კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაკულაკებული" პრეზიდენტი - ანუ 19 სასაცილო უფლება, რომელიც მარგველაშვილს დარჩება
"გაკულაკებული" პრეზიდენტი - ანუ 19 სასაცილო უფლება, რომელიც მარგველაშვილს დარჩება

რებ­ლო­გი, სუ­რა­მე­ლას ბლო­გი, Kvirispalitra.ge

ბოლო დღე­ე­ბია, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმას ეთ­მო­ბა ხოლ­მე, თუ კი­დევ რის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა პრე­ზი­დენტს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­კუ­ლა­კე­ბა ხდე­ბა, ოღონდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბის ნაც­ვლად უფ­ლე­ბებს არ­თმე­ვენ. მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის შვილს, მა­დარ­დებს ჩემი პრე­ზი­დენ­ტის ბედი და გა­დავ­წყვი­ტე ჩა­მო­მე­წე­რა, თუ რის უფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის შემ­დეგ:

1. ერთი წლის შემ­დეგ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ექ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა ბოლო სე­რი­ას ნა­ხავს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

2. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს არა მხო­ლოდ 1 წლის შემ­დეგ, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლე­ბა, და­ეს­წროს სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის თა­მაშს, ხოლო თუ თა­მა­ში ისე წა­ვი­და, რომ გუნ­დი იგებს, პრე­ზი­დენტს ჩა­ა­ნაც­ვლებს პრე­მი­ე­რი.

3. შე­ეძ­ლე­ბა წა­ი­კი­თხოს ჟიულ ვერ­ნის "80 000" კმ. წყალ­ქვეშ, თუმ­ცა მხო­ლოდ 79 000 კი­ლო­მეტ­რი, უკა­ნას­კნელ ათასს პრე­მი­ე­რი გა­ეც­ნო­ბა.

4. სრუ­ლად უყუ­როს მხატ­ვრულ ფილ­მს "ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ მთი­დან", რად­გან აქ არა­ფე­რია ისე­თი, რაც მის კომ­პე­ტენ­ცი­ებს სცილ­დე­ბა, მათ შო­რის არც ვე­ფხვი­ას და ლე­ლას შეხ­ვედ­რა.

5. კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი და­ვო­ბენ, უნდა ქონ­დეს თუ არა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩის ყუ­რე­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა პრე­მი­ერ­მა თქვა: პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟი მე­ტის­მე­ტია და მე­ო­რე დღეს უყუ­როს, არაა პრობ­ლე­მაო.

6. "ფე­ის­ბუქ­ზე" რა­გინ­და­რა სტა­ტუ­სის მო­წო­ნე­ბა, ხოლო გა­ზი­ა­რე­ბა მხო­ლოდ პრე­მი­ერს ხე­ლე­წი­ფე­ბა.

7. შე­ეძ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ის ან იტა­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტებს ეთა­მა­შოს "აი­დუს­ტო­ბა­ნა", ხოლო "თექ­ვსმე­ტო­ბა­ნა" მხო­ლოდ ამ ქვეყ­ნე­ბის პრე­მი­ე­რებს შე­უძ­ლი­ათ.

8. ჯოკ­რის თა­მა­შის დროს "ნი­ჟეს" გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, ხოლო თუ გა­და­ჯოკ­ვრა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, პრე­მი­ერს უნდა მი­მარ­თოს თხოვ­ნით.

9. სა­კუ­თარ სახ­ლში, ნე­ბის­მი­ერ ოთახ­ში გას­ვლის უფ­ლე­ბა.

10. სა­დღეგ­რძე­ლოს თქმის უფ­ლე­ბა, ოღონდ თუ მას­თან ალა­ვერდს გა­და­ვა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

11. სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ჩუქ­რებს პრე­მი­ე­რი გახ­სნის, მაგ­რამ რად­გან იუ­ბი­ლეა, მარ­გვე­ლაშ­ვილს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად შე­უ­ბე­როს სული და ჩა­აქ­როს ტორტზე ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბი

12. ანეკ­დო­ტებ­ზე და­უ­კი­თხა­ვად გა­ცი­ნე­ბის უფ­ლე­ბა

13. ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში "ლა­ბა­ვოი" ერ­თი­ა­ნის, ორი­ა­ნი ან იქ­სის და­წე­რის უფ­ლე­ბა, ხოლო "აძინ/იქსი", "იქს/დვა" ან "აძინ/დვა" მხო­ლოდ პრე­მი­ერს შე­ეძ­ლე­ბა

14. პრე­ზი­დენტს ექ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გა­ზე­თის ბო­ლო­დან წა­კი­თხვის უფ­ლე­ბა იმ გვერ­დე­ბამ­დე სა­ნამ და­ი­წყე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტი­ე­ბი

15. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" რამ­დე­ნიც გა­უ­ხარ­დე­ბა, იმ­დე­ნი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, ხოლო თუ კარ­გად იტყვის რა­მეს, პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე პრე­მი­ე­რი მო­ახ­დენს ცი­ტი­რე­ბას და შე­ა­ქებს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"გაკულაკებული" პრეზიდენტი - ანუ 19 სასაცილო უფლება, რომელიც მარგველაშვილს დარჩება

"გაკულაკებული" პრეზიდენტი - ანუ 19 სასაცილო უფლება, რომელიც მარგველაშვილს დარჩება

რებლოგი, სურამელას ბლოგი, Kvirispalitra.ge

ბოლო დღეებია, საინფორმაციო გამოშვებებში ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია იმას ეთმობა ხოლმე, თუ კიდევ რის უფლება ჩამოერთვა პრეზიდენტს. ფაქტობრივად, მარგველაშვილის გაკულაკება ხდება, ოღონდ მატერიალური ქონების ნაცვლად უფლებებს ართმევენ. მე, როგორც ამ ქვეყნის შვილს, მადარდებს ჩემი პრეზიდენტის ბედი და გადავწყვიტე ჩამომეწერა, თუ რის უფლება შეიძლება დარჩეს გიორგი მარგველაშვილს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ:

1. ერთი წლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილს ექნება ნებისმიერი სერიალის ყურების უფლება, თუმცა ბოლო სერიას ნახავს ირაკლი ღარიბაშვილი.

2. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ 1 წლის შემდეგ, არამედ ნებისმიერ დროს შეეძლება, დაესწროს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების თამაშს, ხოლო თუ თამაში ისე წავიდა, რომ გუნდი იგებს, პრეზიდენტს ჩაანაცვლებს პრემიერი.

3. შეეძლება წაიკითხოს ჟიულ ვერნის "80 000" კმ. წყალქვეშ, თუმცა მხოლოდ 79 000 კილომეტრი, უკანასკნელ ათასს პრემიერი გაეცნობა.

4. სრულად უყუროს მხატვრულ ფილმს "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", რადგან აქ არაფერია ისეთი, რაც მის კომპეტენციებს სცილდება, მათ შორის არც ვეფხვიას და ლელას შეხვედრა.

5. კონსტიტუციონალისტები დავობენ, უნდა ქონდეს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის ყურების უფლება, თუმცა პრემიერმა თქვა: პირდაპირი რეპორტაჟი მეტისმეტია და მეორე დღეს უყუროს, არაა პრობლემაო.

6. "ფეისბუქზე" რაგინდარა სტატუსის მოწონება, ხოლო გაზიარება მხოლოდ პრემიერს ხელეწიფება.

7. შეეძლება გერმანიის ან იტალიის პრეზიდენტებს ეთამაშოს "აიდუსტობანა", ხოლო "თექვსმეტობანა" მხოლოდ ამ ქვეყნების პრემიერებს შეუძლიათ.

8. ჯოკრის თამაშის დროს "ნიჟეს" გაკეთების უფლება, ხოლო თუ გადაჯოკვრა იქნება საჭირო, პრემიერს უნდა მიმართოს თხოვნით.

9. საკუთარ სახლში, ნებისმიერ ოთახში გასვლის უფლება.

10. სადღეგრძელოს თქმის უფლება, ოღონდ თუ მასთან ალავერდს გადავა ირაკლი ღარიბაშვილი.

11. საკუთარ დაბადების დღეზე დასწრების უფლება, თუმცა საჩუქრებს პრემიერი გახსნის, მაგრამ რადგან იუბილეა, მარგველაშვილს ექნება საშუალება ღარიბაშვილთან ერთად შეუბეროს სული და ჩააქროს ტორტზე ანთებული სანთლები

12. ანეკდოტებზე დაუკითხავად გაცინების უფლება

13. ტოტალიზატორში "ლაბავოი" ერთიანის, ორიანი ან იქსის დაწერის უფლება, ხოლო "აძინ/იქსი", "იქს/დვა" ან "აძინ/დვა" მხოლოდ პრემიერს შეეძლება

14. პრეზიდენტს ექნება ნებისმიერი გაზეთის ბოლოდან წაკითხვის უფლება იმ გვერდებამდე სანამ დაიწყება, პოლიტიკური სტატიები

15. მიხეილ სააკაშვილზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" რამდენიც გაუხარდება, იმდენი კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება, ხოლო თუ კარგად იტყვის რამეს, პირველივე სხდომაზე პრემიერი მოახდენს ციტირებას და შეაქებს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა