უკრაინის ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარემ მიხაილ ოხენდოვსკიმ გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება.
მისი თქმით, იმ ტენდენციის მიხედვით, რომელიც ხმების დათვლის მსვლელობისას გამოვლინდა, რომ ერთი კანდიდატი აგროვებს ყველაზე მეტ ხმას, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ კენჭისყრის მეორე ტური აღარ გაიმართება.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიულეტენების 85,12%-ის დათვლის შედეგად, პეტრე პოროშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 54,04%-მა, იულია ტიმოშენკოს კი 13,12%-მა.
მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.