სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი დღეა - სა­ქარ­თვე­ლომ დღეს ხელი მო­ა­წე­რა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო გახ­და პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, რო­მელ­მაც ასე­თი რან­გის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლო ბუ­ნებ­რი­ვად არის ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი; ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ჩვენ­თვის ბუ­ნებ­რი­ვად მი­სა­ღე­ბი და გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლია. ჩვენ ვი­ყა­ვით არა უბ­რა­ლოდ ამ კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი, არა­მედ მისი თა­ნა­შე­მოქ­მე­დიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

დღეს ჩვენ ვხდე­ბით იმ დიდი ოჯა­ხის წევ­რი, რო­მელ­შიც დიდ­სა და მცი­რე ერს ერ­თნა­ი­რად ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნა­ვი­თა­როს თა­ვი­სი კულ­ტუ­რა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, უნი­კა­ლუ­რო­ბა.

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ ამ ერთა ოჯახ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მიგ­ვიყ­ვა­ნა. ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ მისი სი­კე­თე აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის, თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ზე.

უპირ­ვე­ლე­სად, ჩვენ ვხდე­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ნა­წი­ლი, კრი­ზი­სე­ბის რე­ა­გი­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მის შე­მად­გე­ნე­ლი, რაც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ისიც, რომ რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფრო მე­ტად გახ­დის სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბულს, ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს კი, თა­ვის მხრივ - უფრო დე­მოკ­რა­ტი­ულს და უფრო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბულს თითო მო­ქა­ლა­ქე­ზე", - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა. მისი თქმით, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რით სა­ქარ­თვე­ლო ხდე­ბა ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია, რო­მე­ლიც 500 მი­ლი­ო­ნამ­დე მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ან მო­ქა­ლა­ქეს აერ­თი­ა­ნებს და მისი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი 13 ტრი­ლი­ონ ევ­როს აღ­წევს.

"ეს არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბა­ზა­რი ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის და ბუ­ნებ­რი­ვია ქარ­თულ ბიზ­ნესს მი­ე­ცე­მა ახა­ლი იმ­პულ­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი კი იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის და, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ინ­ტე­რე­სო, რო­გორც ევ­რო­პის, ისე მსოფ­ლი­ოს სხვა ბაზ­რე­ბის­თვის.

მინ­და ასე­ვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­დე­გად ტრან­სპორ­ტის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ტუ­რიზ­მის, ენერ­გე­ტი­კის, ეკო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი. ეს ნა­ბი­ჯე­ბი ჩვენ უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ებს ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რცეს­თან.

ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მი დღე­საც გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბის კვალ­დაკ­ვალ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 2016 წლი­დან ევ­რო­კავ­შირ­თან გვექ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი, უვი­ზო მი­მოს­ვლა.

ამ გზა­ზე ჩვენ გვეხ­მა­რე­ბი­ან ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი. ისი­ნი მზად არი­ან დაგ­ვეხ­მა­რონ თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბით, მხარ­და­ჭე­რით და გვი­ცხა­დე­ბენ მზად­ყოფ­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამას გარ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მის - ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სწო­რედ ეს გზა არის უნი­კა­ლუ­რი, რად­გან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სი­კე­თე­ებს ჩვენ ასე­ვე შევ­თა­ვა­ზებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენ შევ­თა­ვა­ზებთ მათ ისეთ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც სწო­რე­დაც რომ ევ­რო­პის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ავა­შე­ნებთ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს! ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ეთ­ნი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უფ­ლე­ბე­ბი.

დღეს ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. თა­ვის­თა­ვად, ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ბევრ სი­კე­თეს მო­უ­ტანს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს.

ამას­თან, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის მო­მენ­ტი­დან ჩვენ და­ვი­წყეთ ახა­ლი მიზ­ნის­კენ მოძ­რა­ო­ბა და ეს მი­ზა­ნი არის ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბა. ამ გზა­ზე ჩვენ მტკი­ცედ და გა­ნუხ­რე­ლად ვივ­ლით", -აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საქართველოს პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - საქართველომ დღეს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც ასეთი რანგის ხელშეკრულება გააფორმა.

"საქართველო ბუნებრივად არის ევროპული კულტურის ნაწილი; ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ბუნებრივად მისაღები და გასაზიარებელია. ჩვენ ვიყავით არა უბრალოდ ამ კულტურის ნაწილი, არამედ მისი თანაშემოქმედიც საუკუნეების განმავლობაში.

დღეს ჩვენ ვხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელშიც დიდსა და მცირე ერს ერთნაირად ეძლევა შესაძლებლობა განავითაროს თავისი კულტურა, სახელმწიფოებრიობა, უნიკალურობა.

ასოცირების ხელშეკრულებამ ამ ერთა ოჯახთან ძალიან ახლოს მიგვიყვანა. ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი სიკეთე აისახება ყველა მოქალაქის, თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე.

უპირველესად, ჩვენ ვხდებით უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, კრიზისების რეაგირების ევროპული სისტემის შემადგენელი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად გახდის სოციალურად ორიენტირებულს, ჩვენ სახელმწიფოს კი, თავის მხრივ - უფრო დემოკრატიულს და უფრო მეტად ორიენტირებულს თითო მოქალაქეზე", - აცხადებს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო ხდება ევროპული ბაზრის ნაწილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, რომელიც 500 მილიონამდე მსყიდველუნარიან მოქალაქეს აერთიანებს და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 13 ტრილიონ ევროს აღწევს.

"ეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და ბუნებრივია ქართულ ბიზნესს მიეცემა ახალი იმპულსი, საქართველოში დამზადებული პროდუქტი კი იქნება ევროპული ხარისხის და, ბუნებრივია, საინტერესო, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებისთვის.

მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო ამ ხელშეკრულების შედეგად ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ეკოლოგიის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. ეს ნაბიჯები ჩვენ უფრო დაგვაახლოებს ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი დღესაც გამარტივებულია, მაგრამ ამ ხელშეკრულების ამოქმედების კვალდაკვალ, დარწმუნებული ვარ, 2016 წლიდან ევროკავშირთან გვექნება თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა.

ამ გზაზე ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპული ქვეყნების ლიდერები. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ თავიანთი გამოცდილებით, მხარდაჭერით და გვიცხადებენ მზადყოფნას ამ მიმართულებით.

ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემის - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, სწორედ ეს გზა არის უნიკალური, რადგან ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეებს ჩვენ ასევე შევთავაზებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენ შევთავაზებთ მათ ისეთ საქართველოს, რომელიც სწორედაც რომ ევროპის ნაწილი იქნება. ჩვენ ავაშენებთ ევროპულ საქართველოს! ამ ქვეყანაში დაცული იქნება ნებისმიერი ეთნიკური, პოლიტიკური, სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებები.

დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. თავისთავად, ეს ხელშეკრულება ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს სახელმწიფოს.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ დავიწყეთ ახალი მიზნისკენ მოძრაობა და ეს მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამ გზაზე ჩვენ მტკიცედ და განუხრელად ვივლით", -აცხადებს პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა