მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუყვანდა თუ არა გიორგი კალანდარიშვილი შვილს მამაკაც ძიძას
აუყვანდა თუ არა გიორგი კალანდარიშვილი შვილს მამაკაც ძიძას

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი ამ ეტაპ­ზე კო­მიქ­სე­ბის გა­მო­ცე­მით და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ჟან­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც აღ­ნიშ­ნა, კო­მიქ­სე­ბი ბავ­შვო­ბი­დან იტა­ცებ­და და ახლა ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ცდი­ლობს, ეს ჟან­რი ჩვენ­შიც ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს, რო­გო­რიც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­შია. გარ­და ამი­სა, ის ახ­ლა­ხან სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ძი­ძის, თაზო მან­ჯგა­ლა­ძის, როლ­ზე მი­იწ­ვი­ეს. სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს მა­მა­კა­ცი ძი­ძის აყ­ვა­ნის თე­მას. ამა­ზე აზრი გი­ორ­გი­საც ვკი­თხეთ და ისიც გვი­თხრა, რო­გორ ივ­სებს პრო­ფე­სი­ი­სად­მი მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბას...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არ მი­ოც­ნე­ბია, ყო­ველ­თვის დი­რი­ჟო­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ბავ­შვო­ბა­ში თა­ვის­თა­ვად გა­და­წყდა. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში სა­ბავ­შვო სტუ­დი­ა­ში დავ­დი­ო­დი, ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და დიდ ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებ­თან, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ: ელე­ნე ყიფ­ში­ძე, ლეო ან­თა­ძე, კოტე მა­ხა­რა­ძე, გოგი გე­გეჭ­კო­რი...

სა­ბავ­შვო სტუ­დი­ი­დან ერთი მსა­ხი­ო­ბის თე­ატრ "ვე­რი­კო­ში" მოვ­ხვდი, სა­დაც კოტე მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის სპექ­ტაკლ "მო­ნატ­რე­ბა­ში" ვთა­მა­შობ­დი. ამ სპექ­ტაკლში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით გოგი გე­გეჭ­კო­რი, ეკა ბა­კუ­რა­ძე და მე. ალ­ბათ ეს იყო ის მო­მენ­ტი, როცა მე თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე.

4 წელი, ერთი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რში ყოფ­ნი­სას, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის არა­ერთ ლე­გენ­დას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და იმ პე­რი­ოდ­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი და სწავ­ლა 2007 წელს და­ვამ­თავ­რე. მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა მი­მიწ­ვი­ეს სე­რი­ალ­ში და იმა­ვე პე­რი­ოდ­ში თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი ლალი კე­კე­ლი­ძე დგამ­და სპექ­ტაკლს "იქ, სა­დაც ჩემი სახ­ლია". ამას მოჰ­ყვა ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი, ვა­კის სარ­და­ფი. ამ სამ თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი, რო­გორც მიწ­ვე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი. დას­ში არც ერთ თე­ატ­რში არ ვყო­ფილ­ვარ და სი­მარ­თლე გი­თხრა, არც მნდო­მე­ბია, რად­გან ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი თე­მე­ბი ჩემ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი არ არის. მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს და არ მინ­და, ვი­ღა­ცამ გა­და­მი­წყვი­ტოს, რო­მელ რე­ჟი­სორ­თან და რო­მელ სპექ­ტაკლში უნდა ვი­თა­მა­შო. ჩემ­თვის მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლი ასეა და მინ­და, თა­ვად გა­ვა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ და­ინ­ტე­რე­სე­ბას, თე­ატ­რში იმ­ხე­ლა ხელ­ფა­სე­ბი არ არის, რომ ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­მე­ზღუ­და, რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის.

- გი­ორ­გი, ამ ეტაპ­ზე თე­ატ­რებ­ში სპექ­ტაკ­ლებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ, რას საქ­მი­ა­ნობ?

- გა­მომ­ცემ­ლო­ბა გვაქვს, რო­მელ­საც ოთხი მე­გო­ბა­რი ვუდ­გა­ვართ სა­თა­ვე­ში. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ვი­თა­რებთ კო­მიქ­სის კულ­ტუ­რას. მრა­ვალ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში კო­მიქ­სი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ჟან­რია და ის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ცე­მა. გვინ­და, ქარ­თუ­ლი კო­მიქ­სე­ბიც გა­მოვ­ცეთ.

- იმ სე­რი­ალ­ზეც გკი­თხავ, რო­მელ­შიც პირ­ვე­ლად მი­გიწ­ვი­ეს...

- ეს იყო "ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი", სა­დაც ჩემს პერ­სო­ნაჟს დოლ­ჩე ერ­ქვა...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

აუყვანდა თუ არა გიორგი კალანდარიშვილი შვილს მამაკაც ძიძას

აუყვანდა თუ არა გიორგი კალანდარიშვილი შვილს მამაკაც ძიძას

მსახიობი გიორგი კალანდარიშვილი ამ ეტაპზე კომიქსების გამოცემით და საქართველოში ამ ჟანრის პოპულარიზაციით არის დაკავებული. როგორც აღნიშნა, კომიქსები ბავშვობიდან იტაცებდა და ახლა ის მეგობრებთან ერთად ცდილობს, ეს ჟანრი ჩვენშიც ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია. გარდა ამისა, ის ახლახან სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ძიძის, თაზო მანჯგალაძის, როლზე მიიწვიეს. სერიალის მაყურებელი აქტიურად განიხილავს მამაკაცი ძიძის აყვანის თემას. ამაზე აზრი გიორგისაც ვკითხეთ და ისიც გვითხრა, როგორ ივსებს პროფესიისადმი მონატრების გრძნობას...

- მსახიობობაზე არ მიოცნებია, ყოველთვის დირიჟორობა მინდოდა, მაგრამ ჩემი პროფესიული არჩევანი ბავშვობაში თავისთავად გადაწყდა. სკოლის პერიოდში საბავშვო სტუდიაში დავდიოდი, ურთიერთობა მქონდა დიდ ქართველ მსახიობებთან, როგორებიც იყვნენ: ელენე ყიფშიძე, ლეო ანთაძე, კოტე მახარაძე, გოგი გეგეჭკორი...

საბავშვო სტუდიიდან ერთი მსახიობის თეატრ ''ვერიკოში'' მოვხვდი, სადაც კოტე მირიანაშვილის სპექტაკლ ''მონატრებაში'' ვთამაშობდი. ამ სპექტაკლში ვმონაწილეობდით გოგი გეგეჭკორი, ეკა ბაკურაძე და მე. ალბათ ეს იყო ის მომენტი, როცა მე თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე.

4 წელი, ერთი მსახიობის თეატრში ყოფნისას, ქართული თეატრის არაერთ ლეგენდასთან მქონდა ურთიერთობა და იმ პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი და სწავლა 2007 წელს დავამთავრე. მესამე კურსზე ვიყავი, როცა მიმიწვიეს სერიალში და იმავე პერიოდში თუმანიშვილის თეატრში, სადაც ქალბატონი ლალი კეკელიძე დგამდა სპექტაკლს ''იქ, სადაც ჩემი სახლია''. ამას მოჰყვა ახმეტელის თეატრი, ვაკის სარდაფი. ამ სამ თეატრში ვთამაშობდი, როგორც მიწვეული მსახიობი. დასში არც ერთ თეატრში არ ვყოფილვარ და სიმართლე გითხრა, არც მნდომებია, რადგან ბიუროკრატიული თემები ჩემთვის მიმზიდველი არ არის. მსახიობობა ჩემთვის თავისუფლებას გულისხმობს და არ მინდა, ვიღაცამ გადამიწყვიტოს, რომელ რეჟისორთან და რომელ სპექტაკლში უნდა ვითამაშო. ჩემთვის მეტად კომფორტული ასეა და მინდა, თავად გავაკეთო არჩევანი.

რაც შეეხება ფინანსურ დაინტერესებას, თეატრში იმხელა ხელფასები არ არის, რომ ჩემი თავისუფლება შემეზღუდა, რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- გიორგი, ამ ეტაპზე თეატრებში სპექტაკლებში არ მონაწილეობ, რას საქმიანობ?

- გამომცემლობა გვაქვს, რომელსაც ოთხი მეგობარი ვუდგავართ სათავეში. ჩვენ საქართველოში ვავითარებთ კომიქსის კულტურას. მრავალ განვითარებულ ქვეყანაში კომიქსი ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია და ის თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიცემა. გვინდა, ქართული კომიქსებიც გამოვცეთ.

- იმ სერიალზეც გკითხავ, რომელშიც პირველად მიგიწვიეს...

- ეს იყო ''ბიჭები და გოგონები'', სადაც ჩემს პერსონაჟს დოლჩე ერქვა...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება