პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად 12 წლისა გამაუპატიურეს" - პამელა ანდერსონის მოულოდნელი აღსარება
"პირველად 12 წლისა გამაუპატიურეს" - პამელა ანდერსონის მოულოდნელი აღსარება

ყო­ფილ­მა მსა­ხი­ობ­მა და ტოპ-მო­დელ­მა, პა­მე­ლა ან­დერ­სონ­მა კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბით გა­ა­ო­ცა. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, რო­მე­ლიც ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბო­და, პა­მე­ლამ გა­ნა­ცხა­და, რომ 12 წლის ასაკ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­და. მამა გა­ნუ­წყვეტ­ლივ სვამ­და, დედა ოფი­ცი­ან­ტად ორ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და.

"მარ­თა­ლია მშობ­ლე­ბი ჩემ­ზე ზრუ­ნავ­დნენ და მი­ცავ­დნენ, მაგ­რამ სამ­ყა­რო არც ისე უსაფრ­თხო აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. დედა ხში­რად ტი­რო­და. ამი­ტომ არ მინ­დო­და ჩემი პრობ­ლე­მე­ბით უფრო მე­ტად მეტ­კი­ნა მის­თვის გული" - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა და აღი­ა­რა, რომ პირ­ვე­ლად 6 წლის ასაკ­ში გა­ნი­ცა­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­წო­ლა. გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა მას­ზე ძი­ძამ სცა­და. 12 წლის ასაკ­ში კი პა­მე­ლა მისი უფ­რო­სი ძმის 25 წლის მე­გო­ბარ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ის ღამე დღემ­დე კოშ­მა­რად ახ­სოვს.

"მან თა­ვის სახ­ლში მი­მი­პა­ტი­ჟა, ნარ­დის თა­მაშს გას­წავ­ლიო. მერე ზურ­გის და­ზე­ლა მთხო­ვა, შემ­დეგ კი გა­მა­უ­პა­ტი­უ­რა. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

ახალ­გაზ­რდა პა­მე­ლას სექ­სუ­ა­ლუ­რი კოშ­მა­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. 15 წლი­სა ის ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. ექ­ვსკა­ცი­ან მო­ძა­ლა­დე­თა ჯგუფს მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დი­ლე­რობ­და.

"როცა ეს ჯო­ჯო­ხე­თი დას­რულ­და, მინ­დო­და სა­ერ­თოდ გავმქრა­ლი­ყა­ვი ამ ქვეყ­ნი­დან. გა­დარ­ჩე­ნა­ში ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და­მეხ­მა­რა. ამი­ტომ ვი­ცავ მათ და მხო­ლოდ მათ. ცხო­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სე­ბი ჩემ­თვის, სა­ნამ შვი­ლე­ბი მე­ყო­ლე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"პირველად 12 წლისა გამაუპატიურეს" - პამელა ანდერსონის მოულოდნელი აღსარება

"პირველად 12 წლისა გამაუპატიურეს" - პამელა ანდერსონის მოულოდნელი აღსარება

ყოფილმა მსახიობმა და ტოპ-მოდელმა, პამელა ანდერსონმა კანის კინოფესტივალის სტუმრები სკანდალური აღიარებით გააოცა. პრესკონფერენციის მსვლელობისას, რომელიც ცხოველთა  უფლებებს შეეხებოდა, პამელამ განაცხადა, რომ 12 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მსახიობის თქმით, მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამა განუწყვეტლივ სვამდა, დედა ოფიციანტად ორ ადგილას მუშაობდა.

"მართალია მშობლები ჩემზე ზრუნავდნენ და მიცავდნენ, მაგრამ სამყარო არც ისე უსაფრთხო აღმოჩნდა ჩემთვის. დედა ხშირად ტიროდა. ამიტომ არ მინდოდა ჩემი პრობლემებით უფრო მეტად მეტკინა მისთვის გული" - განაცხადა მსახიობმა და აღიარა, რომ პირველად 6 წლის ასაკში განიცადა სექსუალური ზეწოლა. გარყვნილი ქმედება მასზე ძიძამ სცადა. 12 წლის ასაკში კი პამელა მისი უფროსი ძმის 25 წლის მეგობარმა გააუპატიურა. მსახიობის თქმით, ის ღამე დღემდე კოშმარად ახსოვს.

"მან თავის სახლში მიმიპატიჟა, ნარდის თამაშს გასწავლიო. მერე ზურგის დაზელა მთხოვა, შემდეგ კი გამაუპატიურა. ეს იყო ჩემი პირველი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება", - განაცხადა მსახიობმა.

ახალგაზრდა პამელას სექსუალური კოშმარი ამით არ დასრულებულა. 15 წლისა ის ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. ექვსკაციან მოძალადეთა ჯგუფს მისი ყოფილი შეყვარებული დილერობდა.

"როცა ეს ჯოჯოხეთი დასრულდა, მინდოდა საერთოდ გავმქრალიყავი ამ ქვეყნიდან. გადარჩენაში ცხოველების სიყვარული დამეხმარა. ამიტომ ვიცავ მათ და მხოლოდ მათ. ცხოველები იყვნენ ყველაზე ძვირფასები ჩემთვის, სანამ შვილები მეყოლებოდა", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება