სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამთა გოდუაძე: "არ მაინტერესებს, რას წერს ჩემი ყოფილი ქმარი"
თამთა გოდუაძე: "არ მაინტერესებს, რას წერს ჩემი ყოფილი ქმარი"

მას მერე, რაც ქარ­თულ "X ფაქ­ტორ­ში" ჟი­უ­რის წევ­რად მოგ­ვევ­ლი­ნა, მკვეთ­რად იმა­ტა სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის პო­პუ­ლა­რო­ბამ მის სამ­შობ­ლო­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმა­ტა მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რეს­მაც და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ, რა დო­ნის ვარ­სკვლა­ვია თამ­თა გო­დუ­ა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში და რო­გორ მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა.

"რე­ი­ტინგს" არა­ერ­თხელ და­უ­წე­რია თამ­თას შე­სა­ხებ. მა­ში­ნაც, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მას ძა­ლი­ან ცოტა თუ იც­ნობ­და. სა­ბერ­ძნე­თი­სა და კვიპ­რო­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ პოპ­მომ­ღე­რალს იქ უბ­რა­ლოდ თამ­თა­თი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან პა­ტა­რა გა­თხოვ­და, დედა გახ­და და ოჯა­ხიც და­ენგრა, რის შემ­დე­გაც დე­დას­თან წა­ვი­და სა­ბერ­ძნეთ­ში. იქ ბავ­შვო­ბის სე­რი­ო­ზულ გა­ტა­ცე­ბას - მუ­სი­კას მიჰ­ყვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ სა­ბავ­შვო ჯგუ­ფებ­ში მღე­რო­და და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც.

სა­ბერ­ძნეთ­ში კა­რი­ე­რის აწყო­ბა შოუ "სუ­პერ-აი­დო­ლით" და­ი­წყო, რომ­ლის ფი­ნალ­ში გა­ვი­და და მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. კარ­გმა გა­რეგ­ნო­ბამ, ნი­ჭი­ე­რე­ბამ, თა­მამ­მა გა­მოს­ვლებ­მა კი­დევ უფრო შე­უ­წყო ხელი მის პო­პუ­ლა­რო­ბას.

მას უკვე არა­ერ­თი ალ­ბო­მი და ჰიტი ეკუთ­ვნის, ბევ­რი პრი­ზი მი­უ­ღია ად­გი­ლობ­რივ მუ­სი­კა­ლურ და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე, ხში­რად იწ­ვე­ვენ ტე­ლეპ­რო­ექ­ტებ­ში, შო­უ­ებ­ში, სა­რეკ­ლა­მო გა­და­ღე­ბებ­ში. სხვა­თა შო­რის, სა­ბერ­ძნეთ­ში ორ­ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და "ევ­რო­ვი­ზი­ის" შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში, თუმ­ცა ვერც ერთხელ ვერ გა­ვი­და.

ბერ­ძნე­ბი თამ­თას ხში­რად იქა­ურ ლედი გა­გად და რი­ა­ნა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ძა­ლი­ან თა­მა­მი და გუ­ლახ­დი­ლი სტი­ლის გამო. მისი თა­მა­მი კოს­ტი­უ­მე­ბი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­სა თუ ჩვე­უ­ლებ­რივ დღე­ებ­ში ხში­რად ხდე­ბა სა­ყო­ველ­თაო გან­ხილ­ვის ობი­ექ­ტი. ასე­ვე, მისი თა­მა­მი შო­უ­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ბოლო გა­მოს­ვლი­სას მა­დო­ნას მა­გა­ლითს მიჰ­ბა­ძა და სცე­ნა­ზე ქალს ტუ­ჩებ­ში აკო­ცა.

მცი­რე ხნის წინ თამ­თა გო­დუ­ა­ძის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, რო­მე­ლიც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გახ­ლავთ და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, საიტ მა­რაო.გე-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, სა­დაც თამ­თას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. ბიზ­ნეს­მე­ნი შმა­გი ხაჭ­ვა­ნი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან არის გა­ხა­რე­ბუ­ლი თამ­თას წარ­მა­ტე­ბით. შვილ­თან, 18 წლის ანის­თან, კონ­ტაქ­ტობს და ზა­ფხუ­ლო­ბით გო­გო­ნა მა­მას­თან დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლა­დაც ჩა­მო­დის, ხოლო მის დე­დას­თან შმა­გის არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს. შე­კი­თხვა­ზე, უც­დი­ათ თუ არა შე­რი­გე­ბა, სა­ი­ტის რეს­პონ­დენ­ტმა უპა­სუ­ხა, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დარ­ჩე­ნა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და სი­ტუ­ა­ცია ვერც პა­ტა­რას და­ბა­დე­ბამ გა­მო­ას­წო­რა. რაც შე­ე­ხე­ბა თამ­თას ნათ­ქვამს, რომ ის სა­ბერ­ძნეთ­ში პი­რად ტრა­გე­დი­ას გა­ექ­ცა, მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ ვერ ხვდე­ბა, რა იგუ­ლის­ხმა მომ­ღე­რალ­მა, ვი­ნა­ი­დან ის არას­დროს შე­ხე­ბია ხე­ლით თამ­თას და არც არა­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­უ­ყე­ნე­ბია.

მომ­ღერ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე თამ­თა სა­ჯა­როდ არას­დროს ლა­პა­რა­კობს. ჩვენც შე­ვე­ცა­დეთ, მის­თვის რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა პრო­ექტთან ერ­თად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც დაგ­ვეს­ვა.

- თამ­თა, ყვე­ლა­ზე ლმო­ბი­ერ, ლო­ი­ა­ლურ მენ­ტო­რად გა­სა­ხე­ლებს მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­გორ გგო­ნია, ამის სა­ფუძ­ველს რა აძ­ლევთ და თუ მარ­თლაც ასეა, რა­ტომ ხარ ასე­თი ლო­ი­ა­ლუ­რი?

- არ ვიცი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ თა­ვად მაქვს ეს გზა გავ­ლი­ლი. მეც მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი და როცა შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მა მინ­და ამა თუ იმ კონ­კურ­სან­ტის­თვის, ვცდი­ლობ, ეს არ იყოს ისე­თი მწა­რე, რომ ვინ­მეს გული ეტ­კი­ნოს.

- მა­შინ, როცა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­დი, თა­ვად თუ ყო­ფილ­ხარ ნა­წყე­ნი, გულ­გა­ტე­ხი­ლი ჟი­უ­რის წევ­რე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბის­გან?

- მე სა­ბერ­ძნეთ­ში "სუ­პერ აი­დო­ლის" მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი, ეს იყო "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი. მა­შინ ბერ­ძნუ­ლი არ ვი­ცო­დი კარ­გად და ჟი­უ­რის კო­მენ­ტა­რებ­ზე ძი­რი­თა­დად ვი­ღი­მო­დი. ერ­თა­დერ­თი, რა­შიც ბერ­ძნუ­ლის არ­ცოდ­ნა გა­მო­მად­გა, ეს იყო (იცი­ნის). იმას კი ვხვდე­ბო­დი, კარ­გად მა­ფა­სებ­დნენ თუ ცუ­დად, მაგ­რამ გული ნაკ­ლე­ბად მტკი­ო­და.

- რო­გო­რი შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდა ის კონ­კურ­სი?

- ფი­ნალ­ში გა­ვე­დი, მე­ო­რე ად­გი­ლი მხვდა წი­ლად. ის კონ­კურ­სი კვიპ­რო­სელ­მა კონ­კურ­სან­ტმა მო­ი­გო.

- ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი ლმო­ბი­ე­რი, მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხარ, რო­გო­რიც პრო­ექ­ტში ჩან­ხარ?

- მშვი­დი ვარ, ასე მგო­ნია. ნორ­მა­ლუ­რი ვარ-მეთ­ქი, ვი­ტყვი, მაგ­რამ ვის­თვის რა არის ნორ­მა და ვის­თვის - რა. გარ­კვე­უ­ლი გაფ­რე­ნე­ბი, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, მეც მაქვს.

იხი­ლეთ ვრცლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

თამთა გოდუაძე: "არ მაინტერესებს, რას წერს ჩემი ყოფილი ქმარი"

თამთა გოდუაძე: "არ მაინტერესებს, რას წერს ჩემი ყოფილი ქმარი"

მას მერე, რაც ქართულ ''X ფაქტორში'' ჟიურის წევრად მოგვევლინა, მკვეთრად იმატა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავის პოპულარობამ მის სამშობლოში. რასაკვირველია, იმატა მაყურებლის ინტერესმაც და ცნობისმოყვარეობამ, რა დონის ვარსკვლავია თამთა გოდუაძე საბერძნეთში და როგორ მოიპოვა პოპულარობა.

''რეიტინგს'' არაერთხელ დაუწერია თამთას შესახებ. მაშინაც, როცა საქართველოში მას ძალიან ცოტა თუ იცნობდა. საბერძნეთისა და კვიპროსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოპმომღერალს იქ უბრალოდ თამთათი მოიხსენიებენ. საქართველოში ძალიან პატარა გათხოვდა, დედა გახდა და ოჯახიც დაენგრა, რის შემდეგაც დედასთან წავიდა საბერძნეთში. იქ ბავშვობის სერიოზულ გატაცებას - მუსიკას მიჰყვა. საქართველოში ხომ საბავშვო ჯგუფებში მღეროდა და საკმაოდ წარმატებულადაც.

საბერძნეთში კარიერის აწყობა შოუ ''სუპერ-აიდოლით'' დაიწყო, რომლის ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა. კარგმა გარეგნობამ, ნიჭიერებამ, თამამმა გამოსვლებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის პოპულარობას.

მას უკვე არაერთი ალბომი და ჰიტი ეკუთვნის, ბევრი პრიზი მიუღია ადგილობრივ მუსიკალურ დაჯილდოებებზე, ხშირად იწვევენ ტელეპროექტებში, შოუებში, სარეკლამო გადაღებებში. სხვათა შორის, საბერძნეთში ორჯერ მონაწილეობდა ''ევროვიზიის'' შესარჩევ კონკურსში, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გავიდა.

ბერძნები თამთას ხშირად იქაურ ლედი გაგად და რიანადაც მოიხსენიებენ, ძალიან თამამი და გულახდილი სტილის გამო. მისი თამამი კოსტიუმები სხვადასხვა ღონისძიებაზე, დაჯილდოების ცერემონიასა თუ ჩვეულებრივ დღეებში ხშირად ხდება საყოველთაო განხილვის ობიექტი. ასევე, მისი თამამი შოუები. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას მადონას მაგალითს მიჰბაძა და სცენაზე ქალს ტუჩებში აკოცა.

მცირე ხნის წინ თამთა გოდუაძის ყოფილმა მეუღლემ, რომელიც დაოჯახებული გახლავთ და როგორც თავად ამბობს, ძალიან ბედნიერია, საიტ მარაო.გე-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თამთასთან ურთიერთობის შესახებ გულახდილად ისაუბრა. ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი ამბობს, რომ ძალიან არის გახარებული თამთას წარმატებით. შვილთან, 18 წლის ანისთან, კონტაქტობს და ზაფხულობით გოგონა მამასთან დროის გასატარებლადაც ჩამოდის, ხოლო მის დედასთან შმაგის არანაირი შეხება არ აქვს. შეკითხვაზე, უცდიათ თუ არა შერიგება, საიტის რესპონდენტმა უპასუხა, რომ ურთიერთობის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო და სიტუაცია ვერც პატარას დაბადებამ გამოასწორა. რაც შეეხება თამთას ნათქვამს, რომ ის საბერძნეთში პირად ტრაგედიას გაექცა, მისი ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ვერ ხვდება, რა იგულისხმა მომღერალმა, ვინაიდან ის არასდროს შეხებია ხელით თამთას და არც არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

მომღერლის პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებს, თუმცა ამ თემაზე თამთა საჯაროდ არასდროს ლაპარაკობს. ჩვენც შევეცადეთ, მისთვის რამდენიმე შეკითხვა პროექტთან ერთად პირად ცხოვრებაზეც დაგვესვა.

- თამთა, ყველაზე ლმობიერ, ლოიალურ მენტორად გასახელებს მაყურებელი, როგორ გგონია, ამის საფუძველს რა აძლევთ და თუ მართლაც ასეა, რატომ ხარ ასეთი ლოიალური?

- არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ თავად მაქვს ეს გზა გავლილი. მეც მუსიკალური პროექტის მონაწილე ვიყავი და როცა შენიშვნის მიცემა მინდა ამა თუ იმ კონკურსანტისთვის, ვცდილობ, ეს არ იყოს ისეთი მწარე, რომ ვინმეს გული ეტკინოს.

- მაშინ, როცა კონკურსში მონაწილეობდი, თავად თუ ყოფილხარ ნაწყენი, გულგატეხილი ჟიურის წევრების კომენტარებისგან?

- მე საბერძნეთში ''სუპერ აიდოლის'' მონაწილე ვიყავი, ეს იყო ''საქართველოს ვარსკვლავის'' ანალოგიური პროექტი. მაშინ ბერძნული არ ვიცოდი კარგად და ჟიურის კომენტარებზე ძირითადად ვიღიმოდი. ერთადერთი, რაშიც ბერძნულის არცოდნა გამომადგა, ეს იყო (იცინის). იმას კი ვხვდებოდი, კარგად მაფასებდნენ თუ ცუდად, მაგრამ გული ნაკლებად მტკიოდა.

- როგორი შედეგებით დამთავრდა ის კონკურსი?

- ფინალში გავედი, მეორე ადგილი მხვდა წილად. ის კონკურსი კვიპროსელმა კონკურსანტმა მოიგო.

- ცხოვრებაშიც ასეთი ლმობიერი, მშვიდი და გაწონასწორებული ხარ, როგორიც პროექტში ჩანხარ?

- მშვიდი ვარ, ასე მგონია. ნორმალური ვარ-მეთქი, ვიტყვი, მაგრამ ვისთვის რა არის ნორმა და ვისთვის - რა. გარკვეული გაფრენები, როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია