პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს
საგამოძიებო სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად შექ­მნილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ზე სა­უბ­რობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­გავ­ლე­ნით ვაჭ­რო­ბი­სა და გან­სა­კუ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი. საქ­მე­ში თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გვა­რი ფი­გუ­რი­რებს. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე დგინ­დე­ბა, რომ გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყო რა, რომ შპს "გუ­და­უ­რი სქი რე­სორ­ტის" მფლო­ბელს (ამ კომ­პა­ნი­ა­ზე ქვე­მოთ დე­ტა­ლუ­რად გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი) ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კომ­პა­ნია "BROOKTRADE", შეს­თა­ვა­ზა მას წი­ნა­სარ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის"- დახ­მა­რე­ბა, რა­ზეც ეს უკა­ნას­კნე­ლი და­თან­ხმდა. დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ დ.კე­ზე­რაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან თან­ხე­ბი ვი­თომ­და სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­და­ი­რი­ცხე­ბო­და კომ­პა­ნია "BROOKTRADE"-ში, სა­ი­და­ნაც უკვე ასე­ვე ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­ი­რი­ცხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დგომ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი"-ს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბის ნამ­დვი­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნიღბვი­სა და მის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მის მიზ­ნით, ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუ­ძუ­ლებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ას "EXIMUS HOLDING "- სა და ოფ­შო­რულ კომ­პა­ნია "BROOKTRADE"-ს შო­რის გა­ფორმ­და ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც თით­ქოს ამ უკა­ნას­კნელს უნდა გა­ე­წია სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა "EXIMUS HOLDING"-თვის კას­პი­ის ზღვის ქვეყ­ნებ­ში ენერ­გო მა­ტა­რებ­ლე­ბის ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხსე­ნე­ბუ­ლი ყალ­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრა ჯამ­ში 1 500 000 აშშ დო­ლა­რით. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რია ალექ­სან­დრე გო­გო­ხია, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში შპს "სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და".

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­თომ­და სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ კომ­პა­ნია "EXIMUS HOLDING"-იდან კომ­პა­ნია "BROOKTRADE"-ის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა სა­ერ­თო ჯამ­ში 760 000 აშშ დო­ლა­რი, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­მო­ი­რი­ცხა სა­ქარ­თვე­ლო­ში და კონ­ვერ­ტა­ცი­ის შემ­დგომ გა­და­ცე­მუ­ლი იქნა გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვილ­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი"-ს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხი­დან, მხო­ლოდ ერთჯე­რა­დად 2014 წლის 14 მა­ისს გ.ღო­ნი­აშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით ხსე­ნე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი 85 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­რი­ცხა ქ. ლონ­დონ­ში, თბი­ლი­სის მე­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის და­ვით ალა­ვი­ძის შვი­ლის ან­გა­რიშ­ზე.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქნა ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა და მო­რი­გი თან­ხის ჩა­მო­რი­ცხვი­სა და კონ­ვერ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დღეს და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა გ.ღო­ნი­აშ­ვი­ლი, რომ­ლის­გა­ნაც პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა 160 000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი თან­ხა ლა­რებ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2011 წლის 12 ივ­ლისს ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და შპს "გუ­და­უ­რი სქი რე­სორ­ტს" შო­რის გა­ფორმ­და ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც კომ­პა­ნი­ას სიმ­ბო­ლურ ფა­სად 1 (ერთი) ლა­რად გა­და­ე­ცა ე.წ. "თბი­ლი­სის ზღვის" მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი 200 000 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით. მას­ვე საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო პი­რო­ბად გა­ნე­სა­ზღვრა 5 000 000 (ხუთი მი­ლი­ო­ნი) აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 5 (ხუთი) წლის ვა­და­ში. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­წარ­მოს მიერ ნა­კის­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ შეს­რულ­და, თბი­ლი­სის მე­რი­ამ შპს "გუ­და­უ­რი სქი რე­სორ­ტს" და­ა­კის­რა ჯა­რი­მა პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს სა­ხით 193 500 (ასო­თხმოც­და­ცა­მე­ტი ათას ხუ­თა­სი) აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მას შემ­დეგ, რაც გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვილ­მა შე­ი­ტყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, "გუ­და­უ­რი სქაი რე­ზორ­ტის" ერთ-ერთ მფლო­ბელს შეს­თა­ვა­ზა, რომ 50 000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, მისი ქვის­ლის, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას დახ­მა­რე­ბით მე­რი­ას გა­ა­უქ­მე­ბი­ნებ­და მის მი­ერ­ვე გა­მო­ტა­ნილ დად­გე­ნი­ლე­ბას სა­ინ­ვეს­ტი­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო სა­წარ­მოს 193 000 ათა­სი დო­ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის ირაკ­ლი აბე­სა­ძის ხელ­მო­წე­რი­ლი თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის 2014 წლის 25 აპ­რი­ლის დად­გე­ნი­ლე­ბით შპს "გუ­და­უ­რი სქი რე­სორ­ტი" 193 000 ათა­სი დო­ლა­რის პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან მარ­თლაც გან­თა­ვი­სუფ­ლდა, რის სა­ნაც­ვლო­დაც, შე­თან­ხმებ­სა­მებრ გ.ღო­ნი­აშ­ვილ­მა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან აიღო შე­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და 3391-ე მუხ­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 9-დან 12 წლამ­დე ვა­დით.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვინ­და ვაც­ნო­ბოთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბის დად­გე­ნა-იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საგამოძიებო სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს

საგამოძიებო სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს. უწყების ინფორმაციით, ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს. "ინტერპრესნიუსი" საგამოძიებო სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ გიორგი ღონიაშვილისათვის ცნობილი იყო რა, რომ შპს "გუდაური სქი რესორტის" მფლობელს (ამ კომპანიაზე ქვემოთ დეტალურად გვექნება საუბარი) ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია "BROOKTRADE", შესთავაზა მას წინასარჩევნოდ პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"- დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ დ.კეზერაშვილის ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან თანხები ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ გადაირიცხებოდა კომპანია "BROOKTRADE"-ში, საიდანაც უკვე ასევე ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოირიცხებოდა საქართველოში, შემდგომში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-ს წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

შეთანხმებისამებრ გადმორიცხული თანხების ნამდვილი დანიშნულების შენიღბვისა და მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ოფშორულ ზონაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუძულებზე რეგისტრირებულ დავით კეზერაშვილის კომპანიას "EXIMUS HOLDING "- სა და ოფშორულ კომპანია "BROOKTRADE"-ს შორის გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს ამ უკანასკნელს უნდა გაეწია საკონსულტაციო მომსახურება "EXIMUS HOLDING"-თვის კასპიის ზღვის ქვეყნებში ენერგო მატარებლების ვაჭრობასთან დაკავშირებით. ხსენებული ყალბი ხელშეკრულებით საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა ჯამში 1 500 000 აშშ დოლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ ოფშორული კომპანიის დირექტორია ალექსანდრე გოგოხია, რომელიც წარსულში შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიას ხელმძღვანელობდა".

სწორედ აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ კომპანია "EXIMUS HOLDING"-იდან კომპანია "BROOKTRADE"-ის ანგარიშზე გადაირიცხა საერთო ჯამში 760 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის გამოყენებით ჩამოირიცხა საქართველოში და კონვერტაციის შემდგომ გადაცემული იქნა გიორგი ღონიაშვილზე, პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-ს წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. გადმორიცხული თანხიდან, მხოლოდ ერთჯერადად 2014 წლის 14 მაისს გ.ღონიაშვილის მითითებით ხსენებული თანხის ნაწილი 85 000 აშშ დოლარი გადაირიცხა ქ. ლონდონში, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის შვილის ანგარიშზე.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი იქნა ხსენებული დანაშაულებრივი სქემა და მორიგი თანხის ჩამორიცხვისა და კონვერტაციის დასრულების შემდეგ, დღეს დაკავებული იქნა გ.ღონიაშვილი, რომლისგანაც პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარებში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის 12 ივლისს ქ.თბილისის მერიასა და შპს "გუდაური სქი რესორტს" შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა ე.წ. "თბილისის ზღვის" მიმდებარედ არსებული 200 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. მასვე საპრივატიზაციო პირობად განესაზღვრა 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება 5 (ხუთი) წლის ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა, თბილისის მერიამ შპს "გუდაური სქი რესორტს" დააკისრა ჯარიმა პირგასამტეხლოს სახით 193 500 (ასოთხმოცდაცამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით.

მას შემდეგ, რაც გიორგი ღონიაშვილმა შეიტყო აღნიშნული ფაქტის შესახებ, "გუდაური სქაი რეზორტის" ერთ-ერთ მფლობელს შესთავაზა, რომ 50 000 ლარის სანაცვლოდ, მისი ქვისლის, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას დახმარებით მერიას გააუქმებინებდა მის მიერვე გამოტანილ დადგენილებას საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საწარმოს 193 000 ათასი დოლარით დაჯარიმების შესახებ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის ხელმოწერილი თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 აპრილის დადგენილებით შპს "გუდაური სქი რესორტი" 193 000 ათასი დოლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან მართლაც განთავისუფლდა, რის სანაცვლოდაც, შეთანხმებსამებრ გ.ღონიაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელისგან აიღო შეპირებული თანხა 50 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 3391-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

აქვე საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გამოძიება ინტენსიურად გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით", - აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"