუ­სია. თუ ერთხელ მო­გე­წო­ნა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ოპე­რის ფანი გახ­დე­ბი. მახ­სოვს, ბე­ბი­ებ­სა და ბე­ბი­ის დებს ორი წლი­დან დავ­ყავ­დით სპექ­ტაკ­ლებ­ზე. ვფიქ­რობ, რე­ჟი­სო­რი იმი­ტომ გავ­ხდი, რომ სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბას­თან უფრო ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ოპე­რა ჩემ­თვის ჟანგბა­დია. არა­ერ­თი რე­ჟი­სო­რი­სა და სპექ­ტაკ­ლი­სათ­ვის მაქვს მუ­სი­კა და­წე­რი­ლი. ამ თვალ­საზ­რი­სით 30-მდე სპექ­ტაკ­ლი მაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. თე­ატ­რა­ლურ წრე­ებ­ში მიც­ნო­ბენ, რო­გორც კომ­პო­ზი­ტორ­საც.

- ვიცი, თე­ატ­რის გახ­სნას აპი­რებ­დით...

- დიახ, მე და ზა­ლი­კო ჩი­ქო­ბა­ვა "მი­ხა­ი­ლო­ვის"სა­ა­ვად­მყო­ფოს პირ­და­პირ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თულს, სა­დაც 500-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზია, არენ­დით ვი­ღებთ. ზა­ლი­კო იქ­ნე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­დი­უ­სე­რი, მე შე­მოქ­მე­დე­ბით ნა­წილს მივ­ხე­დავ.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აკუს­ტი­კაა. რე­მონ­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, გა­კეთ­დე­ბა სა­ორ­კესტრო ორმო და შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს გავ­ხსნით. მინ­და, იმ სცე­ნა­ზე წარ­მო­ვად­გი­ნოთ სა­ო­პე­რო დად­გმე­ბი, დრა­მა­ტუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი, მი­უ­ზიკ­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი. მინ­და, იქვე ჩვენც გა­და­ვი­დეთ - სო­ხუ­მის თე­ატ­რი. 2010 წელს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ფონ­დი, რომ­ლის ეგი­დით სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა. ახ­ლა­ხან 35 წლამ­დე თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პო­ზი­ტორ­თა კონ­კურ­სი ჩა­ვა­ტა­რე. მო­ნა­წი­ლე­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რდნო­ბით უნდა შე­ექ­მნათ ერ­თსა­ა­თი­ა­ნი სა­ო­პე­რო ნა­წარ­მო­ე­ბი. 26 ივ­ნისს გვექ­ნე­ბა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი 10 ათას ლარს მი­ი­ღებს და შე­ვეც­დე­ბი, შემ­დეგ ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დავ­დგა. ამ გზით, გვინ­და, ხელი შე­ვუ­წყოთ ქარ­თუ­ლი ოპე­რის შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

''ეს არავისთვის მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით...''

''ეს არავისთვის მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით...''

სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვნელი, რეჟისორი დავით საყვარელიძე ივნისში მაყურებელს ლაშა ბუღაძის პიესა ''ნავიგატორის''პრემიერას სთავაზობს. სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში ეს მისი პირველი ნამუშევარია. შეხვედრისას საუბარი ამ თემით დავიწყეთ...

- ''ნავიგატორი''საკმაოდ შთამბეჭდავი პიესაა. ერთი მხრივ სენტიმენტალური და იმავდროულად მხიარულიც. ეს რადიოპიესაა და მის სცენურ ვერსიას რეჟისორული აზარტით შევეჭიდე. სხვათა შორის, ამ პიესის შექმნის თანამონაწილე ვიყავი. ერთხელ მე და ლაშა პრაღიდან მიუნხენის მიმარ-თულებით, ბაიროითში მივდიოდით. მანქანა ვიქირავეთ. გზა არ ვიცოდით, არაცენტრალურ ტრასაზე სიარული გვიწევდა და ამიტომ ჩავრთე ნავიგატორი, რომელსაც ქალის ხმა ჰქონდა. არაერთ ადგილას ახალ გზას აგებდნენ. ნავიგატორი გზას რომ მკარნახობდა, იმ ადგილას თხრილებს ვაწყდებოდი და ამიტომ გვერდს ვუვლიდი. შესაბამისად, როგორც კი გზიდან გადავუხვევდი, იწყებდა ''ყვირილს''. ამაზე ნერვები მომეშალა და დავუწყე ლაპარაკი, გზა შენზე კარგად ვიცი, საიდანაც მინდა, იქიდან წავალ-მეთქი. მერე ამაზე მე და ლაშა გზაში ვღადაობდით. თბილისში რომ ჩამოვიდა, დაწერა პიესა ამ მოგ-ზაურობის შესახებ. ეს პიესა მოსკოვში 2013 წლის ნოემბერში თანამედროვე თეატრ ''პრაქტიკაში''მაქვს დადგმული. ასე ვთქვათ, შესისხლხორცებული მქონდა ეს მასალა და აქაც არჩევანი ამ პიესაზე შევაჩერე.

- ბატონო დავით, 9 წელი ოპერის დირექტორი იყავით. დღემდე ბევრისთვის ოპერასთან ასოცირდებით. მუსიკა გიყვართ, რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავთ...

- დიახ, ასეა. საოპერო ხელოვნების, რეჟისურის, ოპერის წყობის შესასწავლად წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში ვიყავი სტაჟირებაზე. ბავშვობიდან მელომანი ვარ, განსაკუთრებით მიყვარდა ოპერა, რომელიც საშინელი ვირუსია. თუ ერთხელ მოგეწონა, დარწმუნებული ვარ, ოპერის ფანი გახდები. მახსოვს, ბებიებსა და ბებიის დებს ორი წლიდან დავყავდით სპექტაკლებზე. ვფიქრობ, რეჟისორი იმიტომ გავხდი, რომ საოპერო ხელოვნებასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი. ოპერა ჩემთვის ჟანგბადია. არაერთი რეჟისორისა და სპექტაკლისათვის მაქვს მუსიკა დაწერილი. ამ თვალსაზრისით 30-მდე სპექტაკლი მაქვს გაფორმებული. თეატრალურ წრეებში მიცნობენ, როგორც კომპოზიტორსაც.

- ვიცი, თეატრის გახსნას აპირებდით...

- დიახ, მე და ზალიკო ჩიქობავა ''მიხაილოვის''საავადმყოფოს პირდაპირ არსებული შენობის მესამე სართულს, სადაც 500-კაციანი დარბაზია, არენდით ვიღებთ. ზალიკო იქნება ხელმძღვანელი, პროდიუსერი, მე შემოქმედებით ნაწილს მივხედავ.

არაჩვეულებრივი აკუსტიკაა. რემონტისთვის ვემზადებით, გაკეთდება საორკესტრო ორმო და შემოდგომის ბოლოს გავხსნით. მინდა, იმ სცენაზე წარმოვადგინოთ საოპერო დადგმები, დრამატული სპექტაკლები, მიუზიკლები, კონცერტები. მინდა, იქვე ჩვენც გადავიდეთ - სოხუმის თეატრი. 2010 წელს ჩამოვაყალიბე ფონდი, რომლის ეგიდით სხვადასხვა კონკურსი ტარდება. ახლახან 35 წლამდე თანამედროვე კომპოზიტორთა კონკურსი ჩავატარე. მონაწილეებს თანამედროვე ლიტერატურაზე დაყრდნობით უნდა შეექმნათ ერთსაათიანი საოპერო ნაწარმოები. 26 ივნისს გვექნება დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებული ქართველი კომპოზიტორი 10 ათას ლარს მიიღებს და შევეცდები, შემდეგ ეს ნაწარმოებები დავდგა. ამ გზით, გვინდა, ხელი შევუწყოთ ქართული ოპერის შექმნასა და განვითარებას.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება