სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "გაქცეული პატარძლები" - ცნობილები, რომლებმაც ქორწინებაზე გადამწყვეტ მომენტში თქვეს "არა!"
ქართველი "გაქცეული პატარძლები" - ცნობილები, რომლებმაც ქორწინებაზე გადამწყვეტ მომენტში თქვეს "არა!"

და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზოგი დიდი ხნის ფიქ­რის შემ­დეგ, ზო­გიც ნაჩ­ქა­რე­ვად იღებს. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ვა­ტა­როთ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სწო­რედ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში ამ­ბობს ადა­მი­ა­ნი უარს ქორ­წი­ნე­ბა­ზე. Ambebi.ge ამ სტა­ტი­ა­ში სწო­რედ ასეთ ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებ­ზე მო­გი­თხრობთ.

ნინო და­რა­სე­ლი

ნინო და­რა­სე­ლის ჩაშ­ლი­ლი ქორ­წი­ნე­ბის ის­ტო­რია მთელ­მა თბი­ლის­მა იცის. ჟურ­ნა­ლის­ტი სტუ­დენ­ტო­ბის დროს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, და­ქორ­წი­ნე­ბა­საც გეგ­მავ­და, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქორ­წი­ნე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა და ნიკა ბე­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ახლა ორი შვი­ლი, ზა­ზუ­კა და მა­რი­ტა ჰყავს. ნი­კას და ნი­ნოს ქორ­წი­ნე­ბა მყა­რი გა­მოდ­გა და ახ­ლაც ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ.

სა­ლო­მე ჭა­ჭუა და გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას და გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს მრა­ვალ­წლი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ. ორი­ვე მო­ცეკ­ვა­ვეა, ერ­თმა­ნე­თი სტუ­დია "თე­ლა­ში" გა­იც­ნეს. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ოჯა­ხებ­მაც იცოდ­ნენ და არც წყვი­ლი ერი­დე­ბო­და სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს, მაგ­რამ... მათი სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად დას­რულ­და.

ამ­ბობ­დნენ, რომ გიგი სა­ლო­მემ მი­ა­ტო­ვა და მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე­ში გაც­ვა­ლაო. სა­ლო­მემ და გი­ორ­გიმ ერ­თმა­ნე­თი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­იც­ნეს. მა­შინ გი­ორ­გიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. მსა­ხი­ო­ბი თამ­თა შა­ლამ­ბე­რი­ძეს ხვდე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ლო­მე და გი­ორ­გი მათ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს უარ­ყოფ­დნენ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­დეს და იქორ­წი­ნეს კი­დეც. ამ­ბო­ბენ, რომ გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ სა­ლო­მეს და­კარ­გვა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა, დეპ­რე­სი­ა­ში იყო, ცეკ­ვაც აღარ უნ­დო­და, მაგ­რამ რთუ­ლი ეტა­პი მალე გა­და­ლა­ხა და სცე­ნა­საც და­უბ­რუნ­და, სა­ლო­მემ და გი­ორ­გიმ კი იქორ­წი­ნეს.

ლიკა ლა­ბა­ძე

ლიკა ლა­ბა­ძეს სევ­დი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია აქვს. ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ­ზე აპი­რებ­და და­ო­ჯა­ხე­ბას, მაგ­რამ და­ქორ­წი­ნე­ბა ტე­ლე­წამ­ყვან­მა თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პთან გა­და­ი­ფიქ­რა. ლიკა ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­იც­ნო, ანე­ბივ­რებ­და ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით, ლი­კას ხელი ამე­რი­კა­ში თვითმფრი­ნავ­თან სთხო­ვა, მაგ­რამ სწო­რედ მა­შინ, როცა ლი­კას თან­ხმო­ბა უნდა ეთ­ქვა და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე, უარი გა­ნა­ცხა­და და თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. ამის გამო ლიკა დიდ­ხანს იყო დეპ­რე­სი­ა­ში.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს პირ­ვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სწო­რედ მა­შინ და­შორ­და, როცა ის მო­ი­ტა­ცეს. 16 წლის თა­მუ­ნა მა­შინ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, მათი ამ­ბა­ვი ოჯა­ხებ­მაც იცოდ­ნენ. მაგ­რამ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მე­გობ­რის სახ­ლი­დან უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა მო­ი­ტა­ცა და კა­ხეთ­ში გა­და­მა­ლა, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­მო­იქ­ცა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი შეყ­ვა­რე­ბულ­მა მი­ა­ტო­ვა. უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა თა­მუ­ნა ერთი წლის მან­ძილ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­ტა­ცა, ქორ­წი­ლის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბო­და მისი ოჯა­ხი, მაგ­რამ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და მის­გან გა­მოქ­ცე­ვას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ქართველი "გაქცეული პატარძლები" - ცნობილები, რომლებმაც ქორწინებაზე გადამწყვეტ მომენტში თქვეს "არა!"

ქართველი "გაქცეული პატარძლები" - ცნობილები, რომლებმაც ქორწინებაზე გადამწყვეტ მომენტში თქვეს "არა!"

დაქორწინების გადაწყვეტილებას ზოგი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ზოგიც ნაჩქარევად იღებს. არჩევანის გაკეთება ადამიანზე, რომელთანაც მთელი ცხოვრება უნდა გავატაროთ, ყველაზე რთულია. არის შემთხვევები, როცა სწორედ გადამწყვეტ მომენტში ამბობს ადამიანი უარს ქორწინებაზე. Ambebi.ge ამ სტატიაში სწორედ ასეთ ცნობილ ქართველებზე მოგითხრობთ.

ნინო დარასელი

ნინო დარასელის ჩაშლილი ქორწინების ისტორია მთელმა თბილისმა იცის. ჟურნალისტი სტუდენტობის დროს შეყვარებული იყო, დაქორწინებასაც გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად ქორწინება გადაიფიქრა და ნიკა ბერიძეზე იქორწინა. წყვილს ახლა ორი შვილი, ზაზუკა და მარიტა ჰყავს. ნიკას და ნინოს ქორწინება მყარი გამოდგა და ახლაც ბედნიერი ოჯახი აქვთ.

სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე

სალომე ჭაჭუას და გიგი გაჩეჩილაძეს მრავალწლიანი სიყვარული აკავშირებდათ. ორივე მოცეკვავეა, ერთმანეთი სტუდია "თელაში" გაიცნეს. მათი სიყვარულის ისტორია ოჯახებმაც იცოდნენ და არც წყვილი ერიდებოდა საკუთარ გრძნობებზე საჯაროდ საუბარს, მაგრამ... მათი სიყვარული მოულოდნელად დასრულდა.

ამბობდნენ, რომ გიგი სალომემ მიატოვა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეში გაცვალაო. სალომემ და გიორგიმ ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიცნეს. მაშინ გიორგიც შეყვარებული იყო. მსახიობი თამთა შალამბერიძეს ხვდებოდა. თავდაპირველად სალომე და გიორგი მათ შესახებ გავრცელებულ ჭორებს უარყოფდნენ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ სიყვარულის ამბავი საჯაროდ განაცხადეს და იქორწინეს კიდეც. ამბობენ, რომ გიგი გაჩეჩილაძემ სალომეს დაკარგვა მძიმედ გადაიტანა, დეპრესიაში იყო, ცეკვაც აღარ უნდოდა, მაგრამ რთული ეტაპი მალე გადალახა და სცენასაც დაუბრუნდა, სალომემ და გიორგიმ კი იქორწინეს.

ლიკა ლაბაძე

ლიკა ლაბაძეს სევდიანი სიყვარულის ისტორია აქვს. ის რამდენიმე წლის წინ ამერიკაში მცხოვრებ ქართველზე აპირებდა დაოჯახებას, მაგრამ დაქორწინება ტელეწამყვანმა თვითმფრინავის ტრაპთან გადაიფიქრა. ლიკა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა საერთო მეგობრების დახმარებით გაიცნო, ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით, ლიკას ხელი ამერიკაში თვითმფრინავთან სთხოვა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ლიკას თანხმობა უნდა ეთქვა დაქორწინებაზე, უარი განაცხადა და თბილისში წამოვიდა. ამის გამო ლიკა დიდხანს იყო დეპრესიაში.

თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძეს პირველი შეყვარებული სწორედ მაშინ დაშორდა, როცა ის მოიტაცეს. 16 წლის თამუნა მაშინ ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენის შეყვარებული იყო, მათი ამბავი ოჯახებმაც იცოდნენ. მაგრამ ტელეწამყვანი მეგობრის სახლიდან უცნობმა მამაკაცმა მოიტაცა და კახეთში გადამალა, საიდანაც რამდენიმე დღის შემდეგ გამოიქცა. თბილისში დაბრუნებული კი შეყვარებულმა მიატოვა. უცნობმა მამაკაცმა თამუნა ერთი წლის მანძილზე, რამდენჯერმე მოიტაცა, ქორწილისთვისაც ემზადებოდა მისი ოჯახი, მაგრამ ტელეწამყვანი ყოველთვის ახერხებდა მისგან გამოქცევას.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება