სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''სტეფანეს პატივს ვცემ, გაბუნია მუსიკის გარტყმაში არ არის''
''სტეფანეს პატივს ვცემ, გაბუნია მუსიკის გარტყმაში არ არის''

წინა კვი­რას "X ფაქ­ტო­რის" მო­რიგ ტურ­ში მომ­ღე­რა­ლი მიშა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი ვნა­ხეთ - თამ­თა გო­დუ­ა­ძის სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოხ­ვდა, თუმ­ცა მენ­ტორ­მა ბოლო მო­მენ­ტში გა­წი­რა და შემ­დეგ ტურ­ში არ გა­და­იყ­ვა­ნა. შენ უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ხარ და შეც­ვლა გა­მი­ჭირ­დე­ბაო, უთხრა.

ჩვენ მომ­ღე­რალ­სა და კომ­პო­ზი­ტორს სტუ­დი­ა­ში ვეს­ტუმ­რეთ და პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

- მიშა, 1992 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში არ მი­გი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. "X ფაქ­ტორ­ში" გას­ვლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ასა­კი ყველ­გან გან­სა­ზღვრუ­ლი იყო.

- ყველ­გან არა.

- ჰო, ალ­ბათ. რა გი­თხრა, რა­ტომ­ღაც მო­მინ­და, მა­ყუ­რებ­ლის­თვის თავი გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა.

- და­ა­ვი­წყდი მა­ყუ­რე­ბელს?

- (იღი­მე­ბა) მე? რაღა დრო­სია. რო­გორც აქ­ტი­უ­რი მომ­ღე­რა­ლი, რა თქმა უნდა, და­ვა­ვი­წყდი. 1994 წლის შემ­დეგ ათას­ში ერთხელ გა­მოვ­დი­ვარ სცე­ნა­ზე, მა­შინ, როცა დღე­გა­მოშ­ვე­ბით ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. ამ შე­ნო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დი, "ივე­რი­ა­ში" როცა ვმღე­რო­დი. გა­მოვ­დი­ო­დი მა­რა­თო­ნებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზია იღებ­და "პრეს­ტიჟ- შოუს", რო­მელ­შიც ასე­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ერთი სი­ტყვით, აქ­ტი­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე წლე­ბი იყო.

- "X ფაქ­ტორ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ზა­ნი მხო­ლოდ მა­ყუ­რებ­ლის­თვის თა­ვის გახ­სე­ნე­ბა იყო, თუ სხვა გეგ­მე­ბიც გქონ­და?

- სხვა რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო?

- მთა­ვა­რი, პრო­ექ­ტის მო­გე­ბა, თუ ამ­ხე­ლა ამ­ბი­ცია არ გქონ­და?

- (იღი­მე­ბა) ამ­ბი­ცია მე რომ მქონ­და, ჩემო კარ­გო, ისე­თი უნდა, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე... ამ­ბი­ცია სა­ზი­ზღა­რი რამ არის, რაც ეკ­ლე­სი­ის­კენ ვქე­ნი პირი, მის მერე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ან­ში უკვე გამ­ჯდა­რი ხა­სი­ა­თის, თვი­სე­ბე­ბის შეც­ვლა ასე ად­ვი­ლი არ არის, ვებ­რძვი სა­კუ­თარ თავს. მად­ლო­ბა უფალს, რომ ისე­თი აღარ ვარ, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი. მე და არა­ვინ სხვა, აი, ასე ვხე­დავ­დი. პრინ­ციპ­ში ასეც იყო იმ დროს. კარ­გი მომ­ღერ­ლე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა­ნი, მაგ­რამ, რა­ტომ­ღაც...

- გე­გო­ნა, შენ სა­უ­კე­თე­სო იყა­ვი?

- იმ წლებ­ში ასეც იყო-მეთ­ქი, ვამ­ბობ. ამას ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი აღი­ა­რებ­და, მაგ­რამ ეს თვი­თონ არ უნდა შე­იმ­ჩნიო. უბად­რუ­კი ხარ ამ დროს. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო მა­შინ ხარ, როცა გგო­ნია, რომ ამას შენ აკე­თებ. უფ­ლის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა, არა­ვინ არ ხარ სა­ერ­თოდ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

''სტეფანეს პატივს ვცემ, გაბუნია მუსიკის გარტყმაში არ არის''

''სტეფანეს პატივს ვცემ, გაბუნია მუსიკის გარტყმაში არ არის''

წინა კვირას ''X ფაქტორის'' მორიგ ტურში მომღერალი მიშა შაყულაშვილი ვნახეთ - თამთა გოდუაძის საუკეთესო ათეულში მოხვდა, თუმცა მენტორმა ბოლო მომენტში გაწირა და შემდეგ ტურში არ გადაიყვანა. შენ უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი ხარ და შეცვლა გამიჭირდებაო, უთხრა.

ჩვენ მომღერალსა და კომპოზიტორს სტუდიაში ვესტუმრეთ და პროექტთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერეთ.

- მიშა, 1992 წლის შემდეგ, საქართველოში არც ერთ მუსიკალურ პროექტში არ მიგიღია მონაწილეობა. ''X ფაქტორში'' გასვლა რატომ გადაწყვიტე?

- რამდენადაც ვიცი, ასაკი ყველგან განსაზღვრული იყო.

- ყველგან არა.

- ჰო, ალბათ. რა გითხრა, რატომღაც მომინდა, მაყურებლისთვის თავი გამეხსენებინა.

- დაავიწყდი მაყურებელს?

- (იღიმება) მე? რაღა დროსია. როგორც აქტიური მომღერალი, რა თქმა უნდა, დავავიწყდი. 1994 წლის შემდეგ ათასში ერთხელ გამოვდივარ სცენაზე, მაშინ, როცა დღეგამოშვებით ფილარმონიის სცენაზე ვიდექი. ამ შენობაში ვცხოვრობდი, ''ივერიაში'' როცა ვმღეროდი. გამოვდიოდი მარათონებზე, ტელევიზია იღებდა ''პრესტიჟ- შოუს'', რომელშიც ასევე ვმონაწილეობდი. ერთი სიტყვით, აქტიური მუსიკალური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საქართველოში მძიმე წლები იყო.

- ''X ფაქტორში'' მონაწილეობის მიზანი მხოლოდ მაყურებლისთვის თავის გახსენება იყო, თუ სხვა გეგმებიც გქონდა?

- სხვა რა უნდა ყოფილიყო?

- მთავარი, პროექტის მოგება, თუ ამხელა ამბიცია არ გქონდა?

- (იღიმება) ამბიცია მე რომ მქონდა, ჩემო კარგო, ისეთი უნდა, მაგრამ თავის დროზე... ამბიცია საზიზღარი რამ არის, რაც ეკლესიისკენ ვქენი პირი, მის მერე გავაცნობიერე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანში უკვე გამჯდარი ხასიათის, თვისებების შეცვლა ასე ადვილი არ არის, ვებრძვი საკუთარ თავს. მადლობა უფალს, რომ ისეთი აღარ ვარ, როგორიც ვიყავი. მე და არავინ სხვა, აი, ასე ვხედავდი. პრინციპში ასეც იყო იმ დროს. კარგი მომღერლები იყვნენ ყველანი, მაგრამ, რატომღაც...

- გეგონა, შენ საუკეთესო იყავი?

- იმ წლებში ასეც იყო-მეთქი, ვამბობ. ამას ბევრი პროფესიონალი აღიარებდა, მაგრამ ეს თვითონ არ უნდა შეიმჩნიო. უბადრუკი ხარ ამ დროს. ყველაზე სასაცილო მაშინ ხარ, როცა გგონია, რომ ამას შენ აკეთებ. უფლის გარეშე არაფერი ხდება, არავინ არ ხარ საერთოდ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება