"საქმეში ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კეზერაშვილის კომპანია "ეხსიმუს ჰოლდინგი" და უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის ფირმა "გუდაური სქაი რესორტი" მონაწილეობდნენ - გიორგი ღონიაშვილს 760 000 დოლარი ნაღდი ფული უნდა მიეტანა "ნაცმოძრაობის" ოფისში და ის გიგი უგულავასთვის უნდა გადაეცა. ღონიაშვილი, მოგეხსენებათ დაკავებულია და საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს. უგულავას ქვისლს კიდევ ერთ საქმეს ედავებიან და ისიც "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ფულის გათეთრებას ეხება, თუმცა ამ ეპიზოდში კეზერაშვილი არ ფიგურირებს. "ნაცმოძრაობის" ოფისიდან მოწოდებული კულუარული ინფორმაციის თანახმად, 3 ივნისს - გიორგი ღონიაშვილის დაჭერის დღეს, გიგა ბოკერიამ აგინა და მერე ხელიც გაარტყა გიგი უგულავას და პარტიის სხვა ლიდერებმაც არ დაინდეს თბილისისი მერი", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ნაციონალების" ლიდერები უგულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ? / რა მოხდა 3 ივნისს "ნაცმოძრაობის" ოფისში.
"ღონიაშვილის დაჭერის ამბავი რომ გახმაურდა, "ნაციონალთა" ყველა ლიდერი ცენტრალურ ოფისში შეკრებილა. გიგი უგულავა და წამყვანი ლიდერები გიგა ბოკერიამ დაიბარა კაბინეტში და თბილისი ექსმერს იქ გაურჩია საქმე. მისთვის პირველ რიგში შარშან 16 სექტემბერს "ალიაში" გამოქვეყნებული ის წერილი შეუხსენებია, სადაც კეზერაშვილისა და ღონიაშვილის კავშირზე ვწერდით - ჯერ წყნარად უთქვამს, რომ ამ პუბლიკაციის შემდეგ გიორგი ღონიაშვილი უნდა მოეცილებინათ "ნაცმოძრაობის" ობშიაკიდან და მას კეზერაშვილთან აღარანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ბოკერიას ამგვარი წიდაუხედავობისთვის უსაყვედურებია უგულავასთვის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის და პარტიის ბედი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. უგულავას ბოკერიასთვის სიტყვა უხეშად შეუბრუნებია და ქვისლის გამართლებას შესდგომია, სქემის გაშიფვრა და საქმის ჩავარდნა დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის დაუბრალებია, რადგან სქემის ავტორები ისინი ყოფილან", - აღნიშნავს გამოცემა.
"პარტიის ორ ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გინებამდე მისულა, შემდეგ გიგა ბოკერიას უგულავასთვის დედა შეუგინებია და სახეში ხელი გაურტყამს. უგულავას მისკენ გაუწევია, მაგრმა სხვებს დაუჭერიათ და ამ გაწევ-გამოწევაში ერთი ალიყური გივი თარგამაძისგანაც მიუღია.. უგულავას არავინ გამოქომაგებია, რადგან ყველა ლიდერი მას ადანაშაულებდა ამ 760 000 დოლარის დაკარგვაში, ფულის გათეთრების სქემის გაშიფვრაში და ყველა ბოკერიას ვარაუდს იზიარებდა, რომ სამართალდდამცველები ღონიაშვილისა და კეზერაშვილის კავშირით "ალიას" პუბლიკაციის გამო დაინტერესდნენ, ღონიაშვილს კუდზე დააჯდნენ და გამოიჭირეს კიდეც. ბოკერია უგულავას დამუქრებია, არჩევნების მერე შენი ფეხი აღარ იქნება პარტიაში, თუ ამ ჩაოხრებულ საქმეს არ გამოასწორებო", - დასძენს გამოცემა.