მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ონკანიდან წყლის დალევა საშიშია? - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს
თბილისში ონკანიდან წყლის დალევა საშიშია? - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" თბი­ლის­ში წყლის შე­საძ­ლო და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს.

სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ მო­მარ­თა და წყლის შე­საძ­ლო და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით ონ­კა­ნის წყლის და­ლე­ვა სა­ხი­ფა­თოა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­ში" გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას სთხო­ვენ.

"აბ­სურ­დია, თით­ქოს რა­ღაც და­ზი­ა­ნე­ბაა თბი­ლის­ში და ონ­კა­ნის წყლის და­ლე­ვა სა­ხი­ფა­თოა. წყა­ლის ხა­რის­ხი მოწ­მდე­ბა უწყვეტ რე­ჟიმ­ში. თუ რა­მე­ზე არის ეჭვი, კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თი გვჭირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ად­გილ­ზე უნდა ინა­ხოს სი­ტუ­ა­ცია, უნდა მი­ვი­დეს მო­ბი­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, აი­ღოს სინ­ჯე­ბი და ა.შ. ჩვენ სა­მუ­შა­ო­ებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­ტა­რებთ, რა­ი­მე და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ ჩვენ­ზე ადრე ვე­რა­ვინ გა­ი­გებს. სა­თა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წყა­ლი, ქსელ­ში შეს­ვლამ­დე 24 სა­ა­თი­ან უწყვეტ ციკლში მოწ­მდე­ბა", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნის ცხელ ხაზ­ზე წყლის შე­საძ­ლო და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ დღეს და არც გუ­შინ ზარი არ შე­სუ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

თბილისში ონკანიდან წყლის დალევა საშიშია? - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

თბილისში ონკანიდან წყლის დალევა საშიშია? - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისში წყლის შესაძლო დაბინძურების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სააგენტო "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მოქალაქემ მომართა და წყლის შესაძლო დაბინძურების შესახებ შეატყობინა. მათი ინფორმაციით ონკანის წყლის დალევა სახიფათოა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის წარმომადგენლები მოქალაქეებს დაზიანების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

"აბსურდია, თითქოს რაღაც დაზიანებაა თბილისში და ონკანის წყლის დალევა სახიფათოა. წყალის ხარისხი მოწმდება უწყვეტ რეჟიმში. თუ რამეზე არის ეჭვი, კონკრეტული მისამართი გვჭირდება, აუცილებლად ადგილზე უნდა ინახოს სიტუაცია, უნდა მივიდეს მობილური ლაბორატორია, აიღოს სინჯები და ა.შ. ჩვენ სამუშაოებს ყოველდღიურად ვატარებთ, რაიმე დაბინძურების შესახებ ჩვენზე ადრე ვერავინ გაიგებს. სათავიდან გამომდინარე წყალი, ქსელში შესვლამდე 24 საათიან უწყვეტ ციკლში მოწმდება", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, კომპანის ცხელ ხაზზე წყლის შესაძლო დაბინძურების შესახებ დღეს და არც გუშინ ზარი არ შესულა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია