პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ყიფშიძეს ჯულიანა ბარგნართან რომანი აქვს?!
გიორგი ყიფშიძეს ჯულიანა ბარგნართან რომანი აქვს?!

თბი­ლის­ში ახა­ლი ჭორი გავ­რცელ­და - გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე მე­უღ­ლეს გა­შორ­და და ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი შე­მოდ­გო­მა­ზე ცო­ლად მოჰ­ყავ­სო. ყვე­ლა­ფე­რი კი ცეკ­ვე­ბის სწავ­ლით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყიფ­ში­ძე და ბარ­გნა­რი მალე გა­ნუყ­რელ მე­გობ­რე­ბად იქ­ცნენ - ყველ­გან ერ­თად იყ­ვნენ, რო­გორც პრო­ექ­ტში, ისე პრო­ექტს მიღ­მა, ღა­მის კლუ­ბებ­ში, სა­ცუ­რაო აუზ­ზე... ეჭვს, რომ მათ შო­რის რო­მა­ნი იყო, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჩამ­წე­რი სტუ­დი­ი­დან ყიფ­ში­ძის ცო­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი"გა­უ­ჩი­ნა­რე­ბაც აღ­რმა­ვებ­და, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას, გი­ორ­გის მე­უღ­ლე ანი ჩიკ­ვი­ლა­ძე წყვი­ლის გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, თუმ­ცა, ბო­ლოს მის­თვის არა­ვის მო­უკ­რავს თვა­ლი. ამ­ბო­ბენ, როცა ამ ის­ტო­რი­ამ ანის ყუ­რამ­დე მი­აღ­წია, ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯახ­ში დიდი სკან­და­ლი მომ­ხდა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ამ ამ­ბის მე­ო­რე გმირს, ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნარს, მან სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და: "მე და გი­ორ­გი ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ, ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით და, ალ­ბათ, ამან გა­ნა­პი­რო­ბა ამ ჭო­რის აგო­რე­ბა... გი­ორ­გის ცოლი ჰყავს. მე ყო­ველ­თვის თავს ქა­ლის ად­გი­ლას ვა­ყე­ნებ, იმი­ტომ, რომ არ მსურს, მეც ასე მო­მექ­ცნენ. გი­ორ­გის მე­უღ­ლე ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა. შო­უ­ში გი­ორ­გის გვერ­დში ედგა. ჰა­რამ­ხა­ნა სა­ჩე­მო არ არის. მე ერ­თა­დერ­თი უნდა ვიყო".

თუ ამ ლო­გი­კას გავ­ყვე­ბით, მა­შინ ბარ­გნა­რი გი­ორ­გის­თვის მე-3 იქ­ნე­ბა, რად­გან მსა­ხი­ო­ბის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე კრის­ტი ყიფ­ში­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­საც, რო­გორც მა­შინ ამ­ბობ­დნენ, მსა­ხი­ობ ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის გამო გა­შორ­და (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს თა­ვად ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­მაც სა­ჯა­როდ და­ა­დას­ტუ­რა. ავტ. - თ. ღ.)

ჯუ­ლი­ა­ნა­სა და გი­ორ­გის ამ­ბა­ვი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის" პირ­ვე­ლი სკან­და­ლი არ გახ­ლავთ. პრო­ექ­ტმა შე­ი­წი­რა სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­სა და გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის რო­მა­ნიც, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ჭო­რად შე­რა­ცხეს, თუმ­ცა, ეს "ჭორი" გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ბედ­ნი­ე­რე­ბით დას­რულ­და. ალ­ბათ, მათ ერ­თგვა­რი, "სტი­მუ­ლი","პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერ­მა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე­მაც მის­ცა, რო­მელ­საც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თა­ვად და­ენგრა ოჯა­ხი - მისი ქორ­წი­ნე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ხეს­თან, ეკა სამ­ხა­რა­ძეს­თან დას­რულ­და...

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" გა­და­წყვი­ტა, თბი­ლი­სუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მთა­ვარ მოქ­მედ გმირ­თან, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა. მის ერთ-ერთ ნო­მერ­ზე ანი ჩიკ­ვი­ლა­ძემ გვი­პა­სუ­ხა.

- გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რი­დან" გა­წუ­ხებთ. გი­ორ­გის­თან გვსურს გა­სა­უბ­რე­ბა.

- გი­ორ­გის თა­ვის მო­ბი­ლურ­ზე და­უ­კავ­შირ­დით.

- თქვენ მე­უღ­ლე ბრძან­დე­ბით?

- (ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ) დიახ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიორგი ყიფშიძეს ჯულიანა ბარგნართან რომანი აქვს?!

გიორგი ყიფშიძეს ჯულიანა ბარგნართან რომანი აქვს?!

თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - გიორგი ყიფშიძე მეუღლეს გაშორდა და ჯულიანა ბარგნარი შემოდგომაზე ცოლად მოჰყავსო. ყველაფერი კი ცეკვების სწავლით დაიწყო. როგორც ამბობენ, ყიფშიძე და ბარგნარი მალე განუყრელ მეგობრებად იქცნენ - ყველგან ერთად იყვნენ, როგორც პროექტში, ისე პროექტს მიღმა, ღამის კლუბებში, საცურაო აუზზე... ეჭვს, რომ მათ შორის რომანი იყო, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჩამწერი სტუდიიდან ყიფშიძის ცოლის მოულოდნელი"გაუჩინარებაც აღრმავებდა, რადგანაც პროექტის მსვლელობისას, გიორგის მეუღლე ანი ჩიკვილაძე წყვილის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, თუმცა, ბოლოს მისთვის არავის მოუკრავს თვალი. ამბობენ, როცა ამ ისტორიამ ანის ყურამდე მიაღწია, ყიფშიძეების ოჯახში დიდი სკანდალი მომხდარა.

რაც შეეხება, ამ ამბის მეორე გმირს, ჯულიანა ბარგნარს, მან საჯაროდ განაცხადა: "მე და გიორგი ახლო მეგობრები ვართ, ყველგან ერთად დავდიოდით და, ალბათ, ამან განაპირობა ამ ჭორის აგორება... გიორგის ცოლი ჰყავს. მე ყოველთვის თავს ქალის ადგილას ვაყენებ, იმიტომ, რომ არ მსურს, მეც ასე მომექცნენ. გიორგის მეუღლე ძალიან კარგი გოგოა. შოუში გიორგის გვერდში ედგა. ჰარამხანა საჩემო არ არის. მე ერთადერთი უნდა ვიყო".

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ბარგნარი გიორგისთვის მე-3 იქნება, რადგან მსახიობის პირველი მეუღლე კრისტი ყიფშიძე გახლდათ, რომელსაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, მსახიობ ია სუხიტაშვილის გამო გაშორდა (მოგვიანებით ეს თავად ია სუხიტაშვილმაც საჯაროდ დაადასტურა. ავტ. - თ. ღ.)

ჯულიანასა და გიორგის ამბავი "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის" პირველი სკანდალი არ გახლავთ. პროექტმა შეიწირა სალომე ჭაჭუასა და გიორგი გაჩეჩილაძის რომანიც, რომელიც თავის დროზე ჭორად შერაცხეს, თუმცა, ეს "ჭორი" გიორგი ვარდოსანიძის და სალომე ჭაჭუას ბედნიერებით დასრულდა. ალბათ, მათ ერთგვარი, "სტიმული","პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემაც მისცა, რომელსაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმდინარეობისას თავად დაენგრა ოჯახი - მისი ქორწინება "რუსთავი 2"-ის სახესთან, ეკა სამხარაძესთან დასრულდა...

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, თბილისური სიყვარულის ისტორია მთავარ მოქმედ გმირთან, გიორგი ყიფშიძესთან გადაემოწმებინა. მის ერთ-ერთ ნომერზე ანი ჩიკვილაძემ გვიპასუხა.

- გაზეთ "კვირის პალიტრიდან" გაწუხებთ. გიორგისთან გვსურს გასაუბრება.

- გიორგის თავის მობილურზე დაუკავშირდით.

- თქვენ მეუღლე ბრძანდებით?

- (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) დიახ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება