მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას აკლიათ ერთი რამ, ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება
დავით უსუფაშვილი - ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას აკლიათ ერთი რამ, ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება

სტე­რე­ო­ტი­პი, თით­ქოს და­სავ­ლე­თი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის მტე­რია, ხოლო იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი და კო­მუ­ნიზ­მი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის გა­დამ­რჩე­ნი, გა­და­სა­ხე­დი და და­სან­გრე­ვია , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მე­რი­ოტ­ში" მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას არ­სე­ბო­ბის უდი­დე­სი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, ორი­ვეს აკ­ლია ერთი რამ: ერ­თმა­ნეთ­თან ცი­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბა 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნი­ათ გარე ფაქ­ტო­რე­ბის გამო.

"ამი­ტომ დამ­კვიდ­რდა უც­ნა­უ­რი ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც ფორ­მით და­სავ­ლურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოს ვა­შე­ნებ­დით, ხოლო ში­ნა­არ­სით - საბ­ჭო­თა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და კო­მუ­ნის­ტუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი სჭარ­ბობ­და ჩვენს მოქ­მე­დე­ბებ­ში. აქე­დან მო­დის სხვა სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად თით­ქოს და­სავ­ლე­თი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის მტე­რია; იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი და კო­მუ­ნიზ­მი - მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის გა­დამ­რჩე­ნი და შემ­ფა­რე­ბე­ლი. ეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი გა­და­სა­ხე­დი და და­სან­გრე­ვია, რად­გან ქრის­ტი­ა­ნო­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ შე­იქ­მნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­მო­კი­დე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მა, ხოლო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის გა­რე­შე ვერ შე­იქ­მნე­ბა ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს რე­ლი­გი­ის, რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და აღი­ა­რებს იმ მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რაც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის­თვის არის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა – ადა­მი­ა­ნი", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია არის ზრუნ­ვა თი­თო­ე­ულ­ზე იმის­თვის, რომ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იყოს. მა­შა­სა­და­მე, ეს არის სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მობ­რუ­ნე­ბა ქრის­ტი­ა­ნო­ბის­კენ, როცა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის საზ­რუ­ნა­ვია და არა კო­ლექ­ტი­ვი, მასა, კლა­სი და ასე­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, 12-19 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვთის­მშობ­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რე­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" მე­ხუ­თე სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ღვთის­მსა­ხურ­ნი და მეც­ნი­ე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს 14 ქვეყ­ნი­დან ეწ­ვივ­ნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

დავით უსუფაშვილი - ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას აკლიათ ერთი რამ, ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება

დავით უსუფაშვილი - ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას აკლიათ ერთი რამ, ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება

სტერეოტიპი, თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია, ხოლო იმპერიალიზმი და კომუნიზმი მართლმადიდებლების გადამრჩენი, გადასახედი და დასანგრევია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას არსებობის უდიდესი ისტორიული გამოცდილება აქვთ, ორივეს აკლია ერთი რამ: ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება, რადგან გამოცდილება 200 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ გარე ფაქტორების გამო.

"ამიტომ დამკვიდრდა უცნაური ვითარება საქართველოში, როდესაც ფორმით დასავლურ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებდით, ხოლო შინაარსით - საბჭოთა ფასეულობები და კომუნისტური მენტალიტეტი სჭარბობდა ჩვენს მოქმედებებში. აქედან მოდის სხვა სტერეოტიპები, როგორიცაა, მაგალითად თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია; იმპერიალიზმი და კომუნიზმი - მართლმადიდებლების გადამრჩენი და შემფარებელი. ეს სტერეოტიპები გადასახედი და დასანგრევია, რადგან ქრისტიანობისგან დამოუკიდებლად ვერ შეიქმნება თავისუფლებას დამოკიდებული ღირებულებითი სისტემა, ხოლო თავისუფლებაზე დაფუძნებული ღირებულებითი სისტემის გარეშე ვერ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც აღიარებს რელიგიის, რწმენის თავისუფლებას და აღიარებს იმ მთავარ ღირებულებას, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ქრისტიანული რელიგიისთვის არის მთავარი ღირებულება – ადამიანი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ლიბერალური დემოკრატია არის ზრუნვა თითოეულზე იმისთვის, რომ ყველა ბედნიერი იყოს. მაშასადამე, ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი ინსტიტუციური მობრუნება ქრისტიანობისკენ, როცა თითოეული ადამიანის საზრუნავია და არა კოლექტივი, მასა, კლასი და ასეთი კატეგორიები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნა. მასში მონაწილეობისთვის საქართველოს ღვთისმსახურნი და მეცნიერები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვივნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა